შვედეთიდან რუს დიპლომატებს აძევებენ

შვედეთმა ქვეყნიდან ხუთი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. შვედეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, დიპლომატებს ქვეყნის დატოვება უკვე მოსთხოვეს.

„შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულმა ხუთმა ადამიანმა ქვეყანა უნდა დატოვოს. აღნიშნულის მიზეზია ის ქმედებები,  რომლებიც შეუთავსებელია ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციასთან,” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დიპლომატების გაძევების მიზეზი დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობაა.

შეგახსენებთ, რომ რუსი დიპლომატები ქვეყნიდან ნორვეგიამაც გააძევა, ამ შემთხვევაში, მიზეზი შპიონაჟი გახდა.

 

მსგავსი თემები