ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები  მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები პარლამენტიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით მიემართებიან. როგორც შეკრების ორგანიზატორები ამბობენ, ისინი ხიდთან პერფორმანს გააკეთებენ და ევროკავშირის დროშებს გადმოფენენ. პერფორმანსის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნებას გეგმავენ.

ე.წ  „რუსული კანონი“  დღეს  ზუგდიდში, ქუთაისა და გორშიც გააპროტესტეს.

მსგავსი თემები