დონალდ ტრამპი დააკავეს

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაკავებულია. პრეზიდენტი მანჰეტენის პროკურატურაში დღეს იყოს დაბარებული. პრეზიდენტი მომავალ სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩება. პატიმრობის რა ფორმას გამოიყენებენ პრეზიდენტთან დაკავშირებით, უცნობია. სავარაუდოდ, მას   ბორკილებს არ დაადებენ. CNN-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, გადაუღებენ თუ არა პატიმარ პრეზიდენტს ფოტოს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი პორნო ვარსკვლავთან სექსუალური ურთიერთობის დამალვისთვის დიდი ოდენობის თანხის გადახდის ბრალდებით დააკავეს.  ტრამპი კი ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია პოლიტიკური შინაარსისაა.    

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ლევან გოფოძე პროკურატურაში იმყოფებოდა. ის დაკითხვაზე იყო დაბარებული, რომელიც საავადმყოფოს რეაბილიტაციას ეხებოდა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ლევან გოფოძემ განაცხადა, პროკურატურას აინტერესებდა წლების წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და პროცესში მონაწილე ადამიანები.  

მეტი...

„რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე თანამედროვე კლინიკა უნდა აშენდეს“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის – თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე თანამედროვე კლინიკის აშენება საშვილიშვილო საქმეა. „ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე, ახალი, მულტიპროფილური, მინიმუმ, 500 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკა რომ უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ეს არავისთვის სადავო არ არის. თავის დროზე, სამედიცინო დაწესებულებების, თითქმის, 95% კერძო სექტორის ხელში გადავიდა. ამით, დაირღვა ბალანსი და კონკურენტუნარიანი გარემო, რაც მოქალაქეებისთვის, მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე აისახა. დღეს, სახელმწიფო ამის გამოსწორებას ცდილობს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს გაკეთება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს საშვილიშვილო საქმეა და ამაზე კამათი არ უნდა იყოს“, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს…

მეტი...

ნახატების გამოფენა ცხოველების თემაზე

მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოლიდარობის სახლმა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიისა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხარდაჭერით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოზარდების, შშმ პირების, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების კომპანიონი ცხოველებისადმი ემპათიის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო. მონაწილეთა ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი, გარემოს დაცვის კომისიის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე,თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე, ააიპ „სოლიდარობის სახლის“…

მეტი...

მიუსაფარი ცხოველებისთვის ხის სახლები განთავსდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა. სახლები განთავსდა ქეთევან წამებულის ქუჩაზე, გლდანულაში, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკასთან, ასევე, 146-ე და 172-ე საჯარო სკოლებთან. სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტის მიზანი ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ჩართულობის წახალისებაა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მიუსაფარი ცხოველებისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებენ და მათ შორის, ზრუნავენ მათთვის ხის სახლების დამზადებაზე.  

მეტი...

გადაჭედილი მეტროსადგური

სოციალურ ქსელში მგზავრები ვიდეოს აქვეყნებენ, რა ხდება ამ წუთებში მეტროსადგურ „ვარკეთილში“. როგორც მგზავრები აცხადებენ, მთლიანი სადგური მგზავრის ნაკადითაა გადავსებული და ესკალატორთან მისვლას ვერ ახერხებენ, რომ მეტროდან ამოვიდნენ, უჰაერობაა და სუნთქვაც გაძნელებულია.  

მეტი...

„ეს არის ძლიერი წახალისება“ – სალომე ზურაბიშვილი ნატო-ში ფინეთის წევრობაზე

საქართველოს პრეზიდენტი ფინეთს ნატო-ს წევრობას ულოცავს და აცხადებს, რომ ეს არის ძლიერი წახალისება. „ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს. ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი. ფინეთის დროშა ნატო-ს შტაბ-ბინასთან დღეს აღიმართა.  

მეტი...

