რუსეთის კაფეში აფეთქებას სამხედრო ბლოგერი ემსხვერპლა

სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქება მოხდა. რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა, დაშავდა კაფეში მყოფი 17 ადამიანი. აფეთქება ბომბმა გამოიწვია, რომელსაც 200 გრამი ტროტილის სიმძლავრე ჰქონდა. ბომბი კი მცირე ქანდაკებაში იყო ჩამონტაჟებული, რომელიც სამხედრო ბლოგერს უცნობმა ქალმა აჩუქა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს 12 ჭრილობა მიაყენა

წყალტუბოში სოფელ ბანოჯაში, ქმარმა ყოფილ მეუღლეს დანით დაჭრა. . ქალი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.  ექიმები მის გადარჩენას  ცდილობენ. ყოფილი მეუღლის დაჭრის შემდეგ კი მამაკაცმა თავი მოიკლა. როგორც მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი ყოფილ მეუღლეს შერიგებას სთხოვდა. მამაკაცი – ვალერი გაბუნია ხობიდან იყო.  

მეტი...

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

“ნდობა ქალებს – უნდობლობა მამაკაცებს“ – ეს არის ერთ-ერთი სლოგანი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გამოფინეს. აქციის მონაწილეები ქალების ჩაგვრას, დამცირებას, ძალადობას აპროტესტებენ და გმობენ ხელისუფლების უმოქმედობას. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქალებმა ტელეწამყვან შალვა რამიშვილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრეს და მმართველი გუნდი „მოძალადის“ დაცვაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეებმა  პოლიტიკოსებს მოუწოდეს, საჯაროდ გაემიჯნონ ქალთა მიმართ ძალადობას. “თავისუფლება და თანასწორობა ქალებს”… “გაემიჯნე მოძალადეს” – ისმოდა აქციაზე, რომელიც თბილისის პარალელურად, ბათუმშიც გაიმართა. აქციაში მონაწილეობა სახალხო დამცველმაც მიიღო და აღნიშნა რომ აქციის შინაარს სრულად იზიარებს.  

მეტი...

„ჩვენს პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია“ – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

„ჩვენი პოზიცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აპრილის დასკვნაში დავწერეთ, ჩვენს პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია. ის რამაც გამოიწვია ეს დაავადება, სტრესი ადამიანს არ ეხსნება. იმ გარემოში იმყოფება, რომელ გარემოშიც დაავადდა, არანაირი აზრი არ აქვს ერთი კლინიკიდან მეორე კლინიკაში გადაყვანას“ – ეს განცხადება ექიმ გიორგი გრიგოლიას ეკუთვნის, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები აცხადებენ, ვითარება დამძიმებულია „კლინიკა “ვივამედმა” ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც ითხოვენ სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ. იქ არ არის ნათქვამი, რომელ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. ძალიან კარგად მესმის ამ კლინიკის თანამშრომლების და…

მეტი...

შეუძლია თუ არა გადაადგილება მიხეილ სააკაშვილს – რას ამბობს ექიმი?!

რამდენიმე წუთის წინ დატოვეს კლინიკა კონსილიუმის წევრმა ექიმებმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დილიდან სწავლობენ. შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება? როგორც თენგიზ წულაძე აცხადებს, ამ შემთხვევაში, დაცემის რისკი მაღალია. „გადაადგილება შეუძლია თუ არა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ძნელია და შეიძლება სხვადასხვა იყოს. გადაადგილება შეუძლია, რამდენიმე მეტრს გაივლის, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. რამდენიმე მეტრს გაივლის, მაგრამ, თუ ამას უძლურების ინდექსით შევაფასებთ, მაშინ ძალიან ცოტა შეუძლია გადაადგილება იმისთვის, რომ თქვან – ეს ადამიანი ნორმალურად გადაადგილდება.  სავარაუდოდ, მას საკმაოდ მაღალი რისკი აქვს დაცემის“ – განაცხადა სახალხო დამცველის ეგიდით…

მეტი...

„მისი მდგომარეობა მძიმეა და სჭირდება სერიოზული ჩარევები რომ მისი მდგომარეობა გადარჩეს“ – ექიმი სააკაშვილზე

“ძალიან რთული სამართავი პაციენტია“ – განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა ექიმმა თენგიზ წულაძემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეისწავლა. როგორც ექიმი განმარტავს, მდგომარეობა საკმაოდ რთულია, თუმცა, პაციენტი თვითდაზიანებას ეწევა თუ არა, ეს მისი შესაფასებელი არ არის. „ნაწილობრივ ვიყავთ პაციენტთან, ნაწილობრივ მთავარ ექიმს ვესაუბრეთ. პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი მნიშვნელოვნად არც შეცვლილა. წონა დაკლებულია კიდევ მეტად.  67, 9 იყო და ახლა 63 და 400ია.  4 კილოთი მოკლებულია. კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. არსებითად, სხვა მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა მე რომ შევდივარ ფაქტი მხვდება ის, რომ ვერ ჭამს და გახდა. ვერ ჭამდა თუ არ…

მეტი...

პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია მამაკაცზე, რომელიც მაშინ, როცა სასტუმრო იწვოდა, სასტუმროს აივანზე შიშველი პოზირებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“, ბრალდებულმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში…

მეტი...

“ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს“ – ვოლსკი ევროპარლამენტარზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებებზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოკსლიმ შეფასება გააკეთა და ის სადისტურ მოქმედებებში დაადანაშაულა. „ვიოლა ფონ კრამონი მონაწილეობას იღებს  საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში. ის ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა. ყველაფერი ნათელი გახდა. ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან. ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის…

მეტი...

