პუტინი ჩინოვნიკებისთვის ახალ თავშესაფარს ააშენებს – საოპერაციო ოთახებითა და სპეცრაზმით

რუსეთის  პრეზიდენტის აპარატი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის მაღალჩინოსნები მკურნალობენ, ახალი თავშესაფრის აშენებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე 26 მაისს გამოჩნდა, საწყისი ღირებულება 35 მილიონი რუბლია.

შესყიდვით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წლის 20 დეკემბერს იგეგმება.

დოკუმენტებში არ არის მითითებული ბომბის თავშესაფრის ფართობი და მისი სიმძლავრე. პროექტში ნათქვამია, რომ თავშესაფარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს   სპეციალური საკომუნიკაციო სისტემებით

 

მსგავსი თემები