თბილისის ორივე შემოსასვლელთან უზარმაზარი საცობია

როგორც დასავლეთ საქართველოს, ისე კახეთის მხრიდან თბილისის შემოსასვლელთან უზარმაზარი საცობია. კახეთის მხრიდან მომავალი მანქანები გომბორი-სართიჭალას მიმართულებით არიან გაჩერებულები, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, საცობი გორის შემდეგ იწყება.

მეტი...

,,რუსმა ტერორისტებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს”- ანდრეი ერმაკი

,,რუსმა ტერორისტებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი საკუთარ Telegram არხზე წერს. მისი თქმით, რუსებმა ათასობით უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანი გადარჩა. ,,რუსმა ტერორისტებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს. დაჯგუფება “ვაგნერის” ეს ქმედებები ნათელს ფენს რუსული არმიის დანაშაულებს უკრაინაში, ისინი ჩვენს შვილებს იპარავენ და კლავენ. კიდევ რამდენი ასეთი დანაშაულია ჩადენილი? ერთი აღიარება საკმარისი არ არის. მონსტრებისა და მკვლელების ნაცია, მსოფლიოს ბიოლოგიური ნაგავი. მხოლოდ აღიარება არაფერს ნიშნავს, მას სასტიკი და სამართლიანი სასჯელიც უნდა მოჰყვეს. სასჯელი კი აუცილებლად…

მეტი...

ბრიტანეთის სტანდარტების საპარლამენტო კომისარმა რიში სუნაკის წინააღმდეგ ფინანსურ დეკლარირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – მედია

Reuters- ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სტანდარტების საპარლამენტო კომისარმა, დანიელ გრინბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის წინააღმდეგ ფინანსურ დეკლარირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კომისარი პასუხისმგებელია თემთა პალატის ქცევის კოდექსისა და რეესტრების ფუნქციონირების მონიტორინგზე, მათ შორის სავარაუდო დარღვევის გამოძიებაზე. პარლამენტის ვებსაიტზე კომისრის გვერდზე არ არის მოწოდებული დამატებითი დეტალები შესაძლო დარღვევის შესახებ. ქცევის კოდექსის თანახმად, ყველა დეპუტატს მოეთხოვება „მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი ფინანსური ინტერესის შესახებ, რომელიც შეიძლება გონივრულად მიიჩნიოს, რომ გავლენა მოახდინოს წევრის ქმედებებზე, გამოსვლებზე ან პარლამენტში კენჭისყრაზე, ან მისი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილებით განხორციელებულ ქმედებებზე“. სუნაკის სპიკერის განცხადებით, გამოძიება დაკავშირებულია მისი მეუღლის წილთან ბავშვთა მოვლის ფირმაში.…

მეტი...

 რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც ომის დროს უკრაინას მიაყენა – აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანის, ჯანეტ იელენის განცხადებით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც მან ომის დროს უკრაინას მიაყენა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მექანიზმზე, რომელიც რუსეთს აიძულებს, უკრაინას აუნზღაუროს ომის შედეგად მიყენებული ზიანი. „ვფიქრობ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ელოდება, რომ რუსეთს დაეკისრება. ეს არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა იელენმა.      

მეტი...

ლატვიამ ათ რუს ჩინოვნიკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით,  10 რუს ჩინოვნიკს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ, ლატვიაში შესვლა ეკრძალებათ. ,,ვგმობ რუსეთის სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ უსამართლო და მკაცრ განაჩენს ცნობილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას წინააღმდეგ.  გადავწყვიტე ავეყანაში შესვლა აეკრძალოს 10 რუს პირს, რომლებიც მონაწილეობენ ამ საქმეში.  მოვუწოდებ ევროკავშირს, სანქციების დაწესებისკენ“, – დაწერა რინკევიჩმა ტვიტერზე. რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მეტი...

