„მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება”, – ოპოზიციონერი დეპუტატი ოპოზიციონერებს

„მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება”, – ოპოზიციონერი დეპუტატი ოპოზიციონერებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ანი წითლიძე საპარლამენტო ოპოზიციას პასუხობს და აცხადებს, რომ ის, რაც მოხდა, სწორედ მათი არაორგანიზებულობის ბრალია. საუბარია ოპოზიციონერ დეპუტატებზე, რომლებმაც დღეს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვეს. დღის ბოლოს კი პრეზიდენტს ისევ მიმართეს და სთხოვეს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვიოს. აღნიშნულის მიზეზად კი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები  – ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე დაასახელეს, რომლებიც დაუგეგმავად ქვეყნიდან გაემგზავრნენ და რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში, ოპოზიციას ხმები აკლდებოდა. „საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თანხმობა განვაცხადე, მაგრამ თარიღზე ინფორმირებული ნამდვილად…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი „პრომეთეს ჯილდოს“ მფლობელი გახდა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ  – „პრომეთეს ჯილდოს“ მიიღებს. ჯილდო სააკაშვილის ოჯახს გადაეცემა. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, აღნიშნული ჯილდოს მისაღებად, მიხეილ სააკაშლის ოჯახის წევრებთან ერთად, პოლონეთში პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც გაემგზავრა.  

მეტი...

ოპოზიცია პრეზიდენტს ბოდიშს უხდის და სთხოვს, ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვიოს

ოპოზიცია პრეზიდენტს დღეს მეორედ მიმართავს და ამჯერად, სთხოვს, ხვალ, პარლამენტის საგანგებო სხდომა არ მოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ დღეს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც ხვალ, პარლამენტის საგანგებო სხდომის დანიშვნა სთხოვა. სხდომის ჩანიშვნის მიზანი და საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო, რომელსაც მოსამართლეების კორუფციული გარიგებების საქმე უნდა გამოეძია. როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, დაუგეგმავად, საპარლამენტო ოპოაიციის ორმა წევრმა ქვეყანა დატოვა. თუ პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას დაადასტურებს, ამ შემთხვევაში, საკითხი ჩავარდება, რადგანაც, ოპოზიციას 2 წევრი გამოაკლდა და მათ ხმების საჭირო რაოდენობა არ ექნებათ. ოპოზიციამ პრეზიდენტს სთხოვა, სხდომა მაშინ დანიშნოს, როცა ოპოზიციის ყველა წევრი საქართველოში იქნება. „დღეს მეორედ…

მეტი...

„მთავრობა დგას სანქცირებული მოსამართლეების გვერდით“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სანქცირებული მოსამართლეებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრასთან დაკავშიებით განცხადებას ავრცელებს. „მთავრობა დგას სანქცირებული მოსამართლეების გვერდით. ჩვენ ვართ მომსწრე პარტიასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ზღვარის წაშლის საშიში პრეცედენტის. ორივე – პარტია და სასამართლოს „გავლენის ჯგუფი“ პოლიტიკური კორუფციის და შესაბამისად, ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა და გამიზნულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესს“, – აცხადებს გახარია.  

მეტი...

„პრეზიდენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს ღირსების ორდენი უნდა ჩამოართვას“ – ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინალაძეს ღირსების ორდენი უნდა ჩამოართვას. საუბარია უვადოდ გამწესებულ მოსამართლეზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციებში მოაქცია. „მისასალმებელია, როდესაც ჩვენი გადასახადები ქვეყნისთვის დადებითი მაგალითების შექმნასა და აღიარებაში იხარჯება. ამავე დროს, დროა პრეზიდენტის „ღირსების“ ორდენს ნამდვილი ღირსება შევძინოთ. სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს 2005 წელს მიღებული აქვს „ღირსების ორდენი“. ვფიქრობ, ზუსტად ახლა, სალომე ზურაბიშვილმა მას ეს ორდენი უნდა ჩამოართვას. ჯილდოს ჩამორთმევის პრეცედენტი არსებობს, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილს აქვს გაკეთებული და კანონიც იძლევა ასეთ საშუალებას „შეურაცხმყოფელი საქციელისთვის“, – აცხადებს დოლიძე. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩინჩალაძესთან…

მეტი...

