,,უკრაინა სავსეა დაქირავებული პოლონელი მებრძოლებით, დაუნდობლად უნდა განადგურდნენ, როგორც სუნიანი ვირთხები”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელების აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, ”უკრაინა სავსეა დაქირავებული პოლონელი მებრძოლებით, რომლებიც დაუნდობლად უნდა განადგურდნენ”. ,,პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. ეს სახელმწიფო ჩვენთვის არ უნდა არსებობდეს, ვიდრე ხელისუფლებაში რუსოფობები არიან. უკრაინა სავსეა დაქირავებული პოლონელი მებრძოლებით, რომლებიც დაუნდობლად უნდა განადგურდნენ, როგორც სუნიანი ვირთხები,”- წერს მედვედევი ტვიტერზე.  

მეტი...

უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას – ზელენსკი

პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით,  უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას. ამის შესახებ ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მან  უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა საბრძოლო თვითმფრინავებს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკრაინის კონტრშეტევისთვის. „მართალი გითხრათ, ეს ძალიან დაგვეხმარება… მაგრამ გვესმის, რომ ამდენს არ დავაგვიანებთ და დავიწყებთ მეტს. სანამ ჩვენ გვექნება F-16 ან სხვა,”- განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევისთვის კვლავ საჭიროა ის იარაღი, რომელსაც პარტნიორები ქვეყანას დაჰპირდნენ.

მეტი...

,,ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ საპროტესტო აქციას, როდესაც პრემიერ-მინისტრი ხელს მოაწერს სამართლებრივ აქტს”- დედების პროტესტი

,,ბატონო პრემიერო, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება და მოაწეროთ ხელი განკარგულების აქტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს და ვირწმუნებთ თქვენსას“,- ამის შესახებ  მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადების არ სჯერათ. ,,ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ საპროტესტო აქციას, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელს მოაწერს სამართლებრივ აქტს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ წამალი „ვოზორიდიტი“ საქართველოში არაუგვიანეს სექტემბერში შემოვა, – განაცხადა მშობელმა. სამინისტრო მზად არის, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა – თამარ გაბუნია

მეტი...

,,რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ თავიანთი კანდიდატების დაყენება”- მამუკა მდინარაძე

,,უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ოპოზიციამ ვერ გაბედა მათი კანდიდატების წინააღმდეგ, თავიანთი კანდიდატების დაყენება. „რამდენიმე დღის წინ IRI-ს კვლევით „ქართულ ოცნებას“ 19% დაუწერეს. დღეს, მიმდინარე არჩევნებში, სადაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ თავიანთი კანდიდატების დაყენება, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლების აქტივობა 20%-ს გადასცდა. ვიმეორებ, უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის…

მეტი...

,,დედა, რატომ არ ვიზრდებიო? მაშინ შევპირდი გაიზრდები-მეთქი”- აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა

,,მკითხა, დედა, რატომ არ ვიზრდებიო? მაშინ შევპირდი გაიზრდები-მეთქი, მაშინ შევპირდი, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი”,- ამის შესახებ  მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ განაცხადა. ,,მე ზაკოს შევპირდი წლების წინ, როდესაც 8 წლის ასაკში მკითხა, დედა, რატომ არ ვიზრდებიო?, მაშინ შევპირდი გაიზრდები-მეთქი, მაშინ შევპირდი, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. მე რომ დღეს წამლის გარეშე მივიდე, ზაკო დაიჯერებს, როგორც პრემიერმა თქვა – იტყუებიანო, რომ მატყუარა დედა ჰყავს. არ ჰყავს ზაკოს მატყუარა დედა, არ არის მისი დედა მარტო,”- განაცხადა ერთ-ერთი ბავშვის დედამ.  აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე…

მეტი...

სამინისტრო მზად არის, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა – თამარ გაბუნია

ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ  აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. ,,ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, სამინისტრო მზად არის, ასევე ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა. „პრემიერ-მინისტრისა და…

მეტი...

სეტყვა გორში – სტიქია დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა

ძლიერი წვიმაა და სეტყვა გორში –  სტიქია 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.  სტიქიამ ქალაქი პრობლემები შექმნა. არსებული ინფორმაციით, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი. რა ზიანი მიაყენა სეტყვამ და წვიმამ მუნიციპალიტეტს  ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,შეგვხდეს პრემიერი, გთხოვთ დაგვინახოთ”- მთავრობის კანცელარიასთან  აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიასთან  აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს. მშობლების მხარდასაჭერად აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან. ,,აქ ვხედავ მშობლებს, რომლებსაც ხელში ჰყავთ დაძინებული შვილები. მინდა ვუთხრა მათ, რომ ყველა ძალიან მიყვარხართ, რომ ასე იბრძვით ჩვენი შვილებისთის. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს რომ შეგვხდეს პრემიერი, გთხოვთ დაგვინახოთ და მოგვაქციოთ ყურადღება,”- განუცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ტვ პირველს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას გამართავენ საქართველოს პარლამენტთან.

