„ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის  პრინციპული პოლიტიკური პოზიცია, რომ ოპოიციას საგამოძიებო კომისია არ შეაქმნევინოს. „მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, – ასე განმარტა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში რეგისტრაციაზე უარი და საკითხის ჩაგდება. მისი განმარტებით, ეს კონკრეტული ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მათ დაკარგეს კონტროლი სასამართლო სისტემაზე. „ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, საქართველოში არავინ დაუშვებს იმას, რომ სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის“…

მეტი...

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭისყრაზე ხვალაც დააყენებს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის – ხათუნა სამნიძის განცხადებით,  „ქართული ოცნება“ საპროცედურო ომით ცდილობს კომისიის შექმნას ხელი შეუშალოს, თუმცა, ოპოზიცია გაჩერებას არ აპირებს და სხდომაზე საკითხს ისევ დააყენებს. „ქართულ ოცნებას ეშინია სიმართლის, რომელიც უნდა დაინახოს საზოგადოებამ, როდესაც იმუშავებს საგამოძიებო კომისია და საპროცედურო ომით ეცადა ხელისუფლება ხელი შეეშალა კომისიის შექმნისთვის. ეს არის დასტური, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ოპოზიციის. საპროცედურო ომით ცდილობდა ხელისუფლება თავის დაცვას, მაგრამ ეს გაგრძელდება ხვალ, კენჭისყრაზე ისევ დადგება საკითხი და ამას ვერ გაექცევა „ქართული ოცნება“, ოპოზიცია არის მობილიზებული“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ სესიის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობამ პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია…

მეტი...

რატომ ჩააგდო უმრავლესობამ ოპოზიციის ინიციატივა – „ეს არის მხარდაჭერის აქტი“ – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფნის მიუხედავად, რეგისტრაცია არ გაიარა, რითაც ოპოზიციის ინიციატივა ჩააგდო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მხარდაჭერის აქტი უწოდა და განმარტა, რატომ თქვენ რეგისტრაციაზე უარი. „მნიშვნელოვანი განცხადება მინდა, გავაკეთო, რომელიც უკავშირდება კენჭისყრის საკითხს. პარლამენტი განეკუთვნება ხელისუფლების პოლიტიკურ შემადგენელს. ეს არის პოლიტიკური შემადგენელი ხელისუფლების სისტემაში, ისევე, როგორც მთავრობა. არის მესამე შტო ხელისუფლებაში, ესაა სასამართლო ხელისუფლება, რომელიც უნდა იყოს და არის დამოუკიდებელი. ჩვენ, პოლიტიკურ ხელისუფლებას სასამართლო სისტემასთან მიმართებით შეგვიძლია, გავაკეთოთ მხოლოდ ორი რამ. ერთი – კანონების მიღება, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და მეორე არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა.…

მეტი...

პარლამენტში საკითხი ჩავარდა, ოპოზიციის ინიციატივა ვერ გავიდა

სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაციის გავლაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრისთვის საჭირო ქვორუმი ვერ შეგროვდა და საკითხი ავტომატურად ჩავარდა. რეგისტრაცია სულ  პარლამენტის 51-მა ოპოზიციონერმა წევრმა გაიარა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. როგორც  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობაში მიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. შეგახსენებთ რომ ოპოზიცია ითხოვდა სასამართლოში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტების გაოსაძიებლად საპარლამენტო კომისია შექმნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ, მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.

მეტი...

„გინდათ დაიბრუნოთ როგორმე კონტროლი ან კონტროლის ნაწილი სასამართლოზე“ – თალაკვაძე ოპოზიციას

პარლამენტში ამ დრომდე გრძელდება ოპოზიციის  ინიციატივის განხილვა, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ინტერესი შურისძიებაა. „ხალხი აუცილებად შეგეკითხებათ, თუ სასამართლო არ არსებობს, მაშინ როგორ იგებს ეს ხალხი პროცესებს? შეგეკითხებათ და ამ კითხვებს გაურბიხართ. თუ სასამართლო ბოროტი და დამორჩულებულია, რატომ არ იზრდება პატიმართა რაოდენობა? თქვენ რომ 25 000 პატიმარი გყავდათ, ჩვენ 50 000 რატომ არ გვყავს? არც ამაზე გაქვთ პასუხი. თუ სასამართო სისტემა ჩაკეტილია, 200-მა ადამიანმა როგორ მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კონკურსში მონაწილეობა? გამახსენეთ თქვენი გახსნილი სისტემის დროს როგორ იყო. სად იყო უფრო გახსნილი…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის მაშველებმა ლეკვები გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გიორგი სააკაძის ქუჩა N191-ის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციისა და სინკარების ქვეშ ჩაცვენილი ლეკვები ამოიყვანეს. მაშველებმა დაახლოებით 5 ტონა სიმძიმის კონტრუქციის ქვეშ შეძრომა მოახერხეს და ლეკვები უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ლეკვების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აიღო, რომელიც აქამდეც ზრუნავდა მათზე. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან. შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.  