ჯო ბაიდენს პრეზიდენტობა ისევ სურს

ამერიკის შეერთებული შატატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება მან  NBC-სთან გააკეთა. „დიახ, გიდასტურებთ, რომ ვაპირებ კენჭისყრას, მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ ამის გამოცხადებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

მეტი...

„ნუ გვაძალებთ სხვის ომში ჩართვას, ეს გაანადგურებს ჩვენს ქვეყანას“ – დიმიტრი ხუნდაძე

„პარტნიორობა სხვა არის და უსიტყვო მორჩილება – სხვა“ – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. მისი შეფასებით, პოლიტიკური პროვინციალიზმია ის, რასაც დღეს ქართული ოპოზიცია სჩადის – ეკეკლუცება უცხოეთს და ვერ ბედავს მაკრონის მსგავსად ღიად თქმას: „უნდა გაუძლო ზეწოლას და არ გახდე ამერიკის მიმდევარი“, ანუ, არ ჩაერთო სხვის ომში. როგორც დეპუტატი განმარტავს, ოპოზიცია დასავლეთის დირექტივების უსიტყვო მორჩილებაში იმყოფება. „პარტნიორობა სხვა არის და უსიტყვო მორჩილება – სხვა. პარტნიორობა ეფუძნება ურთიერთშეთანხმებას და მხარეებისთვის რისკების დაზღვევას. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქითაა, დასავლეთიდან მიღებული ბოლოდროინდელი დირექტივები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს ზრდის. თუ გავითვალისწინებთ…

მეტი...

,,პუტინმა თავისი ვადა ამოწურა”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავისი ვადა ამოწურა. დანილოვს მიაჩნია, რომ პუტინმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, როდესაც უკრაინაზე თავდასხმა გადაწყვიტა. „იმ დისკუსიაზე, თუ ვისთვის მუშაობს დრო უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალურ რუსეთის ომში. დრო მუშაობს მათთვის, ვინც იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, ხელმძღვანელობს ღირებულებებით, აქტიურად მოქმედებს, არ ეშინია და არ იხევს უკან. კრემლის ვირთხა, რომელიც არ შემოიფარგლება საარჩევნო პროცედურების დროით, იმედოვნებს, რომ იჯდება ბუნკერში და დაელოდება, როდის “დაიღლება დასავლეთი უკრაინით”, როდის დაეხმარება ჩინეთი, როდის აირჩევენ ახალ პრეზიდენტს შეერთებულ შტატებში ან როდის დაიწყება “შიმშილის ბუნტი” უკრაინაში. პუტინმა…

მეტი...

,,ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ “ექსპერტობს”, მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან”- ლევან ხაბეიშვილი

,,დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი”, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, ყველამ კარგად გაიაზროს, ქვეყნის მთავარი საფრთხე. ,,რეალური პრობლემა, ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი, ხალხის მოთხოვნის პარალელურად დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური – სახელად სასამართლო. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, რუსული ოცნება აგრძელებს ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

შვილმა მამას სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა, მამას დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა მამას  დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და…

მეტი...

ქუთაისში ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.  ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითი ადგილზე დაიღუპა.  

მეტი...

„ჩემი ხაბე არის მსხვერპლი, ჩემი ხაბე მოატყუეს”- ირაკლი ზარქუა

„ჩემი ხაბე არის მსხვერპლი, ჩემი ხაბე მოატყუეს და ასე შეატოვეს აქცია” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილს ”ხელი შეაწმინდეს”. „ჩემი ხაბე არის მსხვერპლი, ჩემი ხაბე მოატყუეს და ასე შეატოვეს აქცია. მე მაგალითად, დეკემბერში მაქვს დაბადების დღე და ჩემს ხაბეს ვეპატიჟები, თამადად მინდა დავნიშნო, იქ გაცილებით მეტი ხალხი შეიკრიბება. არ შეიძლება ასე, მობილიზება თვეზე მეტია დაწყებული აქვთ და ბოლოს, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა – ეს ხომ ნონსენსია. აბუჩად იგდებენ ამ ადამიანს და მთლად ასეც არ მემეტება ჩემი ხაბე, რომელიც გარემოცვის მსხვერპლია, სადაც აირჩიეს და დაარწმუნეს, რომ ნამდვილად ლიდერია და თავმჯდომარეა. იმ მელიას რას…

მეტი...

