„საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის“ – ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია, ჯოზეფ ბორელის  განაცხადებით, საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. „ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, მაგრამ სჭირდება მეტი რეფორმები, რადგან წლის ბოლოს განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ მოვუწოდებთ მინისტრ დარჩიაშვილს, გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების განხორციელებით“, – აცხადებს ჯოზეფ  ბორელი.  

მეტი...

„ჩვენ ვართ გამწარებული მშობლები“ – აქცია რუსთაველზე

აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მათ მხარდაჭერას პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოება და რიგითი ადამიანები უცხადებენ. როგორც მშობლები აცხადებენ. არსად წასვლას არ აპირებენ სანამ არ მიიღებენ პრირეპარატს, რომ მათი შვილებისთვის სახელმწიფო პრეპარატს შემოიტანს. „ჩვენ ვართ გამწარებული მშობლები”; “ჩვენ შვილებთან დამარცხებულები არ მივალთ” – აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი მოთხოვნაა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ ქვეყანაში შემოტანა და მედიკამენტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება. მთლიანობაში საუბარია 17 ბავშვზე.  

მეტი...

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ უარს ვამბობდით ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე“ – თამარ გაბუნია  

“მედიკამენტი ჯერჯერობით არცერთ სტანდარტულ მკურნალობაში შეტანილი არ არის. როდესაც საქმე გვაქვს არასტანდარტულ მკურნალობასთან, საჭიროა მეტი სიფრთხილე, მეტი დრო და გარკვეული ეტაპების გავლა”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრია მოადგილე თამარ გაბუნია, მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით. მისი განმარტებით, სამინისტროს პოზიცია არის შემდეგი-გაგრძელდეს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ უწყებამ მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოახერხოს მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვა. „ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ უარს ვამბობდით ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე. მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამინისტრომ კონსულტაციები დაიწყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, მწარმოებელთან გასული წლის ბოლოს. თუ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის ინტერესი არ გვქონდა, მაშინ რა მიზნებს ემსახურებოდა ეს კონსულტაციები,…

მეტი...

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანმო-სთან „ვოსორიტიდზე“ მუშაობა გრძელდება

„მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებულია, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში აქონდროპლაზიის მიმართულებით ჯერ დანერგილი არ იყოს“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი შეფასებით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდზე“ სამინისტროს კონსულტაციები აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან და თავად მწარმოებელთან. „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, თავად მწარმოებელთან. პროცესი გრძელდება იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატში, ასევე შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროტოკოლის შემუშავებაზე მუშაობს. ამას სჭირდება კონსტრუქციული მუშაობა. სამუშაოსთვის შესაფერისი გარემო არის ჯანდაცვის სამინისტრო, ფორმატი, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, სადაც ექიმები და…

მეტი...

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის ბავშვთა რეაბილიტაციას მთავრობა დააფინანსებს

„მინდა, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვო, შემოგვიერთდეს ამ ფორმატში მუშაობისთვის, რათა სწრაფად გაგრძელდეს პროცესი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც აუცილებლად უნდა იქნას მიღებული, ვიდრე ახალი მედიკამენტი შემოვა ქვეყანაში“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას, დააფინანსოს და დააორგანიზოს ამ დიაგნოზით ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურები როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ. „მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ დაფინანსების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია, ამ მიმართულებით მუშაობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე…

მეტი...

,,ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე. ,,ადამიანებს სჭირდებათ შველა, მაგრამ შველის ნაცვლად მეტი უბედურება შეიძლება მოუტანო, ეს არის უზნეობა, რომელიც შეიძლება განაპირობოს რაღაც პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ. პოლიტიკური ქულების დაწერა იმდენად რეალური გახდა და იმდენად ამაზრზენია ამ პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე, რომ მე ვურჩევდი ჩემს თავსაც და სხვებსაც, პოლიტიკოსებს და არაპროფესიონალ ადამიანებს, რომ საერთოდ თავი დაანებონ ამ განცხადებების კეთებას, თუ არ აქვთ სრული ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს მედიკამენტი. ფაქტია, ჩვენ არავინ მიგვიტოვებია, უამრავი ადამიანი…

მეტი...

