„სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს თმა მთლიანად გადაპარსეს“ – პენიტენციური სამსახური ლაზარე გრიგორიადისზე

7-8 მარტა, პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის მ“მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისა და პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგრიადისთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხდებას ავრცელებს. „2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ. „დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას. მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს,  მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი…

მეტი...

ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება

ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი  სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის. კერძოდ, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით.

მეტი...

„აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის, ვოზორიტიდის დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს“ – მინისტრი

“აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის, მედიკამენტ ვოზორიტიდის დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს, ვინაიდან პრეპარატი დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის. მისი გვერდითი ეფექტების, ასევე გრძელვადიან პერიოდში, მკურნალობის ეფექტურობის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არაერთმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი, ამ ეტაპისთვის, პრეპარატის დაფინანსებაზე მსჯელობა“, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, მედიკამენტი არის ახლად შექმნილი, დაჩქარებული წესით აქვს მიღებული აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ, ზოგიერთ შემთხვევაში და არ…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც პურუს ფასს გაზრდის

„არ არის მიზანშეწონილი ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პურის ფასის გაზრდას პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც შეუწყობს ხელს. მომავალში თუ მოხდება ხორბლის და ფქვილის ფასის ზრდა, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება პურის ფასზე“ – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ხორბალი ნამდვილად შემოდის. „რაც შეეხება წისქვილკომბინატების მუშაობის დინამიკას, წელს, ბოლო სამი თვის მონაცემებით, ქვეყანაში,  დაახლოებით, 40 ათასი ტონა ხორბალია შემოსული და ამავე რაოდენობის ფქვილი. შესაბამისად, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ხორბალი არ შემოდის. მცირე რაოდენობით, მაგრამ შემოდის და ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, ჩვენ ვერ…

მეტი...

ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა მოიხსნება

„დღეს, არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა მოვხსნათ ვადაზე ადრე“ –  ეს განცხადება მინისტრმა ოთარ შამუგიამ გააკეთა. მიზეზი კი ფერმერთა მოთხოვნა და პრობლემა გახდა. კერძოდ, ფერმერები ჯერ კიდევ შარშანდელ ხორბალს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ. „ხორბლის და ქერის ექსპორტის შეჩერების შესახებ 2021 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივიღეთ და მიზნად ისახავდა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მთლიანად მოხმარებოდა ადგილობრივ მოთხოვნას. სასურსათო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით,  ეს გადაწყვეტილება იყო გამართლებული. შემდეგ, რამდენიმე თვეში, ქერთან მიმართებაში ეს შეზღუდვა მოვხსენით. დღეს, არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბალთან მიმართებაშიც მოიხსნას შეზღუდვა“, –…

მეტი...

დემონტაჟი თუ რეაბილიტაცია?! – მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

„პარასკევს გვაქვს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან, დეტალურად გავივლით შეთავაზების პირობებს. მივაწვდით ინფორმაციას, ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს კლინიკასთან დაკავშირებით და რა გზით მივდივართ“, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პარალელურად, სხვადასხვა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების მიერ, მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები. საბოლოო გადაწყვეტილება კი აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. „ამას სწავლობს, როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის დაქირავებული კონსულტანტების ჯგუფი. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად სწავლობდა აღნიშნულ კლინიკაში არსებულ პრობლემებს და თავის შეთავაზებას ამზადებენ. თუმცა, რაღაც პერიოდის…

მეტი...

„ჩვენი ამოცანა იყო და არის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოებას“ – მინისტრი

„ჩვენი ამოცანა იყო და არის,  რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოებას. ამაზე განვაცხადეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით; დაახლოებით 4 000-მდე ფერმერს ჩვენ დავუფინანსეთ შეღავათიანი აგროკრედიტის სახით საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, რომ მარცვლოვანი კულტურების წარმოებაში ხელი შეგვეწყო“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის  მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელთან შედარებით, 2022 წლის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 50%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ 2022 წელს ქვეყანაში150 ათას ტონამდე ხორბალია წარმოებული. „ამერიკელი ექსპერტები რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულები; ველოდებით მათგან კონკრეტულ წინადადებებს. ისინი შეისწავლიან ხორბლის წარმოების მთლიან…

მეტი...