მეტი...

,,სამწუხაროა, რომ საქართველოს შიგნით და ქვეყნის გარეთაც მიდის სერიოზული მუშაობა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს”- მამუკა მდინარაძე

„სამწუხაროა, რომ საქართველოს შიგნით, ქვეყნის შიდა მტრები და ქვეყნის გარეთაც მიდის სერიოზული მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რადგან ამაზეა აწყობილი მათი მთელი გეგმები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა რეკომენდაცია, რომელიც დამოკიდებული იყო „ქართულ ოცნებაზე“, ზედმიწევნით სრულდება. „პრაქტიკულად ყველა პუნქტი, რომელიც აქამდე თეორიულადაც კი შესაძლებელი იყო შესრულებულიყო, შესრულებულია, ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებოდით და იქ არ ვაპირებთ ვინმეს საბაბი მივცეთ საიმისოდ, რომ არშესრულებაზე ვალაპარაკოთ, ან სპეკულაციისთვის სივრცე დავტოვოთ. დეპოლარიზაციაზე თუ არის ლაპარაკი, ეს სამწუხაროდ, მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება, ეს…

მეტი...

,,უკვე მესამე ექიმზე განაცხადა უარი, კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ”- ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის,ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უკვე მესამე მკურნალ ექიმზე თქვა უარი. მისივე თქმით, ექიმებს წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური წნეხის და სტრესის ქვეშ უწევთ მუშაობა. ,,ექიმებს წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური წნეხის და სტრესის ქვეშ უწევთ მუშაობა, იმიტომ, რომ თუ გაკეთდა ობიექტური განხადება მკურნალი ექიმის მხრიდან, ეს მაშინვე იწვევს აგრესიას და უარს მკურნალობის გაგრძელებაზე იმ ექიმთან. უკვე მესამე ექიმია, რომელზეც პაციენტმა უარი განაცხადა. ეს წარმოუდგენელი რამაა. თუ ამბობთ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ. კი ბატონო, ჰქონდა პირღებინება, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა და მიზეზი აქვს. ეს იყო კვების რაციონის უხეში დარღვევით.…

მეტი...

აია-სოფია ტურისტებს ვერ იტევს (ვიდეო)

აია-სოფია მეჩეთად გადაკეთების მიუხედავად ტურისტებს ვერ იტევს. დამთვალიერებლებს დაახლოებით 2 საათი უწევთ რიგში დგომა, რომ აია-სოფიაში მოხვდნენ. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომებიც. ყველა შემსვლელს სპეციალურ დეტექტორში ატარებენ და საგულდაგულოდ ჩხრეკენ. თუ ადრე დამთვალიერებლები თავისუფლად შედიოდნენ, ახლა ფეხზე გახდაც მოეთხოვებათ. ამასთან, შესასვლელში გაკეთებულია სპეციალური სათავსოები, სადაც დამთვალიერებლები ფეხსაცმელს ტოვებენ. ცნობისთვის, აია-სოფია თურქეთში, სტამბოლში, ფათიჰის უბანში, სულთანაჰმეთის მოედანზე მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 2020 წელს მოაწერა ხელი აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას.  

მეტი...

,,პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ მასობრივი განადგურება, ნაცისტური რეჟიმის დამხობა”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ოკუპირებულ სევასტოპოლში მომხდარ  ინციდენტს ეხმიანება. მისი თქმით, პასუხი უნდა იყოს მხოლოდ მასობრივი განადგურება. ,,პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი: ნაცისტური რეჟიმის მიერ გამოყენებული პერსონალის და სამხედრო ტექნიკის მასობრივი განადგურება კონტრშეტევის დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე მაქსიმალური სამხედრო მარცხის მიყენებით. სრული დამარცხება და ნაცისტური რეჟიმის საბოლოო დამხობა კიევში მისი სრული დემილიტარიზაციით ყოფილი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. შურისძიება ნაცისტური რეჟიმის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ, განურჩევლად მათი მდებარეობისა და ხანდაზმულობისა. თორემ არ დამშვიდდებიან, ნარკომანის სისულელე შეიძლება რეალობად იქცეს და ომი დიდხანს გაგრძელდეს. ეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება” – წერს მედვედევი. ყირიმში საწვავის…

მეტი...

