მთავრობა პრეზიდენტს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი განცხადება უსამართლოა

სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტს პასუხობს. „გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ქალაქ სტრასბურგში მისი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო.  მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და…

მეტი...

რატომ თქვა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა აშშ-ში სტაჟირებაზე უარი?! – მოსამართლის განმარტება

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ერთ-ერთია, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაჟირებაზე უარი განაცხადა. როგორც მოსამართლე თავად განმარტავს, მიზეზი პოლიტიკურია. „როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც“ – აცხადებს მოსამართლე კოჭლამაზაშვილი, რომელიც…

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ბონი ქეროლი ეწვია

მიმდინარე წლის 13 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია – ”TAPS’’-ის („Tragedy Assistance Program for Survivors”-‘’ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) დამფუძნებელს და პრეზიდენტს, ქალბატონ ბონი ქეროლს უმასპინძლა. კობა კობალაძემ სტუმარს გააცნო სამსახურის სტრუქტურა, მიზნები, ამოცანები, სამომავლო გეგმები, ის ერთობლივი პროგრამები, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოსთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ახორციელებს ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მხარდასაჭერად. მან, ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა გადალახვაშიც საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა მნიშვნელოვანია. სამსახურის დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ…

მეტი...

ევროპის 33 000 მოქალაქემ 89 მილიონის ზარალი მიიღო – „ქოლ ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას ავრცელებს

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმესთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ევრიპის 33 000-მდე მოქალაქე დაზარალდა, საქართველოს პროკურატურა განცხადებას  ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით,რომელიც მიმართული იყო თაღლითური ონლაინ პლატფორმების და დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად. ერთ-ერთ ესეთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებების შედეგად 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა მინიმუმ 33 000 დაზარალებულს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. დანაშაულებრივი თაღლითური ქსელი, რომელიც სავარაუდოდ მოქმედებდა 2019-2021 წლების პერიოდში, სოციალურ მედიაში და სხვა საჯარო სივრცეში განთავსებული რეკლამებისა და ე.წ ქოლ-ცენტრებს გამოყენებით, ევროპის…

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში ვიზიტის გადადებაში მთავრობას ადანაშაულებს

საქარველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი მთავრობა გახდა. „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით. ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იგეგმებოდა.  პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო.…

მეტი...

შეწყალებულთა სიაში ნიკა გვარამია არ არის

გავრცელებლი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა შორის შესაძლოა, ნიკა გვარამიაც მოხვდა, არ დადასტურდა. 10 პატიმარს შორის, რომლის შეწყალების აქტს საქართველოს პრეიდენტმა ხელი მოაწერა, ნიკა გვარამია არ არის.

მეტი...

„ეს არის სოლიდარობის აქტი“ – დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლეების პროტესტზე უარი აშშ-ში სწავლებას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, 3 მოსამართლის უარი, რომ არ გაემგზავრონ შტატებში სასწავლებლად, სოლიდარობის აქტია და სხვა არაფერი. „რაც შეეხება ფაქტს, რომ დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში ხუთი მოსამართლიდან სამმა უარი თქვა, მე ვივარაუდე, რომ ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქტი. ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს ჩემი მოსაზრებაა, რამე კონკრეტული ინფორმაცია, სამი მოსამართლე რატომ არ მიდის და ორი მოსამართლე რატომ მიდის, არ გამაჩნია. მათთან კომუნიკაცია არ მქონია. უბრალოდ ვივარაუდე, რომ ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი იქიდან გამომდინარე, რომ ორიოდე წლის წინათ, იგივე მოსამართლეებმა დააფიქსირეს ლაშა ჩხიკვაძესთან მიმართებაში სოლიდარობა“ – აცხადებს მოსამართლე გვრიტიშვილი. შეგახსენებთ…

მეტი...

დიმიტრი გვრიტიშვილი აშშ-ის ელჩს მოსამართლეებში განხეთქილების შეტანაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება მოსამართლეების შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით პროვოკაციულია და ის მოსამართლეებში განხეთქილების შეტანას ემსახურბა. „ათი მოსამართლე 26 მარტი 7 აპრილის განმავლობაში იყო სასწავლო ვიზიტით აშშ-ში. პროვოკაციული იყო ის განცხადება, რაც გუშინ გავრცელდა აშშ-ის საელჩოს მხრიდან, რომ ისინი ამაყობენ კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლეებით. ესეთი განცდის, აღქმის შექმნა უნდოდათ, როგორც ჩანს, რომ აი, ესენი არიან, ვინც ამერიკაში მიბრძანდებიან სასწავლო ვიზიტით, ესენი არიან კარგი მოსამართლეები. დანარჩენი, ვისაც კრიტიკული პოზიცია გვაქვს ამერიკის მესვეურთა ქმედებებთან მიმართებაში, ვართ ცუდი მოსამართლეები. ანუ გათვლა, ისევე როგორც იმ სანქცირების გათვლა იყო განხეთქილების შეტანა“…

მეტი...

