მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები და მეგობრები მის გათავისუფლებას ითხოვენ. აქცია დღეს მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა, სადაც აღნიშნული მოთხოვნა გაჟღერდა. საუბარია 21 წლის ახალგაზრდაზე, რომელიც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებითაა დაკავებული. საქმეში არსებობს ვიდეომტკიცებულება, როცა ბრალდებული პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისვრის. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაკავებული პოლიტიკური პატიმარია, რომ ის თავისუფალი სიტყვისთვისაა დაკავებული და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ბრალდების მხარის ინფორმაციით, დაკავებულმა 7 მარტის აქციაზე, რუსთაველის გამზირზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა. ასევე, მას ბრალად ედება შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდება. დანაშაული 7-დან…

მეტი...

„არც ერთი პაციენტი ინსულინის გარეშე არ დარჩება“ – ჯანდაცვის სამინისტრო

„დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს  მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ დიაბეტურ მედიკამენტებზე ტენდერი არ ჩატარებულა. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ  დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული საშუალებები  ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არც ერთი პაციენტი ინსულინის გარეშე  არ იმყოფება. ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის  ტენდერები არ ჩატარებულა. საზოგადოების ინფორმირებისათვის განვმარტავთ, რომ  ინსულინის მომწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია და მარაგი სისტემატურად ივსება. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 141-ე საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

მიმდინარე წლის 1 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 141-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 47 -მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 100 სამედიცინო ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი…

მეტი...

მიტროპოლიტი დაკითხვაზე დაიბარეს

კიევ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტი პაველ ლებედი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით,  მიტროპოლიტის სახლში ჩხრეკაც ჩატარდა და გარკვეული მასალები წაიღეს. მიტროპოლიტზე საქმე ს.ს. ორი მუხლითაა აღძრული. მას რელიგიური სიძულვილის გაღვივებასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის გამართლებას ედავებიან. მიტროპოლიტი ბრალდებას არ აღირებს და აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიისთვის მხარი არასდროს დაუჭერია. უსაფრთხოების სამსახურმა ჩანაწერებიც გამოაქვეყნა, სადაც მიტროპოლიტი რუსი სამხედროების მხრიდან ხერსონის ოკუპაციას ამართლებს.  

მეტი...

პაპი ფრანცისკე კლინიკიდან გაწერეს

რომის პაპის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პაპი ფრანცისკე  საავადმყოფოდან გაწერეს. „არ შემშინებია. ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“, – განაცხადა 86 წლის პაპმა ჟურნალისტებთან  კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ. პაპი კლინიკაში ბრონქიტის დიაგნოზით გადაიყვანეს.

მეტი...

„ხავთასა“, „ლეკვი“, „მოლა“, „ხონსკი“ და სხვები „კანონიერი ქურდობისა“ „ქურდული გარჩევებისთვის“ დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. როგოც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულთა შორის არიან „ხავთასა“, „ლეკვი“, „მოლა“ და „ხონსკი.“ „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებული არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ხ. (მეტსახელად „ხავთასა“), 1983 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ლეკვი“) და 1976 წელს დაბადებული ლ.ა. (მეტსახელად „მოლა“). 1978 წელს დაბადებული მ.ჩ. (მეტსახელად „ხონსკი“) კი “კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული. რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ ჯ.კ.-ს, ვინაიდან იგი საზღვარგარეთ იმყოფება, მას „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე…

მეტი...

„დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში და სამიტის მონაწილეებს:  უკრაინისა და მოლდოვას  პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს სიტყვით მიმართა. ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი სურვილი იყო, ფიზიკურად, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ყოფილიყო. „ჩემთვის დიდი პატივია ამ სამიტში მონაწილეობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ არ ვივიწყებთ აგრესიისა და სისასტიკის წინაშე უკრაინის შესანიშნავ სიმტკიცესა და სიმამაცეს.  პრეზიდენტო ზელენსკი, ამ დღეს ფიზიკურად მსურდა თქვენ გვერდით ყოფნა, თუმცა  პარლამენტში სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ…

მეტი...

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. მამაკაცი  ბახმუტთან ბრძოლაში დაიღუპა. მიხეილ მაზანაშვილი 30 წლის იყო. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, სულ 38 ქართველი მებრძოლია დაღუპა.  

მეტი...

შიშველი მამაკაცი სასტუმროს გადაწვაშია ბრალდებული

მამაკაცი, რომელიც სასტუმრო „ამბასადორის“ აივანზე შიშველი „პოზირებდა,“ დაკავებულია. ის სასტუმროში ხანძრის გაჩენაშია ბრალდებული. მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის ბრალის წარდგენის მოლოდინშია. შეგახსენებთ, რომ 5 ვარსკვლავიან  სასტუმროში ხანძარი გუშინ გაჩნდა. დაიწვა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართული. მამაკაცი, რომელსაც სასტუმროს ხალათი ეცვა და შიშველი აივანზე „პოზირებდა“, საქართველოს მოქალაქეა და სასტუმროში ცხოვრობდა. რა იყო მისი მოტივი, ამ დროისთვის უცნობია. დაკავებული მამაკაცი სასტუმროში 3 დღე ცხოვრობდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი მისი ნომრიდან დაიწყო. სასტუმრო „ამბასადორის“ დაწვის ფაქტზე 28 წლისმამაკაცი დააკავეს

მეტი...

