უკრაინამ ბომბდამშენი ჩამოაგდო (ვიდეო)

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა „სუ 25“ ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული ბომბდამშენის  ჩამოგდება  დონეცკის ოლქში მოხდა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც ბომბდამშენის ჩამოგდებაა ასახული.

მეტი...

„შადრევნის პროექტის ცვლილებები იყო გაყალბებული“ – ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის პროკურორი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ვაკის პარკის შადრევნის პროექტი შეიცვალა და ამას ადასტურებს ის მტკიცებულებები, რაც საქმეში არსებობს. „პროექტთან დაკავშირებით საინჟინრო ექსპერტიზა ჩავატარეთ. აღნიშნული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ პირველადი პროექტი იყო ხარვეზიანი, იქ არ იყო უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული. პროექტი შეიცვალა და ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომ ეს პროექტის ცვლილებები იყო გაყალბებული და “გრინსერვის პლიუსის” დირექტორმა წარადგინა გაყალბებული ცვლილებები. ამ ცვლილებების საფუძველზე ჩატარდა სამუშაოები“ – აღნიშნა პროკურორმა ჟურნალისტებთან. მისივე თქმით,  აღნიშული ცვლილებები  პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან. „მოწმემ კიდევ ერთხელ კატეგორიულობით განაცხადა, რომ ცვლილებები მათ კომპანიას არ შეუდგენია…

მეტი...

„მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი“ – პრეზიდენტი მოსამართლეების დასანქცირებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი განცხადება გააკეთა. განცხადებამდე კი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩს  – კელი დეგნანს შეხვდა. „ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნუ გვიხარია, გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ, რა არის გამოსასწორებელი. მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ, რაც ძალიან გაგვიხარდება“,- აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა რომ ხარების დღესასწაულის მიუხედავად, მას დღეს არ უხარია. პრეზიდენტი მოსამართლეების…

მეტი...

პრეზიდენტი მოსამართლეების საქმის გამოძიებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადახალისებას ითხოვს

„ვშიშობ, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორ ნეგატიური სიგნალი“ – აცხადებს  სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ამ წუთებში აკეთებს. „არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა ყველაზე ქვეყნის იმიჯის გამოსწორება, თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭირო არის ქმედითი ნაბიჯები. ეს იქნება სრული გამოძიება თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადახედვა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. ქვეყანა ამას ნადვილად არ იმსახურებდა“ – აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსნებთ, რომ შტატებმა…

მეტი...

„მინდა ვნახო საქართველო გახარებული, მაგრამ, დღეს არ მიხარია“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, ამ წუთებში, ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, პირველ განცხადებას აკეთებს. პრეზიდენტი ყველას ულოცავს ხარების დღესასწაულს და აღნიშნავს, რომ მას დღეს არ უხარია. „,ინდა ვისურვო და ვნახო საქართველო გახარებული და დაწყნარებული. დღეს არ მიხარია და კიდევაც განვიცდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს შევხვდი კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ეს. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების სიაში, რადგანაც ეს არის ქვეყნის რეპუტაცია. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება და მათ სავიზო მიმოსვლას, როგორც აზუსტებს ელჩი. ამის მიუხედავად ზიანდება ქვეყნის იმიჯი“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

„არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა“ – კელი დეგნანი საქართველოდან გაბრუნებულ ამერიკელზე

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან მარშალ ქომინსის საკითხზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს და საზღვრიდან უკან გააბრუნეს. როგორც ელჩმა განმარტა, მას არ იცნობს და არც ის იცის, საქართველოში რის გასაკეთებლად ჩამოდიოდა. „არასდროს გამიგია ამ საქმის შესახებ, რაზეც ლილუაშვილმა გუშინ მედიასთან ისაუბრა. არავისგან ყოფილა კონტაქტი ჩვენთან, მათ შორის ამ პიროვნებისგან. ჩვენ ვპასუხობთ ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც დაუკავშირდებიან საელჩოს დასახმარებლად. ჩვენ არ გვაქვს მონაცემები ყველა ამერიკელზე, ვინც საქართველოში ჩამოდის. საქართველო გასაოცარი ადგილია სტუმრობისთვის და უამრავ ადამიანს სურს საქართველოში ჩამოსვლა. არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა. წარმოდგენა არ მაქვს“ –…

მეტი...