,,წონის კლება მუდმივად გრძელდება, ძალიან დიდი მოტივაცია უნდა, რომ ალაპარაკდეს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანია განცხადებით, ექსპრეზიდენტი 62 კგ-ს იწონის. მისივე თქმით, სააკაშვილს მუდმივად მაღალი სიცხე აქვს ,,ადამიანს აქვს მუდმივად სიცხე 38 და მაღალი, წნევა როგორც წესი არის მაღალი, განსაკუთრებით დილით. არის წონის კლება. აიწონა და 62 კგ იყო. დღეს რამდენია არ ვიცი. ვხედავ რომ წონის კლება მუდმივად გრძელდება. ძალიან დიდი მოტივაცია უნდა, რომ ალაპარაკდეს, მერე უსათუდო სჭირდება დასვენება”- განუცხადა  გიული ალასანიამ ”ტვ პირველს”.  

მეტი...

,,ხალხი ამბობს, რომ მე არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ყველა ტრაგედიით ვცხოვრობ, არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ომს მიჩვეულები ვართ”,- ამის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სკანდინავიურ გამოცემა YLE-თან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს დროს ზელენსკიმ ასევე ისაუბრა საკუთარ სულიერ მდგომარეობასა და გამძლეობაზე. მისი თქმით, ომში მყოფი ქვეყნის მართვა, მამობასთან დაბალანსების მცდელობა შეუძლებელი ამოცანაა. “ხალხი ამბობს, რომ მე არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა ამ მომენტში. ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,მსოფლიოს მშვიდობა და უსაფრთხოება უფრო სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდება”- კიმ ჩენ ინის და

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დის, კიმ იო ჯონგის განცხადებით, აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის გაფორმებული შეთანხმება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, გააუარესებს უსაფრთხოების მდგომარეობას. ,,ვაშინგტონის დეკლარაცია … მხოლოდ მიგვიყვანს იმ ფაქტამდე, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიისა და მთელი მსოფლიოს მშვიდობა და უსაფრთხოება უფრო სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდება და ეს არის ქმედება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივესალმოთ”, – განაცხადა კიმ იო ჯონგმა.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე 190 040 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე 190 040 სამხედრო დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 190 040; ​ტანკი – 3 697; ჯავშანტექნიკა – 7 184; საარტილერიო სისტემა – 2 908; სარაკეტო სისტემა – 543; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 294; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 471; საკრუიზო რაკეტები – 932; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 836; გემი/ნავი/კატარღა – 18;  სპეციალური აღჭურვილობა – 355.

მეტი...

,,ჯინ შაჰინი, სამანტა პაუელი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები ხელისუფლებას საბჭოთა ცეკა-ს სტანდარტებით აფასებენ”- „ხალხის ძალა“

,,ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, არ ცნონ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია და საარჩევნო მარცხის მიუხედავად, ხალხს „ნაცმოძრაობის“ აგენტოკრატია თავს მოახვიონ,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯინ შაჰინი, სამანტა პაუელი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა ცეკა-ს სტანდარტებით განიხილავენ და აფასებენ. „გასული კვირის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა IRI-ის გაყალბებული კვლევები და სენატორ შაჰინისა და USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუელის აგრესიული განცხადებები. როგორც კვლევის გაყალბება, ისე ამერიკელ მაღალჩინოსანთა გამონათქვამები „მზარდი ავტოკრატიისა“ და „2024 წლის არჩევნებზე ამერიკელების კრიტიკული როლის“ შესახებ ერთადერთ რამეზე მიგვანიშნებს –…

მეტი...

ყირიმში საწვავის ავზი იწვის

დროებით ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის.  როგორც რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, ხანძარი ავზზე სავარაუდოდ დრონით თავდასხმამ გამოიწვია. “საწვავის ავზი იწვის….წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა გამოეწვია დრონით თავდასხმას”, – რუსული მედიის TASS-ის ცნობით, დაწერა რაზვოჟაევმა ტელეგრამზე.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მაგისტრალზე – არიან დაშავებულები

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, კრწანისის ტყე-პარკთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ნისანისა” და “ტოიოტას” მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

მეტი...

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება

დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიხსნა. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდება. ამომრჩევლები დღეს – საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს ირჩევენ. ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს.

მეტი...

,,ტერორის შეჩერება მხოლოდ  იარაღით შეგვიძლია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ტერორის შეჩერება და ადამიანების გადარჩენა მხოლოდ  იარაღით შეგვიძლია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოაგდეს. ,,დღეს ჩვენმა საჰაერო ძალებმა მოახერხეს რუსული რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება – 23-დან 21. ასე რომ არ მომხდარიყო, ტერორისტული სახელმწიფო კიდევ მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორის შეჩერება და ადამიანების გადარჩენა მხოლოდ  იარაღით შეგვიძლია. საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე თვითმფრინავი, რომლის გარეშეც არ არსებობს სრულად ეფექტური საჰაერო თავდაცვა,  არტილერია, ჯავშანტექნიკა, ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ქალაქების, ჩვენი სოფლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...