უკრაინამ სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა

უკრაინამ სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული კომპანია „უკრენერგო“ ავრცელებს. მათივე, სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დღეიდან დაიწყო. ამასთან, ექსპორტი ასევე გრძელდება პოლონეთსა და მოლდოვაში. მოლდოვაში ელექტროენერგიის ექსპორტი 11 აპრილს დაიწყო, 12 აპრილს კი პოლონეთში.

მეტი...

აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება – ევროკავშირი კარა-მურზას განაჩენზე

ევროკავშირი რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმიანებიან. ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით არის დაკავებული. ,,დღევანდელი სასამართლოს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებას აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ იმ პირზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით არის დაკავებული“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მეტი...

,,ამბობდნენ, ხაბეიშვილი და წითლიძე რომ არ წასულიყვნენ მივლინებაში, დამთვარდებოდა კლანიო”- ლევან ხაბეიშვილი

,,აი, ხვალ დავამთავროთ კლანი,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის და ანი წითლიძე ხვალ პარლამენტში აუცილებმად იქნებიან. ,,ამბოდნენ, რომ ლევან ხაბეიშვილი რომ არ წასულიყო და ანი წითლიძე რომ არ წასულიყო, იმ მივლინებაში, ორი კვირის წინ რომ იყო, დამთვარდებოდა კლანი. აი, ხვალ დავამთავროთ კლანი.  არ არსებობს ინიციატივა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მხარი არ დავუჭირო, ეგეთი ბუნებაში არ არსებობს. მე და ანი წითლიძე ხვალ აუცილებლად ვიქნებით პარლამენტში,” – განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით 10 აპრილს მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციამ პრეზიდენტს…

მეტი...

ომბუდსმენის ოფისს უკრაინელი სამხედროების სიკვდილით დასჯის ათობით ვიდეო აქვს მიღებული – ლუბინეცი

ბოლო 9 თვის განმავლობაში ომბუდსმენის ოფისმა, რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედროების საჯარო სიკვდილით დასჯის ამსახველი ათობით ვიდეო მიიღო – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცვერმა დმიტრო ლუბინეციმ განაცხადა. ომბუდსმენის თქმით, რუსეთი რამდენიმე მიზეზის გამო საჯაროდ ავრცელებს უკრაინელი სამხედროების სიკვდილით დასჯის ვიდეოებს. ,,ეს არის თავის მოკვეთა, სასქესო ორგანოების მოჭრა, ხელებზე ყურების, ცხვირის, კიდურების, ფალანგების მოჭრა,”- განაცხადა ლუბინეცმა.  

მეტი...

მაშველმა აღდგომას, მდინარე ტეხურაში ჩავარდნილი მოზარდი გადაარჩინა

მაშველმა გიორგი გოგიჩაიშვილმა აღდგომას, მდინარე ტეხურაში ჩავარდნილი მოზარდი გადაარჩინა. ფაქტის  ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. კადრებში ჩანს, როგორც გამოყავს მაშველს მდინარეში ჩავარდნილი მოზარდი.

მეტი...

,,ახლა რუსეთი დახმარებას ყველა ქვეყანას სთხოვს, რადგან იარაღი აკლია”- დანილოვი

,,ახლა რუსეთი დახმარებას ყველა ქვეყანას სთხოვს, რადგან მას იარაღი აკლია, მათ შორის ჩინეთსაც,”- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ჯერჯერობით ვერ ხედავს რუსეთის მიერ ჩინური იარაღის გამოყენებას ფრონტზე. ,,დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ ფრონტზე ჩინეთში წარმოებული იარაღის არსებობის ნიშანს. აქ რომ გამოჩნდნენ… გახსოვთ, როცა ირანის თავდასხმის დრონები გამოჩნდა, ამის შესახებ მაშინვე გავაკეთეთ განცხადება. მეტიც. ჩვენ, როგორც იტყვიან, ნაწილ-ნაწილ დაგვშალეს და ოფიციალურად მიმართეს იმ ქვეყნებს, რომელთა კომპონენტებიც იქ გამოიყენებოდა, კითხვით, რატომ მოხდა ეს და ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ ახლა ჩვენს ფრონტზე ჩინურ იარაღს…

მეტი...

