“1 წლის განმავლობაში, ამ მედიკამენტით მიღებული შედეგი იყო 1,57 სანტიმეტრით მატება” – ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიაზე

„თუ ევროკავშირის რომელი ქვეყანა მაინც აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტს, საქართველოც აიღებს ამ პასუხისმგებლობას“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან დაკავშირებს. ივანე ჩხაიძის განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ეს პრეპარატი ახალია და ამავდროულად ერთადერთი, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ამ დაავადების სამკურნალოდ. ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი მედიკამენტი გულისხმობს ყოველდღიურ ინექციებს. კვლევა, რომელიც საფუძვლად დაედო აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA) ავტორიზაციას, 121 ბავშვს მოიცავდა. 1 წლის განმავლობაში საშუალოდ ამ მედიკამენტით მიღებული შედეგი იყო 1,57 სანტიმეტრით მატება, პლაცებო ჯგუფთან შედარებით. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით ნაკლებია ინფორმაცია…

მეტი...

„ეს დაავადება დაკავშირებულია სიმაღლეში ზრდის შემცირებასთან“ – ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის დიაგნოზზე

ჯანდაცვის სამინისტრო  აქონდროპლაზიის დიაგნოზთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის კომენტარს ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ჩხაიძის შეფასებით, ეს დაავადება დაკავშირებულია სიმაღლეში ზრდის შემცირებასთან, ხრტილის გაძვალების დარღვევის გამო. სხვა ზეგავლენა, გონებრივ-ინტელექტუალური ან ცხოვრების ხანგრძლივობაზე მას არ გააჩნია. „ეს დაავადება დაკავშირებულია სიმაღლეში ზრდის შემცირებასთან, ხრტილის გაძვალების დარღვევის გამო. სხვა ზეგავლენა, გონებრივ-ინტელექტუალური ან ცხოვრების ხანგრძლივობაზე მას არ გააჩნია. ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. მათ პრობლემას წარმოადგენს სიმაღლეში ზრდა. საშუალოს მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 131 სმ-ია, ქალებში კი 123 სმ-ია.ეს საშუალო სიმაღლეა. რაც შეეხება გართულებებს, ის შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ჩართვასთან ამ პროცესში. ყველაზე…

მეტი...

უკრაინამ რუსეთისთვის დამატებითი სანქციები დააწესა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი სანქციები დაუწესა. ამჯერად საუბარია პოლიტიკური სუბიექტებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დასანქცირებაზე. სანქცირებულთა სიაში მოექცა 320-ზე მეტ რუსულ კომპანია და 40 ფიზიკური პირი. ფიზიკური პირებიდან „შავ სიაში“ შეყვანილი მოქალაქეებიდან 25 ადამიანი რუსეთის მოქალაქეა, 4 – შვეიცარიის, 2 – ირანის,  8 – მალის. ერთის მოქალაქეობა კი უცნობია. დასანქცირებული კომპანიები ძირითადად დაკავშირებულები არიან  რადიოელექტრონიკისა და კავშირის სფეროსთან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ სანქციები 10 წლით დააწესა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ჯამში დასანქცირდა 60 იურიდიულ პირი.  

მეტი...

„მისი ზოგადი მდგომარეობა დაკავშირებულია კვების პრობლემასთან“ – კლინიკის დირექტორი სააკაშვილზე

“ვივა მედის” კლინიკური კლინიკური დირექტორი მიხეილ სააკაშვილის  გონების დაკარგვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ყველაფერი კავშირშია არასრულფასოვან კვებაზე. „მაშინვე იქნა გამოძახებული მორიგე ექიმი. მორიგე ექიმის ნახვის პერიოდში პაციენტი იყო გონებაზე. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, წნევა იყო ნორმის ფარგლებში. მისი ზოგადი მდგომარეობა დაკავშირებულია კვების პრობლემასთან.  მოიტანონ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და ის რასაც ირჩევს პაციენტი, ერთობლივად იყოს მოტანილი და იქნებ რაღაცით მოხდეს ამ კვების რაციონის გაფართოება”. – ამბობს ზურაბ ჩხაიძე. „გაიშხლართა მთლიანად“ – გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება ორჯერ დაკარგა  

მეტი...

„გაიშხლართა მთლიანად“ – გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება ორჯერ დაკარგა

“მიხეილ სააკაშვილმა პალატაში გონება ორჯერ დაკარგა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს გულის წასვლის ეპიზოდი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით გაუმეორდა” – აცხადებს გიული ალასანია. „ორჯერ დაკარგა გონება ადამიანმა დღეს. შემოვიდნენ მერე ბადრაგები, ამსიმაღლე ადამიანია, აიყვანეს, დავაწვინეთ. შემდეგ კიდევ გამეორდა მეორედ. მე ვიყავი იქ, ვიდექი, ექთანიც იდგა. მოვასწარი და თავი დავუჭირე. გაიშხლართა მთლიანად, გაშავდა და დიდხანს იყო ასე უგონოდ. გაუკეთეს გადასხმა, ცუდად იყო ძალიან. მძიმე მეტალებია მის ორგანიზმში” – აცხადებს ალასანია.

მეტი...

„ჩამოყალიბდება იშვიათი დაავადებების მართვის საბჭო“ – თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის დიაგნოზის ბავშვებზე

„სამინისტრომ ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირა პირობა, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მიიღებენ ყველა სახის დახმარებას, რაც მათ სჭირდებათ“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. თამარ გაბუნიას განმარტებით თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტებისათვის ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, ამ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უპირობოდ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში, მედიკამენტის შემოტანისთვის საჭირო პროცედურები. “მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მეტი საერთაშორისო მონაცემი, მტკიცებულება, ექსპერტების მოსაზრებები, გაიდლაინები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტურია მედიკამენტი, როგორ მოხდეს მისი დანერგვა უსაფრთხოდ, ბავშვებისთვის საუკეთესო ფორმატში და შემდეგ უკვე სამინისტრო მზად…

მეტი...