ლევან იოსელიანის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილი დაინიშნა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თავის მოადგილედ ნათია ჯულაყიძე, ალეკო ელისაშვილის დისშვილი დანიშნა. ნათია ჯულაყიძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის დის შვილობა უხერხულობას არ უქმნის. ,,უხერხულობას შემიქმნიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილი რომ იყოს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანია, ლევანთან წლებია ვმუშაობ და ჩვენ ერთად ბევრი გვაქვს გაკეთებული, შესაბამისად არა, არანაირ უხერხულობას არ მიქმნის ის რომ ჩემი ნათესავი მოქმედი პარლამენტის წევრია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სახალხო დამცველის აპარატთან”, – განუცხადა ნათია ჯულაყიძემ “პუბლიკას”.   ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა    

მეტი...

,,არ მიიღო მედიკამენტი, დატოვა საცხოვრებელი სახლი”- ბრალდებულის დედის თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

„მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი“, –  ამის შესახებ პროკურორმა ალინა კუკავამ „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა. მისი თმით,  ბრალდებულის მშობლის განცხადებით, მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა. “სხვა გარემოებას ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ზოგადად, როდესაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ პირი დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, ჩვენი კანონმდებლობით, ამ დროს, სამართლებრივი დევნა წყდება, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირი იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით კონკრეტული ვადით თავსდება შესაბამის დაწესებულებაში”,…

მეტი...

ოთარ შამუგიას განცხადებით, შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასები შემცირდეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასები შემცირდეს. „ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებაში ფასების შემცირების დინამიკას ვაკვირდებით. შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულად ფქვილზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა უკვე კომუნიკაცია პურის მწარმოებლებთან და ველოდებით, რომ ფქვილის ფასების შემცირება, რომელსაც ვაკვირდებით, უკვე აისახება პურზე. ალბათ უახლოეს პერიოდში, დახლებზე კონკრეტული სახეობის პურზე, ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს ვნახავთ. იცით, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ როგორც წისქვილკომბინატებთან, ასევე ფერმერებთან, პურის მწარმოებლებთან. წინა კვირასაც გვქონდა შეხვედრები და მათგან მივიღეთ დასტური, რომ შესაძლებელია, არსებულ ვითარებაში პურის ფასებზე…

მეტი...

„არ ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება პეტერბურგში ან მოსკოვში, მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  სამხედრო კორესპონდენტის ვლადლენ თათარსკის მკვლელობას ეხმიანება. „არ ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება პეტერბურგში ან მოსკოვში. რუსეთმა უნდა იფიქროს ამაზე. მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს ჩერნიგოვის რეგიონში ვიზიტის დროს. ტატარსკის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს – რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი

მეტი...

ტატარსკის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს – რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი

რუსეთის ეროვნული ანტი-ტერორისტული კომიტეტის განცხადებით, სამხედრო კორესპონდენტის ვლადლენ თათარსკის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების მონაწილეობით დაგეგმეს. კომიტეტის მტკიცებით, ტატარსკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დარია ტრეპოვა ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. „2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტის ვლადლენ თატარსკის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული ფონდის ნავალნის თანამშრომელი პირების აგენტების მონაწილეობით. აქტიური მხარდამჭერია დაკავებული დარია ტრეპოვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

მეტი...

„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულსთბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. დაკავებული ანზორ ლომიძე დუმილის უფლებას იყენებს.  

მეტი...

,,ვერ ჭამს უბრალოდ ადამიანი და რა ქნას”- გიული ალასანია

,,ადამიანი ვერ ჭამს, მე დღეში ორჯერ დავდივარ და ვხედავ მის მდგომარეობას, ვერ ჭამს უბრალოდ ადამიანი და რა ქნას”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, მეტალებისგან გათავისუფლებას ვერცერთი კლინიკა თავის თავზე ვერ იღებს, ამიტომ უნდა მოხდეს სააკაშვილის უცხოეთში გაყვანა. ,,ვივამედი სწორედაც თანახმაა და არაერთხელ ბატონი ზურაბისგან  მოვისმინეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მდგომარეობა უარესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაგანაა მისი გადაყვანა საჭირო, ამავე დროს სხვაგან სად. მოწამვლა, პირველ რიგში, მოითხოვს ამ მძიმე მეტალებისგან გათავისუფლებას და ამას ვერცერთი კლინიკის ვერცერთი ექიმი თავის თავზე ვერ იღებს,…

მეტი...