ნახალოვკაში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

თბილისში, ნახალოვკაში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ფაქტის ამსხახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები შემთხვევის შედეგად.

მეტი...

ლევან იოსელიანი კანცელარიასთან მიმდინარე მშობლების აქციაზე მივიდა

სახალხო დამცველი კანცელარიასთან მიმდინარე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე მივიდა. ,,ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამ მედიკამენტის ავკარგიანობაზე, სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ ამაზე. ჩვენი ინტერესია, რომ ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს ეს საკითხი. თუ სამედიცინო თვალსაზრისით ეს მედიკამენტი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომ ის უნდა მიიღონ ამ ბავშვებმა, მაშინ ჩვენ მედიაციას ვახდენთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ჩვენ მშობლების ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას, იმიტომ, რომ მათ მოგვმართეს პირველივე დღიდან და ამიტომ ჩავერთეთ ამ პროცესში”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მეტი...

,,რუსეთის დამარცხება არის ევროპის ნორმალური ცხოვრების გარანტია”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირის კოლეგებს მოუწოდა დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, რადგან მასზეა დამოკიდებული ევროპის უსაფრთხოება. მან ევროპელ კოლეგებს მოუწოდა დააჩქარონ მიწოდება და უზრუნველყონ უკრაინის გადამწყვეტი უპირატესობა რუსეთთან ბრძოლის ველზე. “რუსეთის დამარცხება არის ევროპის ნორმალური ცხოვრების გარანტია. ახლა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა არ არსებობს. ამის მისაღწევად უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება და ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა იყოს მიწოდებული”, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა

,,დარტყმის შედეგად განადგურდა ე.წ „ქართული ლეგიონის“ 60-მდე ბოევიკი,”-ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა. მისი თქმით, 21 აპრილს ისკანდერის სარაკეტო სისტემით მათ იერიში მიიტანეს “უცხოელი დაქირავებულების” დროებით დისლოკაციის ადგილას შეიარაღების საცავზე. ,,21 აპრილს ისკანდერის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა თავს დაესხა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტანტინოვკაში ბიბლიოთეკის შენობაში მდებარე შეიარაღების საცავს და უცხოელი დაქირავებულთა სადგურს. დარტყმის შედეგად განადგურდა ე.წ „ქართული ლეგიონის“ 60-მდე ბოევიკი და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 15 ცალი სამხედრო ტექნიკა. მძიმედ დაშავდა კიდევ 20-მდე დაქირავებული ადამიანი“, – განაცხადა მან. კონაშენკოვის თქმით, „ქართული ლეგიონის ბოევიკები”, რომლებიც გასული წლის მარტში კიევთან რუსი…

მეტი...

,,ამ ქვეყნისგან ჩემს შვილს ეს ყველაფერი არ ეკუთვნოდა”- გიული ალასანია

,,ამ ქვეყნისგან ჩემს შვილს ეს ყველაფერი არ ეკუთვნოდა,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ,  გიული ალასანიამ განაცხადა. როგორც ექსპრეზიდენტის დედამ აღნიშნა, არ არის კმაყოფილი იმით, რაც სააკაშვილს საქართველოში დაემართა. ,,არ ვარ კმაყოფილი იმ ყველაფრით, რაც დაემართა ამ ქვეყანაში ჩემს შვილს იმიტომ, რომ ამ ქვეყნისგან ჩემს შვილს ეს ყველაფერი არ ეკუთვნოდა,” – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი – პროკურატურამმ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბრალდებულმა  დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად დაზრალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,არასდროს გვითქვამს, რომ უარს ვამბობთ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე”- თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე

,,ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ უარს ვამბობთ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე, მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიდის”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრომ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, მწარმოებელთან, კონსულტაციები გასული წლის ბოლოს დაიწყო. ,,ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ უარს ვამბობთ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე, მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიდის, სამინისტრომ კონსულტაციების დაიწყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, მწარმოებელთან, გასული წლის ბოლოს. თუ ინტერესი არ გვქონდა ჩვენ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის, მაშინ რა მიზნებს ემსახურებოდა ეს კონსულტაციები, ეს კონსულტაციები…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

მეტი...