,,კელი დეგნანთან მქონდა დახურული შეხვედრა” – ნინო ქადაგიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნან შეხვდა.  მისი თქმით, დახურული ტიპის შეხვედრა პარასკევს გაიმართა. „ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ჩვენ არავის არავისგან არ ვიცავთ, მათ შორის, არც აშშ-ისგან. ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს. იცით, ძალიან ხშირად არ ვსაუბრობ იმ კულუარულ ვითარებებზე, რაც ხდება სასამართლოს შიგნით. აქედან გამომდინარე, ცალსახად განგიმარტავთ, რომ ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება ბრალად დასდო მოსამართლეს, ეს არის კორუფციული დანაშაულის ჩადენა და ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს სასამართლოს დისკრედიტაციის თვალსაზრისით, არის ის, რომ სასამართლო კორუმპირებულია. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით აღვნიშნავ, პირადად მქონდა შეხვედრები და თხოვნა,…

მეტი...

,,ლევან ხაბეიშვილი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა და შეუძლია, სპორტში მიიღოს მონაწილეობა”- ფრიდონ ინჯია

,,ქვეყანაში როცა ომი იყო და ზოგიერთი სიკვდილს უყურებდა, მაშინ ლევან ხაბეიშვილი, შეიძლება, ბაღში დადიოდა. ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა და შეუძლია, სპორტში მიიღოს მონაწილეობა,” – ამის შესახებ  „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. მისი თქმით, ხაბეიშვილის მოწვევით აქციაზე 300 ადამიანი იყო. „პოლიტიკაში, ნახავთ, ერთი წლის შემდეგ ვინ იქნება. მისი მოწვევით აქციაზე 300 ადამიანი იყო, დანარჩენი ჩამოყვანილი იყო და ვისი ფულით, ამას მალავენ“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. წყარო: პირველი არხი.

მეტი...

,,რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შევთანხმდით სამომავლო კომუნიკაციის ფორმებზე”- ზურაბ აზარაშვილი

„დღეს შევთანხმდით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, სამომავლო კომუნიკაციის ფორმებზე. თუ საჭირო იქნება რაიმე საკითხის ჩემს დონეზე გავლა, ამისთვის მზად ვარ“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, უშუალოდ სამუშაოების დაწყებამდე, რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და პაციენტებს მოემსახურება. რაც შეეხება კლინიკის სამედიცინო პერსონალს, მინისტრმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, ისინი არც შემთხვევაში არ დარჩებიან სხვა კლინიკებში დასაქმების, ან სახელფასო ანაზღაურების გარეშე. „დაახლოებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საკმაოდ სოლიდური თანხის დამატება გვიწევს რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რადგან კლინიკის შემოსავლები, მხოლოდ სახელფასო ანაზღაურებასაც კი არ…

მეტი...

უკრაინამ რუსეთის მიერ ხერსონიდან გატაცებული 24 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ ხერსონიდან რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული 24 ბავშვი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის გუბერნატორი ავრცელებს. ბავშვები საქველმოქმედო ფონდ Save Ukraine-ის მოხალისეების დახმარებით დაბრუნდნენ.

მეტი...

„სახელმწიფო წარმოდგენილი უნდა იყოს მძლავრი, 500 საწოლზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკით“- ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურზე

„სახელმწიფო წარმოდგენილი უნდა იყოს მძლავრი, 500 საწოლზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკით“,- აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის შემდგომ განაცხადა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნებს მიიღებენ. ,,სამედიცინო საზოგადოებასთან და რესპუბლიკურის თანამშრომლებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ არსებულ სიტუაციაზე და გამოწვევებზე. მე, მათ ღიად და მკაფიოდ დავუდასტურე , რომ ჩვენი კომენტარები და შეფასებები არ ითვალისწინებდა მყისიერად ამ შენობის რეაბილიტაციის დაწყებას,ან ამ შენობის დემონტაჟს. ჩვენ სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან ველოდებით საბოლოო დასკვნებს, ხოლო ის ჩვენი შეფასებები და კომენტარები იყო…

მეტი...

