„ამდენმა ადამიანმა იმიტომ მომცა ხმა, რომ რემბი ვარ და სადმე იარაღით შევვარდები?!“ – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის იმ პირობას ასრულებს, რაც ამომრჩევლებს მისცა. მისი თქმით, არავისთვის მიუცია პირობა, რომ რემბო გახდებოდა და იარაღით სადმე შევარდებოდა. „ჩემზე ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა თქვაო „სპაიდერმენი“ ვარო, ფიზიკურად შევვარდებიო და გამოვიხსნიო მიხეილ სააკაშვილს. ხაბეიშვილმა თქვა, რომ გააკეთებს ყველაფერს და მათ შორის, მზად არის, ფიზიკურად იბრძოლოს იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი. თქვენ გგონიათ რომ ამდენმა ადამიანმა იმიტომ მომცა ხმა, რომ რემბო ვარ? რემბოს ფორმას გადავიცმევდი და რაღაცას ისეთს ვაპირებდი, რომ იარაღით შევვარდებოდი სადმე და რამეს გავაკეთებდი? ჩემი…

მეტი...

ტყვეობიდან 44 უკრაინელი გათავისუფლდა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 44 მოქალაქე დაიბრუნა.  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, მათ შორის 2 ადამიანი სამოქალაქო პირია. “სახლში ჩვენი 44 ადამიანის დაბრუნება მოვახერხეთ. მათ შორის – 36 რიგითი და სერჟანტი, 6 ოფიცერი. ისინი არიან სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიელები, მეზღვაურები. ეს ადამიანები მარიუპოლს, “აზოვსტალს”, ხერსონის ოლქს იცავდნენ, აღმოსავლეთში ებრძოდნენ მტერს. ასევე ორი სამოქალაქო პირი გავათავისუფლეთ”, – აცხადებს ერმაკი. გათავისუფლებულებს შორის დაჭრილებიც არიან.

მეტი...

„აუცილებელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ იშლება და ალბათ ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. მისი თქმით ეს პარტია 2024 წელს უნდა დასრულდეს. „ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მეორე ძალად პოლიტიკურ სისტემაში დარჩება ფორმალური „ნაცმოძრაობა“ თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, თუ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც რეალობაში იქნება „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური ფენომენი და მასში შედის „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, ჯაფარიძე, ხოშტარია. ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამიტომ მთავარია არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება, როგორც პოლიტიკური ძალის, არამედ აუცილებელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და აქეთ უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევა მიმართული“, – განაცხადა…

მეტი...

„დავით ზურაბიშვილი ნამდვილად უცხოელი აგენტია“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელს, პარლამენტის ყოფილ დეპუტატ დავით ზურაბიშვილს აგენტს უწოდებს. დავით ზურაბიშვილი კი კობახიძის აღნიშნულ ბრალდებებზე სასამართლოში ჩივის და დასაბუთებას ითხოვს, რომ ის ნამდვილად აგენტია. „დავით ზურაბიშვილი ნამდვილად არის უცხოელი აგენტი და სწორედ ამას ეფუძნებოდა ის განცხადებები, რომელიც მან გააკეთა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ზოგადად სწორედ აგენტობა არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეს კაცი მთლიანად დაიცალა ღირსებისგან და მორალისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დავით ზურაბიშვილი აღნიშნული ბრალდების გამო სარჩელს ამზადებს.  

მეტი...

„ეს ფაქტი სამწუხაროა და შემაშფოთებელია“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ IRI-ის ხელით სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გაყალბდა. მისი შეფასებით,  ეს კვლევები ადრეც  სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა. „დეტალებში არ შევალ. ეს ფაქტი სამწუხაროა და შემაშფოთებელია, დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ სამწუხაროდ, IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები . ადრეც ეს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა. მაგალითად, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალში საცემი იყო პერსონალური რეიტინგების გაყალბება. საინტერესოა, რომ წინა კვლევაში ფავორიტები ვინც იყვნენ – უსუფაშვილი, ლომჯარია, დოლიძე, რომელთაც თითქოს ჰქონდათ წარმოუდგენელი რეიტინგები, რამდენიმე თვის შემდეგ IRI-ის კვლევაში საერთოდ ვერ აღმოჩნდნენ. აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა, რაც იდება…

მეტი...

“მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია არის საკმაოდ შეზღუდული” – ჯანმო-ს წარმომადგენელი

„სამწუხაროდ ჯერჯერობით, მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია არის საკმაოდ შეზღუდული“, – აცხადებს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია არსებობს და მრავალ ქვეყანაში მისი დანერგვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. „სამწუხაროდ ჯერჯერობით, მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია არის საკმაოდ შეზღუდული. რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები. რთული პროცესია, რომ ეს წამალი იყოს რეგულირებული და დამტკიცებული საქართველოში. ამისთვის უნდა შეფასდეს პრეპარატის კლინიკური ეფექტურობა. ასევე გასათვალისწინებელია ხარჯთეფექტურობა. მედიკამენტის აღიარება არის პირველი ეტაპი. ეს არ ნიშნავს პროცესის დასრულებას. ხელმისაწვდომი რომ გახდეს კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. ის ფაქტი რომ…

მეტი...

პატრიარქი კირილი დასანქცირდა

ჩეხეთმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ პატრიარქი მხარს უჭერდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას. ინფორმაციას  ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, რუსეთის პატრიარქი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოკავშირეა და მხარს უჭერს ყველა მის ინიციატივას, მათ შორის, ამართლებს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. სანქციების მიხედვით, პატრიარქი ჩეხეთის ტერიტორიაზე ვერ შევა და ასევე ეკრძალება ტრანზაქციების განხორციელება.

მეტი...

„მიბაძეთ ესპანეთს, ჩეხეთს, იტალიას“ – მშობლები იმ ქვეყნებს ასახელებენ, სადაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს მკურნალობენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ჯანდაცვის სამინისტროს იმ ქვეყნებს უსახელებენ, სადაც აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვებს მკურნალობენ. როგორც მშობლები აცხადებენ, ეს არის პასუხი სამინისტროს, სადაც მათ უმტკიცებენ, რომ მათ მიერ მოთხოვნილი მედიკამენტი აღიარებული არ არის. როგორც აქციის მონაწილე დედები აცხადებენ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მათ ეუბნებოდა, რომ როდესაც ევროკავშირის 2 ქვეყანა მაინც დაიწყებდა მედიკამენტით მკურნალობას, საქართველოც მათ შეუერთდებოდა. „ჩვენ, მშობლებმა 3 მაგალითი მოგიყვანეთ ეს არის ესპანეთი, ჩეხეთი და იტალია. მიბაძეთ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრს. ეს არის ესპანეთის ჯანდაცვის გვერდზე განთავსებული ინფორმაცია თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია მედიკამენტი “ვოსორიტიდი“, ეს იგივეა, რომ…

მეტი...

პროკურატურამ ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით,…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი, ქართველო მებრძოლი ემსხვერპლა. დაღუპულის შესახებ, ამ ეტაპზე დაღუპულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

მშობლები აპროტესტებენ, რომ საკოორდინაციო საბჭოში მათი წარმომადგენლები არ მიიწვიეს

​აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონდე ბავშვების მშობლები აპროტესტებენ, რომ საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც მათი შვილების სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით შეიქმნა, არც ერთო მშობელი შეიყვანეს. როგორც მშობლები აცხადებენ, ინფორმაციას მხოლოდ ჟურნალისტებისგან იგებენ და ამ საბჭოში არც ერთი მშობელი  მიუწვევიათ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებსაც ჩართავენ. „ზოგადად, მშობლების წარმომადგენელი არის სამუშაო ჯგუფში. მშობლებს მონაწილეობის მიღების საშუალება სამუშაო ჯგუფის შემდეგ სხდომაზე ექნებათ. როგორც მოგეხსენებათ, ორი ჯგუფი მუშაობს – იშვიათი დაავადებების საბჭო, რომელსაც ფართო პროფილი აქვს, სადაც მხოლოდ აქონდროპლაზიაზე არ არის მსჯელობა და მეორე – სამუშაო ჯგუფი,…

მეტი...

