„ვერაფერს ვხედავ“- ენმ-ს წევრს სასტიკად გაუსწორდნენ

თბილისში, საკუთარ სახლთან სასტიკად ცემეს ენმ-ს წევრი დიმა ჩიქოვანი. მას სახე დასისხლიანებული აქვს და ძალადობის კვალი აღენიშნება. როგორც ჩიქოვანი ამბობს, ის თავდასხმის დროს სახლთან მარტო იმყოფებოდა. ჩიქოვანი მომხდარს მმართველ პარტიას უკავშირებს.

“ვერაფერს ვხედავ. კარგად ვარ, მაგრამ ეს არის რეჟიმის დასასრული, ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ. ეს არის წარმოუდგენელი. არაფერი არ დაგვემართება და „ქართული ოცნება“ დამთავრდება. „ქართული ოცნება“ ეს არის რუსები, რუსლი მეთოდით მომუშავე ხალხი. მარტო ვიმყოფებოდი სახლან, სოლოლაკში“- ამბობს დიმა ჩიქოვანი

ჩიქოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები