„თვითონ სხედან ნაგავში, ტალახში, სიბინძურეში“ – გია ვოლსკი

„როგორ შეიძლება, ყველა თემაზე საპარლამენტო კომისია შეიქმნას, რათა უპირატესობა მოიპოვოს ამ უნიათო რაღაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომ რაღაცით გამოჩნდნენ“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, მათ ყველა რესურსი ამოწურეს და ახლა ამბობენ, საგამოძიებო კომისია თუ არ შეიქმნა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ კავშირი აქვს ქოლცენტრებთან-ო.

„ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ აქვთ არანაირი მიმართულებით. არც პოლიტიკური, ეკონომიკური, არც ჰუმანიტარული მიმართულებით. ყველა რესურსი ამოწურეს და ახლა ამბობენ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თუ არ შეიქმნა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ კავშირი აქვს ქოლცენტრებთანო. დასაშვებიც არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას და გინდ ცალკეულ პირებს, მინისტრების გვარებს რომ ახსენებენ ხოლმე, მათგან ვინმეს რაიმე კავშირი ჰქონდეს ასეთ უმსგავსო საქციელთან. თვითონ სხედან ნაგავში, ტალახში, სიბინძურეში და ამ სიბინძურიდან, ტალახიდან, ჭაობიდან ამოსძახებენ ხოლმე რაღაცას და უნდათ, საზოგადოებამ ეს რეალურად მიიღოს“ – აცხადებს გია ვოლსკი.

მსგავსი თემები