,,პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს გამარჯვებული, ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს”- არჩილ თალაკვაძე

,,პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს წარმატებული და მით უმეტეს გამარჯვებული, ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს,” – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე IRI-ის კველევის შედეგებს.

მისი თქმით, 2024 წელს არჩევნებზე გადამოწმდება, ვის რა მხარდაჭერა აქვს.

„გვახსოვს, ეს კვლევები შვიდჯერ, რვაჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით და გამოჩნდა, რომ ის აცდენილი იყო რეალობას. რა თქმა უნდა, ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს, ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობა“ როცა დაშლის პირასაა და შიგნით გაყოფა-გადანაწილებით არის დაკავებული, წარმოუდგენელია, ეს რეიტინგიც კი ჰქონდეს. პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს წარმატებული და მით უმეტეს გამარჯვებული, ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს. პირიქით, ჯერ პარტია უნდა იყოს წარმატებული, რომ კვლევაში მისი რეიტინგი აისახოს. იმ ფონზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხდება, უხარიათ, რომ 14-პროცენტიანი რეიტინგი არსებობს, რაც მათთვისაც კი რეკორდია. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პარტიის დღევანდელ ლიდერებს ეს რეიტინგიც კი უხარიათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები