„ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ბიძინა ივანიშვილს, თუ ელენე ხოშტარიას..?!“ – გია ვოლსკი

მმართველი გუნდის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი  IRI-ის კვლევებს არასანდოს უწოდებს. როგორც დეპუტატი  აცხადებს,  ეს არ არის კვლევა.

„თქვენ თუ გაინტერესებთ, ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ბიძინა ივანიშვილს, თუ ელენე ხოშტარიას, ჩემი აზრით, ივანიშვილს მეტი რეიტინგი აქვს და საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, არასდროს არავისთვის არაფერი დაუყვედრებია. არ მგონია, ეს მონაცემიც, გარდა სხვა მონაცემებისა, მართალი იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„იმ ოთახში მგონი რაღაც აერიათ“ – გია ვოლსკი IRI-ის კვლევაზე  

მსგავსი თემები