„არ მინდა, ცრუ მოლოდინი შევქმნა, კონსულტაციები გრძელდება“ – თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის პრეპარატზე

„სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან, პროტოკოლი ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბონ“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი შეფასებით,  პროტოკოლი იქნება ბევრი მიმართულებით – ჩამოყალიბებული იქნება სრულყოფილი მართვის სქემა, მათ შორის განისაზღვრება მედიკამენტის ადგილი და გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. „პროცესი მიმდინარეობს და, ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად ჩვენც მეტი სიცხადე გვექნება, რა გზას მივმართოთ უშუალოდ მედიკამენტთან დაკავშირებით. ამავე დროს, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მრავლობითი საჭიროებები, რაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ, უნდა შეფასდეს…

მეტი...

„საჭიროა დარწმუნებული ვიყოთ სჭირდება თუ არა ეს პრეპარატი პაციენტს“ – ექიმი აქონდროპლაზიის პრეპარატზე

„არის ბავშვების კონტინგენტი, რომლებსაც ეს წამალი [ვოსორიტიდი], რომც იყოს დღესვე, არ ესადაგება მათ საჭიროებებს და ამ ბავშვების პრობლემები ამით არ ამოიწურება”, – აღნიშნულის შესაქებ, ექიმმა-გენეტიკოსმა ლალი მარგველაშვილმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენეტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას სრულფასოვანი გაიდლაინი, რომელიც განსაზღვრავს, რომელ ასაკში რა მკურნალობა და რა მასშტაბის ჩარევა სჭირდება პაციენტს. “იმისათვის, რომ ნებისმიერი პრეპარატი, რომელიმე ქვეყანაში დაინიშნოს და ამ პრეპარატმა სარგებელი მოუტანოს პირველ რიგში პაციენტს და მერე იმ საზოგადოებას, რომელიც გაიღებს რესუსრსს ამ პრეპარატის შესაძენად, საჭიროა დარწმუნებული ვიყოთ სჭირდება თუ არა ეს პრეპარატი პაციენტს. დღეს განხილული იყო გზები, რომელი კონტინგენტი…

მეტი...

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

იშვიათი დაავადებების, მათ შორის აქონდროპლაზიის,  მართვის მექანიზმების ერთიან მიდგომასა და შესაბამისი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, იშვიათი დაავადებების  მართვის საკითხებზე, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების მექანიზმებზე და ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ “ვოსორიტიდთან” დაკავშირებით, აღინიშნა, რომ არსებული არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. ექიმებმა აღნიშნეს, რომ პრეპარატი არცერთი სხვა ქვეყნის, პროტოკოლში არ არის შეყვანილი, რაც ქართული პროტოკოლის შექმნისას, ამ კუთხით, გამოწვევას წარმოადგენს. საბჭოს წევრებმა, აღნიშნეს, რომ  მნიშვნელოვანია, პირველ რიგში,…

მეტი...