რიკოთის უღელტეხილის გახსნა ჯერ არ იგეგმება, მეწყრული პროცესის შესწავლა გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის უღელტეხილი) განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლა გრძელდება. უწყების ინფორმაციით, პირველადი დასკვნა  სავარაუდოდ, კვირის ბოლოს იქნება ცნობილი. „ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს მეწყრული უბანი, მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია უწევს და მისი მოწვევით, მეწყრული უბნის შესწავლაში ჩართულები არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან აიკრძალა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

„ისტორიული დღე“ – ნატოს შტაბ-ბინასთან ფინეთის დროშა აღმართეს

ნატო და ფინეთი ზეიმობს. ნატოს წევრ ქვეყნებს 31-ე ქვეყანა დაემატა. ფინეთის დროშა ნატო-ს შტაბ-ბინასთან უკვე აღმართეს. როგორც ღონისძიებაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა,  ყველამ ნახა, რომ პუტინის აგრესიული პოლიტიკა არ მუშაობს. „პუტინმა ნათლად დაინახა, რომ აგრესია და დაშინება არ მუშაობს. მას ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ მეტი ნატო მიიღო. განსაკუთრებული პატივია, რომ ამ ისტორიულ დღეს ნატოს 31-ე წევრს ვესალმებით.  დღეიდან 31 დროშა ერთად იფრიალებს სოლიდარობის ნიშნად. ეს კარგია ფინეთის, ჩრდილოეთის უსაფრთხოებისთვის, მთლიანად ნატოსთვის. მივესალმო ფინეთს, როგორც სრულფასოვან წევრს. იმედი მაქვს, რომ მალე შვედეთსაც მივესალმებით“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურ ღონისძიებაზე.

მეტი...

პარლამენტმა 5 ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

პარლამენტში საქმიანობას ხუთი ახალი დეპუტატი გააგრძელებს. მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს, პარლამენტის წევრებმა დადგენილების პროექტით, მხარი დაუჭირეს. პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლის, გიორგი ჩაკვეტაძის უფლებამოსილებას პარლამენტის 83 წევრი ერთხმად დაეთანხმა. პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლედ, პარლამენტმა თენგიზ შარმანაშვილის უფლებამოსილება 87 ხმით ცნო. გიორგი ხელაშვილი პარლამენტში მერაბ ქვარაიამ ჩაანაცვლა, რომლის უფლებამოსილებას პარლამენტის 83  წევრი დაეთანხმა. პარლამენტის გამოკლებული წევრის, ნინო იობაშვილის ადგილმონაცვლედ წარმოდგენილ სალომე ქურასბედიანის უფლებამოსილების ცნობას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილებას კი, რომელმაც პარლამენტის გამოკლებული წევრი, ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩაანაცვლა, 88 პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი.  

მეტი...

,,ფინეთის NATO-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის”- სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუს განცხადებით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის. შოიგუს თქმით, ბელარუსს გადაეცა ისკანდერების საოპერაციო ტაქტიკური სისტემები, რომლითაც  ბირთვული რაკეტების გამოყენება შეუძლიათ. ,,NATO მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს, რომ გაზარდოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა. ინტენსიურს ხდიან საბრძოლო წვრთნას და დაზვერვით საქმიანობას რუსეთის და ბელარუსის საზღვრებთან. ფინეთის NATO-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის, მაგრამ გავლენას არ მოახდენს სამხედრო სპეცოპერაციის შედეგზე. ასეთ პირობებში, ვიღებთ საპასუხო ზომებს ჩვენი მოკავშირე ქვეყნის დასაცავად. რამდენიმე ბელარუსულ თვითმფრინავს აქვს შესაძლებლობა, მოწინააღმდეგის სამიზნეებზე ბირთვული იარაღით მიიტანოს იერიში. გარდა ამისა, გადავეცით ისკანდერების საოპერაციო ტაქტიკური სისტემები, რომლითაც…

მეტი...