რა უნდა გაითვალისწინონ შინაური ცხოველის მეპატრონეებმა და როგორია სანქციები?!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით,  პატრონიანი შინაური ცხოველების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამჟამად მონიტორინგი ვაკის პარკში ხორციელდება. „ამჟამად სააგენტოს ეკიპაჟები მეპატრონეების მიერ ცხოველების გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვას და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე პარკში, მათ შორის, ვაკის პარკში ამოწმებენ. სააგენტოს თანამშრომლები ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და შესაბამის საინფორმაციო ფლაერებს გადასცემენ. აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გასეირნების წესების დარღვევებისა და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება. 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და…

მეტი...

ავტობუსში ადამიანი დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში ერთი ადამიანი დაჭრეს. დაკავებულია თავდამსხმელი. შემთხვევა 308 ნომერ ავტობუსში მოხდა და დაჭრილია 70 წლის მამაკაცი. მას ცივი იარაღით დაზიანება მხრის არეში აქვს მიაყენეს. დაჭრილი  კლინიკაში გადაიყვანა.  

მეტი...

ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ქართველ ლიდერს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მალხაზ პაქსაშვილის სასამართლო პროცესი. ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. როგორც საქმის პროკურორმა მაია სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. „საქმეზე არის გრიფი „საიდუმლო”. მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩადენილ დანაშაულს ის არ აღიარებს. რამდენიმე წელია ის საქართველოში იმყოფება და მას შემდგომ, რას მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოში” და მონაწილეობდა მის მიერ წარმოებულ სხვადასხვა ოპერაციებში, ბრალდების მხარემ მიმართ სასამართლოს შუამდგომლობით, გაცემულიყო განჩინება მისი დაკავების შესახებ და მოხდა…

მეტი...

საქალაქო სასამართლოში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მეთაურის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად პანკისში დააკავეს, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება. სასამართლო სხდომა დახურულია, რადგანაც, საქმეს გრიფი „საიდიმლო“ ადევს. ბრალდებული დაცვაზე უარს აცხადებს. როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ განმარტა, ბრალდების მხარე  პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. „დაკავებული პირი გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოში” და სირიის ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში. ის სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, რომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებული გაერთიანდა…

მეტი...

პროკურატურამ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების ქართველ მეთაურს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული 2013 წელს გაემგზავრა სირიაში, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიაცია “ისლამურ სახელმწიფოს” და აქტიურ მონაწილელობას იღებდა ხსენებული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, დადგენილია, რომ მას კავშირი ჰქონდა “ისლამური სახელმწიფოს” მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.…

მეტი...

საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. „2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან…

მეტი...

მთავრობის კანცელარიაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას. სხდომის მონაწილეებმა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა განიხილეს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების სერტიფიცირება. რეფორმის შედეგად მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, ამაღლდება უსაფრთხოების დონე. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2022-2028 წლების პროგნოზებს.  აღინიშნა, რომ ფართე რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან…

მეტი...

არ გამოტოვოთ PSP-ს დიდი გათამაშება ტელეკომპანია ტვ1-ის პირდაპირ ეთერში დღეს, 22 აპრილს, 19:30-ზე

დღეს, ტელეკომპანია ტვ1-ის პირდაპირ ეთერში PSP-ს რიგით 22-ე გათამაშება ტარდება. ოცნებების ახდენამდე რამდენიმე საათი რჩება და თითოეულ მომხმარებელს PSP გამარჯვებას გისურვებთ. გრანდიოზული გათამაშებაში პრიზებიც განსაკუთრებულია: 50 000, 100 000 და    150 000 ლარი! PSP-ს გათამაშებაში ჩართვა ტრადიციულად ძალიან მარტივია. PSP-ს „ჩემი ოჯახის“ ბარათის ყველა მფლობელი ყოველ 10 ლარიან შენაძენზე გათამაშების 1 ბილეთს იღებდა. მომხმარებელს ასევე შეეძლო ბარათზე დაგროვილი 10 ღიმილი გათამაშების 2 ბილეთში გადაეცვალა და 50, 100 და 150 ათასი ლარის მოგების შანსი გაეზარდა. მოგების შანსი ყველას! PSP-ს წამახალისებელი გათამაშების პროექტი 2007 წლიდან იღებს სათავეს და 10 წლის განმავლობაში უწყვეტად…

მეტი...

კვიპროსში ქართველებმა მაღაზიიდან ბრილიანტები გაიტანეს  

კვიპროსში ქართველ მძარცველებს ეძებენ რომლებმაც ყაჩაღური ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მაღაზიიდან ბრილიანტები გაიტანეს. ადგილობრივი მედია სწორედ ამ თემითაა მოცული და ძარცვას ჰოლივუდური ფილმის სცენარს ადარებენ. საუბარია 180 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასი თვლების ქურდობაზე. ქურდობაში სამი ადამიანიდან  ორი ქართველია. ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა თანამზრახველთან ერთად საიუველირო მაღაზიიდან 5 კარატიანი ბრილიანტის ქვები მოტყუებით გაიტაცეს. მათ მთელი კვიპროსის მასშტაბით ეძებენ.

მეტი...

პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქო უარყოფს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.  

მეტი...