Jasper AI Conference Highlights Excitement for ChatGPT, Generative AI

Generative AI Takes Center Stage at the 2023 Ai4 Conference With his passion for exploring new technologies and his structured approach to experimentation, he is well-positioned to offer valuable insights into integrating large language models into an organization’s innovation strategy. What’s different with generative AI is that large-language models have been quietly in development for some time, executives said. Google has worked on chatbots and related technologies for years under its Google Brain and DeepMind divisions. OpenAI changed the game by creating an application that people could use to interact…

მეტი...

სუდანში 30-მდე ქართველი იმყოფება – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება. მისი თქმით,  ამ მომენტამდე არ წყდება სროლები და შეტაკებები. „ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან. ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან, რომ შემდეგ უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში“, – განაცხადა  მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის,  სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის…

მეტი...

რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ოპოზიციონერ აქტივისტს ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკას უკავშირდება. იგი დამნაშავედ ცნეს ღალატში, რუსული არმიის შესახებ „ცრუ“ ინფორმაციის გავრცელებაში და „არასასურველ ორგანიზაციასთან“ კავშირში. კარა-მურზა ბრალდებებს უარყოფს და მის სასამართლო პროცესს საჯაროდ აკრიტიკებს. გასულ კვირას მოსკოვის სასამართლოში მან თქვა: “მე ხელს ვაწერ ყველა სიტყვას, რაც ვთქვი. არათუ არ ვნანობ ამას, არამედ ვამაყობ ამით”. ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი უკანასკნელია პუტინის იმ ოპონენტებიდან, რომლებიც დააკავეს ან იძულებული გახადეს რუსეთი დაეტოვებინათ. მისი საქმე ნაწილობრივ ეფუძნებოდა გასულ წელს აშშ-ში პოლიტიკოსების წინაშე წარმოთქმულ გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ რუსეთი სჩადის ომის დანაშაულებს…

მეტი...

სლოვაკეთმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი დროებით შეაჩერა

სლოვაკეთმა დროებით შეაჩერა მარცვლეულის იმპორტი უკრაინიდან. ამის შესახებ  მთავრობის სპიკერმა CNN-ს განუცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი აკრძალეს უკრაინიდან. “დღეს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება ამ თემაზე განსახილველად. შეხვედრის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – დასძინა პრესსპიკერმა. პოლონეთმა აკრძალვის შესახებ შაბათს გამოაცხადა. აკრძალვის მიზანია “დაიცვან პოლონეთის სოფლის მეურნეობის ბაზრის დესტაბილიზაცია”, – ნათქვამია პოლონეთის პრემიერ მინისტრის ოფისის განცხადებაში. უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისტვან ნაგიმ კვირას განაცხადა, რომ ბუდაპეშტი დროებით აკრძალავს უკრაინიდან მარცვლეულის, ზეთის თესლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტს.    

მეტი...

„დიდი შვიდეული“ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს

„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს, – ამის შესახებ განცხადება „დიდ შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იაპონიაში, ქალაქ კარუიზავაში მიმდინარე შეხვედრის დროს განაცხადეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს, რომ ისინი რჩებიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გააქტიურების, სრულად კოორდინაციისა და აღსრულების ერთგულებაზე, ისევე როგორც უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელებისკენ. როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარის, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს უკრაინიდან ყველა ძალა და ტექნიკა. გარდა იმისა, რომ დაგმეს პრეზიდენტ პუტინის განცხადება ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, ”დიდი შვიდეულის” …

მეტი...

მოსკოვში, ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში, ბერეჟკოვსკაიას სანაპიროზე მდებარე კაფეში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ხანძრის ფართობი 200 კვადრატული მეტრი იყო, მოგვიანებით კი ის 600 კვადრატულამდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად შენობის სახურავი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში ხალხი არ იმყოფებოდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მეტი...