9 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება იქნება – ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,  9 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება იქნება. მისი თქმით, 9 აპრილის აქცია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკავშირდება. ,,9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ცხადია, ლაზარე არის ადამიანი, ახალგაზრდა, რომელიც იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეუძლებელია სხვანაირად იყოს 9 აპრილის აქცია, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ჰყავდეთ ტუსაღობაში აყვანილი, როგორც სიმბოლო ევროპული მომავლისთვის ბრძოლის და ამასობაში, ჩვენ მთავარ მოთხოვნად არ დავაყენოთ ლაზარეს გათავისუფლება. ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ აქციაზე, ისევე როგორც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიღება, ვგულისხმობ, 12…

მეტი...

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით, მთავრობის ინიციატივით, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 80 მომხრე, 2 წინააღმდეგით, პირველი მოსმენით მიიღო. კოდექსი თავდაცვის მიზნებზე მორგებულ სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესს და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც, 6, 8 და 11-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინურ და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია…

მეტი...

ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ნორვეგიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, დასანქცირებული პირების სიას დაემატა კიდევ 87 ინდივიდუალური პირი და 34 სუბიექტი. სია ახლა უკვე 1,678 ინდივიდუალური პირისა და სუბიექტისგან შედგება. ,,მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთის მთავრობაზე და მის მხარდამჭერებზე. ამ სანქციებს აქვს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და უზრუნველყოფს, რომ ძირითადმა საშუალებებმა ვერ მიაღწიოს რუსეთის ომის ინდუსტრიას. ნორვეგია დანარჩენ ევროპასთან ერთად დგას და იგი ევროკავშირის სანქციების ყველა პაკეტს შეუერთდა. ჩვენ სოლიდარობას და სრულ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მათ ბრძოლას თავისუფლების მიმართ,” – ნათქვამია ნორვეგიის მთავრობის…

მეტი...

სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანი სასამართლომ ბრალადწარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო და  5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მეტი...

,,სწორედ ევროკავშირის გზაზე რომ გვინდა ვიდგეთ, იმიტომ ვატარებთ გონივრულ პოლიტიკას”- ირაკლი ქადაგიშვილი

„საქართველო ყოველთვის იყო ბრძოლის წინა ხაზზე და ის, რომ ჩვენ დღეს არ გვინდა ის უბედურება დატრიალდეს, რაც უკრაინაში ტრიალებს და ამას რომ თავს ვარიდებთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ან რუსეთის გვეშინია ან ევროკავშირისკენ მიმავალ  გზას ავცდით. სწორედ ევროკავშირის გზაზე რომ გვინდა ვიდგეთ, იმიტომ ვატარებთ ამ გონივრულ პოლიტიკას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლის საპასუხოდ. მისი თქმით, შეუძლებელია, რომ საქართველომ, რომელიც კონკრეტული შეფასებებით რეალურად მოწინავე ლიდერი ქვეყანაა, თუნდაც იმ პოლიტიკური რიტორიკის გამო, რომელიც საქართველოში მუდმივად იქნება გამოყენებული, რომ რამენაირად რევოლუციური სცენარები განახორციელონ, არ მიიღოს კანდიდატის…

მეტი...

,,ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-შია”- მატეუშ მორავეცკი

ფინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. ,,ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატოშია. გილოცავთ! დღეიდან ალიანსი 31 ქვეყნისგან შედგება. ძლიერი პარტნიორები უზრუნველყოფენ პოლონეთის, ჩვენი რეგიონის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების გარანტიას”, – წერს მორავიეცკი.

მეტი...