,,რუსეთის დროშა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ აღიმართება”- ზელენსკი

,,რუსეთის დროშა  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ აღიმართება,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ,,ტერორისტული სახელმწიფო ვერ გადაიტანს ყველას ერთიანობას, ვინც აფასებს თავისუფლებას. ოკუპანტი დაშინებას და ტერორს ევროპისთვის ახალ ნორმად არ აქცევს. ისინი ვერავის დაარწმუნებენ, რომ მკვლელობა და ძარცვა ჯობია კანონით ცხოვრებას და თანამშრომლობას. რუსეთის დროშა კი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ აღიმართება,”- წერს ზელენსკი.

მეტი...

,,ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”- ხათუნა სამნიძე ხაბეიშვილზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მძიმე მდომარეობაშია. მისი თქმით, ხაბეიშვილი ადეკვატურ განცხადებებს არ აკეთებს. ,,ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის, რა კრიზისიც არის პარტიაში აისახება მის თავმჯდომარეზე და არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს. მიხედოს საკუთარ მანდატებს პარლამენტში და მერე ილაპარაკოს სხვა ოპოზიციონერ კოლეგებზე. არ არიან თანმიმდევრულები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და გუშინდელმა აქციამაც დაადასტურა ეს, – განუცხადა ხათუნა სამნიძემ ”ტვ პირველს”.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი-ზუგდიდის მაგისტრალზე – ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.  

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრმა, ვეტერანებისთვის, 142-ე საქველმოქმედო აქცია ნიქოზში ჩაატარა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიქოზში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 142-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 65 -მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 90 სამედიცინო ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, გია ედილაშვილი და რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის…

მეტი...

,,ყველა მოსამართლე უნდა მოიხსენიოთ პატივისცემით, ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერი”- ირაკლი ღარიბაშვილი

მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, და მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში 11 ევროკავშირის წევრ ქვეყანას და 13 ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს, სასამართლოს მიმართ ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს სიამაყის განცდა უნდა ჰქონდეთ იმის გამო, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. „თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმისა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. ეს ერთი, და მე  გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტულნი და კორექტულად მიმართოთ…

მეტი...

,,არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება”- ლევან მურუსიძე

,,ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება,”- ამის შესახებ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მისი თქმით, საბრძოლველად არიან განწყობილები. ,,მინდა მოვუწოდო პირველ რიგში ჩემ კოლეგებს, რომ იყვნენ მშვიდად, არავინ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არ არის რეალურად, მორალური ტერორით, ზოგადად წლების განმავლობაში რაც ხდებოდა ჩემ წინააღმდეგ, პირადად მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ, პირადად ვინც არიან დასანქცირებული. მერწმუნეთ, ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება, კარგი მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არასდროს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს არ ჰყოლია სასამართლო როგორც ხელისუფლება, ზუსტად ამაზე იყო გათვლა, როდესაც ფიქრობდნენ,…

მეტი...

,,დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში”- ირაკლი ღარიბაშვილი

“არასამთავრობო ორგანიზაციების და საელჩოების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა 4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში”, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული,  4000-5000 საქმე იგზავნებოდა, წელს სტრასბურგში გაგზავნილ იქნა მხოლოდ 150 საქმე. ,,იმ დღეს, როცა გახდა „ქართული ოცნება“ ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი. მე ასევე მახსოვს ჩვენი საუბრები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან. მათი…

მეტი...