მეტი...

ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის  „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ეს არის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ორი „მხარის“ ურთიერთობის გაღრმავებას და თანამშრომლობის სხვა ეტაპებზეა გათვლილი. ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთმა და რუსეთმა არაერთ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს, თუმცა, მათი მოქმედება ჯერ არ დაწყებულა.

მეტი...

„მთელი დღეა გისმენთ და ვერ მივხვდი, არგუმენტი ვერ გავიგე, გინდათ, მორიგი შოუ დადგათ“- ზარქუა სამნიძეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა საპარლამენტო ოპოიციას შოუების მოწყობაში ამხელს და აცხადებს, რომ მათი საპარლამენტო საქმიანობა მხოლოდ შოუა. როგორც ირაკლი ზარქუამ ხათუნა სამნიძეს მიმართა,   საგამოიებო კომისიის შექმნა კი არ უნდა მოეთხოვათ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უნდა დაებარებინათ პარლამენტში. „ქალბატონო ხათუნა, მთელი დღეა გისმენთ და ვერ მივხვდი, არგუმენტი ვერ გავიგე, რატომ გინდათ კომისიის შექმნა. ერთადერთი, რასაც ლოგიკურად ვხვდები ისაა, რომ ჩავარდნილი აქციების შემდეგ, ბოლო 9 აპრილის აქციისთვის, რომ მთელი თვე ემზადებოდით რადიკალური ოპოზიცია და შემდეგ მარტო ჩემს ხაბეზე გადატეხეთ, ეგ იყო ავტორიო, თორემ ჩვენ რა შუაში ვართო და გაემიჯნეთ…. თუ რეალურად…

მეტი...

„სასამართლო პოლიტიკური კონტროლისგან სრულად თავისუფალია“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტში ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნა-არშექმნის საკითხზე მსჯელობენ. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებები განხორციელდა და სასამართლო პოლიტიკური კონტროლისგან სრულად თავისუფალია. „სახეზეა რადიკალური ცვლილება.  რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არა არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან. ეს არის რეალობა, რასთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ შეკითხვა, რას დაარქმევდით ამას, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება 2012 წლის შემდეგ“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ სათუნა სამნიძეს. მისი შეფასებით,…

მეტი...

რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ, მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ტერორიზმის ბრალდებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს. დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა. იგი შეიცავს ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გაძლიერებას ტერორისტული ხასიათის დანაშაულებებზე და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებისთვის. ამრიგად, ღალატის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს უვადო პატიმრობას.(ამჟამად ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), ხოლო “ტერორისტული აქტის“ ბრალდების მუხლი 15-დან  20 წლამდე გაიზარდა. ასევე, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი 284.3. (“დახმარების…

მეტი...

,,თავმჯდომარეობის გარდა ყველაფერს დავუთმობ”- ლევან ხაბეიშვილი

,,თავმჯდომარეობის გარდა ყველაფერს დავუთმობ, ვინ გადავაგდოთ მითხარი. დავიღალე მართლა, აღარ შემიძლია. დაბნეული ვარ, რა უნდათ ვერ გავიგე,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, ნიკა მელიას გუნდზე  საუბრისას  განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, მზად არის მათი  ”ჩივილები” დააკმაყოფილოს. ,,საუკეთესო შუამავალი იქნები, ჩემი აზრით და მედიამ შეგიძლიათ აიღოთ თქვენს თავზე მედიატორის როლი. რა ჩივილები აქვთ თქვან და მე მზად ვარ მათი ჩივილები დავაკმაყოფილო, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვება. იქნებ სამდივნოში უდნათ ყოფნა, იქნებ პოლიტსაბჭოში. არჩევნებიო რომ იძახიან, სადაც უნდათ. 63 არჩევნებს ვატარებ, ჩავატარებ ყველა არჩევნებს. არჩევნებს რაც ეხება, მოქმედი პარტიის თავმჯდომარე იყო,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის  66-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა საქართველოს მიერ, ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში განიხილეს, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა და ამ პროცესს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის ივნისში, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივის საფუძველზე საქართველომ ასოცირებული ქვეყნის სტატუსიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. შესაბამისად, ევროკომისია საქართველოს შესახებ ყოველწლიურად მოამზადებს შეფასების ანგარიშს, გაწევრიანების…