,,ჩავატარეთ არაერთი კვლევა, სადაც გამოირიცხა რაიმე ხელისშემშლელი პირობის არსებობა საკვების არმიღებასთან დაკავშირებით”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღე-ღამის განმავლობაში 400-450, მაქსიმუმ 500 კალორიას იღებს. მისივე თქმით, სააკაშვილს არაერთი კვლევა ჩაუტარდა,  სადაც გამოირიცხა რაიმე ხელშემშლელი პირობა სააკაშვილის მიერ საკვების არმიღებასთან დაკავშირებით. „საკმაოდ რთულია კვებასთან დაკავშირებული საკითხი. ერთ-ერთი რთულია ამ კონკრეტული პაციენტის მართვის პროცესში. ვერ იღებს თუ არ იღებს საკვებს – ჩვენ ჩავატარეთ არაერთი კვლევა, სადაც გამოირიცხა რაიმე წინააღმდეგობის ან ხელისშემშლელი პირობის არსებობა საკვების არმიღებასთან დაკავშირებით. ასევე ენდოკრინოლოგიური კუთხით ჩაუტარდა კვლევა, საიდანაც მიღებულ იქნა დასკვნა, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა, რომელიც შეიძლება, პროცესის ხელშემშლელი ფაქტორი იყოს, თუმცა მაინც იგივე გრძელდება. მაინც არ…

მეტი...

,,პუტინს სურდა ნაკლები NATO თავის საზღვართან, მაგრამ სრულიად საპირისპიროს იღებს”- იენს სტოლტენბერგი

,,პუტინს სურდა ნაკლები ნატო თავის საზღვრებთან, სურდა ნატოს კარის დაკეტვა. ის სრულიად საპირისპიროს იღებს,”- ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს ჯარები ფინეთში მხოლოდ ქვეყნის თანხმობით განთავსდებიან. ,,წლებია, ვხედავთ რუსეთის სამხედრო გაძლიერებას. მათ შორის ჩრდილოეთით, ფინეთისა და ნორვეგიის სიახლოვეს. ჩვენ ასევე ვხედავთ, პრეზიდენტ პუტინს სურს, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ. 2008 წელს იყო საქართველო, შემდეგ 2014-ში ყირიმი. გასულ წელს კი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ეს არის ნაწილი რუსეთის ქცევის და სწორედ ამიტომ, გავაძლიერეთ NATO, ჩვენი მზადყოფნა, სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და…

მეტი...

,,ქალბატონი პრეზიდენტი რომ გამოვიდა და იკითხა, ვინ სად ხართო, ჩვენ კი ვიცით, სადაც ვართ, მაგრამ ზოგიერთმა საკუთარ თავში ჩაიხედოს”- ალუდა ღუდუშაური

„საქართველო ნამდვილად გახდება  ევროკავშირის წევრი და ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ღირსეული წევრი გახდეს ევროპული დიდი ოჯახის, მაგრამ გვახსოვს როგორ დალეწეთ მშვიდობიანი მანიფესტანტები რუსთაველის გამზირზე და მერე ქართველი ხალხის სისხლით მორწყულ გამზირზე როგორ ამაყად დადიოდით და გვახსოვს, გვამები ჯიხურის თავზე რომ შემოალაგეთ. ამ ისტორიით ამაყობთ?“ – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, „ქართული ოცნება“  ქვეყნის ინტერესებს იცავს და ევროკავშირის წევრი   მოქმედი ხელისუფლების ღირსეული ძალისხმევით გახდება. „ქალბატონი  პრეზიდენტი  რომ გამოვიდა და იკითხა, ვინ სად ხართო, ჩვენ კი ვიცით, სადაც ვართ – ჩვენ ვართ ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენ სიამაყით და…

მეტი...

,,ნატო-ს გაფართოება არის რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებას ეხმიანება. მისი თქმით, ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა. ,,კრემლს მიაჩნია, რომ ეს სიტუაციის კიდევ ერთი გამწვავებაა. ნატოს გაფართოება არის ჩვენი უსაფრთხოებისა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების ხელყოფა, ამაზე ვისაუბრეთ. და ჩვენ ასე აღვიქვამთ. და, რა თქმა უნდა, ეს გვაიძულებს მივიღოთ კონტრზომები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ტაქტიკურად, ასევე სტრატეგიულად” – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისივე განცხადებით,  ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება მოსკოვისა და ჰელსინკის ურთიერთობებზე აისახება.