,,ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლება ექნებათ ეკიპაჟებს”- ტარიელ ირემაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2023 წლის ივნისიდან გეგმავს გზებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელებას,”- ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. როგორც  ტარიელ ირემაძემ კანონი პირველ ეტაპზე კანონი  4 უმსხვილეს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ამოქმედდება. ,,საპილოტე რეჟიმის დასრულების შემდეგ, ეს არეალი გაიზრდება. კონტროლი მკაცრი იქნება, ამასთან, მაქსიმალურად დაიფარება დიდი წერტილები. საპილოტე რეჟიმში დაგეგმილია, რომ გვყავდეს 10 ეკიპაჟი. შესაძლოა, ამ ეტაპზე ეს არ იყოს დიდი რაოდენობა, თუმცა საპილოტე რეჟიმისთვის,  მივიღებთ იმ მონაცემებს, რომელიც გარკვეული პროცესების შეფასებისთვის საკმარისი იქნება“,- განაცხადა ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი თქმით, ეკიპაჟებს…

მეტი...

,,წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,იცით რომ  უკვე წარმატებით დასრულდა,  კულტურის სამინისტრო  მუშაობს ამ თემაზე, ასევე ადმინისტრაციაც – „ბლექ სი არენა“ – ს მენეჯმენტმა, ძალიან კარგად იმუშავა, მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს და წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების, მათი კონცერტები  გაიმართება,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ელის როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსავლებს. „აქვე მინდა განმარტების სახით გითხრათ,  საუბარი იყო, რომ თითქოს 70 მილიონი ლარი  იხარჯება ამ კონცერტებში, რა თქმა უნდა,  ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ  ჩვენ შემოსავლებს ველოდებით, როგორც პირდაპირს ასევე არაპირდაპირს, შეიძლება იყოს მინიმუმ  100 მილიონ ლარზე საუბარი, ამას ემატება…

მეტი...

,,არ გეგონოთ, რომ დავეცემით! პირიქით, უფრო გავძლიერდებით, არ გავჩერდებით!”- მშობლები მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან

,,მე არ გავნცვიფრებულვარ ამ პასუხით, არ გეგონოთ, რომ დავეცემით! პირიქით, უფრო გავძლიერდებით, არ გავჩერდებით! ბატონო პრემიერო, მე არ ვთლი ამ პასუხს უარად, მაგრამ ვთლი უღირსად თავს,”- ამის შესახებ  აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელმა მთავრობის კანცელარიასთან განაცხადა. მშობელი მედიკამენტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. ,,როგორ გგონიათ, ჩვენ, მშობლები პოლიტიკურები ვართ? არცერთ პარტიას ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. ისინი თანაგრძნობას გვიცხადებენ. მოდით გადავიდეთ იმ ნაწილზე, რატომ უსმენთ? რატომ ჩვენ არ გვისმენთ? რატომ იმ ექიმებს არ უსმენთ, ჩვენი შვილების მკურნალ ექიმებს, რომლებიც უალესი გაიდლაინების საფუძველზე საუბრობენ?- განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.

მეტი...

,,ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ ამ 10 მლნს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვუყურებთ კანონებს, წესებს და რა თქმა უნდა ვეყრდნობით უფრო კვალიფიციურ აზრს და აზრებს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ,,მთელ მსოფლიოში, 200 ქვეყანაში არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას, ჩვენ გვეუბნებიან, 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც არის დაუშვებელი. ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ ამ 10 მლნს გამოვყოფდით და დავიწყებდით…

მეტი...

,,თანხაზე არ არის საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული”- ირალი ღარიბაშვილი

,,თანხაზე არ არის საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ თუ ამ წამლის მიცემის შემდეგ გართულდება ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება სახელმწიფოსი, რაც არ გვინდა რომ მოხდეს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ,,წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, ის ქვეყანა ჯერ არ აფინანსებს ამ პროგრამას. გესმით ხო რა მარტივად არის საქმე. ჯერ კიდევ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას, უარყოფითი შედეგების გამოვლენას და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, ძალიან მალე გადაწყდება  ეს საკითხი,”-…

მეტი...

