მშობლები პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილები არიან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მათ  მშობლებს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მშობლები პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილები არიან, რადგან სალომე ზურაბიშვილისგან იმედიანად გამოვიდნენ.

როგორც მშობლები აცხადებენ, პრეზიდენტმა მათ პირობა მისცა, რომ მის კონტაქტებს გამოიყენებს, მსოფლიოში ცნობილ ექიმებს ჩართავს ამ კონკრეტულ საქმეში და ჯანდაცვის უწყებას დაეხმარება შესაბამისი გაიდლაინის შემუშავებაში, რომელიც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების პრეპარატით უზრუნველყოფისთვის არის საჭირო.

„პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა. ძალიან სასიამოვნოა, რომ სრულად იყო გაცნობიერებული ამ სინდრომის შესახებ, ექიმებთან ჰქონდა გავლილი კონსულტაცია და მომზადებული შეგვხდა მედიკამენტთან დაკავშირებით. მოისმინა ჩვენი ამბავიც, რა გამოვიარეთ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში და რაში მდგომარეობს ჩვენი პრობლემა, რომ ძალიან გვეჩქარება. რადგანაც პრემიერმა ახსენა, რომ არის თანხა ბიუჯეტში, მაქსიმალურად ჩავერთვები ლოგისტიკურად, რომ პროტოკოლურად, რაც საჭიროა – ექიმების გადამზადება, თუნდაც ინფორმაციის გადამოწმება, ნამდვილად ლიცენზირებულია თუ არა, დოკუმენტაციის დამტკიცება, დაგეხმარებით, რომ დავაჩქაროთ პროცესიო. პრეზიდენტმა გამოხატა დიდი კმაყოფილება, რომ ბიუჯეტში არის ამისთვის თანხები და მზადაა, ყველანაირად დაგვეხმაროს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

 

მსგავსი თემები