„ცოტნეს განსაცდელი გაცილოთ ყველას, მაგრამ გიორგისნაირი ძმა არ მოგიშალოთ ღმერთმა არავის“ – ანა ჯაბაური

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ცოტნეს მკურნალობის პროცესსა და გიორგი გამასახურდიას ამაგზე განცხადებას აქვეყნებს. როგორც ანა ჯაბაური აღნიშნავს,  საჭირო თანხის ნაწილს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ფარავს, ნაწილი კი ცოტნეს ძმამ, გიორგი გამსახურდიამ საკუთარი ჯიბიდან გაიღო. „ცოტნეს რეაბილოტოლოგთა ჯგუფს, (რომელიც ყოველდღიურად მოიცავს სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოყოფილ ორ ფიზიოთერაპევტს, და, აგრეთვე, ჩვენს მიერ დაქირავებულ ოკუპაციურ თერაპევტს, ლოგოპედს და მასაჟისტს), მეზობელი ქვეყნიდან შემოუერთდნენ ძლიერი კინეზოთერაპევტები, რომელთაგან ერთი ჩვენთან ერთად იცხოვრებს და ცოტნეს პროცედურებს დღეში ორჯერადად თვეების მანძილზე ჩაუტარებს, ხოლო მეორე – რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი და პროფესორი კვირაში ერთხელ…

მეტი...

,,ამერიკაში ნამყოფი არ ვარ, თუშეთში მინდა რომ წავიდე ”- დიმიტრი გვრიტიშვილი

,,ამერიკაში ნამყოფი არ ვარ და ამის მერე არანაირი სურვილი არ მაქვს წავიდე”-  ამის შესახებ ისტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არც ერთი მოსამართლე შეშინებული არ არის. ,,მგონი შეშინებულის არაფერი გვეტყობა. შეშინებული რომ ვიყო, მაშინ შემეშინდებოდა ძლევამოსილი ამერიკის ელჩის გაკრიტიკება და იმაზე საუბარი, რომ ზეწოლის და სასამართლოს ხელში ჩაგდების მცდელობაა – შეშინებული რომ ვიყო, ამაზე არ ვისაუბრებდი. არც ერთი მოსამართლე შეშინებული არ არის, დამერწმუნეთ. ამერიკაში ნამყოფი არ ვარ და ამის მერე არანაირი სურვილი არ მაქვს წავიდე. ჩემს საქართველოში.  თუშეთში არ ვარ ნამყოფი და თუშეთში მინდა რომ წავიდე. ამერიკის…

მეტი...

,,დამაზიანებელი რიტორიკაა და ამის გაგრძელებაა ყველა მისი განცხადება”- მდინარაძე ზურაბიშვილზე

,,პრეზიდენტი გვეუბნება, რომ არც ვიმსახურებდით და არც ვიმსახურებთ, მაგრამ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის დამაზიანებელი რიტორიკა და, სამწუხაროდ, ამის გაგრძელებაა დანარჩენი ყველა მისი განცხადება,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდიანარაძე ოთხი მოსამართლის მიმართ, აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ქალბატონმა სალომემ არ მიპასუხა არცერთ კითხვაზე, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდან დავუსვი. როდესაც ის საუბრობს, რომ რიტორიკა დამაზიანებელია, აბა, ომი გინდათ, ასეთი პათოსი ხომ იყო მის განცხადებებში, მან არ უპასუხა არცერთ ჩემს შეკითხვას, დასკვნითი სიტყვაც არ გამოიყენა. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, ჩვენ…

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 467 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 467 ბავშვი დაიღუპა. უწყების ცნობით, 8 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1413-ზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკი – 448; ხარკივი – 275; კიევი – 127; ხერსონი – 94; ზაპოროჟიე – 88; მიკოლაივი – 85; ჩერნიჰივი – 68; ლუჰანსკი – 66; დნეპროპეტროვსკი – 66. უწყების ინფორმაციით, ეს ციფრები არ არის საბოლოო. მიმდინარეობს სამუშაოები საბრძოლო ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.  

მეტი...

,,რა 9 აპრილი და რა „ნაციონალური მოძრაობა“- მამუკა მდინარაძე

,,რა 9 აპრილი და რა „ნაციონალური მოძრაობა“ – რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ და ამ თარიღში ატარებენ თავის აქციებს,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა. „9 აპრილის თარიღის ქვეშ ხომ გარკვეული სიმბოლიზმია ამ ქვეყანაში, რაღაც ღირებულებები, რაღაც ისტორია ამ ქვეყნის ხომ არის?! და ისტორია ამ ქვეყნის სამწუხაროა, ასევე „ნაცმოძრაობა“ თავისი წარსულით, ადამიანის უფლებების აყრით, ღირსების შელახვით. კასრებიდან ამოღებული კადრები ხომ ყველას გაქვთ ნანახი თავისი წამებით, მკვლელობებით – ეს ხომ გვახსოვს? და ამ ყველაფრის ასოცირების მცდელობა რამდენად ამორალურია 9…

მეტი...

