კახეთში მდინარემ 72 წლის კაცი გაიტაცა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, ადიდებულმა მდინარე სტორმა 72 წლის კაცი გაიტაცა. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.

კაცი, ავტომობილში შვილთან ერთად იმყოფებოდა და  ადიდებულ მდინარე სტორში გასვლას ცდილობდა, რა დროსაც მანქანის ძრავა ჩაქრა და გზის გაგრძელება ვერ შეძლეს. შვილმა წყლიდან გამოსვლა მოახერხა, 72 წლის კი მდინარემ გაიტაცა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის მაშველები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული

მსგავსი თემები