გამოკითხულთა 87% ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა  87% საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

გამოკითხულთა 8% ამბობს რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს აშშ ქმნის, კიდევ 8% – თურქეთს ასახელებს, 4% – ირანს, 3% – სომხეთს, 3% – აზერბაიჯანს, 3% – ევროკავშირს, 2% – უკრაინას, ხოლო  2% – ჩინეთს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ევროკავშირია.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 76% საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, 6% – თურქეთს, 5% – აშშ-ს, 2% – ევროკავშირს, კიდევ 2% – უკრაინას, ასევე 2-2% პროცენტი ასახელებს საქართველოს ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ ირანს, ჩინეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

 

მსგავსი თემები