მეტი...

,,ვიმუშავებთ ფართომასშტაბიან, მძლავრ აქციაზე ლაზარეს დასაცავად”- ელენე ხოშტარია

,,ლაზარე უნდა იყოს გარეთ და ჩვენ ყველამ ერთად, როგორც 8-9-ში შევძელით გაერთიანება, ასე უნდა გავერთიანდეთ ამ ბიჭის გარშემო,”- ამის შესახებ  “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ღირსების და ევროპული არჩევანის დაცვის ხაზი ლაზარე გრიგორიადისის დაცვაზე გადის. ,,უნდა გვესმოდეს რომ დღეს საქართველოს ღირსების და ევროპული არჩევანის დაცვის ხაზი გადის სწორედ ლაზარეს დაცვაზე და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ლაზარე იყოს თავისუფალი და მიიღოს ის პატივისცემა, რომელსაც იმსახურებს ყველასგან. პირველი – შევუერთდებით აბსოლუტურად ყველა აქციას, რომელიც ლაზარეს დაცვისთვის იქნება; მეორე – ვიმუშავებთ ფართომასშტაბიან, მძლავრ აქციაზე ლაზარეს…

მეტი...

,,რამე ხომ არ გეშლებათ აბა თქვენ, შემომხედეთ აქეთ”- ალუდა ღუდუშაური

,,რამე ხომ არ გეშლებათ აბა თქვენ, შემომხედეთ აქეთ. სანამ ეს სიტყვები გაგექცევათ, თქვენს პარტიულ ტელევიზიებში რომ დადიხართ და კნავიხართ იქ რაღაცეებს, კარგად დაფიქრდით,”- ამ სიტყვებით „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა. ,,ბატონო შალვა, კერესელიძე, აბა შემომხედეთ და მითხარით, ვისზე ლაპარაკობთ ვინ არის თაღლითი ან რუსეთუმე, აი, ვისზე ლაპარაკობთ ჩემზე საუბრობთ, რომელიმე ჩემს კოლეგაზე? დაასახელეთ აბა კონკრეტულად ვისზე საუბრობთ, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, რომ გამოდიხართ და ასეთ რამეს საუბრობთ და მე ვიტყოდი, რომ კადრულობთ, უნდა გეყოთ ცოტა მარილი მოაყაროთ და თქვათ, ვინ არის ასეთი? შემომხედე და მითხარი, ვინ…

მეტი...

ჯოზეფ ბორელი მომავალ კვირას ჩინეთს ეწვევა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მომავალ კვირას ჩინეთს ეწვევა. მისი თქმით, ჩინეთის როლი უკრაინის ომში მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობისთვის. ,,მე მომავალ კვირას მივდივარ. როგორც ხედავთ, ბევრი ევროპელი სტუმრობს ჩინეთს. ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მოსალოდნელია იმოქმედოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასაცავად. ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება და აგრესორის მხარეს ვერ დადგება. ჩინეთთან ცხადი ვიყავით: მისი პოზიცია სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე განსაზღვრავს მათთან ჩვენი ურთიერთობების ხარისხს”, – განაცხადა ბორელმა.

მეტი...

,,წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება”- სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის დასკვნას აქვეყნებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, პაციენტის გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. „2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით. სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში. 2 აპრილს ექიმებმა გასინჯეს პაციენტი. არასამუშაო დღეს განხორციელებული ვიზიტის გამო, სამწუხაროდ, მკურნალ ექიმთან გასაუბრება, ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოხერხდა. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გიორგი კაჭარავამ…

მეტი...