„მეორე ფრონტის საკითხი 100%-ით სიცრუეა, აბსოლუტური ტყუილია“ – აშშ-ის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა სურდეს შტატებს საქართველოს ხიფათში ჩაგდება. როგორც კელი დეგნანმა განმარტა, ეს არის მცდარი შეთქმულების თეორიას და ეს ისმის მმართველი პარტიის წევრებისგან. „მეორე ფრონტის საკითხს რაც შეეხება, როგორც მანამდე არაერთხელ მითქვამს, ეს 100%-ით სიცრუეა, აბსოლუტური ტყუილია. არ არსებობს მიზეზი, რატომ მოისურვებს აშშ საქართველოს ხიფათში ჩაგდებას. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, დაგეხმაროთ, გააძლიეროთ შესაძლებლობა, დაიცვათ საზღვრები. თქვენი უსაფრთხოების გასაძლიერებლად თავდაცვის სამინისტროსთან, სანაპირო დაცვასთან, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ვმუშაობთ. რატომ დავაყენებთ საქართველოს რისკის ქვეშ?“ – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. ელჩის შეფასებით, ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ…

მეტი...

,ეს არის შანსი საქართველომ წარმოაჩინოს ერთგულება, დააფუძნოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა – ელჩი სანქციებზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ, სანქციების დაწესებას დადებით ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა და შანსი, პასუხი გაეცეს იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში. ,,მიგვაჩნია, რომ ეს სავიზო სანქციები არის დადებითი ნაბიჯი საქართველოსთვის და ეს არის შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში და ეს არის შანსი საქართველოსთვის წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება, რომ დააფუძნოს რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, – განაცხადა კელი დეგნანმა.  

მეტი...

,,ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა”- შალვა პაპუაშვილი

,,ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოსამართლეების სანქციერებასთან დაკავშირებით, აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ელჩმა შეხვედრაზე გაიმეორა, რომ  გადაწყვეტილება დაფუძნებულია საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. ,,ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა. ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ტერმინი სანქცია აქ არ გამოიყენება. ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული არის, ძირითადად საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე.…

მეტი...

,,პარტნიორები ასე არ იქცევიან”- შალვა პაპუაშვილი

,,ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების პიროვნული შეტევა და მათი, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, არის აბსოლუტურად მიუღებელი,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ელჩმა შეხვედრაზე გაიმეორა, რომ  გადაწყვეტილება დაფუძნებულია ძირითადად საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. ,,ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა. ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ტერმინი სანქცია აქ არ გამოიყენება. ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება…

მეტი...

,,საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში”- ილჰამ ალიევი

საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი,  ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ , – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო. უპირველეს ყოვლისა…

მეტი...

,,რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება”- კელი დეგნანი მეორე ფრონტზე

,,რატომ უნდა გვინდოდეს,  საქართველო დავაყენოთ რისკის ქვეშ?!,”- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპაუშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ელჩმა ე.წ. მეორე ფრონტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. ,,რაც შეეხება “მეორე ფრონტის” საკითხს, ამაზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და მინდა, გითხრათ, ეს არის 100%-ით სიცრუე. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება, მაშინ, როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს., ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან… რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო დავაყენოთ რისკის ქვეშ?! ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ხანდახან ამას იმეორებს…

მეტი...

,,ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბუნებრივია, ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ასევე ვისაუბრეთ რთულ ვითარებაზე, რომელიც არის უკრაინაში ომის გამო,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, ბუნებრივია, ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის. „ასეთი გამოწვევა არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს  ჩვენს ხალხებს. ამ ნაწილში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს.…

მეტი...

