პირს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთოთი დაეჯახა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

33 წლის გიორგი გოჩიტაშვილს, რომელიც დედოფლისწყაროში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთოთი დაეჯახა, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შემთხვევა, დედოფლისწყაროში 23 აპრილს მოხდა, სამართალდამცველებმა გოჩიტაშვილი რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.

რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, “მთავარი არხის” ინფორმაციით, გიორგი გოჩიტაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს სამშენებლო მასალები სთხოვა, უარის შემდეგ კი მისი სახლის ჭიშკარს მეგობრის კუთვნილი სატვირთოთი დაეჯახა.

დაკავების ვიდეოკადრები: https://youtube.com/shorts/dP1pIucJhts

წყარო: ”მთავარი არხი”.

მსგავსი თემები