„წამალი უმეტესზე არ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი შეფასდეს“ – ენდოკრინოლოგი

ენდოკრინოლოგ ნინო ხელაძის განცხადებით, არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში, პრეპარატი „ვოსორიტიდი“, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის. აღნიშნული განცხადება ხელაძემ ლუგარის ლაბორატორიაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „გაიდლაინზე დაჩქარებულ რეჟიმში ვმუშაობთ და ვთვლით, რომ პირველ ივნისამდე იქნება დრაფტი, რომელიც შემდგომ განიხილება და დამტკიცდება. ამ გაიდლაინზე მუშაობს სხვადასხვა სპეციალისტი, ბევრი ექიმი. წამალი უმეტესზე არ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი შეფასდეს და თუ მათ აქვს სხვადასხვა გართულებები, რომელთაც სჭირდებათ ან რეაბილიტაცია, ან ყელ-ყურის მხრივ ჩარევა, ან რაიმე ოპერაციული ჩარევა, ეს რაც შეიძლება დროულად უნდა იყოს შეთავაზებული და რაც შეიძლება კვალიფიციურად“ – აღნიშნა…

მეტი...

„არავინ იცის, რა მოხდება “ვოსორიტიდის” 2-3 წლის გამოყენების შემთხვევაში“ – ივანე ჩხაიძე

აქონდროპლაზიის დიაგნოზის სამკურნალო პრეპარატი, რომელის შემოტანასაც მშობლები თავიანთი შვილებისთვის ითხოვენ, ისევ საკამათო თემაა. როგორც ექიმები აცხადებენ, პრეპარატი პირველ წელს სიმაღლეში ზრდის, თუმცა, არავინ იცის, რა ხდება მისი გრძელვადიანად მოხმარების შემთხვევაში. „ამ პრეპარატის შორს მიმავალი შედეგები ცნობილი არ არის. არავინ იცის, რა მოხდება 2-3 წლის გამოყენების შემთხვევაში, გრძელდება თუ არა იმავე მოცულობით ზრდა, თუ ეს არის პირველი წლის შედეგი. ძირითადი პოზიცია, რაც ქვეყნებს აქვთ, სწორედ აქედან გამომდინარეობს, არ ვიცით ამ პრეპარატის შორს მიმავალი შედეგები“ – განაცხადა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ მედიასთან. მისივე შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევას საქართველო ვერ ჩაატარებს და ეს  თავად…

მეტი...

„ამ პრეპარატს შეუძლია სიმაღლეში ზრდა“ – ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის დიაგნოზზე

ლუგარის ლაბორატორიაში აქონდროპლაზიის დიაგნოზსა და იმ პრეპარატზე მსჯელობდნენ, რომლის შემოტანასაც მშობლები სახელმწიფოსგან ითხოვენ. როგორც იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, პრეპარატს სიმაღლეში ზრდა შეუძლია, თუმცა, სხვა რა ზეგავლენას ახდენს შესწავლილი არ არის. „ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და მსოფლიოში არსებობს, ეყრდნობა იმ კვლევას, სადაც შესწავლილი იყო 121 ბავშვი და მათი ზეგავლენა სიმაღლეში ზრდაზე. სხვა ზეგავლენა ამ პრეპარატის, რომელიმე გართულების თავიდან აცილების ან რომელიმე სასიცოცხლო სხვა ფუნქციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ამ კვლევის არც მიზანი ყოფილა და ეს ინფორმაციაც არ არსებობს. ერთადერთი, რაც ჩვენ ამ პრეპარატზე ვიცით, მწარმოებლის მიერ ჩატარებული კვლევაა, რაც მიუთითებს იმას,…

მეტი...

კვიპროსზე რუსეთის კულტურის ცენტრის შენობა იწვის

კვიპროსის დედაქალაქში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის შენობას ხანძარი გაუჩნდა. როგორც რუსული მედია იტყობინება, თვითმხილველების თქმით, შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის ანდრეას კეტისის თქმით, ცენტრის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდიანრეობდა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები,  პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,რუსეთის შეჩერება შესაძლებელია, ჩვენი იარაღით და სანქციებით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მსოფლიომ იცის, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. შეჩერება ფრონტზე, ჩვენი მეომრების ძალისხმევით, ჩვენი იარაღით და კანონის ძალით, ანუ სანქციებით, რომლებიც მუდმივად უნდა ძლიერდებოდეს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ. ,,რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფმა, ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ჩვენ წარვადგინეთ სფეროები, რომლებზეც ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს და გზები, რომ უზრუნველვყოთ მსოფლიოში მეტი სტაბილურობა. ყველა დესტრუქციული რუსი აქტორის, ყველა მათგანის, ვინც ომისთვის მუშაობს, გლობალური ურთიერთობებიდან…

მეტი...