,,რომ გამეგო, რომელიმე მოსამართლე თავის ჩამოხრჩობას აპირებდა, დედას გეფიცებით ვეტყოდი, ეს არ გააკეთო-თქო”- ლევან მურუსიძე

,,რომ გამეგო, რომ რომელიმე მოსამართლე აპირებდა თავის ჩამოხრჩობას, დედას გეფიცებით ვეტყოდი, რომ ეს არ გააკეთო-თქო,”- ამის შესახებ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ  განაცხადა. მურუსიძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ერთ-ერთ მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას აიძულებდნენ და აღნიშნული მოსამართლე თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. ,,რა ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ახლა, რას მეუბნებით, ისეთ აბსურდულ რაღაცას მეუბნებით, პირველად გავიგე გულწრფელად გეუბნებით. მე, რომ გამეგო, რომ რომელიმე მოსამართლე აპირებდა… აბსურდია, არ მჯერა დაუჯერებელია, მაგრამ რომ გამეგო, რომ რომელიმე მოსამართლე აპირებდა თავის ჩამოხრჩობას, დედას გეფიცებით ვეტყოდი, რომ ეს არ გააკეთოთქო. ბესარიონ ალავიძეზე არის საუბარი. თუ ბესო ალავიძე…

მეტი...

,,ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს თანამშრომლობაში”- ილჰამ ალიევი

ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს თანამშრომლობაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. მისი თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ძალიან წარმატებით. „შუა დერეფანი აზერბაიჯანი საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი…

მეტი...

,,აზერბაიჯანი არის არამხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,აზერბაიჯანი არის არამხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს, რათა განავითაროს ე.წ მწვანე კორიდორი. პრემიერის განცხადებით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიაწოდოს ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია. „მოგესალმებით პატივცემულო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, ბატონო ილჰამ ალიევ! ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ამ ძალიან ლამაზ ადგილას, მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ ილჰამ ალიევს, ჩემნი მასპინძლობისთვის ამ ულამაზეს ადგილას. თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდით საქართველოში ჩვენ მაშინ დავიწყეთ ახალი ტრადიციის დანერგვა, როცა არა მხოლოდ დედაქალაქს ვსტუმრობდით, არამედ…

მეტი...

,,ადამიანი, რომელსაც ევროპაში მქონდა უზრუნველი ცხოვრება, ქვეყნის ინტერესების გამო პოლიტიკაში მოვედი, ასე რომ, სანქციების მუქარა არ მაშინებს”- კახა კალაძე

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო მიიღო. „ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით. თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში. მქონდა უზრუნველი ცხოვრება, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი…

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს ევროპული მიზნები და ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ”- კახა კალაძე

„ჩვენ გვაქვს ევროპული მიზნები და ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. ამის შემდეგ ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, მოსამართლეების დასანქცირება შეაფერხებს თუ არა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას. „რაც შეეხება 12-პუქტიან გეგმას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესრულდეს რეკომენდაცია, ე.წ. გზამკვლევი, რომელიც არის წარმოდგენილი. ჩვენ შეგვეძლო 12-პუნქტიანი გეგმის გარეშეც მიგვეღო სტატუსი, ამაზე მეტყველებს ის, რომ გარკვეულ ქვეყნებს მისცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. როგორც ჩანს, ჩვენს შემთხვევაში ამას სხვა რამისთვის იყენებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. შემდეგ ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული, თუ…

მეტი...

,,უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს “ნამდვილი მეგობრის“ წოდება ყველაფერს ამბობს” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ ”ტვიტერში” გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება. საუბარია პოსტზე, სადაც ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას “ნამდვილ მეგობარს” უწოდებს. ,,ღმერთო ჩემო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს „ნამდვილი მეგობრის“ წოდება ყველაფერს ამბობს. მთავრობა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის მიუხედავად, გააუქმა დემოკრატია და კანონის უზენაესობა და ეს არის რუსეთის დე ფაქტო მარიონეტული რეჟიმი, რომელიც თითქმის არაფრით უჭერს მხარს უკრაინას”,- წერს კრამონი.