,,აბსურდია კორუფციული ბრალდებების წამოყენება, ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ის სასამართლოში”- ლევან მურუსიძე

აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ფიქრობს აშშ-ს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვაზე. მურუსიძის თქმით, კორუფციული ბრალდებები აბსურდულია. ,,მე მივესალმები ირაკლი შენგელიას პოზიციას ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთან მიმართებაში აბსურდია კორუფციული ბრალდებების წამოყენება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ის სასამართლოში. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება გარკვეულ პროცედურებში გარკვევა და ჩახედვა და მერწმუნეთ რა, რომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ… ირაკლიმ ხომ გადაწყვიტა, მე ვფიქრობ მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ რეალურად რაც ხდება ახლა ჩვენთან მიმართებაში და ზოგადად სასამართლო სისტემაში, ეს არის პირდაპირ…

მეტი...

,,მოვისმინე შემაშფოთებელი ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ”- ირაკლი ღარიბაშვილი

მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა იყო დახურული და საუბრის შინაარსი ვერ გასაჯაროვდება, თუმცა მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოისმინა შემაშფოთებელი ინფორმაციაც გარკვეულ ჩარევებსა და ზეწოლებზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა ამიტომ ბუნებრივია ჩვენი საუბრის შინაარსს მე ვერ გაგიზიარებთ. მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი მე ვიტყოდი, იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ხაზმგასმით მინდა აღვნიშნო რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს…

მეტი...

,,ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ვამაყობ ყველა მოსამართლით”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა და მოსამართლეების დამსახურება“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის სასამართლოთი და მოსამართლეების ამაყობს. „მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ნინო ქადაგიძეს, ყველა მოსამართლეს თქვენი საქმიანობისთვის. ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო…

მეტი...

,,მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში”- ნინო ქადაგიძე

,,ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში”- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა შემუშავებულ იქნას ნორმატიული ჩარჩო. ,,ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი მათთან ურთიერთობაში. მიმაჩნია, დღეს დადგა მომენტი, როდესაც ვითხოვ უკუგებას მათგან. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა, მიმაჩნია, რომ შეცდომის აღიარება მხოლოდ ძლიერის თვისებაა. აქედან გამომდინარე, ვიტოვებ იმედს, შესაბამისი თანამდებობის ან შესაბამისი უწყებების მხრიდან საკითხი აუცილებლად გადაიხედება. დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა…

მეტი...

,,სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. „როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოზე და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე პატივცემულ მოსამართლეებს ჩვენი სრული…

მეტი...

,,ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე”- ნინო ქადაგიძე

,,ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე”- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნინო ქადაგიძე სანქცირებულ კოლეგებს სრულ თანადგომას უცხადებს. ,,წლების განმავლობაში სასამართლო იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ მე მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ერთხელ, არც ერთ ეტაპზე, ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი და ისეთი ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე. ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არათუ დასაბუთებული მტკიცებულებები, რამედ ვარაუდი და მინიშნებებიც კი იმის…

მეტი...

,,ოპოზიციის მხრიდან ბევრი მუქარა და მოთხოვნა გვახსოვს – ერთხელ მაინც შეასრულონ თავიანთი ფუნქცია”- არჩილ თალაკვაძე

 ოპოზიციის მხრიდან ბევრი მუქარა და მოთხოვნა გვახსოვს – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მოთხოვნას. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში ოპონირება ძალიან უჭირთ, რადგან არ ესწრებიან იმ ფორმატებს, რომლებიც ოპოზიციისთვის არის კონტროლის მექანიზმად შექმნილი. „მოქალაქეებს შეშფოთების არავითარი საფუძველი არ აქვთ. ოპოზიციის მხრიდან ბევრი მუქარა და მოთხოვნა გვახსოვს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ერთხელ მაინც შეასრულონ თავიანთი ფუნქცია და გასწიონ ჯეროვანი ოპონირება. პარლამენტში ოპონირება ძალიან უჭირთ, რადგან არ ესწრებიან იმ ფორმატებს, რომლებიც ზუსტად ოპოზიციისთვის არის კონტროლის მექანიზმად შექმნილი. საკმარისი მანდატები აქვთ და ვინაიდან წინასწარ გააკეთეს…

მეტი...

