სი ძინპინი სერბეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს მართავს

პრეზიდენტი სი ძინპინი  მეუღლესთან ერთად, საფრანგეთის შემდეგ სერბეთში ჩავიდა.  პრეზიდენტს სერბი კოლეგა – ალექსანდრ ვუჩიჩი მასპინძლობს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტების სხდომა და  პლენარული შეხვედრა გაიმართა.

როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთსა და სერბეთს შორის რკინის მეგობრობამ გაუძლო გამოცდას.

„ასეთ მეგობრობას ახასიათებს ღრმა ისტორიული ფესვები, მყარი პოლიტიკური საფუძველი, ფართო საერთო ინტერესები და ძლიერი სახალხო მხარდაჭერა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ორი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორმხრივი ურთიერთობები ისტორიულ პროგრესს მიაღწია. 2016 წელს, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, კერძოდ, ორმხრივი ურთიერთობა არსებითად გამდიდრდა და გაფართოვდა. ეს გახდა მაგალითი ჩინეთის მეგობრული ურთიერთობებისთვის ევროპის სხვა ქვეყნებთან“ – აღნიშნა სი ძინპინმა.

მისი თქმით, ჩინეთი შეუერთდება სერბეთს, რათა ახალ ეპოქაში საერთო მომავლის მქონე საზოგადოების მშენებლობას შეუწყოს ხელი.

„ჩინეთი სერბეთთან მხარდამხარ დადგება, ერთ ნავში მგზავრებივით გაიზიარებს სიმდიდრესა და უბედურებას, გააგრძელებს რკინის მეგობრობის სულისკვეთებას  და  ერთობლივად დაიცავს ორი ქვეყნის ფუნდამენტურ და გრძელვადიან ინტერესებს“ – განაცხადა სი ძინპინმა შეხვედრაზე.

 

მსგავსი თემები