რუსეთი ქვეყნიდან 10 ნორვეგიელ დიპლომატს აძევებს

რუსეთი ქვეყნიდან 10 ნორვეგიელ დიპლომატს აძევებს. რუსეთში ნორვეგიის ელჩი რობერტ კვილე ოთხშაბათს დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა ეცნობებინათ საელჩოს 10 თანამშრომლის გაძევების შესახებ. საგარეო უწყებაში ამ ნაბიჯს საპასუხო ზომად აფასებენ, მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ ნორვეგიამ 15 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. „ნორვეგიის ელჩს ასევე უთხრეს, რომ სხვა ზომები მოჰყვება, ოსლოს არამეგობრულ ქმედებებს, მათ შორის შეზღუდვების დაწესება ნორვეგიის დიპლომატიური მისიების მიერ ადგილობრივად მიღებული პერსონალის რუსეთის მოქალაქეთა დაქირავებაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

მეტი...

,,რთული პროცესია, რომ წამალი რეგულირებული და დამტკიცებული იყოს საქართველოში”- ჯანმო-ს წარმომადგენელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელიც აქონდროპლაზიას ეხედოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ მედიკამენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია შეზღუდულია. ,,სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მსოფლიოშიც კი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია შეზღუდულია. რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, რთული პროცესია, რომ ეს წამალი იყოს რეგულირებული და დამტკიცებული საქართველოში და ამისათვის რამდენიმე ნაბიჯია გასასვლელი, ყოველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ამ პრეპარატის კლინიკური ეფექტურობა და სხვა ბევრი მონაცემი იქნება ამისათვის საჭირო,”- აღნიშნა სილვიუ დომენტემ. მისივე თქმით, პროცესი, შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი იყოს. ,,როგორც ითქვა, ის ფაქტი, რომ…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ თავად ზელენსკიმ განაცხადა. ,,მქონდა ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ნაციონალურ მოძრაობაში” ყველა გადაწყვეტილების მიმღები არის ვანო მერაბიშვილი”- ნანუკა ჟორჟოლიანი

,,თქვენ გჯერათ, რომ ლევან ხაბეიშვილს იმის ძალა და უნარი აქვს, რომ რეპრესიები დაიწყოს? – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჯოლიანიმა განაცხადა. მისი თქმით, ”ნაციონალურ მოძრაობაში” ყველა გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილი იღებს. ,,ყველა გადაწყვეტილების მიმღები არის ვანო მერაბიშვილი. ხაბეიშვილი არაფერს არ იწყებს, პარტიაში ვანო მერაბიშვილი აკეთებს ყველაფერს. თქვენ გჯერათ, რომ ლევან ხაბეიშვილს იმის ძალა და უნარი აქვს, რომ რეპრესიები დაიწყოს? რეპრესიებთან, ნაციონალური მოძრაობიდან თქვენთან ვინც ასოცირდება, აი იმან დაიწყო ეს”,- განუცხადა ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ პირველს.

მეტი...

,,გამოქვეყნდეს კამერის ჩანაწერი, სამკითხაო არაფერი აღარ იქნება”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გონების კარგვის ეპიზოდთან დაკავშირებით, პალატაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს. ,,მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოქვეყნდეს კამერის ჩანაწერი და ყველაფერი ნათელი გახდება ყველასთვის. სამკითხაო არაფერი აღარ იქნება” – ამბობს გიული ალასანია. ცნობისთვის, შაბათს გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ორჯერ დაკარგა გონება. მისი თქმით, მომხდარს თავადაც შეესწრო.  

მეტი...