წინასწარი ვარაუდით, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს სტატუსი – რიკარდ იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, წინასწარი ვარაუდით,  ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ,,ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის შესახებ. გაფართოების საბოლოო მოხსენება მოსალოდნელია ოქტომბერში, ასე რომ დარჩენილია 6 თვე, მაგრამ წინასწარი სამუშაო ვარაუდი ასეთია: რეკომენდაცია რომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე, კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის”, – წერს იოზვიაკი ტვიტერზე.

მეტი...

2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა – სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. „ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობა არის გაუარესებული. ასე იწყება ანგარიში და მთელი რიგი თავების მიხედვით ჩაშლილია უკვე, თუ რა მიმართულებით გვაქვს გაუარესება და რა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ მთლიანობაში შეფასება არის ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვით საქართველოში მდგომარეობა გაუარესებულია”,-განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.  

მეტი...

პროკურატურამ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი  ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება წინანსწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან (ორი ეპიზოდი)) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ეს უბრალოდ შეუძლებელია – რომელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა საუბარი?!”- კალაძე სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, თვითდაზიანების რეჟიმშია და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში, ექიმების მიერ განსაზღვრული კალორაჟი უნდა მიიღოს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ძალიან ცუდია, რომ სააკაშვილს ამ ყველაფერში მისი გარემოცვა და ოჯახი უწყობს ხელს. „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავიდანვე არის დაგეგმილი – მისი „შემოტანა“ საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთი, შემდეგ კი ყოველდღიური ნაბიჯები. იცით, რა იყო გეგმა ამ ყველაფრის – დაპირისპირება, არეულობა, რევოლუცია, გადატრიალება, სისხლისღვრა და ა.შ. ეს გეგმა ჩაუვარდათ. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი…

მეტი...

,,უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე”- პრემიერი

საბოლოო ჯამში მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო შარშანდელი წელი და წელს მიმდინარე სიტუაცია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ შარშან გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, 2 მილიარდზე მეტი იყო FDI-ს მაჩვენებელი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ჩვენი ქვეყნის რეზერვები დღეს გვაქვს ისტორიულ მაქსიმუმზე. „მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის ისტორიულ მინიმუმზე. მთლიანი შიდა პროდუქტი, მთელი ქვეყნის ეკონომიკა ასევე არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ასევე არის ისტორიული მაქსიმუმი, 8 000 დოლარამდე იქნება წელს უკვე. უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე. გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე. ჩვენ…

მეტი...

,,ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, მტკიცედ და ძლიერად დგას, ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ჩვენ ვერავინ შეგვეწინააღმდეგება, ეს მინდა ვუთხრა მათ”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ,,კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად ხელმოცარული, თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს იმ სიკეთეებს რაც ჩამოვთვალე, კეთილდღეობას, იმას, რომ მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა, ესაა სწორედ ეს დეგრადირებული ექსტრემისტული ოპოზიცია. მათ არ უნდათ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, სტაბილურობა. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეწირონ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის და ხალხის…

მეტი...

,,ყველამ ნახა, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“, ესაა მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო”- პრემიერი

,,რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი და გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“. ანუ ამ ადამიანს განზრახული ქონდა პოლიციის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ, ესაა მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც. „ასევე თქვენ ნახეთ, საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული, მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი მათი რა თქმა უნდა იყო ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც რა თქმა…

მეტი...

„კეზერაშვილმა ფაქტობრივად, აღიარა, რომ არის ოლიგარქი”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ოლიგარქია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და კეზერაშვილის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან გადაცემა „დროებაში“ გააკეთა. კახა კალაძის თქმით, დავით კეზერაშვილი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის საჯარო და არც ის არის ცნობილი, ამას რა ფინანსებით აკეთებს. „კეზერაშვილმა ფაქტობრივად, აღიარა, რომ არის ოლიგარქი. ის აფინანსებს გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, დაჯგუფებებს. რა ფულით აკეთებს ამას, ეს გაუგებარია. ასევე, გაუგებარია ის, რომ თუ პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას იღებენ, ეს რატომ არ არის საჯარო და დეკლარაციაში ასახული. ვფიქრობ, რომ შესაბამისი…

მეტი...

