,,პუტინი არცერთ ბუნკერში არასდროს მჯდარა”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინს ორეულები ჰყავს და თვითონ ბუნკერში ზის, სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, პუტინი ბუნკერში არასდროს მჯდარა.

„ალბათ გსმენიათ იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბევრი ორეული ჰყავს, რომლებიც მის ნაცვლად მუშაობენ, როდესაც ის ბუნკერში ზის, ეს კიდევ ერთი დიდი ტყუილია. თქვენ ყველა ხედავთ როგორია ჩვენი პრეზიდენტი. ის ადრეც აქტიური იყო და ახლაც აქტიურია. ადამიანებს, რომლებიც მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, გვიჭირს, რომ დავეწიოთ, მისი ენერგეტიკის შეიძლება მხოლოდ გშურდეს. თქვენ შეგიძლიათ ინატროთ, რომ იყოთ ისეთივე ჯანმრთელი, როგორიც ის არის. რა თქმა უნდა, პუტინი არცერთ ბუნკერში არასდროს მჯდარა“, – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები