„არიან რიგი მოსამართლეები, ე.წ. აგენტებს დავარქმევდი, ვისი საშუალებითაც უნდათ არიონ სიტუაცია“ – დეპუტატი ყაველაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ხალხია ძალის“ წარმომადგენელი  მიხეილ ყაველაშვილი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, სასამართლო სისტემაში არის დაახლოებით 20 აგენტი მოსამართლე, რომელიც სიტუაციას ურევს. „არის იქ რიგი მოსამართლეები ე.წ. აგენტებს დავარქმევდი, ვისი საშუალებითაც უნდათ არიონ სიტუაცია. დაახლოებით 20-მდე მოსამართლე, რომელიც ტრენინგებზე მიჰყავთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარეშე ხდება ამ მოსამართლეების წაყვანა საზღვარგარეთ, ტრენინგების ჩატარება, მომზადება და უნდათ 20 მოსამართლით გამოიწვიონ ვნებათაღელვა სასამართლო სისტემაში“ – აცხადებს ყაველაშვილი.

მეტი...

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს“ – დასანქცირებული მოსამართლე შენგელია

მოსამართლე ლევან შენგელია, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „შავ სიაში“ შეიყვანა და მის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, სახელმწიფო დეპარტამენტს ლინჩის წესის აღდგენაში ადანაშაულებს. როგორც მოსამართლე აცხადებს, ის პატიოსანი ადამიანია. „გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით ,,გაასამართლეს“ და ,,დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ,,მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“. პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ ,,ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ…

მეტი...

„არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს“ – შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლე

„დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს“ – ასე ეხმიანება აშშ-ის მიერ დასანქცირებული უვადოდ გამწესებული მოსამართლე ირაკლი შენგელია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას. როგორც მოსამართლე აცხადებს, არანაირი სურვილი აქვს, ეწვიოს ამერიკას. „მსურს გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემზე და ჩემს კოლეგებზე სანქციის დაწესების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს; მე განმარტება ამის შესახებ ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ…

მეტი...

სამმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში, სამმა გოგონამ ხელზე თვითდაზიანება მიიყენა. როგორც რესურსცენტრის დირექტორი გოჩა დავითაძე განმარტავს, ხელზე დაზიანებები მოსწავლეებს მასწავლებელმა შეამჩნია და შესაბამისად იმოქმედა. „საგაკვეთილო პროცესის დროს პედაგოგმა შენიშნა, რომ მოსწავლეებს ხელებზე ნაკაწრები ჰქონდათ. მასწავლებელს შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. შეატყობინა სკოლის ადმინისტრაციას, სოცმუშაკს და ყველა უწყებას. საგაკვეთილო პროცესის დროს დაინახა, რომ უმნიშვნელო ნაკაწრი ჰქონდა სამ გოგონას. სკოლის დირექციას ინფორმაცია არ აქვს, ბავშვებმა რატომ გააკეთეს აღნიშნული. ისინი ამ დროისათვის უკვე სახლში არიან. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცესები. ბავშვები ამბობენ, რომ ითამაშეს“, – განმარტავს დავითაძე.  

მეტი...

ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს – რას აცხადებს სუს-ის ხელმძღვანელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამერიკის მოქალაქესთან დაკავშირებით, რომელიც საზღვრიდან უკან გააბრუნეს, გარკვეული ინფორმაცია არსებობს. „მე ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია, იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება სავარაუდოდ, მიზეზი ალბათ, თვითონაც კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით. აკერმანიც რომ შემოსულიყო, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასევე არ შემოვუშვებდით აკერმანსაც. მას შემდეგ, რაც ის მხილებული იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც ის იყო წამოდგენილი აქ. საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებაში, მითითებების მიცემაში და ა.შ“, – განაცხადა ლილუაშვილმა. მედიის კითხვას, ქომინსის…

მეტი...

10 აპრილიდან პური 0.10 ლარით გაიაფდება (ვიდეო)

4 დღეში ძირითადი, ე.წ. სოციალური პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. აღნიშნული განცხადება „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. პურზე ფასის კლების მიზეზი კი ფქვილზე ფასის კლება გახდა. კერძოდ, თუ ადრე ერთი ტომარა პუტის ფქვილი დაახლოებით 75 ლარი ღირდა, დღეს, მისი ფასი საშუალოდ 65 ლარია. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, პურზე ფასის კლება წონის შემცირების ხარჯზე ხომ არ მოხდება, დოლიძემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამას შევასრულებთ.…

მეტი...

,,უკვე ნამყოფი ვარ აშშ-ში, არაჩვეულებრივი ქვეყანაა”- გრიგოლ ლილუაშვილი

,,არ მგონია სანქციები მემუქრებოდეს. უკვე ნამყოფი ვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არაჩვეულებრივი ქვეყანაა. კარგი დემოკრატიის ქვეყანაა,”- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, მისთვის მეასე ხარისხოვანია რომელი ქვეყანა შეუშვებს. ,,ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურებით. ეს არის მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება და თითოეული საქართველოს მოქალაქის და ვიზიტორის უსაფრთხოების დაცვა. რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი არ შემიშვებს ეს ჩემთვის მეასე ხარისხოვანია,”- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.  

მეტი...

პირველ ხაზზე მეტროს მუშაობა დროებით შეჩერებულია

პირველ ხაზზე მეტროს მუშაობა დროებით შეჩერებულია. არსებული ინფორმაციით, მეტროს მუშაობა ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა. მეტროს პირველი ხაზის მუშაობის განახლების სავარაუდო დრო ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,დეტალურად წარვუდგენთ ინფორმაციას”- დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, პრემიერს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან “კულუარულ ზეწოლებზე”. ,,მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია პირველ რიგში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე, ბატონ პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს შეხვედრა ჩვენთან, მოსამართლეებთან. ჩვენ მას დეტალურად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვაქვს, აი, იმ კულუარულ ზეწოლებზე, რაზეც ლევანი  საუბრობდა, რაზეც მე ვლაპარაკობ. სრულყოფილ ინფორმაციას მხოლოდ მას მივაწვდი. დაველოდები შემდგომ რა იქნება საქართველოს მთავრობის რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებსაც”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მეტი...

,,რა გააკეთა ლევან მურუსიძემ განსხვავებული იმისგან, რასაც მე ვაკეთებ”- დიმიტრი გვრიტიშვილი

,,რა გააკეთა ლევან მურუსიძემ განსხვავებული იმისგან, რასაც მე ვაკეთებ”- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ,,რა გააკეთა ამ კაცმა განსხვავებული იმისგან, რასაც მე ვაკეთებ, რასაც ბადრი აკეთებს? რატომ იმსახურებდა ამას, მაგას ვერავინ იტყვის. მე რატომ არ ვარ ვთქვათ სანქცირებული ან მიხეილ ჩინჩალაძე რატომაა სანქცირებული?- განაცხადა გვრიტიშვილმა.

მეტი...

,,დაკავებას არ ველოდები”- ლევან მურუსიძე

,,ადამიანი შეიძლება არ იყოს ნამყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირში იყოს ნამყოფი, მაგრამ იყოს წესიერი და კარგი მოქალაქე,”-  ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ არ შემიშვებენ ევროპაში, საქართველოს მასშტაბის ივლის. ,,ამიტომ, ბაბუაჩემზე, რომ ვთქვი, არ იყო ევროპაში და ამერიკაში ნამყოფი მეთქი, ჩვენი არასამთავრობო სექტორი არასწორად იგებს, ვიგულისხმე, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ადამიანი შეიძლება არ იყოს ნამყოფი თავისი ცხოვრების განმავლობაში არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირში იყოს ნამყოფი, მაგრამ იყოს წესიერი და კარგი მოქალაქე,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ. მისივე თქმით,…

მეტი...

,,მე არაფერი მაქვს დასამალი”- კელი დეგნანი

,,არ ვიცი ის რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი,”- ასე პასუხობს აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. ელჩის თქმით, არავინ სთხოვს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას. ,,საუბრების მოსმენებზე? ყველა ქართველი იქნება ძალიან შეშფოთებული, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. არ ვიცი რაზე საუბრობს, თუმცა მე არაფერი მაქვს დასამალი. მე გარწმუნებთ კიდევ ერთხელ, როგორც ბევრჯერ მითქვამს, საქართველოსთვის არასდროს გვითქვამს მეორე ფრონტი გაეხსნა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ სენსიტიური სიტუაციის, სადაც საქართველო იმყოფება, საქართველოს 20% არის ოკუპრებული რუსეთის მიერ და ჩვენ ვხვდები ამ ძალიან დიდ ზეწოლას რასაც რუსეთი ახორციელებს…

მეტი...

,,გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სანქციები არის მათ წინააღმდეგ,  ვინც არიან ჩართული კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. ,,სავიზო სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ,  ვინც არიან ჩართული კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ,”- განაცხადა კელი დეგნანმა ”მთავარი არხის” ეთერში.

მეტი...

,,ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ”- ლევან მურუსიძე

,,ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ,”- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ. ,,იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემს მიმართ, მე გონი ისე მიდის სიტუაცია რომ რასაც ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და მოხდებოდა არეულობა და დაქვემდებარება სასამართლო სისტემის აშშ-ის საელჩოსადმი, მეეჭვება რომ მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ გაჩერდებიან და ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, რომ…

მეტი...

,,პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ საელჩოს წარმომადგენლები”- ლევან მურუსიძე

,,ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო-სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, ცდილობდა, გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდეგ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო დაპირისპირება სასამართლო სისტემაში, რაც მე წარმოუდგენლად მიმაჩნია,”– ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მურუსიძის თქმით, მას მტკიცებულებებიც აქვს და როდესაც საჭიროდ ჩათვლის ამას საზოგადოება ნახავს. ,,პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება. კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის…

მეტი...

,,აშშ-ის საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა”- ლევან მურუსიძე

აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება არ გადაიხედება. ,,მე პირდაპირ გეტყვით, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე არ არის კორუფციაში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია ეს არის უბრალოდ შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა და მე მოგახსენებთ რა არის მოსამართლეებზე კორუფციის ბრალდების დაბრალება, რომელსაც კიდევ ვიმეორებ არის თითიდან გამოწოვილი და ვერ წარმოადგენენ ვერავითარ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით. ახლა რა არის ნამდვილი მიზეზი, ეს გრძელდება წლების განმავლობაში…

მეტი...

,,იმედს ვიტოვებ წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები ან გადაიხედება საკითხი”- ნინო ქადაგიძე

,,ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები, ან საკითხი გადაიხედება დეპარტამენტის მხრიდან,”- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ, მისი  კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. ,,მე მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული და ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები ან გადაიხედება საკითხი კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, მე ამის სურვილი მაქვს. რამე თუ ის განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდი დაძაბულობას და მე როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარე, მინდა მოვუწოდო კოლეგებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ,…

მეტი...

,,მოსკოვი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად დგამს ნაბიჯებს”- დიმიტრი პესკოვი

,,ალიანსი ფართოვდება რუსეთისკენ და არა პირიქით, ამიტომ მოსკოვი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად დგამს ნაბიჯებს,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია. „ნატო აფართოებს მის საზღვრებს რუსეთთან და არა რუსეთი, რომელიც თითქოს საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის ნატო-ს საზღვრებთან განთავსებას ცდილობს“, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

კობა კობალაძე ალექსანდრე თევდორაძეს შეხვდა

მიმდინარე წლის 6 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, ალექსანდრე თევდორაძეს შეხვდა. შეხვედრა კომპანიის სათაო ოფისში გაიმართა. მხარეთა შეხვედრის მიზანი იყო გურიის რეგიონში ჩამოყალიბებული ‘’ვეტერან ფერმერთა ასოციაციის’’ ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანადგომა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში მცხოვრები ვეტერანების წინაშე არსებული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად სახელმწიფო ინსტიტუციებსა და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას; ალექსანდრე თევდორაძემ კობა კობალაძეს და ‘’გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას’’ მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, კომპანიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. კობა კობალაძემ, ალექსანდრე თევდორაძესა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების…

მეტი...