,,ჩვენი ხალხის ტანჯვის გამო არც ერთ მტერს არ დავტოვებთ დაუსჯელს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენი ხალხის ტანჯვის გამო, ჩვენ არც ერთ მტერს არ დავტოვებთ დაუსჯელს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ,,ჩერნიჰივის რეგიონი ერთ-ერთი პირველია, რომელიც რუსი ოკუპანტების აგრესიას შეხვდა. საჰაერო დაბომბვები, სამოქალაქო შენობების საარტილერიო დაბომბვა, განცდილი წამება და შიში კიდევ დიდხანს დარჩება ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში ნაიარევად. ჩვენ არ დავტოვებთ ოკუპანტის კვალს ჩვენს მიწაზე. ჩვენი ხალხის ტანჯვის გამო, ჩვენ არც ერთ მტერს არ დავტოვებთ დაუსჯელს,”- წერს ზელენსკი.

მეტი...

,,ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული” – კახა კალაძე მთავრობის ადმინისტრაციისგან ნებართვის მოთხოვნაზე

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას სკვერის მოწყობის თაობაზე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განიხილავენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა. მისი თქმით, საუბარია პირველი კლასის მშენებლობაზე, კერძოდ, ლანდშაფტური სივრცის მოწყობაზე. „მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო განცხადება ნებართვაზე პირველი კლასის მშენებლობაზე, რაც არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხიც იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება ვარაუდს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობა უკავშირდება დაანონსებულ აქციას, დედაქალაქის…

მეტი...

,,მტკიცებულება თუ არ იქნება, გადაწყვეტილება შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი”- მდინარაძე მოსამართლეების სანქცირებაზე

,,არ არსებობს მტკიცებულება ამ სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, მართლაც სამწუხარო ფაქტია“,-  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, თუ არ იქნება მტკიცებულება, გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი. „დამატებითი კი არა, ძირითადად არ გვინახავს, არცერთი არგუმენტი, ან მტკიცებულება და სამწუხაროა, რომ მტკიცებულების გარეშე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უწესებს შეზღუდვებს. თავიდან ამას სანქცია ერქვა ყველას მხრიდან, გუშინ, მათვე განმარტეს, რომ იყო სავიზო შეზღუდვა. არ ვიცი, ეს გარკვეული სვლა თუ იყო ჩვენი მეგობრების მხრიდან, არ…

მეტი...

,,მოსამართლეები მივიჩნევთ, რომ ეს არის თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე”- დიმიტრი გვრიტიშვილი

,,მოსამართლეების პოზიცია მარტივია. მივიჩნევთ, რომ ეს არის თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე,”- ამის შესახებ ისტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეიძლება იყო გათვლა, რომ  ” ბზარი გაჩნდებოდა სასამართლო კორპუსში”. „ვინმეს შეიძლება, ამაზე ჰქონდა გათვლა, რომ ვიღაცას შეიძლება, შეშინდებოდა, ბზარი გაჩნდებოდა სასამართლო კორპუსში. ეს დაყოფა უკვე არახალია, იგივე ელჩისგან, თურმე სასამართლო სისტემაში არსებობენ „ცუდი“ და „კარგი მოსამართლეები“. ალბათ იყო გათვლა იმაზე, რომ კარგი მოსამართლეები გამოვიდოდნენ და ჩაგვქოლავდნენ ცუდ მოსამართლეებს. ეს არ მოხდა და არც მოხდება. რაც შეეხება მომავალში რა კონკრეტულ აქტივობებს განვახორციელებთ, ეს გაირკვევა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ჩემი ინიციატივაა,…

მეტი...

,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციური გზით და მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები კანდიდატის სტატუსის თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ. დედაქალაქის მერის თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, თუმცა კანონის გვერდის ავლით, ქვეყანაში არეულობის გამოწვევისკენ მიმართული ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. „ეს ადამიანები არ მალავენ იმ ზრახვებს, რაც აქვთ – ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირება, არეულობა. ერთ-ერთს ინტერვიუში წამოცდა და გააჟღერა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც აქვთ ჩაფიქრებული კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ასეთი რამ თქვა – აი, დეკემბერში, როდესაც სტატუსს არ მოგვცემენ, ეს ვითარება კიდევ…

მეტი...