მეტი...

,,არ მინახავს მელია ატირებული, რა გავაკეთო“- ლევან ხაბეიშვილი

„ვიღაცებს რომ ტკივილები აქვთ არჩევნების წაგების გამო, მათი პრობლემაა, ამ საკითხზე მათ ნაცვლად ვერ ვიტირებ“, — ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე  გულისხმობს თუ არა ნიკა მელიას, ხაბეიშვილმა უპასუხა:  „თქვენ უკეთ იცით, ვინ ტირის. არ მინახავს მელია ატირებული, რა გავაკეთო“. „პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ კაბინეტებში გადაწყვეტილებები ვეღარ და აღარ მიიღება. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ 63 მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩატარებაზე, ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ამას არ მიიღებს არც ხაბეიშვილი, არც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ან პარტიული თანამდებობის პირი, ამას მიიღებს ამომრჩეველი. ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს და…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში ჩავიდა და ფრონტის ხაზი მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში ჩავიდა და უკრაინელი დამცველების პოზიციები მოინახულა. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა მოისმინა დონეცკის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის მეთაურის ანგარიში ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ. ზელენსკი გაესაუბრა საზღვაო ქვეითების, საჰაერო-სადესანტო, მექანიზებული და საარტილერიო დანაყოფების სამხედრო პერსონალს და მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. დამცველებმა მიიღეს ბოჰდან ხმელნიცკის II და III ხარისხის ორდენი, ასევე ორდენი “გამბედაობისთვის” II და III ხარისხის.    

მეტი...

,,არ ვიცი, ეს ბოღმა ვის როდემდე შეიძლება, გაჰყვეს, ან რამდენი ხანი შეიძლება, ამაზე ინერვიულონ”- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირას დააანონსებს არჩევნებს 63-ვე მუნიციპალიტეტში. მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უნდა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული პარტია. სხვათა შორის, საქართველოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი, როგორითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირჩევენ თავმჯდომარეს და იგივე იქნება მუნიციპალურ დონეზე. აბსოლუტურად ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის და იქნება არჩევითი, მეტიც, ფართომასშტაბიან, დიდ მარათონს დავიწყებთ 63 მუნიციპალიტეტში. ასევე ცხადია, ყველა ეს ადამიანი, რომელიც იქნებიან არჩეული ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში პარტიის თავმჯდომარეებად, ეყოლებათ წარმომადგენელი პოლიტიკურ საბჭოში. შესაბამისად, ამ…

მეტი...

,,პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია”- მიხაილო პოდოლიაკი

,,პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ”ტვიტერზე” წერს. პოდოლიაკი ეხმიანება კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა. ,,პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია. მსოფლიო მის განცხადებას ერთი წლის წინ ელოდა, ახლა არა. ასეთი პოლიტიკური აქტორი არ არსებობს. ეს მასობრივი მკვლელობების ავტორის მხოლოდ “სპეციალური ტურია” ოკუპირებულ და დანგრეულ ტერიტორიებზე, რათა ბოლოჯერ დატკბეს მისი მინიონების დანაშაულებით,”- წერს პოდოლიაკი.  

მეტი...

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით. ,,ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტის მიღებით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ…

მეტი...