სასტუმრო „ამბასადორის“ დაწვის ფაქტზე 28 წლისმამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების, ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.…

მეტი...

„მარტო აქციებით, სამოქალაქო სექტორი თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  დღემდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული, გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ამიტომ, როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს,  პროცესებში თავად ერთვება აქტიურად. „სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა. ვაპირებ, რომ სრულიად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციას და გაერთიანებას. დღეს ყველანი ვართ არჩევანის წინაშე, ხელისუფლებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდატს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ყველანაირ შანს ვკარგავთ. თავის მოტყუება აღარ…

მეტი...

„მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა“ – პრეზიდენტი ავროპარლამენტში სიტყვთ გამოვა

18 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლაენტარებს მიმართავს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, მან ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიწვევა პირადად მიიღო. „იმის მიუხედავად, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ, ჩვენი რეპუტაცია დაზიანებულია ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, რომ კიდევ ერთხელ განმეახლებინა ჩემი საერთაშორისო აქტივობა, როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე, საერთაშორისო მედიაში, რათა მომეხდინა ქვეყნის ევროპული ინტერესის დაცვა და პოზიციონირება იმ თემაზე, რომ ჩვენ მეორე უარს არც ვიმსახურებთ და არც უნდა მივიღოთ. აქვე, მივესალმები შარლ მიშელის ბოლო განცხადებას, რომელიც გვიხსნის შესაძლებლობის ახალ ფანჯარას – არა მხოლოდ სტატუსს, არამედ მოლაპარაკებების გახსნას“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას და ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა…

მეტი...

„ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, მაინც ვერ შემცვლით“ – პრეზიდენტი

„ჩემი და იმდროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი – ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი.  მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ“ – ამონარიდი საქართვეოს პრეზიდენტის ანგარიშიდან, რომელიც საომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში წარადგინა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა,  მას ვერც იმპიჩმენტის მუქარა შეაშინებს და ვერც სასამართლოში ჩივილი. „იგივე მიზანი მამოძრავებდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, რწმენა, რომ ახალი ხელისუფლება გაგვიყვანდა სამშვიდობოზე და განახორციელებდა ჩვენს ევროპულ ოცნებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.  ახლაც იგივეს ვიტყვი: მე არ შევცვლილვარ და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც არ შეცვლილხართ! ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული,…

მეტი...

“ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს” – სალომე ზურაბიშვილი.

„რაც არ უდნა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდებით – მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით, ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას“ – ამონარიდი საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშიდან, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წარადგინა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,  რაც არ უნდა ეცადონ, ევროპული და ჩვენი ინტერესები წინააღდეგობაშია, რეალობას ვერავინ გაექცევა. „რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს, ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და,…

მეტი...

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი“ – პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან  

„თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს“ – ესეც სალომე ზურაბიშვილის ანგარიშია, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტში წარადგინა. გთავაზობთ ამონარიდს პრეზიდენტის მოხსენებიდან: „2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით და აქ დასვით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იწყება დიდი გაუგებრობა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, პირდაპირ ვიტყვი, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა…

მეტი...

„თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ“ – პრეზიდენტი

„ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესული, თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას“ – ამონარიდი საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშიდან, რომელიც მან პარლამენტში წარადგინა. „ახლა გეტყვით. დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას… „ქართული ოცნებიდან“…

მეტი...

„სად ხართ, რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას“ – ამონარიდი პრეზიდენტის გამოსვლიდან  

საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარუდგინა, დეტალურად ისაუბრა მმართველი გუნდის გავლილ გზაზე და უსაყვედურა, რომ დღეს გზას ასცდა. გთავაზობთ ამონარიდს პრეზიდენტს ანგარიშიდან. „მუხლი 78: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამიტომ არ შემიძლია დღეს არ შეგახსენოთ სად იდექით გუშინ, როცა ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდექით. თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში. თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარეთ ხელისუფლება, შეუდექით სამართლიანობის აღდგენას, ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თქვენმა…

მეტი...

„კეთილი ინებეთ და ბავშვები უკრაინაში დააბრუნეთ“ – პროკურორი

ჰააგის პროკურორი რუსეთს მოუწოდებს, ბავშვები უკრაინაში დააბრუნოს. როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები უკრაინა უნდა დაბრუნდნენ. „იქნებ, კეთილი ინებოთ ბავშვები უკრაინაში დააბრუნოთ, რაც შეიძლება სწრაფად. პირდაპირ უკრაინაში ან მესამე ქვეყნის გავლით, მაგრამ მიეცით ბავშვებს სახლში დაბრუნების საშუალება”, – განაცხადა პროკურორმა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, როგორც პროკურორმა აღნიშნა, უკრაინიდან ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად გრძელდება.  

მეტი...

დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას სახალხო დამცველი გაუწევს

7-8 მარტის აქციაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გაიმართა, დაკავებულ ახალგაზრდას საქმეში სახალხო დამცველი ერთვება. როგორც ლევან იოსელიანი აცხადებს, ომბუდსმენის აპარატი ზედამხედველობის ნაწილში იქნება პროცესის მონაწილე. “სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს”, – აცხადებს იოსელიანი. დაკავებული 21 წლის ახალგაზრდა უკვე მოინახულა ომბუდსმენის წარმომადგენელმა. მას ბრალად ედება აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება. კერძოდ, პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და პოლიციის მანქანის დაწვა.

მეტი...