„არაფერი არ იქნება, თუ არ გვექნება მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ომი არ ჩერდება და უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 20 პროცენტზე მეტი უკვე გადაქცეულია პოლიგონად. მიმდინარეობს გამანადგურებელი ომი,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინიზაციის გეგმა და მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა, მტრებს ”კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ“ . „არაფერი არ იქნება, თუ არ გვექნება ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ძალიან რთული მდგომარეობაა მსოფლიოში, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ ყოფილა, უკრაინაში რაც ხდება, ვხედავთ, რომ ომი არ ჩერდება და უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 20 პროცენტზე მეტი უკვე გადაქცეულია პოლიგონად. მიმდინარეობს გამანადგურებელი ომი, ქალაქები, სოფლები, რაიონები სწორდება მიწასთან. ამის შემჩერებელი არავინ არ არის. ამიტომ…

მეტი...

,,ეს ახალგაზრდა შემსრულებელია, უნდა გაირკვეს, ვინ იყო ორგანიზატორი”- კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ქმედება შეფასა და მას კანონსაწინააღმდეგო და მიუღებელი უწოდა. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. ამრიგად, თუ რომელიმე ადამიანი ან პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონს, ამას ყოველთვის მოყვება…

მეტი...

,,ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ!”- კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება. მისი განცხადებით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება  კლინიკის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველობაში გადაცემა იქნება. ,,კიდევ ერთხელ ვეხმაურები რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს – ამ საკითხზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველობაში. სამედიცინო უნივერსიტეტი და რესპუბლიკური საავადმყოფო გვერდიგვერდ სწორედ იმის გათვალისწინებით აშენდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის მთავარი სასწავლო ბაზა. საკითხი, ეს შენობა დაინგრეს, თუ მოხდეს მისი რენოვაცია, უნდა გადაწყვიტოს სამედიცინო უნივერსიტეტის და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროცესი უნდა…

მეტი...

,,ისეთ ადამიანებს, როგორიც ვიოლა ფონ კრამონია, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს განვითარების”- კახა კალაძე

„ეს არის სახელმწიფოს უპატივცემლობა, ქართველი ხალხის უპატივცემლობა, რაც მათ განცხადებებსა და ქმედებებში არაერთხელ დადასტურებულა“ – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ევროპარლამენტის მხრიდან დეპოლარიზაციისკენ მოწოდებების ფონზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ქართულ ოპოზიციასთან ერთად გამოჩენას ეხებოდა. თბილისის მერის თქმით, კრამონისა და სხვა კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებები პოლარიზაციის არათუ შემცირებას, პირიქით, გაღრმავებას უწყობს ხელს და გამოხატავს მათ გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგს. „იმ 12-პუნქტიან გეგმაში პირველი, რაც წერია, არის დეპოლარიზაცია. ერთი მხრივ, მოგვიწოდებენ დეპოლარიზაციისკენ, მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ე.წ. ჩვენი ქვეყნის მეგობრები, პირიქით, ხელს უწყობენ პოლარიზაციას, ხელს უწყობენ მარგინალური რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას პირდაპირ…

მეტი...

ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა. ომბუდსმენის განცხადებით, მისი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან. „იცით, რომ გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები, ელენე ღუდუშაური, რომელიც არის პროფესიით იურისტი, სამართლის მაგისტრი და ნათია ჯულაყიძე, რომელიც არის სახელმწიფო მართვისა და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი. ორივე მათგანი ექვსი წლის განმავლობაში გააგრძელებს ჩემთან ერთად მუშაობას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მეტი...

,,აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს”- ირაკლი ზარქუა

,,კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ – ახალგაზრდაც, ძველგაზრდაც, დეპუტატიც, პრეზიდენტიც და ყველა,” – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, უფლება არავის აქვს, მტკიცებით ფორმაში ისაუბროს. „ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროპა რატომ გვინდა? – იქ კანონია უზენაესი და ყველა თანასწორი ვართ. თუ ამ ახალგაზრდას დაუმტკიცდება, რომ დანაშაული ჩაიდინა, გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს და მშიშრებს. ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, თავად გვერდზე გადგნენ და პასუხისმგებლობა მათზე წავიდა. თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგეს ძალადობაში გადაეყვანათ თავისუფალი…

მეტი...