,,ევრორეკომენდაციების საბოტაჟია” – არჩილ თალაკვაძე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე

„პირდაპირ და პრინციპულად უნდა ითქვას, რომ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით  ინიციატივა არა სასამართლოს დამოუკიდებლობით და თავისუფლებით დაინტერესებული ოპოზიციის ნაბიჯია, არამედ რეალურად ეს ინიციატივა არის სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, ევრორეკომენდაციების საბოტაჟია“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, ოპოზიციამ კარგად იცის, სასამართლოს დაზიანებით და ამ პროცესის წამოწყებით, ეფექტურად შეუშლის ხელს რეკომენდაციების შესრულებას. „ასევე ეს ინიციატივა არის მოსამართლეებზე შურისძიების მორიგი მცდელობა. რადიკალური ოპოზიცია ვერანაირად ვერ ეგუება იმას, რომ მათი ხელისუფლების დროს დანიშნულმა და შემდეგშიც, ჩვენი ხელისუფლების დროს დანიშნულმა მოსამართლეებმა, არაერთხელ რეალურ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გაასამართლეს მათი ყოფილი პოლიტიკური ლიდერები…

მეტი...

მკვლელობა ცხინვალში – დაკავებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში 38 წლის კაცის მკვლელობისთვის გეორგი სიუკაევი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekho Kavkaza ავრცელებს. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1989 წელს დაბადებული გიორგი სიუკაევი ცხელ კვალზე დააკავეს. სიუკაევის მიერ დაჭრილი მამაკაცი დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც გამოცემა მედიაზე და Telegram არხებზე დაყრდნობით წერს, სიუკაევი “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა.

მეტი...

,,კეზერაშვილის მხრიდან ეს არის არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემა ან გადაფორმება, ეს არის ტელევიზიის გადამალვა”- არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე დავით კეზერაშვილის მიერ “ფორმულას” წილების დათმობას ეხმიანება. მისი შეფასებით, ეს არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემა ან გადაფორმება, არამედ ტელევიზიის გადამალვაა. ,,საქართველოს პროკურატურის და შემდეგ უკვე BBC-ის მერე ჩატარებული საერთაშორისო გამოძიების შემდეგ კეზერაშვილის მხრიდან ეს არის არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემა ან გადაფორმება, ეს არის ტელევიზიის გადამალვა. ის ახლა ცდილობს, რომ შეუქმნას მინიმალური კომფორტი საკუთარ ტელევიზიას, რომ მათ გააგრძელონ საქმის კეთება, რომელშიც იხდიდა დავით კეზერაშვილი ფულს“, – გამაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ,,უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე”- დავით კეზერაშვილი

მეტი...

,,არანაირი ხაბეიშვილის გუნდი, ბეჟაშვილის გუნდი, ბოტკოველს გუნდი არ არსებობს”- ლევან ხაბეიშვილი

,,არანაირი ხაბეიშვილის გუნდი, ბეჟაშვილის გუნდი, ბოტკოველს გუნდი არ არსებობს,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმეს ცალკე გუნდის წევრობა სურს, ამისთვის მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ ჰქონდეთ პოლიტიკური პარტია. ,,ნაციონალური მოძრაობა არის ერთი პარტია, არსებობს ნაციონალური მოძრაობის გუნდი და ერთადერთი თუ ვინმეს გუნდი შეიძლება ერქვას ნაციონალურ მოძრაობაში, არის მიშა სააკაშვილის გუნდი. არანაირი ხაბეიშვილის გუნდი, ბეჟაშვილის გუნდი, ბოტკოველს გუნდი არ არსებობს. თუ ვინმე უწოდებს და მე ვნახე, რომ ასეთებს უწოდებენ, რომ მელიას გუნდი. ჩვენ იმის გუნდის წევრები ვართ, ეს არის პრობლემა. თუ ვინმეს ვინმეს გუნდის წევრობა უნდა,…

მეტი...

რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომა – არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად   1 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. ამასთან, დაიბომბა ქალაქის ცენტრი და მიმდებარე რაიონები.

მეტი...

,,მობრძანდეს და კითხვებზე პასუხი გასცეს“- „რეფორმების ჯგუფი“ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს

„ვიბარებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, იმისთვის რომ მობრძანდეს და კითხვებზე პასუხი გასცეს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თეონა აქუბარდიამ დეპუტატებს სასაზღვრო პოლიციაში არსებულ საკითხებთან  დაკავშირებით აუდიტის სამსახურის 2019-2020 წლების დასკვნა  გააცნო. მისი თქმით, ვითარება არ შეცვლილა 2022 წელსაც. „გაკვირვებული ვარ შინაგან საქმეთა მინისტრის უპასუხისმგებლობით, მაშინ როდესაც ის  პარლამენტში გამოსვლისას საუბრობდა, რომ პრიორიტეტია საზღვრის დაცვა და ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს და აუდიტის ასეთი დასკვნა მოდის აქ“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ. მისივე თქმით,  სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეფორმების ჯგუფი“ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს.