მეტი...

,,სანქციების მუქარა არ მაშინებს”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სანქციების მუქარით დაშანტაჟების მცდელობას მიუღებელს უწოდებს. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რამაც თავის დროზე პოლიტიკაში მოიყვანა, საქართველოს ინტერესების დაცვა იყო და დღესაც მხოლოდ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს. „2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით, ჩემი სამშობლოს სიყვარულით. ამას არ ვნანობ. დღესაც ჩემს ხალხს ვემსახურები. სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამარცხვინოა, როდესაც ფულს გიხდიან და სხვისი ქვეყნის ინტერესებს ატარებ. მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე, ჩემს ბიზნესზე. ჩემს თავს როგორმე მივხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,მოსამართლე თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, განზრახული ჰქონდა დემონსტრაციულად ჩამოეხრჩო თავი უზენაეს სასამართლოს წინ”- კახა წიქარიშვილი

ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, ერთ-ერთ მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას აიძულებდნენ. მისი თქმით, უარის შემდეგ მოსამართლეს უთხრეს, რომ  საქმე უნდა აეცილებინა და ამისათვის მას ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და საავადმყოფოში დაწოლილიყო. ,,თქვა, რომ მას აიძულებდნენ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც უარი განუცხადა, ამ მოსამართლეს უთხრეს, რომ მაშინ საქმე უნდა აეცილებინა და ამისათვის მას უნდა გაეკეთებინა ოპერაცია და დაწოლილიყო საავადმყოფოში. დაუკავშირდა ექიმს და უკვე შეთანხმებული ჰქონდა ოპერაცია. როგორც თვითონ თქვა, უნდა გაეკეთებინა ოპერაცია ჯანმრთელ ადამიანს და დაწოლილიყო საავადმყოფოში, რათა ეს საქმე აეცილებინა. პარალელურად, ის ფიქრობდა თვითმკვლელობაზე და მას ჰქონდა…

მეტი...

,,სანქციებზე აშშ-ის გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის მიღებული”- თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის მიღებული. მისი თქმით,  ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ განცხადებები ღიმილის მომგვრელია. „ეს არის სწორედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, რასაც ხაზი გაუსვა ელჩმა დეგნანმა საკუთარ განცხადებით. „ქართული ოცნების“ პირობებში, სასამართლო ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს ციხეში ამწყვდევს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს წამების ქვეშ ამყოფებს. აშშ-ის საგარეო უწყებას პრაქტიკა მრავალი ათწლეულისს განმავლობაში აქვს, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით მხარი დაუჭიროს ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას და კანონის უზენაესობას. ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ განცხადებები ღიმილის მომგვრელია. მტკიცებულება უნდა იყოს და არის კიდეც, რასაც ამბობს…

მეტი...

,,არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, იმედი მაქვს, წარმოადგენენ”- კახა კალაძე სანქციებზე

თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას, ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მიუღებელს უწოდებს. „გადაწყვეტილება, რაც მოვისმინეთ, აბსოლუტურად მიუღებელია. არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, წარმოადგენენ, თუ რას დაეფუძნა აღნიშნული გადაწყვეტილება, რა იყო ამის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენულ სახელმწიფოსა და დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის. ილია დარჩიაშვილს ჰქონდა კარგი წერილი, სადაც დეტალურად წარმოადგინა მაგალითები, რა ხდებოდა 2012 წლამდე სასამართლოში, რა დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას და რა გვაქვს დღეს. სასამართლო ჩვეულებრივი ნოტარიუსი იყო. დღეს ადამიანები, რომლებიც…

მეტი...

,,სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგის სასამართლოს თუ მიმართავენ, ეს იქნება კიდევ ერთი მარცხი”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგის სასამართლოს თუ მიმართავენ, ეს მათთვის კიდევ ერთი მარცხი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვაზე, სააკაშვილის ადვოკატებმა რატომ შეიცვალეს გადაწყვეტილება და სტრასბურგის ნაცვლად, ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს რატომ მიმართავენ, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ ერთხელ უკვე მიიღეს სტრასბურგიდან მითითებები პატიმრის შიმშილობასთან დაკავშირებით. „ეს ძალიან მარტივია. ალბათ, ყველას გახსოვთ, თავიდან როდესაც მიხეილ სააკაშვილი ახალი დაკავებული იყო და „შიმშილობის კამპანია” ახალი დაწყებული ჰქონდა, რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და რა მითითებები მისცა მას. შესაბამისად, მისმა…

მეტი...

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს კრიტიკული მედიის (On.ge, „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, „ფორმულა“ „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“) ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“, რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია. ,,როგორც მედიის წარმომადგენლები მიუთითებენ, აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით თუ კითხვების დასმით არის გამოწვეული. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ – პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების…

მეტი...

,,სამართალი ყველას იპოვის”- გიორგი ვაშაძე

,,ყველას, ვინც სანქცირებულია ან სავარაუდოდ, სანქცირებული იქნება, ვეუბნები, შეეშვით დანაშაულებრივ ქმედებებს, რასაც ჩადიხართ, რადგან სამართალი ყველას იპოვის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან დაწესებული სანქციები ქართველ ხალხთან ერთად, გამოიწვევს რუსული რეჟიმის ნგრევას. „შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციები ქართველ ხალხთან ერთად, გამოიწვევს რუსული რეჟიმის ნგრევას, ამ ქვეყნის გათავისუფლებას რუსული მმართველობისგან, ევროპისკენ მიმავალი ქართველი ხალხის გამარჯვებას. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდში დგას. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც გვინდა მივიღოთ, რათა ავაშენოთ რაც შეიძლება ძლიერი, ერთიანი საქართველო. ყველას, ვინც სანქცირებულია ან სავარაუდოდ,…

მეტი...

,,ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს ან საქართველოში რაში სჭირდება”- მეუფე იაკობი სააკაშვილზე

,,ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს ან საქართველოში რაში სჭირდება მაგ კაცი, რომელიც დამპყრობლის ინტერესების გამტარი იყო ყოველთვის”,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა საქართველოს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ,,როგორია ახლა, საქართველოს პრეზიდენტი იყო, 30-საუკუნოვანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, წახვიდე იქ და იმის გამო, რომ გუბერნატორი გახდე და ფული იშოვო, უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და სადღაცა, რაღაც ქვეყანაში, თუნდაც უკრაინაში გუბერნატორობ. მერე კარგად გვახსოვს, ასტრიდ ლინდგრენი და ისინი გამახსენა, კარლსონი და ისინი გამახსენა, სახურავებზე რომ დარბოდა, მერე როგორ შემოიყვანეს მანამდე ევროპარლამენტარებმა. მერე ზელენსკის დროს, დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ…

მეტი...

,,ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე”- ”ხალხის ძალა”

,,ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის,”- ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თუ საქართველო ვერ შეინარჩუნებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სრულად დაკარგავს სუვერენიტეტს. „ქალბატონმა ელჩმა საერთოდ ვერ დააკონკრეტა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასანქცირდა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლე, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეებს სავიზო სანქციები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაუწესეს; ელჩისგან გავიგეთ, რომ ის სავიზო სანქციის საფუძველს როგორც სამართლდამცავ სტრუქტურებს, ისე ქართულ საზოგადოებას მომავალშიც საგულდაგულოდ დაუმალავს, რაც ასევე იმის დასტურია, რომ სინამდვილეში…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა “აფხაზური პასპორტების” აღიარებას ითხოვს

