შაბათს რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალურ მოძრაობას“ – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, მომავალ შაბათს რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” მოსცემდა ხმას, 14% კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები მომდევნო შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 14%, პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა – 3% „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 3%, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ხმას მიცემდა 2-2% პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“,…

მეტი...

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს – საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას – კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს. გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. IRI-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ. კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია. გამოკითხულთა 42% აცხადებს რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო, საზოგადოების…

მეტი...

მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 30% ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 7% კითხვას არ პასუხობს. კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორით, პასუხები ასე გადანაწილდა: არასწორი – 62% სწორი – 30% არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%. IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი…

მეტი...

ილია მეორე – 91%, კახა კალაძე – 52%, სალომე ზურაბიშვილი – 48% – რეიტინგები IRI-ის კვლევის მიხედვით

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოწონების რეიტინგში გამოკითხულთა 91%-ით პირველ ადგილს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე იკავებს. გამოკითხულთა 52%-ით მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს. მესამე ადგილს კი 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით, მეოთხე ადგილს იკავებს. რეიტინგების სრული სია ასე გამოიყურება: ილია მეორე – 91%; კახა კალაძე – 52%; სალომე ზურაბიშვილი – 48%; ირაკლი ღარიბაშვილი – 43%; გიორგი გახარია – 36%; მიხეილ სააკაშვილი – 36%; ბიძინა ივანიშვილი – 35%; შალვა ნათელაშვილი – 35%; ელენე ხოშტარია – 33%; გიორგი ვაშაძე – 33%; ალეკო…

მეტი...

ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემა – ყაზახეთში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს

ყაზახეთში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალმატაში ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს  ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის საქმეზე, საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს. ინტერნეტ თაღლითობის საერთო ზარალი 4,2 მილიონი ტინგეა. „ამ პირებმა ფარმაცევტული კომპანია „Health Time“-ის კლიენტთა ბაზა მოიპარეს, მის კლიენტებს დაურეკეს და აცნობეს მანქანის მოგების შესახებ. მოქალაქეებს გადასახადების გადახდა შესთავაზეს, რომელიც ფსონების კომპანია „1Xbet“-ის ანგარიშებზე გადაირიცხა. იდენტიფიცირებულია 20 მსხვერპლი, მიმდინარეობს მუშაობა თაღლითების სხვა მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის“, – განაცხადა  შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ.

მეტი...

„არა რუსულ კლანს სასამართლოში“- აქცია უზენაეს სასამართლოსთან

„არა რუსულ კლანს სასამართლოში“ – ამ სახელწოდებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ წუთებში საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება და დისკომფორტს შეუქმნიან მოსამართლეებს. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვს პლაკატები მოსამართლეების გამოსახულებით. ისმის საყვირის ხმა.

მეტი...

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში, გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრელებს. ,,სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად. კერძოდ, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით – დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან „დინამო არენასკენ“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

PSP Pharma-ს თბილისსა და ქუთაისში მდებარე საწყობებმა GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის ნაციონალური და საერთაშორისო აუდიტები წარმატებით გაიარა

PSP Pharma-ს თბილისსა და ქუთაისში მდებარე საწყობებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის ნაციონალური და საერთაშორისო აუდიტები წარმატებით გაიარა. 2022 წლის ივნისში PSP Pharma-მ, ერთ-ერთმა პირველმა, წარმატებით გაიარა ნაციონალური GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი, რითაც დასტურდება რომ სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს. ამასთან 2023 წლის მარტში, ნაციონალური საბითუმო დისტრიბუტორის GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი გაიცა PSP Pharma-ს დასავლეთ საქართველოს საწყობზეც. ასევე წელს, GDP-ს (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის შესაბამისობაზე აუდიტი განახორციელა გერმანულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ Heacon Service GmbH და PSP…

მეტი...

,,ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მთლიანად გაგვანადგუროს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. ,,ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხალხი. უკრაინელების მკვლელობა აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება ერთი წამით დავივიწყოთ ეს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ვუპასუხებთ! – წერს ზელენსკი. რუსეთმა კუპიანსკში მუზეუმის შენობა დაბომბა – არის მსხვერპლი

მეტი...

რუსეთმა კუპიანსკში მუზეუმის შენობა დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის ძალებმა ხარკოვის რეგიონში, ქალაქ კუპიანსკში მუზეუმის შენობა დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი. ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნანგრევებში სულ მცირე 2 ადამიანია მოყოლილი.

მეტი...

სუდანში დაპირისპირებული მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სუდანში დაპირისპირებული მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ორშაბათს გვიან ღამით ამოქმედდა. აღნიშნული შეთანხმება 15 აპრილს დაწყებული ბრძოლების შეჩერების მეოთხე მცდელობაა, წინა ზავები დაცული არ იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების 72-საათიანი პაუზა შეთანხმებულია არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის. ცნობისთვის, საომარი მოქმედებების შედეგად სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქუთაისიდან სამხრეთ-დასავლეთით 8 კილომეტრი, სოფელი ფარცხანაყანევი იყო.

მეტი...

28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში,რის შემდეგაც, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. საგარეო უწყების ცნობით,  2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. 26-28 აპრილს, რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს.

მეტი...

რუსებმა შეწყვიტეს წინსვლის მცდელობა კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით – უკრაინის გენშტაბი

ურაინის გენერალური შტაბის შეჯამების მიხედვით, რუსეთმა შეწყვიტა წინსვლის მცდელობა კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით. მოხსენებაში ნათქვამია, რომ კუპიანსკის მიმართულებით რუსული არმია „აგრძელებს პოზიციების გამაგრებას გარკვეულ რაიონებში“; ხოლო წინსვლის მცდელობები არ ყოფილა ლიმანის მიმართულებით. “მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდეევკასა და მარინსკის მიმართულებით”, – წერს უკრაინის გენერალური შტაბი.

მეტი...

კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს

2022 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით,  3 მოკვლევა დასრულდა, ხოლო 2 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დასრულდა 3 ბაზრის მონიტორინგი, დაიწყო 2 ახალი ბაზრის შესწავლა. უწყების მიერ გაცემულ იქნა  17 რეკომენდაცია: 1 – საწვავის ბაზარზე; 2 – ჰოსპიტალურ სექტორში ოჯახის ექიმის მომსახურების ფარგლებში; 13 – ფარმაციის ბაზრის შესწავლის პროცესში და 1- მთარგმნელობითი-სათარჯიმნო მომსახურების სექტორში. ამავე პერიოდში, 6 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. 2022 წელს, მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში დაიწყო 47 საქმის შესწავლა, ხოლო 4 საქმეზე პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა. 2014-2022 წლებში, განხორციელებული აქტივობების სურათი კი შემდეგია: დასრულდა 40 მოკვლევა და 11…

მეტი...

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან დღესაც შეიკრიბებიან

შეკრების დრო და ადგილი უცვლელია. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები და მათი მხარდამჭერები დღესაც 19:00 საათზე შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა-მარშს გამართავენ. მოთხოვნა უცვლელია – „წამალი ბავშვებს“. მშობლები მათი შვილებისთვის, სახელმწიფოსგან  პრეპარატის შემოტანას ითხოვენ. სახელმწიფო კი აცხადებს, რომ პრეპარატს არაერთი გართულება და გვერდითი მოვლენა ახასიათებს, რის გამოც, ამ ეტაპისთვის, მისი შემოტანისგან თავს იკავებს.  

მეტი...

ისტორიული დღე ქართული ემიგრაციისთვის – კუნძულ ტექსელზე ქართველი აჯანყებულების მემორიალი დაფა დაიდგმება

2023 წლის 4 მაისს  ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე გაიმართება ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის, თიკა სვანიძე-ვენკოსა და ტექსელის მოვლენების მკვლევრის, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტის – „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა” – გახსნის ცერემონია. ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის აღმართვაში მონაწილეობას მიიღებენ კუნძულ ტექსელის მერია და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტრო. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო. მემორიალის დიზაინის ავტორია ბელგიის სამეფოში მოღვაწე ქრთველი მოქანდაკე, რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე. 1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე ამოტვიფრულია ტექსელის ძმათა…

მეტი...

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

სამოქალაქო ომის ზონიდან საქართველოს მოქალაქეები გაიყვანეს. ისინი ამ დრომდე სუდანში რჩებიან, თუმცა, უსაფრთხო ზონაში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, დასრულებულია ევაკუაციის პირველი ეტაპი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხარტუმში იმყოფებოდნენ, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს. „ევაკუაცია წარმატებულად განხორციელდა.  ამ დროისთვის, სუდანში საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ იმყოფება. ყველა არის უსაფრთხოდ გამოყვანილი ამ ქვეყნიდან,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. სუდანში სამოქალაქო ომი 72 საათით შეწყდება

მეტი...

