„წამალი ბავშვებს“ – აქცია გრძელდება

ამ წუთებში, მთავრობის კანცელარიასთან ხმაურია. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები და მათი მხარდამჭერები კანცელარიასთან შემოვლებულ რკინის ღობეს ხელებს ურტყამენ დ ამ გზით აგონებენ მთავრობას საკუთარ ხმას.

მშობლების მოთხოვნა უცვლელია  და ეს არის „წამალი ბავშვებს“, რომელსაც აქციის მონაწილეები ერთხმად იძახიან მთავრობის ადმინისტრცისთან.

როგორს მშობლები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ და პროტესტი მანამ გაგრძელდება სანამ მთავრობისგან არ მიიღებენ მყარ პასუხს, რომ მათი შვილებისთვის მთავრობა პრეპარატს შეისყიდის.

“ჩემს შვილს ან წამალს მივუტან ან საკუთარ თავს აქ, კანცელარიასთან გავწირავ” – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

მსგავსი თემები