,,მინდა მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას”- პრემიერი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს

აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი  თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ აწარმოონ პოლიტიკური კამპანია. „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მე აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ…

მეტი...

,,300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გავქვს, უკვე გამოკვეთილია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში , სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში სამწუხაროდ დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და რაც მთავარია ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის სერვისები მიიღონ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებმა. „საქართველოში სამწუხაროდ დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და რაც მთავარია ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ.…

მეტი...

,,თითქოს მთავრობამ წამალი რომ მისცეს ყველაფერი შეიცვლება, იმასაც კადრულობენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე  აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს მედიკამენტების დაფინანსებაზე. ,,მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე, არც მინისტრს, არც მის მოადგილეს, არც არავის ჩვენი მთავრობის რომელიმე წარმომამდგენელს. მე მინდა კარგად ავუხსნა ჩვენ საზოგადოებას და პირველ რიგში ჩვენს ძვირფას მშობლებს, მე მესმის მათი ემოციების მათი ნერვიულობის. ბოლო დღეების განმავლობაში ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში ჩახედული, ასე წარმოაჩინა საკითხი, რომ მიეცით წამალი ბავშვს, თითქოს მთავრობამ წამალი რომ მისცეს ყველაფერი შეიცვლება, ასევე იმასაც კადრულობენ, თითქოს…

მეტი...

მარტვილში, ძაღლმა ათამდე ადამიანი დაკბინა

მარტვილში, ძაღლმა 10-მდე პირი დაკბინა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშვებულები კლინიკაში გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, მიუსაფარი  ძაღლები მუნიციპალიტეტის ცენტრში მყოფ ადამიანებს უმიზეზოდ თავს ესხმოდნენ.   წყარო: პრაიმტაიმი.

მეტი...

,,შექმნილი დისკომფორტისთვის, პირველ რიგში, წერეთლის გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მინდა ბოდიში მოვუხადო”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. „წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში პირველი, რაც გაკეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლაა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, კონკრეტულ მონაკვეთებზე კი ასფალტია ჩავარდნილი. რა თქმა უნდა, მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ტროტუარი. ასევე, გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლების გამოყოფა. პარალელურად, დაწყებული გვაქვს ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. მესმის, რომ არსებობს გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად, შეზღუდვის გარეშე, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოებაშეუძლებელია. შექმნილი დისკომფორტისთვის, პირველ რიგში, გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მინდა ბოდიში მოვუხადო. ვიცით, რომ…

მეტი...

,,ისე არიან დაბოღმილი, არ იციან, რა თქვან”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაწყებულიყო, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. როგორც დედაქალაქის მერმა დღეს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პროექტი 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, მოგვიანებით დაწყების შემთხვევაში კი, პროექტი მოგვიანებით დასრულდებოდა. „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე. კარგი, ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ ზაფხულში, პროექტის დასრულება ხომ გადაიწევდა შემდეგ თვეებში – სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი იანვარი, თებერვალი… დღეს ვამბობთ, რომ პროექტი სრულდება იანვარში. მოგვიანებით რომ დაგვეწყო, ცხადია, მოგვიანებით დასრულდებოდა. მაშინ რას ვეუბნებოდით მოსახლეობას, სექტემბერში არ იქნებოდნენ დაბრუნებული საზაფხულო…

მეტი...