ოპოზიცინერი დეპუტატები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს

ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.  თამარ კორძაიას განცხადებით, დღეს პრეზიდენტს გაეგზავნება წერილი, რათა ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. ,,მივმართავთ დღეს, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, რათა ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში და პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დავიწყოთ საჯარო საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გამოძიება სასამართლო სისტემაში არსებული მანკიერების და კორუფციის წინააღმდეგ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.  

მეტი...

,,ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობს”- თეა წულუკიანი

,,ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობენ. გამოცდაა, როდესაც ქვეყანას ეტყვი, შენი მოსამართლე შემიძლია, დავსაჯო, როგორც მომინდება, მტკიცებულებების გარეშე,” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ”გამოცდაა, როდესაც შენ უსამართლოდ ეტყვი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე უარს და მის წინ დააყენებ მოლდოვასა და უკრაინას”. „დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რატომღაც ასე მგონია, რომ არაერთი ჩემი თანამემამულის აზრს გამოვხატავ, თუკი ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყანას, ვისაც არ დაეზარება – მთავარია, არ დაეზაროს, იქნება ეს ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი – გამოცდებს უწყობენ. თუკი ჩრდილოეთისგან მიჩვეული ვართ და დღემდე ვებრძვით მშვიდობიანი მეთოდებით, სამართლებრივი მეთოდებით…

მეტი...

,,ქალაქის ცენტრში, ახალი, თანამედროვე, ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება სერიოზული ნაბიჯია”- ივანე ჩხაიძე რესპუბლიკურზე

„დღეს წარმოდგენილი პროექტი, ალბათ, არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქალაქის ცენტრში, ახალი, თანამედროვე, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე კადრების თვალსაზრისით, ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება, მართლაც, სერიოზული ნაბიჯია და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია“, – განაცხადა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ. მისი თქმით, გასაგებია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რადგან დღევანდელი მდგომარეობითა და ინფრასტრუქტურით, კლინიკა ვერ დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სავალდებულო ხდება. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პრეზენტაციაზე, ასევე, ისაუბრეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, რესპუბლიკური…

მეტი...

ჟვანიას მოედანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გადაადგილებაზე შეფერხებები აღარ იარსებებს – კახა კალაძე

ჟვანიას მოედანზე არსებული კვანძის დიზაინის ცვლილება მოქალაქეებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ჟვანიას მოედნის რეაბილიტაციის შესახებ სოციალურ ქსელში არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ. „სოციალურ ქსელში მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, თითქოს, საგზაო ზოლს ვამცირებთ ე.წ გზაგამყოფებით და მწვანე კუნძულებით.წერენ, რომ აქამდე არ იყო საცობები, ახლა კი ჭირს გადაადგილება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა, ტექნიკის მუშაობა გადაადგილების შეფერხებას იწვევს და საცობი იქმნება. ეს მონაკვეთი მხოლოდ გარკვეული დღეების განმავლობაში გადაიკეტა, რადგან მიწისქვეშა მილები იცვლებოდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, გადაადგილება თავისუფლად…

მეტი...

,,ზოგიერთს უნდა, იყოს მუხა, ზოგიერთს სურს, იყოს მეხი, ზოგიერთს უნდა, იყოს გაზაფხული”- არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

,,სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო”- ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე გუშინდელ აქციას. მისი თქმით, გუშინდელი აქცია ვერ შედგა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა, მათი ლიდერებიც კი აქციაზე არ მივიდნენ. ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო. რადიკალური ოპოზიციის შიგნით რადიკალური პროცესები ვნახეთ. ვიდრე ბრიფინგი დაიწყებოდა, ორი ოპოზიციონერი იმაზე ჩხუბობდა, ვის უნდა დაეწყო ბრიფინგი. ასევე ვნახეთ, ქოლგის შტაბი, სადაც ის ხალხი შეიკრიბა, ვინც მანამდე ერთმანეთს ვერ იტანდა. ამ შტაბის დაშლაც ვნახეთ. ზოგიერთს უნდა, იყოს მუხა, ზოგიერთს სურს, იყოს მეხი, ზოგიერთს უნდა, იყოს გაზაფხული,…

მეტი...