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს და თავდაცვის სამინისტროს ომის მსხვერპლის მონაცემების გამო დაპირისპირება აქვთ – საიდუმლო დოკუმენტები

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს და თავდაცვის სამინისტროს ომის მსხვერპლის მონაცემებთან დაკავშირებით დაპირისპირება აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ოფიციალური პირები არ ითვლიან რუსეთის ეროვნული გვარდიის, ვაგნერის დაქირავებულთა და სხვა დაღუპულების ზუსტ რაოდენობას. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, თებერვლისთვის დანაკარგი (დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა) თითქმის 110 000 იყო. რუსეთის ბოლო ოფიციალური მაჩვენებელი გასული წლის სექტემბრით თარიღდება, როდესაც მათ 5 937 სამხედროს სიკვდილი დაადასტურეს. დოკუმენტების თანახმად, რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების ჯგუფებს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება უკრაინაში ომის მოგვარების თაობაზე და რომ რუსეთი თავს არიდებდა…

მეტი...

სოსო პავლიაშვილმა უკრაინაში დაჭრილ რუს სამხედროებს უმღერა

ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა უკრაინაში დაჭრილ რუს სამხედროებს უმღერა. რუსული მედიის ინფორმაციით, სოსო პავლიაშვილმა სტავროპოლის სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში ომში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა. ,,მუსიკოსმა სამედიცინო დაწესებულებას 80 წლის იუბილე მიულოცა და გმირებს ჰიტების ცოცხალი შესრულებით მხარი დაუჭირა,”- იუწყება Kavkaz Post. მედიის ცნობითვე, სოსო პავლიაშვილმა მსმენელისთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები „ვილოცოთ მშობლებო“ და „საღამო მშვიდობისა“, ასევე კომპოზიცია ქართულად შეასრულა.  

მეტი...

პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტი გადაიდო

18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო. ამის შესაებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. რა მიზეზით გადაიდო ვიზიტი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში  სხვადასხვა უწყებიდან  ჯამში 123 შეტყობინება შევიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა. ,,გამოძიება ცალკე ეპიზოდად მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 8 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოძიების შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს მასმედიით გავრცელებული ვიდეოკადრების მონიტორინგის შედეგად სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების…

მეტი...

რუსეთმა ხერსონში სკოლის შენობა დაბომბა – არის მსხვერპლი

ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დღეს ხერსონის ოლქში სკოლის შენობა დაბომბეს. ,,დღეს მოწინააღმდეგის თვითმფრინავმა დაარტყა ბერისლავის რაიონის სოფელ ზმიივკას, რუსებმა მართვადი საჰაერო ბომბებით დაარტყეს ადგილობრივი სკოლის შენობას. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა”, – განაცხადა პროკუდინმა. მისივე თქმით, დღეს მტერმა დაბომბა დარიევის თემის სოფელი მიკილსკე. დაშავებულია 52 წლის მამაკაცი. “დილიდანვე რუსებმა დაბომბეს ხერსონის დნიპროს რაიონში მდებარე პარკი. მტრის თავდასხმის შედეგად 45 წლის მამაკაცმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო”, – განაცხადა პროკუდინმა.

მეტი...

,,შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა”- დიმიტრი პესკოვი

შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა, – ასე ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას. ,,შავი ზღვა არასოდეს იქნება ნატოს ზღვა. ეს არის საერთო ზღვა ყველა სანაპირო სახელმწიფოსთვის, ეს უნდა იყოს თანამშრომლობის, ურთიერთქმედების და უსაფრთხოების ზღვა. უფრო მეტიც, ეს უნდა იყოს განუყოფელი უსაფრთხოება”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა. შავი ზღვა უნდა გახდეს ნატოს ზღვა – დმიტრო კულება

მეტი...