,,დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს”- ლევან ხაბეიშვილი

,,დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს, მით უმეტეს, თუ საზღვარგარეთ რაიმე გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დავით კეზერაშვილი ყველაფერს გასცემს პასუხს. „ბიბისის“ გამოძიება უმნიშვნელოვანესია და თუ იარსებებს იდეაში რაიმე გამოძიება, რომელიც არ არსებობს ამ დრომდე, პასუხი გაეცემა. ამიტომ დავით კეზერაშვილი მის თავს მიხედავს. უბრალოდ, საქართველოში რომ დღეს ეკონომიკური სიდუხჭირეა, რუსეთში რომ მიგვათრევენ, სტატუსს რომ საფრთხე ემუქრება, ამის განსაზღვრელი ეს ვერ არის. ცხადია, უმნიშვნელოვანესია ეს სიუჟეტი და დარწმუნებული ვარ, თუ რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება დაიწყება, კეზერაშვილი ყველაფერს…

მეტი...

,,ყველას მოვუწოდებ ერთობისკენ”- ლევან ხაბეიშვილი

,,ყველას მოვუწოდებ ერთობისკენ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. „ყველას მოვუწოდებ ერთობისკენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა, ამიტომ მივმართავ ყველას, უბრალოდ შეეგუონ იმ შედეგებს, რომლებიც დააყენა ამომრჩეველმა, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რამე პოლიტიკის წარმოება, პარტიული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ იმ მმართველი რგოლიდან, რომელიც ლეგიტიმურად არჩეულია და როცა კონკრეტული ადამიანები პირადი, სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე რამე ოფისებს იღებენ, მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ საკუთარი პარტიაც და საკუთარი პოლიტიკაც…

მეტი...

,,შუალედში რომ მიეცეს თავისუფლება და შესაძლებლობა აღიდგინოს ჯანმრთელობა”- გიული ალასანია

მიხელ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის დღეს, კლინიკა ”ვივამედში” მოინახულა. ,,არ ვიცი რა ხდება, შეტანილი გვაქვს ნამდვილად და ველოდებით, ნავალნის შემთხვევაში, თუ არ ვცდები 3 კვირა დასჭირდა და არ ვიცი ჩვენ შემთხვევაში როგორ იქნება. რომ გადაიტანონ და შემდეგ განიხილონ, შუალედში რომ მიეცეს თავისუფლება და შესაძლებლობა აღიდგინოს ჯანმრთელობა, ამაზეა ლაპარაკი ამ ეტაპზე, და ვნახოთ. ჯანმრთელობა, სიცხე არის, წნევა, ეს ყველაფერი არის, სისუსტე, უჭირს სიარული, ყველაფერი ძალაშია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,ასობით მილიონია დავალიანება”- ჯუანშერ ბურჭულაძე

,,ეს ხუთი მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომლითაც გაძარცვა სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ, ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ფინანსური ანგარიშგება ჩვენი უწყების,”- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ცდილობენ იმ საქმეებზე, შესყიდვებზე, დოკუმენტების მოძიებას, რომელიც ამ დრომდე უწყებას არ აქვს. მინისტრის განცხადებით, არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ,,ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ფინანსური ანგარიშგება ჩვენი უწყების, იგივე პერიოდის. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის…

მეტი...

ინდოეთში მზის დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

”ბიბისის” ინფორმაციით, ინდოეთში მზის დარტყმის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა მაჰარაშთრას შტატში მოხდა, სადაც დაჯილდოების ცერემონიალი იმართებოდა. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე საათის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ ტარდებოდა. ჰაერის ტემპერატურა იმ დროს 40 გრადუსს აღემატებოდა. მედიის ცნობითვე, ბევრი ადამიანი უჩიოდა დეჰიდრატაციას და სიცხესთან დაკავშირებულ სხვა დაავადებებს ღონისძიების დასწრების შემდეგ.  