4-5 აპრილს ჟენევაში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზურმა მხარემ  დააყენა საკითხი ”აფხაზეთის ეროვნული პასპორტების” მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დოკუმენტებად გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ,,აფხაზურმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის შეთანხმებისა და შემდგომი ხელმოწერის აუცილებლობაზე. დისკუსიის შედეგად ქართულმა მხარემ კვლავ უარი თქვა დღის წესრიგში ამ საკვანძო საკითხზე დისკუსიაზე. ეს საკითხი ღიად რჩება და შესთავაზეს მისი განხილვის გადადება მომდევნო რაუნდისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ რეგიონში ვითარება სტაბილურობის…

მეტი...

,,ხელისუფლებას ათჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, რა დანაშაულებრივი სქემით იმართება სასამართლო”- ანა ნაცვლიშვილი

,,ხელისუფლებას ათჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, რა დანაშაულებრივი სქემით იმართება სასამართლო, თუმცა კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადეკვატურად არ აფასებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, ” საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურ შეფასებას არ აძლევს იმ ინფორმაციას, რომელიც კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომია”. „კითხვები იყო იმის თაობაზე, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი კანონმდებლობის გათვალისწინებით, საკუთარ ქვეყანაში ვინ შეუშვას და ვინ – არა. ეს ინფორმაცია წლებია, საჯაროა და საქართველოს ხელისუფლებას ცხვირწინ უდევს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, აშშ-ის ხელისუფლება კანონმორჩილია და ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, აიღეს, შეაფასეს და…

მეტი...

,,დიდი ხანია გასული რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ”- ლადო კაკაბაძე

უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ლადო კაკაბაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი  ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმიანება. კაკაბაძე იმედს გამოთქვამს, რომ მასაც დაასანქცირებენ. ,,უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ-ს ერთ ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში „ის ძაღლის შვილია მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი“ (“Somoza may be a son of a bitch, but he’s our son of a bitch.”). ამიტომ ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა სიმართლე გითხრა აშშ-ს ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს. ცივი ომის „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში…

მეტი...

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბების აზრი არ მომწონს – მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასამართლოს დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბების აზრი არ მოსწონს. მისი თქმით, პარლამენტი ალბათ, არ არის ის ადგილი, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების, კონკრეტული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე იმსჯელოს. ,,თუკი რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოება უფლებამოსილია ჰქონდეს ინფორმაცია. მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია სადაც ჩვენ ვისმენთ, მაგალითად NGO-ების კრიტიკას ცალკეული მოსამართლეების მიმართ, ან პრობლემების შესახებ რომელიც შეიძლება არსებობდეს სასამართლო ხელისუფლებაში, ასე მშრალად მითითება საკმარისი არ იქნება. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდეს, მე სიმართლე…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წლის მარტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 143 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 143 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 40 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 9 – ქვემო ქართლის, 2 – მცხეთა-მთიანეთის, 29 – შიდა ქართლის, 27 – სამცხე-ჯავახეთის, 12 – იმერეთის, 20 – გურიის, 1 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 3 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. გარდაცვლილი არსენ ქეცბაიაა. ბერძოლი  წარმოშობით ზუგდიდიდან იყო. როგორც მისი თანამებრძოლები აცხადებენ, არსენ ქეცბაია წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა და ერთ-ერთ ბატალიონში იბრძოდა. წყარო: პრაიმტაიმი.

მეტი...

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა 7 აპრილის 22:00-დან 10 აპრილის 06:00 საათამდე გაგრძელდება. სამუშაოების პერიოდში ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მძღოლები იმოძრავებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით. ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კი ქეთევან დედოფლის გამზირიდან გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით. მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნისკენ მიმავალი მძღოლები ქეთევან დედოფლის გამზირზე იმოძრავებენ მხოლოდ პირდაპირ, ან გამოიყენებენ ალტერნატიულ მარშრუტს – ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით…

მეტი...