,,აშშ-ის საელჩოს უმთავრესი ინტერესი სასამართლო სისტემაში შეღწევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა”- ”ხალხის ძალა”

,,აშშ-ს საელჩოს უმთავრესი ინტერესი, სასამართლო სისტემაში შეღწევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა, რაც ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვა,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”ის ფაქტი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სავიზო შეზღუდვები დაუწესა, თავისთავად სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა და ერთი შეხედვით, რაიმე დამატებით მსჯელობას არ საჭიროებს.” განცხადებაში  ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის აუდიოჩანაწერზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ”გვარამია იმ დროისათვის მოქმედ მოსამართლეს დიდი ოდენობით ქრთამს სთავაზობდა, რაც ერთმნიშვნელოვნად უხეში კორუფციული ქმედებაა.” ,,სახელმწიფო დეპარტამენტისა და კელი დეგნანის სტანდარტით,…

მეტი...

საფრანგეთის საელჩომ მოსკოვში მიიღო ამანათი ცხოველების ძვლებით და ე.წ. შპრიცით – უკრაინული მედია

საფრანგეთის საელჩომ მოსკოვში მიიღო ამანათი ცხოველების ნაშთებით და შპრიცით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Unian ტელეგრამის არხი BAZA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, 12 აპრილს მიღებული ამანათი გარეგნულად იყო ჩვეულებრივი „რუსული ფოსტის“ პაკეტი. სტანდარტული სკანირების პროცედურის დროს კი საელჩოს თანამშრომლებმა შიგნით პატარა ძვლები და ე.წ. შპრიცი დაინახეს. ამის შემდეგ საელჩოში პოლიცია გამოიძახეს და  ამანათი სამართალდამცველებმა წაიღეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი ამანათები საფრანგეთის საელჩომ უკვე ორჯერ მიიღო.  ივნისში მიღებული ამანათში იდო ძვლები და ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს იყო “სუვენირები ყირიმიდან”. დეკემბერში საელჩომ მიიღო ამანათი მკვდარი თაგვითა და ობობით. ,,როგორც ახლაც და…

მეტი...

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.  3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

მეტი...

,,ქართული მარკირების არც ერთი პროდუქტი არ დაიშვება”- აფხაზური მხარე აქვეყნებს იმ საქონლის სიას, რომლის გადატანაც ნებადართულია

,,ვრცელდება წესი, რომ ქართული მარკირების არც ერთი პროდუქტი არ დაიშვება”,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზებით  ე.წ. საბაჟო სამსახურის კომიტეტის უფროსი ალიას ლაბახუა “სპუტნიკთან” აცხადებს. ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას 31 მარტის განკარგულებით განისაზღვრა ის საქონელი, რომლის გადატანაც ენგურის გამშვებ პუნქტზე შესაძლებელია. ბრძანების თანახმად შესაძლებელია შემდეგი პროდუქტების გადატანა: მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი და სარგავი მასალა, ცოცხალი ფრინველი, ფერმის ცხოველების კვება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ტექნიკა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავებისთვის, საავტომობილო ტრანსპორტი, ავტონაწილები, ძრავის და სხვა საპოხი ზეთები მანქანებისთვის.

მეტი...

,,18 აპრილი იქნება ლუსტრაცია, ვინ არის ოპოზიციაში”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,18 აპრილი იქნება ლუსტრაციის – ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნება დავინახოთ, ვინ არიან ოპოზიციაშივ“,-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეჭვობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდამჭერების რიგს ვიღაც გამოაკლდებოდა. „ამერიკული სანქცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელოვანი საფუძველია. მაინტერესებს, რა ხდება ჩვენს სასამართლოში. ევროკავშირის გზაზე ერთ-ერთი, რაც უნდა მოვაგვაროთ, ეს არის სასამართლო სისტემის პრობლემა, მაგრამ როცა საორგანიზაციო საკითხებზე შევხვდით, ეჭვი მეპარებოდა, კომისია შეიქმნებოდა. ვეჭვობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მხარდამჭერების რიგს ვიღაც გამოაკლდებოდა. ახლა იმხელაზეა ტემპერატურა აწეული, რომ ოპოზიციის ნებისმიერი დეპუტატის სხდომაზე არმოსვლა და ღილაკზე ხელის არდაჭერა, ფაქტობრივად იმას ნიშნავს,…

მეტი...