,,ნატო-ს კარი ღია უნდა იყოს საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის”- ანა ფოტიგა

,,სრულად თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მიზნების მისაღწევად, კარი ღია უნდა იყოს შვედეთისა და უკრაინის, ასევე საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. ,,1949 წლის 4 აპრილს ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. დღეს ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ალიანსის 31-ე წევრს, რაც მას უფრო უსაფრთხოს NATO-ს კი უფრო ძლიერს გახდის. სრულად თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მიზნების მისაღწევად, კარი ღია უნდა იყოს შვედეთისა და უკრაინის, ასევე საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის”,- წერ ანა ფოტიგა.

მეტი...

,,როდესაც ოპოზიცია ცდილობს, გმირად შერაცხოს ადამიანი, რომელიც საზოგადოებას გაეცნო როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი, ეს არის პრობლემა”- სარჯველაძე

„ყველა უნდა იყოთ  პასუხისმგებლობით აღვსილი, როდესაც ამ პატიმარზე გაქვთ განსაკუთრებული ზრუნვა და შეიძლება ნაკლები იყოს თქვენი ყურადღება დანარჩენ 9 ათას პატიმართან მიმართებაში. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარს ეუბნება დეპუტატს ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მოინახულოს ციხეში. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არსებობს  პრობლემა, მათ შორის, უფლებადაცვითი მიმართულებით, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ უფლებების დაცვის საქმე  პროპაგანდის ნაწილად აქციონ და ეს მხოლოდ პიარის ნაწილი იყოს. ეს…

მეტი...

,,ევროპაშია საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი”- თინა ბოკუჩავა

„დიახ, ევროპა თვითმიზანია, რადგან ევროპაშია საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი, რადგან უსაფრთხოება ევროპაშია, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები ევროპულ ინტერესს ემთხვევა, რადგან კეთილდღეობა, თავისუფლება ევროპაშია. დიახ, ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ისტორიული არჩევანი“, – ამის შესახებ დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თავისი ქმედებით საფრთხის  წინაშე აყენებს ისტორიულ შესაძლებლობას და ქვეყნის ევროპულ არჩევანს. „ეს შანსი, რომელიც დღეს უკრაინის თავდადებამ მოგვცა, არის უნიკალური ისტორიული შანსი და ნაცვლად იმისა, რომ ამ შანსს თქვენ იყენებდეთ, თქვენ ყოველდღიურად თქვენი მოქმედებით საფრთხის წინაშე აყენებთ ჩვენს ევროპულ არჩევანს. კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის…

მეტი...

გლდანში, მანქანა სილამაზის სალონში შევარდა

თბილისში, გლდანის მე-5 მიკრო რაიონში დისტრიბუციის მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც სილამაზის სალონის შესასვლელს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი სალონში მყოფი პირია, დანარჩენი სამი კი მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომები.     წყარო: პრაიმტაიმი. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მეტი...

დასავლეთი ცდილობს დაარწმუნოს საქართველო, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას – ნარიშკინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ცდილობენ დაარწმუნონ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შესვლისა და “მეორე ფრონტის” გახსნაში. „ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობაში. ისინი ხედავენ, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არ არის და აიძულებენ საქართველოს შევიდეს კონფლიქტში რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა ნარიშკინმა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებიც ცდილობენ დაარწმუნონ თბილისი, რომ ახლა კარგი დროა აფხაზეთსა და ”სამხრეთ ოსეთზე” კონტროლი დასაბრუნებლად.

მეტი...