,,იმედს გამოვთქვამთ, სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს გადაწყვეტილებას”- დარჩიაშვილი ბლინკენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს. როგორც წერილშია ნათქვამი, გაუგებარი და მიუღებელია გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ. ,,სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენისადმი გაგზავნილ ილია…

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული”- ანრი ოხანაშვილი

,,ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში მყოფ ცალკეულ მოსამართლეებს,”- ასე ეხმიანება  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლეების დასანქცირებას. მისი თქმით, ნათელი უნდა მოეფინოს, თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ,,რა თქმა უნდა, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში მყოფ ცალკეულ მოსამართლეებს. ეს რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზე, ამიტომ ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არაფერში არავის არ წაადგება, როდესაც სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს.…

მეტი...

,,სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ”- ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს. როგორც წერილშია აღნიშნული, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. „ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას.  როგორც შევიტყვეთ,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მსურს შეგახსენოთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა სასამართლო სისტემაში 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დროს.…

მეტი...

,,ინფორმაცია თითქოს, გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, არის სიცრუე”- მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სიცრუეს უწოდებს. ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა თითქოს გამოიწვია 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება იყო სრულიად შეუზღუდავი და არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ნიშნით. რაც შეეხება საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, 4 აპრილს, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე კოლეჯის, 186-ე საჯარო სკოლისა და „ლელო არენას“ ორივე მხარეს, ბილიკების…

მეტი...

ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამასთან, საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის მოთხოვნით მიმართა. ,,გვსურს საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე დადგეს ინიციირებული საგამოძიებო კომისიის საკითხო და შეიქმნას კომისია. ამ მიზნით ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, რადგან მიგვაჩნია, რომ ყოველი დღე, რაც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მეტი...

,,ქართველი ხალხი მურუსიძე-ჩინჩალაძის გასასამართლებელი არ არის”- იაგო ხვიჩია

„წინა ხელისუფლებიდან გამოყოლილი ნარჩენი, ნაგავი სასამართლოში დღემდე დარჩა და საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის მომავლის განვითარებას უშლის ხელს, ამტერებს თავის ქვეყანას, სანქცირებულს ხდის მთავარი პარტნიორისგან და ჩვენს ინტერესებს უპირისპირებს ჩვენი მთავარი პარტნიორის ინტერესებს,”-  ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, პროცესი გაგრძელდება და საბოლო ჯამში, საბოლოოდ გამოუთხრის ძირს დღევანდელი სასამართლოს ლეგიტიმაციას. ,,ვისაც ოდნავ საღი აზრი მოეკითხება სასამართლო სისტემაში ალბათ მიხვდება, რომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება. პროცესი გაგრძელდება და საბოლო ჯამში, საბოლოოდ გამოუთხრის ძირს დღევანდელი სასამართლოს ლეგიტიმაციას. სასამართლოს, რომელსაც მთავარი პარტნიორები ასანქცირებენ, მათ მოსამართლეებს არ უშვებენ ამერიკის ტერიტორიაზე და…

მეტი...

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი გადადგა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი გადადგა. მედიის ინფორმაციით, სანა მარინმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს მიმართა. ნიინისტომ დაეთანხმა  გადადგომის მოთხოვნას. ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებში ფინეთის პრემიერ-მინისტრის პარტია, „სოციალ-დემოკრატები“ დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა.

მეტი...

,,ჩინეთს აქვს მთავარი როლი მშვიდობის დამყარებაში”- ემანუელ მაკრონი

,,ჩინეთს აქვს მთავარი როლი მშვიდობის დამყარებაში,” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი „ტვიტერში“ წერს. „დარწმუნებული ვარ, ჩინეთს აქვს მთავარი როლი მშვიდობის დამყარებაში. ეს არის ის, რის განსახილველადაც ჩამოვედი, წინსვლისთვის. პრეზიდენტ სი ძინპინთან ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჩვენს ბიზნესზე, კლიმატზე, ბიომრავალფეროვნებაზე და სურსათის უსაფრთხოებაზე“, – წერს ემანუელ მაკრონი.

მეტი...

ალაზანში ავტომობილი გადავარდა – არის მსხვერპლი

ალაზანში ავტომობილი გადავარდა –  გურჯაანიდან ლაგოდეხის მიმართულებით მოძრავი  ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა. ავტომობილში ორი მგზავრი იმყოფებოდა. მაშველებმა ორივე მგზავრი გარდაცვლილი იპოვეს. წყარო: ”პრაიმტაიმი”.

მეტი...

,,საქმე ეხება მოსამართლეების საქმეს ჩარევას, ფულის შეთავაზებას, საქმეების “კლანურად” გადანაწილებას”- კახა წიქარიშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე

,,საქმე ეხება მოსამართლეების საქმეში ჩარევას, ფულის შეთავაზებას, მოსამართლეების დაშინებას, მოსამართლეების გამოკეტვას სათათბირო ოთახში – ეს არის იმ ხერხების მცირე ჩამონათვალი, რითაც კლანი ერეოდა და ერევა სასამართლო საქმიანობაში” – ამის შესახებ ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში“, სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ”კლანის შესახებ წლების განმავლობაში გროვდებოდა ინფორმაცია, არსებობს უამრავი მოწმე და უამრავი მტკიცებულება თუ რას აკეთებდა ეს კლანი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ” ,,მივესალმებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოცხადებულ სანქციების იმ ოთხი მოსამართლის მიმართ, რომლებიც უკვე 15 წელია მართავენ სასამართლო სისტემას და ფორმალურად…

მეტი...

,,ვერ დადგები, ირაკლი, ცალ ფეხზე, რადგან უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან”- მანჯგალაძე კობახიძეს

,,მოსამართლეების კლანის წევრების დასანქცირება არის პირდაპირი ძლიერი სიგნალი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისთვის, რომ შემდეგი იქნება ივანიშვილი”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს სიგნალია „ქართული ოცნებისთვის“, რომ ამერიკა არ და ვერ შეეგუება, ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა. „სტანდარტი არის, რომ საჯარო უფლებამოსილება არ უნდა იყოს გამოყენებული კერძო მიზნებისთვის. ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ „ქართული ოცნება“ არის მთავარი სამიზნე ამ სანქციების. ეს ბოლო დიდი სიგნალია „ქართული ოცნებისთვის“, რომ ამერიკა არ და ვერ შეეგუება, რომ ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა. აქვე მინდა, ირაკლი კობახიძეს…

მეტი...

,,მთავრობას ვთავაზობთ 7000 ტონა იმპორტირებული ფქვილი გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისგან”- ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

,,მთავრობას ვთავაზობთ 7000 ტონა იმპორტირებული ფქვილი ყოველთვიურად, კვოტირებულად გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისგან,”- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ლევან სილაგავამ საქართველოს მთავრობას შეთავაზება წარუდგინა, რაც  პურის ქარხნებისთვის დაუბეგრავი რეჟიმით მიეწოდოს იმ რაოდენობის ფქვილი, რომელიც ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად არის საჭირო. ,,ინიციატივა გულისხმობს, რომ  პურის ქარხნებისთის საჭირო ფქვილი, რომელიც ე.წ. სოციალური პურის გამოცხობისთვისაა საჭირო, მიწოდებული იყოს დაუბეგრავი რეჟიმით. ამოცანა მათ შორის, პურის მწარმოებლებისთვის მდგომარეობს იმაში, რომ მიიღონ ყველაზე იაფი ფქვილი. შესაბამისად, მათთვის მისაღებია დღეს არსებული დაბეგვრის რეჟიმი. დღეს, იმპორტირებული ფქვილი არ იბეგრება. ჩვენი…

მეტი...

,,ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც”- ლინკევიჩუსი მოსამართლეების სანქცირებაზე

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანება. მისი თქმით, ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ,,ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც,”- განაცხადა  ლინას ლინკევიჩუსმა ”ამერიკის ხმასთან”.

მეტი...

,,აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება”- სანქცირებული მოსამართლე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ვალერიან ცერცვაძე აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული. მისი თქმით, გაჟღერებულ ბრალდებებს არ ეთანხმება. ,,მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა ავღნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ…

მეტი...