დადასტურდა, რომ ზუგდიდში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს დანით 2 ჭრილობა მიაყენა – პროკურატურა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო  პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 20 ნოემბერს, ზუგდიდში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე  არასრულწლოვანმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს  დანით ორი ჭრილობა მიაყენა. ,,მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის დროს სხვა პირებთან ერთად ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად…

მეტი...

ნორვეგია რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

„15 დაზვერვის ოფიცერი ეწეოდა საქმიანობას, რომელიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს“,- ნორვეგია რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის გადაწყვეტილება ეხმაურება ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების ვითარებას, რამაც გამოიწვია რუსეთის მხრიდან სადაზვერვო საფრთხის გაზრდა. „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის წინააღმდეგობისა და დონის შესამცირებლად და ამით ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა. რუსმა დიპლომატებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ნორვეგია. „რუსეთი ამჟამად უდიდეს სადაზვერვო საფრთხეს უქმნის ნორვეგიას. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ახლა ვახორციელებთ ზომებს ჩვენს ქვეყანაში რუსული დაზვერვის…

მეტი...

აშშ-ში დაგეგმილ ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტზე სამმა მოსამართლემ უარი თქვა – დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, 22-30 აპრილს აშშ-ში დაგეგმილ ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე სამმა მოსამართლემ უარი თქვა. ამის შესახებ გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში. ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი…

მეტი...

ზუგდიდში, არასრულწლოვნის  მკვლელობაში ბრალდებულს, 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დანაშაული გასულ წლის, ნოემბერში მოხდა. ბრალდების მიხედვით, 17 წლის მკვლელობაში მსჯავრდებულმა არასრულწლოვან საბა მამფორიას გულის არეში დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობას წინ, არასრულწლოვნებს შორის, ფეხბურთის თამაშის დროს დაწყებული ჩხუბი უძღოდა.

მეტი...

2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6 000-ზე მეტი ბინა იყიდეს

2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. საუბარია 15 000 ბინაზე, რომლებიც უცხოეთის 10.6 ათასმა მოქალაქემ იყიდა. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 6,062 ბინა რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. უცხოეთის მოქალაქეების მიერ 2022 წლის განმავლობაში შესყიდული ბინების რაოდენობა ასე ნაწილდება: 1. რუსეთი – 6 062 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანი; 2. ისრაელი – 1 892 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 1263 ადამიანი; 3. უკრაინა – 1 321 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 880 ადამიანი; 4. ირანი – 650 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 382 ადამიანი; 5. თურქეთი – 473 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 307 ადამიანი; 6.…

მეტი...

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 498 978 ლარს დაეუფლნენ – პროკურატურამ 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, 4  პირს ბრალდება წარუდგინა. ,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2021 წლებში სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელით, ბრალდებულები ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 498 978 ლარს დაეუფლნენ.  კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფლობდნენ „უმოქმედო კომპანიებს“, რომელთა სახელით დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე ე.წ. დღგ-ს ფიქტიურ აქტივს ქმნიდნენ, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად იყენებდნენ. ამ გზით ბრალდებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მოტყუებით, 277 823 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თანხის დარჩენილი ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავიანთ მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე რიცხავდნენ და ანაღდებდნენ. აღნიშნულის შედეგად, ხსენებული პირები სახელმწიფო…

მეტი...

,,ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რობოტებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ”- მეუფე იაკობი

,,ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან – აზროვნება ისწავლონ,”- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. ,,ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან – აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, რომ მივდივარო და ქრისტეს საქმეს ვაკეთებო, მაგრამ სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდა. რუსულ სიტყვას ვიტყვი – ურა პატრიოტი იყო. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ერთი რამე იცოდეთ, რომ ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე,”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეტი...

შავი ზღვა უნდა გახდეს ნატოს ზღვა – დმიტრო კულება

ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და შავი ზღვა უნდა გახდეს ის, რაც უკვე გახდა ბალტია, ნატოს ზღვა –  ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი საფრთხეები იგნორირებულია. ,,საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა – მოსკოვი ახორციელებდა ერთი სასტიკ თავდასხმას მეორის მიყოლებით. ბევრმა დასავლეთში გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ “საკუთარი სიმართლე”. მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი დიდისთვის. იმპერიალისტური ომი დასრულებული, იალტის…

მეტი...