,,თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან”- რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ყველაზე წარუმატებელი დღევანდელი  ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკაა, რამაც  ხალხი გააღატაკა. „რომელ სფეროში შეიძლება ჰქონოდა საქართველოს წარმატება, როდესაც ყველაზე წარუმატებელი თქვენი ხელისუფლების არსებობის პერიოდში არის ეკონომიკა, გაღატაკდა ხალხი, იცლება ქვეყანა და არ ყოფილა პროგრესული გადაწყვეტილება მიღებული ეკონომიკაში რომელსაც შეიძლება რაღაც მომავლის იმედი გაეჩინა ხალხისათვის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი, მთელი უმრავლესობა სიცრუეზე აგებს პროპაგანდას, იტყუება და „ნაცარს აყრის“ ხალხს თვალში. „ტრაბახობთ ეკონომიკური ზრდით. თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან. ეკონომიკური ზრდის პროდუქტის, სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ჩვენს მოქალაქეებს არ ხმარდებოდა  და ამ ეკონომიკური ზრდის საკმაო ნაწილი იყო…

მეტი...

,,ვერავინ დაგიჯერებთ, რომ თქვენ გინდათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება”- მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

„კამპანია, რომელსაც მავნებლობის გარდა არაფერი შეიძლება დაერქვას გრძელდება და ამ კამპანიის შესრულების  და აღსრულების პროცესს ვუყურებთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“ – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. როგორც მან აღნიშნა რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მიჰყვება გეგმას და ამ გეგმის პირველი ნაწილი არის მოლოდინი აწევა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და რომ არა  „ქართული ოცნების“ კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მოგვცემდნენ. „ყველამ კარგად ვნახეთ, რომ უსამართლობა იყო ის საფუძველი, რის გამოც კანდიდატის სტატუსი, უკვე წარსულში, დღევანდელი გადასახედიდან, ვერ მიიღო  არა „ქართულმა ოცნებამ“ არამედ ჩვენმა ქვეყნამ და ეს ევროკავშირმა კრიტერიუმების გამოქვეყნებით აღიარა“,…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო. ,,რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში, ისინი ვერც მალავენ, პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამ აგიტაციას შეუერთდა თქვენ ნახეთ სალომე ზურაბიშვილი, როცა მას ჰქონდა მოხსენება საქართველოს პარლამენტში, მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს, ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად, ეს ინტერესი აქვს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს, ეს არის გლობალური ომის…

მეტი...

,,ნაცმოძრაობის პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ დეკეზერიზაციის”- ირაკლი კობახიძე

,,დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, ნაცმოძრაობის პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ მაგალითად იგივე დეკეზერიზაციის,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მათი ინიციატივა საერთოდ არ იყო  დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. ,,დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, ნაცმოძრაობის პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ მაგალითად იგივე დეკეზერიზაციის თუ რაც ქვია ამას. ეს არის რეალურად ქვეყნის ამოცანა, ამას გვეუბნებიან. ჩვენი ინიციატივა საერთოდ არ იყო ამ კანონის მიღება, გვეუბნებიან, რომ საჭიროა ოლიგარქიული გავლენების აღმოფხვრა ქართულ პოლიტიკაში, დღეს მთავარი გაცხადებული ქეისი არის კეზერაშვილის ქეისი. სხვა შემთხვევებიც არის როდესაც ადგილი აქვს ოლიგარქიულ გავლენებს ქართულ პოლიტიკაზე, როცა შავი ფული, სისხლიანი…

მეტი...

,,პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით”- ირაკლი კობახიძე სტატუსის მიღებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთებას მოერიდება. მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი. ,,ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით, არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს რომ იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უპირობოდ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ გვაქვს უკვე ცუდი გამოცდილება, შარშანდელი ივნისიდან, როცა ქვეყანას უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმედი გვაქვს, წელს დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, თუმცა დაველოდოთ დეკემბერს,”- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით”- შალვა პაპუაშვილი

,,ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით,” – ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს მიმართა. პაპუაშვილმა სამადაშვილს ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც  სალომე სამადაშვილი მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლას რეპლიკით გამოეხმაურა. ,,საქართველოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც 2018 წელს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გავამყარეთ, რომელსაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რომელიც წესით პოლიტიკურ სპექტრს ევროპული იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, აქციეთ მოლოტოვის კოქტეილად”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მეტი...