,,რუსეთის ნებისმიერი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, არის უძლურებისა და შიშის გამოვლინება”- დანილოვი

,,რუსეთის ნებისმიერი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, არის უძლურებისა და შიშის გამოვლინება,”- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი”ტვიტერზე” წერს. ,,რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, არის უძლურებისა და შიშის გამოვლინება. რაც უფრო უარესი მდგომარეობაა ფრონტზე, მით უფრო ისტერიული “ბირთვული” განცხადებები ისმის, რაც დამარცხებისა და ანგარიშსწორების გარდაუვალობის მაჩვენებელია კრემლისთვის,”- წერს დანილოვი.

მეტი...

,,ლოგიკურია, გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ გავრცელდეს სანქციები”- თამარ კორძაია

,,სასამართლოში არსებული კორუფციის შესწავლა არ უნდათ, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამ საბოტაჟით ხელს აფარებს კორუფციას ამ ქვეყანაში,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, ლოგიკურია,  ლოგიკური იქნება, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ გავრცელდეს სანქციები. ,,კორუფციაში ბრალდებული მოსამართლეების მიმართ განხორციელებული სანქციების შემდეგ სასამართლოში არსებული კორუფციის შესწავლა არ უნდათ, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამ საბოტაჟით ხელს აფარებს კორუფციას ამ ქვეყანაში, შესაბამისად, კორუფცია მათი პრობლემაც გამოდის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ კონკრეტული პირების მიმართ, გავრცელდეს მსგავსი სანქციები. საუბარია საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარეზე, საუბარია პარტია „ქართული…

მეტი...

საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

2023 წლის 26-28 აპრილს, საქართველოს ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვევა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  ზბიგნევ რაუს  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები გაიტაცეს – დაკავებულია 6 ადამიანი

აფხაზეთში, რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებისა და მათგან თანხის განსაკუთრებით დიდი მასშტაბით გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, 14 აპრილის საღამოს, სოხუმის სავაჭრო კომპლექსის სოხუმის მარკეტის მიმდებარე პარკინგის ტერიტორიიდან, რუსეთის მოქალაქე ლეონიდ შოკლერი ავტომობილში ჩასვეს და სოხუმის რაიონ სოფელ აჩადარაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე იძალადეს. „2023 წლის 18 აპრილამდე ლეონიდ შოკლერი არაერთხელ იყო გადაყვანილი სხვადასხვა მისამართზე. ის მხოლოდ დედისგან 5000 აშშ დოლარის ოდენობის გამოსასყიდის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს“, – ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში. დეპარტამენტის ცნობით, 19 აპრილს შუადღისას სოხუმში, შოკლერის დროებითი…

მეტი...

,,საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას”- ლევან იოსელიანი კასიანოვს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ანდრიი კასიანოვს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს. ისაუბრეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მათივე ცნობით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე „ელექტროენერგეტიკის რეგულირება საქართველოში“. სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ელექტროენერგეტიკის, ენერგეტიკული პოლიტიკის, ახალი ენერგეტიკული ბაზრების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებით. კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკული  ბირჟს, საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები. კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 11 მაისი, 18:00 საათი. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://entc.ge/ka/news/regulation_registration

მეტი...

,,ჩვენი თანამშრომლები უკვე იმყოფებიან კაიროში, საიდანაც მოხდება მათი საქართველოში ჩამოყვანა”- ავიაკომპანია ინფორმაციას ავრცელებს

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“  ევაკუირებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანიის თანამშრომლები კაიროში იმყოფებიან, საიდანაც მოხდება მათი საქართველოში ჩამოყვანა. „გვსურს, გაგიზიაროთ ბოლო სიახლეები ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის შესახებ. დღეს ისინი უკვე იმყოფებიან კაიროში, სადაც დაისვენებენ და შემდეგ მოხდება მათი ჩამოყვანა საქართველოში. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო სუდანის საზღვრიდან ქაირომდე ჩვენი თანამშრომლების ტრანსპორტირება საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანხლებით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თურქეთში საქართველოს კონსულს, ბატონ კონსტანტინე კოტარიას, რომელიც უწყვეტად უკავშირდებოდა ავიაკომპანიის მენეჯმენტს და აწვდიდა ყველა საჭირო ინფორმაციას. ასევე, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის პროცესში…

მეტი...