მეგობარს ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანება მიაყენა – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ს.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეგობარს – 1985 წელს დაბადებულ ა.დ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ს.ს. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,”- ნათვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ჩემი საქმიანობის ნაწილი არაა პოლიტიკოსებთან აქციაზე მივიდე”- ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, რომ მას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე პრობლემა არ აქვს. მისი თქმით, უკავშიარდებიან პოლიტიკოსები და მას აქციაზე მისვლას სთხოვენ. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს,  მისი საქმიანობის ნაწილი არაა, რომ პოლიტიკოსებთან აქციაზე მივიდეს. ,,მე არანაირი პრობლემა არ მაქვს უშუალოდ ამ ადამიანებთან შეხვედრის, ჩემი ინიციატივით მოხდა მათთან დაკავშირება და კომუნიკაცია. მე ძირითადად მიკავშირდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მთხოვენ აქციაზე მისვლას, პოლიტიკოსებთან მე არ ვაპირებ, ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან მივიდე რამე აქციაზე. რაც შეეხებათ მშობლებს, მათთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მეტი...

,,საიდან მოიგონეს, რომ ჩაიმუხლა, ცეკვა-თამაშით მიდიოდა, თუ რა”- გიული ალასანია

,,ვნახე ჩემი თვალით, დაიკლაკნა, ჩავარდა, დიდხანს იყო გათიშული, ფეხზე ჰქონდა მთელი ტანი, თვალები დახუჭული”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სახე გაშვებული ჰქონდა. ,,მე არ ვიცი ვინ თქვა, საიდან მოიგონეს, რომ ჩაიმუხლაო. რას ნიშნავს ჩაიმუხლა, ცეკვა-თამაშით მიდიოდა, თუ რა იყო. ჩემი თვალით რაც დავინახე, ბრმა ხომ არ ვარ?! მე არ ვიცი კლინიკა “ვივა მედიდან” ვინ ლაპარაკობს, ვისი სახელით ლაპარაკობს, იმიტომ, რომ მე ნამდვილად იქ ვიდექი და ვნახე ჩემი თვალით, დაიკლაკნა, ჩავარდა, დიდხანს იყო გათიშული, ფეხზე ჰქონდა მთელი ტანი, თვალები დახუჭული, გაშავებული სახე”,- განაცხადა გიული…

მეტი...

მკვლელობა ხელვაჩაურში – კაცმა მეგობარი მოკლა

მკვლელობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში – გავრცელებული ინფორმაციით,  კაცმა მეგობარი ბლაგვი საგნით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მოკლული და სავარაუდო ეჭვმიტანილი ერთ-ერთ სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.

მეტი...

,,შეწყალებაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია”- კელი დეგნანი

,,შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტის მისაღებია,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩმა ჰელსინკის კომისიის წერილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ჰელსინკის კომისიას აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რათა მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში. „ჰელსინკის კომისია გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც პატივს სცემენ და მას აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რათა მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედია თავისუფლებას. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, ისევე როგორც ბევრი სხვა, მათ შორის საელჩო, იმ შეშფოთების შესახებ, რომელიც გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და…

მეტი...

,,პარტიის ახალი მენეჯმენტი, მისი ჩრდილოვანი მმართველობა ერთობაზე საუბრისას, თავად ამყარებს რეჟიმს”- ნიკა მელია

,,მაშინ, როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარი ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, აბიჯები, რომლებიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, ვერ დარჩება უპასუხოდ. „იწყებს რეპრესიას, დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება. ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ…

მეტი...

2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9 პროცენტით გაიზარდა. მათივე ცნობით, ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 25.1 პროცენტით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 2.4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ხოლო -3.5 პროცენტიანი კლება კერძო სახლების სეგმენტში. 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა…

მეტი...

დამრღვევი პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში 300 ლარით – გზებზე ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, კანონპროექტის ამოქმედება 2023 წლის ივნისიდან იგეგმება და პირველ ეტაპზე კანონი  4 უმსხვილეს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ამოქმედდება. აღნიშნულ პერიოდამდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიძენს სპეციალურ, თანამედროვე გამზომ აპარატურასა და შესაბამის მოწყობილობებს, ასევე მოხდება სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა და თანამშრომელთა გადამზადება, რათა გზებზე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი ეფექტიანად განხორციელდეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად მოწესრიგდება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გზებზე კონტროლი და დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის…

მეტი...

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქეა დარჩენილი. მათი ევაკუაცია რამდენიმე დღე ვერ ხერხდებოდა. ცნობისთვის, სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.  

მეტი...