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია და ეს ყველაფერი რთული საყურებელია”- ხატია დეკანოიძე

,,ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია და ეს ყველაფერი რთული საყურებელია,”-  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც თანაგუნდელი თანაგუნდელს სუს-თან თანამშრომლობას აბრალებს. „თანაგუნდელების მხრიდან თანაგუნდელზე სუს-თან თანამშრომლობის დაბრალება ძალიან მძიმეა. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია და ეს ყველაფერი რთული საყურებელია. მიუღებელია, როდესაც თანაგუნდელი თანაგუნდელს სუს-თან თანამშრომლობას აბრალებს. ზოგადად, განსხვავებული აზრები უნდა არსებობდეს, თუმცა იმის გამო, რომ პარტიაში სხვადასხვა წარმოდგენები არსებობს, სუს-თან თამამშრომლობაზე ბრალდება ძალიან მძიმეა. ეს ის სკანდალი არაა, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მეტი...

,,სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, ჩვენ, ქართველი ხალხი არ მოგცემთ საშუალებას, რომ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში”- ალუდა ღუდუშური ოპოზიციას

„საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და , როგორც ყოველთვის, იყო ძალიან დიდი სიბრძნით განმსჭვალული. აქ კანტიკუნტად ლაპარაკობდნენ ადამიანები შეწყალებაზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, თუ რა აზრი გამოიტანეს ამ ყველაფრიდან“, –  განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მან  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლედან რამდენიმე გზავნილზე ისაუბრა. „ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სამართლიანობაზე, სასამართლოზე, ბიზნესზე, ყველაფერ იმაზე, რასაც  ცოცხებით და ყავარჯნიანი კაცით აკეთებდნენ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, აკეთებთ ერთადერთ რამეს, რის გამოც გეძახით  რადიკალებს. ქვეყანაში სიტუაცია როგორც კი მოგცემთ საფუძველს და საშუალებას, რომ თავი გამოამჟღავნოთ, გამოვარდებით და კადრულობთ ყველაფერს.…

მეტი...

,,ყველაფერს ვიზამ, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა”- დავით კეზერაშვილი

,,ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა,”- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, მზად არის ითანამშრომლოს ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ჩართულნი არიან  ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში. ,,ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს. საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები. ასევე, კიდევ…

მეტი...

,,გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული”- პრემიერი

სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საქართველოს საგამოძიებო სამსახურები 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან. ,,ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ალბათ ორი წლის განმავლობაში. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც იქნა გაწეული ერთობლივად და ჩვენ, ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია. გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ყოფილი თავდაცვის…

მეტი...

„ბიბისის“ საგამოძიებო მასალის ავტორი წლების განმავლობაში ცდილობს, შემილახოს საქმიანი რეპუტაცია”- დავით კეზერაშვილი

,,ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა,”- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კეზერაშვილის თქმით, „ბიბისის“ საგამოძიებო მასალის ავტორი წლების განმავლობაში ცდილობს, შეულახოს საქმიანი რეპუტაცია. „პირველ რიგში, საგამოძიებო მასალის ავტორის შესახებ: ჟურნალისტი წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას – The Times of Israel (არა BBC-ის) და ის წლების განმავლობაში ცდილობს შემილახოს საქმიანი რეპუტაცია. ამის მაგალითად ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული მისი პუბლიაკაციები გამოდგება. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ავტორის მოტივაცია. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მისი მასალების დიდი ნაწილი  ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული…

მეტი...

,,სხვა მოსამართლეებიც გამოიკვეთებიან, ვისაც ეს ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა ან ზეწოლას ახორციელებდა”- ლევან ხაბეიშვილი

„დარწმუნებული ვარ, გამოიკვეთებიან სხვა მოსამართლეებიც, ვისაც შემდეგ ეს ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა ან ზეწოლას ახორციელებდა. ამიტომ, ამ ადამიანების მიერ გამოტანილი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია  – სასამართლო. „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩამოთვალა ოთხი სახელი და გვარი და დაასანქცირა: ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია და ცერცვაძე და განმარტა, რომ საუბარია ღამის ზარებზე, კორუფციაზე, აღებ-მიცემობაზე,  შანტაჟსა და მუქარაზე. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად არ თქვა ის, რომ ჩინჩალაძე და მურუსიძე ერთმანეთს…

მეტი...