,,გამოსაძიებელი არაფერია”- კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია. მისი თქმით, აშშ არ განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზს. „სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვასანქცირებთ ადამიანებს, არ გავცემთ ვიზას კონკრეტულად ამ ოთხ ადამიანზე და ვერ შევლენ ამერიკის  შეერთებულ შტატებში, თუმცა არ გვეუბნებიან რა არის ამის მიზეზი“, – აცხადებს კახა კალაძე. კახა კალაძის თქმით, პარტნიორობა და მეგობრობა ცალმხრივი ვერ იქნება. „ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და საინტერესო იყოს, თუმცა, როდესაც ვისმენთ ასეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ აქვს არანაირი არგუმენტაცია და…

მეტი...

უკრაინამ ქვეყნიდან იძულებით გაყვანილი 31 ბავშვი დაიბრუნა

რუსეთის მიერ უკრაინიდან გაყვანილი 31 ბავშვი ქვეყანაში დააბრუნეს. ინფორმაციას და ბავშვების უკრაინაში დაბრუნების ვიდეოს  ორგანიზაცია „გადაარჩინე უკრაინა“ ავრცელებს. „რამდენიმეთვიანი გაშორების შემდეგ, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებიდან რუსების მიერ გატაცებული ბავშვები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. ბავშვების მდგომარეობაზე ფსიქოლოგები და ჯანდაცვის წარმომადგენლები იზრუნებენ.

მეტი...

„ეს ღონისძიება აპოლიტიკურია“ – პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ეგიდით იმართება, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიება აპოლიტიკურია და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. „ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია…

მეტი...

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაზრებში კონტროლი მკაცრდება    

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გაააქტიურა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს,  განსაკუთრებულად საშიშია ხორცისა და კვერცხის პროდუქცია. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე. მოწმდება  კვერცხის  ვარგისიანობის ვადა,  ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა. „სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა სურსათზე. სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს მომხმარებელს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შეძენისას, ყურადღება მიაქციოს რეალიზაციის პირობებსა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას,“…

მეტი...

ვაკეში ახალგაზრდები ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ

ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცები ერთმანეთს დაუპიროსპირდნენ. საცხოვრებელ ზონაში, კორპუსებთან არაერთხელ გაისროლეს. ახალგაზრდებმა ერთმანეთს ჯერ მანქანა შეაჯახეს, საქარე მინებს ერთმანეთს უმტვრევდნენ. და როცა ერთ-ერთი მანქანის მძღოლი მანქანით გაიქცა, მას იარაღიდან რამდენჯერე ესროლეს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა დღის განმავლობაში, ხალხმრავალ და დასახლებულ ადგილას მოხდა. პერიმეტრზე არაერთი სათვალთვალო კამერაა განთავსებული. შემთხვევა ჟვანია 10 ნომერთან მოხდა. დაპირისპირებაში 10-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი ორი მანქანით იყვნენ. კადრებში ისმის სროლის ხმაც. შსს-მ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, თუმცა, ამ ეტაპისთვის არავინაა დაკავებული.  

მეტი...

ყვარელსა და მარტვილში ბზის უკანონო ჭის ფაქტი გამოავლინეს – ფაქტები სს დანაშაულის  ნიშნებს შეიცავს  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთსა და სამეგრელოში, ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. როგორც უწყებაში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ორივე ფაქტი სისხლის დანაშაულის სამართლის ნიშნებს შეიცავს. ყვარელში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, მოქალაქემ ბზის ნარგაობების დაზიანებით მოიპოვა  ტოტები (სამი ტომარა) და მის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა შემდგომი რეალიზების მიზნით. „მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, გადამოწმების მიზნით შეჩერებულ ავტომანქანაში, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ბზის 3 ერთეული ნერგი და ათეულობით ტოტი. ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ბზის მოჭრა, ამოძირკვა…

მეტი...

ბზის უკანონო ჭრაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებაში განუცხადეს, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული…

მეტი...

დღეიდან რიკოთზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგება

მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, დღის ერთ მონაკვეთში მსუბუქ ავტომანქანებს გაატარებენ, მეორე მონაკვეთში კი სატვირთოებს. „ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება შემდეგი რეჟიმით: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის; 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი…

მეტი...

ბზის ჭრაზე კონტროლი მკაცრდება, როგორია საჯარიმო სანქციები?!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. აღნიშნულ თემაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე „მედიაცენტრ მთავარში,“ 11:00 საათზე განცხადებას გააკეთებს.  

მეტი...