მეტი...

,,ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრებს”- ჯუანშერ ბურჭულაძე

,,ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, ამის გაგრძელება არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა,”– ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მინისტრს „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია დასახელებული დასახელებული. „სხვას ვერაფერს დავარქმევ და შევაფასებ, ეს იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია, ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან დასანანია და ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი…

მეტი...

,,ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ”ვივამედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი “ჩონჩხად იქცა”. ,,ჯანმრთელობა დაახლოებით, აი, იმ მდგომარეობაში დამხვდა, სიცხეები არის, წნევა, ეს ყველაფერი არის სისუსტე, უჭირს სიარული. ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა. რომ დგება, ეს ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით. ძლივს მიჩოჩავს,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან – საგარეო უწყება 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. „თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო  მუშაობს ყველა მიმართულებით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. ცნობისთვის,  სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” შორის დაპირისპირება გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 100-ს აღწევს. წყარო: პირველი არხი.  

მეტი...

უკრაინაში 750-ზე მეტი ადამიანი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 750-ზე მეტი ადამიანი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალდა ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ძალებს ოკუპირებული ჰქონდა, კერძოდ – ხერსონი და ხარკოვი. ,,შეჭრის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა 750-ზე მეტი ნაღმების აფეთქების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი – ყოველ რვა ადამიანში ერთი, ბავშვი იყო. უკრაინის ნაღმებისგან გაწმენდას, სავარაუდოდ, მინიმუმ ათი წელი დასჭირდება”, – აცხადებენ უწყებაში.    

მეტი...

რუსეთი თავს ესხმის ბახმუტის გარეუბნებს, მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქის შიგნით – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის სამხედრო გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ბახმუტის გარეუბნებზე წარუმატებელი თავდასხმები წამოიწყეს. ,,ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მტერმა წარუმატებელი შეტევები წამოიწყო ხრომოვესა და ივანივსკეს მიდამოებში”, – აცხადებენ გენშტაბში. ეს ნაბიჯი მიუთითებს მოსკოვის მცდელობაზე, ალყაში მოაქციოს უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, “მიუხედავად დიდი დანაკარგისა, რუსეთის ფედერაცია არ თმობს” ოკუპაციის გეგმებს. ,,მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას ღერძის შეტევაზე”, – აცხადებენ უწყებაში.  

მეტი...

სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის 13 საბრძოო თვითმფრინავი გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას ცამეტი MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. ცნობისთვის, 17 მარტს სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა კიევში 13 MiG-29 გამანადგურებლის გაგზავნა. პირველი ოთხი თვითმფრინავი სლოვაკეთმა მარტში გადასცა.

მეტი...

უკრაინის ძალებმა გასულ დღე-ღამეში 60 თავდასხმა მოიგერიეს – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მტრის 60 თავდასხმა მოიგერიეს. უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემიდან 25 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს მშვიდობიან ქალაქებზე ზაპოროჟიესა და კამიშევახაზე, ზაპოროჟიეს ოლქში და სნიგურივკაზე მიკოლაივის ოლქში. ამასთან, რუსეთის ძალებმა 42 ავიადარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და დასახლებების ინფრასტრუქტურას ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნა. “არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში. დანგრეული და დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ეკლესიები”, – აცხადებენ გენშტაბში.    

მეტი...

კანადა უკრაინას რუსეთისთვის ჩამორთემულ ქონებას გადასცემს – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კანადა უკრაინას გადასცემს რუსეთისთვის ჩამორთმეულ აქტივებს. ,,რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი კანადიდან. კერძოდ, ვოლგა-დნეპრის კომპანიის წინააღმდეგ. ჩვენ ვემზადებით AN-124 თვითმფრინავის და კანადაში აგრესორის სხვა აქტივების ჩამორთმევისა და უკრაინაში გადასაცემად. აშშ-მა ასევე სანქციები დაუწესა 120 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის როსტომის წარმომადგენლებს”, – წერს შმიგალი.