ქურდობის მცდელობისთვის ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს

ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, ქართველები 12 აპრილს ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს. სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის დეპორტაციისა და  8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემის ცნობით, მათ სახლიდან არაფერი წაუღიათ, რადგან სახლის მეპატრონემ ხმაური გაიგო და პოლიცია გამოიძახა. მედიის ინფორმაციით, მიერ მათ ქვეყნიდან გასასვლელად ორკვირიანი ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებენ.

მეტი...

,,რუსეთი აღარ იღებს მონაწილეობას ევროვიზიაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საკუთარი ანალოგი”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, რუსეთის დუმის დეპუტატის ინიციატივას ეხმიანება. ინიციატივა რუსეთში “მეგობრული ქვეყნებისთვის” ევროვიზიის ანალოგის შექმნას გულისხმობს, სადაც მხოლოდ რუსულ ენაზე იმღერებენ. ,,რუსეთი აღარ იღებს მონაწილეობას ევროვიზიის მუსიკალურ შოუში, ამიტომ გადავწყვიტეთ, აქ შეგვექმნა საკუთარი ანალოგი. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა შესთავაზეს საკუთარი ევროვიზიის გაკეთება მეგობარი ქვეყნების კონკურსანტებთან ერთად. იდეა მშვენიერია, მაგრამ თამაშის წესები, მართალი გითხრათ, ასეა. რატომღაც, სიმღერები უნდა შესრულდეს ექსკლუზიურად რუსულ ენაზე, რათა არ მოხდეს მუსიკის “კიდევ ერთხელ გადაცემა” ინგლისურად. მაგრამ კონკურსანტებისთვის ბევრად უფრო საინტერესოა მათ ეროვნულ ენაზე სიმღერა, არა?,”- წერს თინა კანდელაკი ტელეგრამზე.  

მეტი...

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრე ვალდებულია მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ლანა ყანჩელის განცხადების საფუძველზე, „ვეტერინალურ ცენტრ ზოოპლაზას“ მიმართ დაწყებული საქმის შესწავლა – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა. საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებში მოვაჭრეს დაევალა – იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა. კერძოდ, საქმის შესწავლის პროცესში, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს. ასევე, ინფორმაცია და წერილობითი დოკუმენტები ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს. ,,გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ,…

მეტი...

ძლიერი სეტყვა კახეთში – საგარეჯოს რამდენიმე სოფელში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები

ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები. დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 13 აპრილს მომხდარი ძლიერი სტიქიის (ჭარბი ნალექი, სეტყვა, ქარიშხალი) შედეგად, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში, მანავში, შიბლიანში, კაკაბეთში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები. დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამსახურის შესაბამისი ჯგუფის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა,”- ნათქვამია საგარეჯოს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო”- საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

,,სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და გარკვეულწილად, რიკოთის პროექტის დისკრედიტაცია,” – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ და ყველა პროცესი თანხმდება ამ ორგანიზაციებთან და მიმდინარეობს მათივე ზედამხედველობით. მისივე განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა. „ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა ეს პროექტები გადაწყვეტილი. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მოწვევით, შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული,…

მეტი...

გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, წელს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები არ არის მოსალოდნელი

აშშ-ის გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, 2024 წლამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას  The Washington Post ავრცელებს. ,,კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ნაკლებად სავარაუდოა 2023 წლის განმავლობაში ყველა განხილულ სცენარში“, – ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტში. ამასთან აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ 2024 წლისთვის ომში გამარჯვებული ვერცერთი მხარე იქნება. გამოცემის ცნობით, დოკუმენტში გამოთქმულია პროგნოზი, რომ ეს წელი დასრულდება მხოლოდ “მცირე” ტერიტორიული მიღწევებით ორივე მხარისთვის, როგორც შედეგი იმისა, რომ არის არასაკმარისი ჯარი და მარაგი ეფექტური ოპერაციებისთვის.”

მეტი...

მკვლელობა სანადირო თოფით – პოლიციამ ბაღდათში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

იმერეთის პოლიციამ ბაღდადში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფინანსური დავის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ს. გ.-ს, ხოლო 2002 წელს…

მეტი...

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დაწესებული რეჟიმის მიხედვით, რიკოთზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით, რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია  ნათქვამი. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ახალი რეჟიმი: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე (ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. გუშინ, 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა მისაბმელიანი და…

მეტი...

მკვლელობა ბაღდათში – დაჭრილია კიდევ ერთი პირი

სისხლიანი დაპირისპირება ბაღდათში – მოკლულია ერთი, ხოლო დაჭრილია კიდევ ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...