პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით თბილისში უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან შეხვედრები გამართეს

ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან,თბილისის კლასიკური გიმნაზიის,74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და ძველი თბილისის რაიონის „ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებთან ე.წ. „ქურდული სამყაროს“ დანაშაულების სპეციფიკაზე, არსებულ კანონმდებლობაზე, აღნიშნული დანაშაულების მიმართ საქართველოს პროკურატურის მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, დანაშაულთან ბრძოლის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა ე.წ.,,ქურდული სამყაროს“ კრიმინალური სუბკულტურის დამარცხებაში საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელოვან როლს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.

საინფორმაციო კამპანია „ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლება“ მიზნად ისახავს ,საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენციას.

კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გაგრძელდება.

მსგავსი თემები