,,ფასებმა დაიწია მნიშვნელოვნად საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც”- ირაკლი ღარიბაშვილი

იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფასების დარეგულირებაზე, ფასების კლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფასებმა დაიწია მნიშვნელოვნად საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც. ,,მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და როგორც მოგახსენეთ, ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების კეთება“, –  განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

,,უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე”- დავით კეზერაშვილი

ტელეკომპანია “ფორმულა” ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით, დავით კეზერაშვილი  განცხადებას ავრცელებს. კეზერაშვილის განცხადებით, „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. ,,მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს…

მეტი...

,,როგორ გგონიათ, გვჯერა, რომ თქვენ ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ არ იცოდით?”- ხატია დეკანოიძე

,,როგორ გგონიათ, გვჯერა, რომ თქვენ ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ არ იცოდით? თქვენ ფარავდით ორგანიზებულ დანაშაულს და 13000-მდე ახალგაზრდა ჩართეთ მასში,”- ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება არ არსებობს. ,,კლანის” მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება არ არსებობს. დავით მათიკაშვილი რამდენიმე წუთის წინ გამოგონილი გზავნილებით საუბრობდა. ბატონო დავით, სუს-ის კრებსებში მოხვდა ის, როგორ დავდიოდი მე ექიმთან, მოხვდა, როგორ ვესაუბრებოდი დედას, მეკეთა თუ არა ჰოლტერი, რომელ ექიმთან მივდიოდი, ჩემს შვილს რას…

მეტი...

გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად გია მურღულია დანიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი გია მურღულია გაუწევს. აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, გიორგი ამილახვარის დავალებით, ჯგუფის წევრები სწრაფ და მოქნილ რეჟიმში იმსჯელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. გია მურღულიას…

მეტი...

,,სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს”- ნინო წილოსანი

„მე მინდა ვკითხო ადამიანებს პოლონეთში რა არის მათთვის საქართველო, როცა სააკაშვილი რუსეთთან ბრძოლისთვის დააჯილდოვეთ, მაშინ, როცა ამ პერსონამ ყველაფერი რაც საქართველოსთვის სტრატეგიული იყო, გადასცა რუსეთს. ახალი ტერიტორიები ოკუპანტს ჩააბარა და ამ ყველაფრის ფონზე შემდეგ საქართველოს მხრიდან რუსეთთან ომის დაწყების რეზოლუციას მოაწერა ხელი“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც წილოსანმა აღნიშნა, საქართველოში აღარ დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილის მმართველობა. „სააკაშვილი არის პროდუქტი იმ მავნე მიდგომების, როდესაც დირექტიულად მოგაწვდიან რაღაც მოცემულობას და შენ თვალდახუჭული უნდა მიჰყვე და პროტესტიც კი არ გამოაცხადო. ასე ცდილობდა ის მთელი თავისი მმართველობის დროს…

მეტი...

ფეხბურთელი მესუთ იოზილი დეპუტატობაზე იყრის კენჭს

თურქული მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელი მესუთ იოზილი აპირებს პარლამენტის დეპუტატობაზე იყაროს კენჭი. როგორც გამოცემა Turkiyenewspaper-ი წერს, ფეხბურთელი კანდიდატი იქნება პარტიიდან, რომლის ლიდერიც მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანია. მედიის ცნობითვე, იოზილის კანდიდატურა ერდოღანის საარჩევნო კოლეგიაში შესატან სიაში წერია.

მეტი...

,,შვიდი ენა, რომ იცის, ის კაცი მძევლად გყავთ აყვანილი“- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა კითხვას შესაძლოა თუ არა, ინგლისურის უცოდინრობის გამო გადააყენონ პარტიის თავმჯდომარეობიდან. „სიგიჟეა, სირცხვილია. შვიდი ენა, რომ იცის, ის კაცი მძევლად გყავთ აყვანილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. წყარო: პირველი არხი.

მეტი...