მეტი...

,,დიდმა შვიდეულმა” უნდა დაარწმუნოს პუტინი, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს”- ანალენა ბერბოკი

“დიდმა შვიდეულმა” უნდა დაარწმუნოს პუტინი, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ”დიდი შვიდეული” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა. ,,ახლა საუბარია იმაზე, რომ პუტინს ვაჩვენოთ ჩვენი სიმტკიცე, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. გასულ წელს G7-მა რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწია. ერთი ბარიერი მეორის მიყოლებით გადალახა: ზამთარში უკრაინელებს დაეხმარა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მიიღო და ნავთობზე ფასის ლიმიტი დააწესა”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, “დიდი შვიდეული” არის ყველაზე განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების ჯგუფი, რომელიც დაპირისპირებულია ავტოკრატულ ძალებთან და მის პარტნიორებსა და მოკავშირეებს…

მეტი...

სროლა დაბადების დღეზე – დაშავებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, დაღუპულია 4

აშშ-ის შტატ ალაბამაში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, დაღუპულია 4 ადამიანი. ცნობისთვისმ მოზარდის დაბადების დღეზე მასობრივი სროლა იყო. ამ ეტაპზე, მომხდარის მოტივი და დამატებითი დეტალები უცნობია. უცნობია ეჭვმიტანილის ვინაობა, ასევე დაკავებული არის თუ არა ის. მომხდარის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაახლა მოწოდება იარაღის კანონის გამკაცრების შესახებ.  

მეტი...

ყაზახეთში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

17 აპრილს, ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, ნგრევა სავარაუდოდ, გაზი აფეთქებამ გამოიწვია. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5 საათზე, ორსართულიან, 12-ბინიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება, გაწმენდით ოპერატიულ სამუშაოებში ჩართულია 50-ზე მეტი მაშველი.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით  182 660 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომში დაახლოებით  182 660 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 182 660; ტანკი – 3 660; ჯავშანტექნიკა – 7 087; საარტილერიო სისტემა – 2 804; სარაკეტო სისტემა – 538; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 293; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 328; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 672; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 319.

მეტი...

ბრაზილიის პრეზიდენტს სურს შეიქმნას „პოლიტიკური დიდი ოცეული“ უკრაინაში ომის დასასრულებლად

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აუცილებელია, „პოლიტიკური დიდი ოცეული“ შეიქმნას, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჩინეთსა და არაბეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი სავარაუდოდ გამოწვეული იყო „ორი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით“. ,,პრეზიდენტი პუტინი არ იჩენს არანაირ ინიციატივას ომის შესაჩერებლად. ზელენსკი უკრაინიდან არ აკეთებს არანაირ ინიციატივას ომის შესაჩერებლად… ევროპა და შეერთებული შტატები განაგრძობენ თავიანთი როლის შესრულებას ომის გაგრძელებაში. ამიტომ, მათ უნდა დაჯექი მოლაპარაკების მაგიდასთან და უთხარი: „კმარა“,- განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, ინიციატივა უკვე განიხილა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და სამხრეთ…

მეტი...

,,რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა”- პუტინი

რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება  – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის თავდაცვის მინისტრთან, ლი შანფუსთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ ისევე აქტიურად ვმუშაობთ სამხედრო სფეროში, რეგულარულად ვცვლით ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაციას, ვთანამშრომლობთ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში, ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს,“, – განაცხადა პუტინმა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან თავის თანამდებობაზე პირველი ვიზიტისთვის რუსეთი სპეციალურად აირჩია. “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაკავების შემდეგ, ეს ჩემი პირველი საგარეო ვიზიტია. ამისთვის სპეციალურად ავირჩიე რუსეთი, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსაკუთრებულ ბუნებას და სტრატეგიულ მნიშვნელობას”, – განაცხადა…

მეტი...