,,რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები, ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას”- სალომე ზურაბიშვილი

,,რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები. ეს უნდა იყოს ყველას ერთიანი მიზანი, რომ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების, მეზობლების ტერიტორიების ოკუპირება“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ”როცა დადგება სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო, რაც უკრაინის და მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტი იქნება, რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები.” „უკვე ერთ წელზე მეტია, რუსეთის უსასტიკესი აგრესია დაიწყო და მიმდინარეობს უკრაინაში ომი, რამაც იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე. ბუჩა, მარიუპოლი, ირპინი, ბახმუტი, ხერსონი – ეს…

მეტი...

სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს, თბილისში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ჭრილობები მიაყენა სამ პირს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 25 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან ორზე მეტი პირის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო…

მეტი...

,,ქართულ საზოგადოებას სთავაზობს სრულიად საწინააღმდეგოდ იმისას, რასაც თავის ქვეყანაში და ევროპარლამენტში წარმოადგენს”- თალაკვაძე კრამონზე

,,ვიოლა ფონ კრამონი მუშაობს იქ, სადაც კონკრეტულად კანონი სჯის მოქალაქეებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებას, გადასახადების გადამხდელების ფულით ნაყიდი ქონების დაწვას და განადგურებას, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ჩამოსულია სრულიად საპირისპირო მიზნით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტარი ქვეყანაში ჩამოსულია იმიტომ, რომ ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს. ,,ქართულ საზოგადოებას სთავაზობს სრულიად საწინააღმდეგოდ იმისას, რასაც თავის ქვეყანაში და ევროპარლამენტში წარმოადგენს. თუ ევროპაში კანონის უზენაესობა მისთვის მისაღებია, როგორც ჩანს, საქართველოში არ არის კანონის უზენაესობა მისაღები, რადგან ეს ადამიანი იცავს მათ, ვინც გასცდნენ მშვიდობიან პროტესტს, ვინც სცადეს საკუთარი თანამოქალაქეებისთვის…

მეტი...

,,გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი”- გიტანას ნაუსედა

,,ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და გააძლიეროს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ასევე აყვავებული სახელმწიფო, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია. „გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობის სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა. ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა. ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოქალაქეებისთვის და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვწამს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის…

მეტი...

,,კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი”- სალომე ზურაბიშვილი

,,კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი და მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ხმა მთელი ქართველი ერისა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია და  ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული. ,,ბატონო პრეზიდენტო, დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ სირთულეებით სავსე 32 წელი გამოიარა. ქართველმა ხალხმა მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ, ამ დღეებში და არა ერთხელ, გასული წლების მანძილზე დაამტკიცა…

მეტი...

ოკუპირებულ მელიტოპოლში მანქანა აფეთქდა – დაშავებულია რუსეთის მიერ დანიშნული ჩინოვნიკი

3 აპრილის დილით, დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში მანქანა აფეთქდა. დაშავებულია რუსეთის მიერ დანიშნული ჩინოვნიკი, მაქსიმ ზუბარევი. მომხდარს ადასტურებს როგორც უკანონო რუსული ადმინისტრაცია, ასევე, მელიტოპოლის ლეგიტიმური მერი, ივან ფედოროვი.  

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლადაც”- ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკურის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გარკვეულ მანძილზე დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი დამხმარე საშუალებასაც იყენებს. ,,რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, თვითონაც აღნიშნეს, რომ რაიმე განსაკუთრებული გაუარესება რაც თვითონ ნახეს ბოლო პერიოდში, ეს იქნება მაგალითად ნევროლოგიური სტატუსი, არ აღენიშნება პაციენტს, პაციენტს გადაადგილება შეუძლია, შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ ნუ იყენებს დამხმარე საშუალებასაც. ჩვენ ამიტომ გვყავდა მოწვეული სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი, რომელიც ატარებდა შესაბამის პროცედურებს, რომ კიდევ უფრო გააქტიურებულიყო, ეს ხელს უწყობდა თუნდაც კუნთოვანი მასის განვითარებას, მოძრაობაში გააქტიურებას და ასე შემდეგ, სამწუხაროდ პაციენტმა იცით თქვენ, რომ უარი განაცხადა ამ პროცედურების გაგრძელებაზე.…

მეტი...