„პრეზიდენტი 61 კილოა“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი 61 კილოა. როგორც ალასანია ამბობს, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ ვერ მოძრაობს. „რაც ვიცი, გუშინ აწონეს.  მისი წონა 61 კილოა. არის ძალიან სუსტად, რადგან ადამიანი 24 საათი არ დგება, ფაქტობრივად, არ მოძრაობს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთ ადგილზე ვერ დააბამდი, ახლა ასეთ მდგომარეობაშია.  არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს, რომელმა თამაშმა და მსახიობობამ“, – განაცხადა ალასანიამ კლინიკასთან. პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტთან სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები იმყოფებიან.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრი ექიმები იმყოფებიან

პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სანახავად კლინიკაში ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმები შევიდნენ. ექიმები პრეზიდენტს გაესაუბრებიან, გასინჯავენ, სამედიცინო ისტორიას გადახედავენ და შემდეგ განცხადებას გააკეთებენ. როგორ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, ის ენდობა კონსილიუმის შემადგენლობას და მათ შეაფსებებს მოისმენს.  

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მედპერსონალის პროტესტი გრძელდება

ექიმები, ექთნები და რესპუბლიკის საავადმყოფოს სხვა თანამშრომლები ისე საპროტესტოდ შეიკრიბნენ. “რესპუბლიკური ჩვენი სახლია”-  ეს არის სლოგანი, რომელიც კლინიკის ეზოში გამოფინეს. სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოდან თანამშრომლებიც გათავისუფლებას და საავადმყოფოს ნგრევას აპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ, ჯერ ახალი კლინიკა აშენდეს და შემდეგ დაინგრეს არსებული, თუ ის დასანგრევია. თანამშრომლებს არც მინისტრის დაპირების სჯერათ, რომელიც აცხადებს, რომ თანამშრომლებს სხვაგან გადაანაწილებენ და სამსახურის გარეშე არ დატოვებენ. კლინიკაში პროტესტს „ვოლტ“-ის კურიერებიც შეუერთდნენ, რომლებიც დემონსტრაციულად შევიდნენ კლინიკის ეზოში და მედპერსონალის გვერდით დადგნენ. შეგახსენებთ, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფო თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მის ადგილას ახალი კლინიკა უნდა აშენდეს.

მეტი...

შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და  შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა, მოახლოებულ სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები  და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით   განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული   პროექტები. თენგიზ ნასარიძემ  ყურადღება იმ პროექტებსა და სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც რეგიონში უახლოეს პერიოდში დაიწყება. დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2740 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება. შეხვედრა  შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი…

მეტი...

„თუ არ გვიშველით რამეს, მოსავალი გადასაყრელი გახდება“ – ფერმერების გასაჭირი (ვიდეო)

ფერმერები სახელმწიფოს დახმარებას ითხოვენ. მარტო კახეთის 8 მუნიციპალიტეტში, 30 000-ზე მეტი დიდი და მცირე ფერმერი იდენტურ ვითარებაშია. ისინი ერთადერთს ითხოვენ – გადარჩენას. საწყობები, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით ააშენეს, სავსეა შარშანდელი ხორბლის მოსავლით, რომლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ზოგს 600 ტონა ხორბალი უფუჭდება, ზოგს მეტი, ზოგსაც ნაკლები. ხორბალს ტილი უჩნდება. არადა, 2 თვეში ახალ მოსავალს ელოდებიან, რომლის დასაწყობებასაც ვერ შეძლებენ. იმედგაცრუებული ფერმერები აცხადებენ, რომ შეცდნენ, რომ მთელ ფართობებზე ხორბალი მოიყვანეს. თუ პრობლემა ვერ მოგვარდა, მიწების დამუშავების აზრს ვერ ხედავენ. „თუ არ გვიშველით რამეს, მოსავალი გადასაყრელი გახდება“…  „გვინდა, დახმარების ხელი გამოგვიწოდოთ“… „რთული პერიოდი დაგვიდგა“……

მეტი...

მიტროპოლიტს ფეხზე ელექტრო სამაჯური გაუკეთეს

​კიევ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტ პაველ ლებედის ელექტრო სამაჯური დაადეს. მიტროპოლიტი დაკითხვაზე გუშინ დაიბარეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიტროპოლიტის სახლსა და ლავრაში ჩხრეკა ჩატარდა. მიტროპოლიტი დაკითხვაზე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის საფუძველზე დაიბარეს. მას ბრალი ედება რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის გამართლებაში.

მეტი...

„საავადმყოფოს პერსონალი სამსახურის გარეშე არ დარჩება“ – მინისტრის პირობა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ღირსეული ანაზღაურების გარეშე. „ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მათ დასაქმებაზე და იმ ანაზღაურების გადახდაზე, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. იმ შემთხვევაში,კი თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ჩვენ მათ ხელფასს მაინც გადავუხდით. ჩვენ ამას ყველანაირი ხელშეკრულებებით გავამყარებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან დაკავშირებით. „დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას“ – მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე  

მეტი...

„დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას“ – მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

„ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს. „მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ყველა სპეციალისტს აქვს თავისი ფუნქცია, მე ვერ გავაკეთებ შეფასებას ვერც მზიდი კონსტრუქციის, ვერც საძირკვლის, ან წყლების არიდების შესახებ. დიდ პატივს ვცემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ პერსონალს, თუმცა მშრალად, დათვალიერებითა და რამდენიმე წლის წინანდელი დასკვნებით, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ის რაც მე ვთქვი, ეს იყო წინასწარი და არა საბოლოო დასკვნა. ახლაც მიდის პროცესი სამხარაულში.…

მეტი...