,,ეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს”- ლევან ხაბეიშვილი IRI-ის კვლევაზე

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმიანება.

როგორც ლევან ხაბეიშვილის წერს, აღნიშნული კვლევა, ”აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს”.

,,გამოქვეყნდა  ახალი კვლევა, რომელიც მარტის თვეში ჩატარდა. უკანასკნელ 3 თვეში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2.5 – ჯერ გაიზარდა ნოემბრის კვლევით- 25 % ჰქონდა “ოცნებას” და ენმ – ს 6 % …  მარტის თვის  კვლევით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს 14 % და “ოცნებას” 19 % … კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს ენმ 7- ჯერ უსწრებს …

ეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს რუსმა ივანიშვილმა, ყველაზე კარგად იცის, რომ ნაციონალური მოძრაობა იზრდება და ამიტომ აბსოლუტურად ყველა ხერხით გვებრძვის !

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ასე ახლოს რუსული  ოცნების დამარცხებასთან არასდროს ვყოფილვართ!
და ბოლოს … ტყვეობაში, ნაწამები, სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი, პირად რეიტინგში უგებს ბიძინა ივანიშვილს”- წერს ლევან ხაბეიშვილი.

მსგავსი თემები