სასამართლომ „ლაგუნა ვერესთან“ დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ერთი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, ამავე საქმეზე მსჯავრდებულია 14 პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, კ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები, ასევე მათი პირადი დაცვის წევრები და თანმხლები პირები. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა,…

მეტი...

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ არ გამოიყენოს ატომური ენერგიის ობიექტები შანტაჟისთვის” – ზელენსკი

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ არ გამოიყენოს ატომური ენერგიის ობიექტები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნობილის კატასტროფის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს. მისი თქმით, გასულ წელს ოკუპანტმა არა მხოლოდ ატომური სადგური, არამედ მთელი მსოფლიო კვლავ რისკის ქვეშ დააყენეს. ,,37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ უზარმაზარი კვალი დატოვა მთელ მსოფლიოში. რადიაციის გაჟონვამ ერთ დროს მყუდრო და განვითარებული ტერიტორია აკრძალულ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 30 კილომეტრიანი ზონა სახიფათო ადგილად რჩება რადიაციის მაღალი კონცენტრაციით… უკრაინამ და მსოფლიომ დიდი ფასი გადაიხადეს სტიქიის…

მეტი...

131 ეროვნული გვარდიელი, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, რუსების ტყვეობაში არიან – რადას დეპუტატი

უკრაინის სახალხო დეპუტატის, ოლჰა ვასილევსკას ინფორმაციით, 131 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, ამჟამად რუსების ტყვეობაში არიან. მისი თქმით, რუსეთი იყენებს ატომურ ელექტროსადგურებს, როგორც ხიდს უკრაინის ჯარების შეკავებისა და კაცობრიობის შემდგომი დაშინების მიზნით, რაც არღვევს ბირთვული უსაფრთხოების ყველა სტანდარტს. ,,131 ეროვნული გვარდიელი, რომლებიც ჩერნობილის სადგურს იცავდნენ 2022 წლის 24 თებერვალს, მტრის ტყვეობაშია. უკვე მეორე წელია, ისინი თავისუფლებით, ჯამრთელობისა და სიცოცხლით იხდიან”, – განაცხადა სახალხო დეპუტატმა.

მეტი...

,,წარმოადგენს იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას, რასაც ამერიკული ინსტიტუტები ეწევიან „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ”- ნათელაშვილი IRI-ს კვლევაზე

შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას ეხმიანება. მისი თქმით, ,,ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ დისკრიმინაცია ხორციელდება. როგორც შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, იძულებული ხდებიან სარჩელით ამერიკულ სასამართლოს მიმართონ. ,,გუშინ გამოქვეყნებული ე.წ. პოლიტიკურ-პარტიული რეიტინგები წარმოადგენს იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას, რასაც ამერიკული ინსტიტუტები ეწევიან „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ 25 წლის მანძილზე და არაფრით არ დაიღალნენ აი, ამ მუშაობის და დისკრიმინაციის შედეგად. ხან გადატრიალება და რევოლუციები მოგვიწყვეს, ხან პარლამენტიდან გამოგვყარეს, ხან როგორც პარტია აგკვკრძალეს, რეიტინგების გაყალბება, ეგზიტპოლების გაყალბება ჩვენს მიმართ უწყვეტი პროცესია და უკვე აღარ შეიძლება ამის არ თქმა მას შემდეგ გუშნ რაც წავიკითხეთ მორიგი მარაზმი,”- განაცხადა…

მეტი...

ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი დაზარალებულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით  საძინებელ ოთახში კეტავდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 138 -ე მუხლის მე- 2 -ე ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის…

მეტი...