სუდანში სამოქალაქო ომი 72 საათით შეწყდება

სუდანში, სამოქალაქო ომის მონაწილე მხარეები 72 საათით დაზავებაზე შეთანხმდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროის ამ მონაკვეთში ომი შეწყდება და  სამხედრო დაპირისპირება არ მოხდება.  აღნიშნულ  ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმების მიღწევა ორი დღის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია.  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეიდან ამოქმედდება. სუდანში არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის სამხედრო დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებს დაახლოებით 500-მდე  ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაიჭრა.  

მეტი...

„თუ ვაშინგტონი ორი ბირთვული სახელმწიფოს ურთიერთობას სამხედრო შეტაკებამდე მიიყვანს, მსოფლიოს ბედი შემაშფოთებელი იქნება” – კრემლი

რუსეთსა და აშშ-ის შორის სამხედრო დაპირისპირების რისკები იზრდება. კრემლი ამერიკას ისევ ბრალდებებს უყენებს და აფრთხილებ, რომ ის ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო დაპირისპირებას აღვივებს, როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ანდრეი ერმაკოვი აცხადებს, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები აღვივებს ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაპირისპირებას. „თუ ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ გააგრძელებს რუსეთთან დაპირისპირებას,  სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულების ბედი შეიძლება წინასწარ გადაწყდეს. თუ ვაშინგტონი  ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას სამხედრო შეტაკებამდე მიიყვანს, ამ შემთხვევაში, მთელი მსოფლიოს ბედი შემაშფოთებელი იქნება”, – აცხადებს ერმაკოვი.

მეტი...

„ქვეყანა არ ამბობს უარს „ვოსორიტიდის“ შესყიდვაზე“ – ივანე ჩხაიძე

„ქვეყანა ნამდვილად არ ამბობს უარს „ვოსორიტიდის შესყიდვაზე“, – აცხადებს პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, რომლის განცხადებასაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ქვეყანას დაწყებული აქვს პრეპარატის შემოტანისთვის მზადება, მუშაობა მიმდინარეობს ეროვნული პროტოკოლის შექმნაზე და იმ ტექნიკურ ნიუანსებზე, რომელიც აუცილებელია ასეთი მედიკამენტის დანერგვისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შემოვიდეს პრეპარატი, რომელიც იქნება ეფექტური და უსაფრთხო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მთავარია, ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ ის მედიკამენტი, რომელიც იქნება შედეგის მომცემი და არ გაართულებს მათ მდგომარეობას, გვერდითი ეფექტები არ იქნება იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე მათი ახლანდელი სტატუსი. სწორედ ამაზეა ახლა საუბარი. დასახელებული დრო, მიმდინარე წლის სექტემბრამდე,…

მეტი...

„აქონდროპლაზიის გართულებების მართვა არის ის, რაც ბავშვებს სჭირდებათ და ამის დაწყება ხვალიდანვე შეიძლება“ – ივანე ჩხაიძე

„ქვეყანა მზად არის, აქონდროპლაზიის  გართულების მართვა აიღოს საკუთარ თავზე, მაგალითად, რეაბილიტაცია, ოპერაციული ჩარევები და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაწყება ხვალიდანვე შეიძლება. სწორედ ეს არის ის, რაც ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს სჭირდებათ  და მათი მომავალი ცხოვრებისათვის არის მნიშვნელოვანი“, – აცხადებს  პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, რომლის შეფასებასაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხება „ვოსორიტიდის“ ეფექტს, მისი განცხადებით, ეს არ არის პრეპარატი, რომლის ეფექტურობაც 3 და 4 თვეში იკარგება. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დასახელებული დრო, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, არ არის ის ვადა, რომელიც ამ შემთხვევაში, შეიძლება, გადამწყვეტი იყოს. „პრეპარატის არგამოყენებით, აქონდროპლაზიის მქონე…

მეტი...

“აბრამსის” ტიპის ტანკები უკრაინას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ექნება

პენტაგონში უკრაინის მორიგ დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ. როგორც გენერალი რაიდერი აცხადებს,  დაპირებულ Abrams-ის ტიპის ტანკებს უკრაინა, დიდი ალბათობით,  წლის ბოლომდე მიიღებს. პენტაგონის პრესსპიკერი გენერალი პატრიკ რაიდერი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული სამხედრო ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინელი სამხედროები გადამზადდებიან და ეს პროცესი გერმანიაში მოხდება. „Abrams-ის ტიპის ტანკების გამოყენება მოხდება  მხოლოდ საწვრთნელად. ეს არ არის განახლებული ტანკები, რომლებიც მოგვიანებით უკრაინაში წავა”, – განმარტავს გენერალი.

მეტი...