,,ჩემს თავისუფლებისმოყვარე ერს სჯერა ევროპის, დროა, ევროპასაც სჯეროდეს ჩვენი და საკუთარი თავის”- შალვა პაპუაშვილი

,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იკვეთება მყარ ფაქტებზე მაღლა აღქმების დაყენების ტენდენცია. დეზინფორმაციის ამჟამინდელ ცუნამში, ევროკავშირის ნამდვილი სიძლიერე იმ მოსაზრებების გაძლიერებაა, რომლებიც არა აღქმებს, არამედ ფაქტებს ეფუძნება“-  ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში, ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაზე  განაცხადა.

მისი თქმით, ვროკავშირს შეუძლია, დაიბრუნოს თავისი „რბილი ძალა“ სიმართლისა და მორალურობის მხარეს დგომით და იმ ღირებულებების განმტკიცებით, რომლებსაც განასახიერებს ეს ორგანიზაცია.

„საზოგადოების ნდობის შენარჩუნება თუ გვსურს, ჩვენმა დემოკრატიული მმართველობის ინსტიტუტებმა გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებზე დაფუძნებული მიდგომა უნდა გამოიყენონ. მესამე, ევროკავშირში წევრობის დაპირება განმტკიცებული უნდა იყოს მისი ინსტიტუტების თანმიმდევრული მიდგომით, რომელშიც ნაკლებად იქნება სუბიექტური და პარტიული ინტერესები. წევრობის დაპირება საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. წარმატებით ვნერგავთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. ამჟამად რაც გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის მკაფიო, გაზომვადი და ინსტიტუციური პროცესი, ნაკლებად სუბიექტური, მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებებით. ძვირფასო მეგობრებო, მე მჯერა ევროპის. ჩემს თავისუფლებისმოყვარე ერს ასევე სჯერა ევროპის. დროა, ევროპასაც სჯეროდეს საკუთარი თავის და სჯეროდეს ჩვენი“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები