ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქის დაკავება სცადეს

საქართველოს ორი მოქალაქე, რომლის დაკავებასაც დღეს ოკუპანტის სამხედროები ცდილობდნენ, შიდა ქართლის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. „ამჟამად, მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრება. მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან. აღნიშნული მძიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ცენტრალური ხელისუფლება, მკაცრად დააყენებს…

მეტი...

სახალხო დამცველი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  

„მინდა გამოვეხმაურო აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები. მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია“ – აცხადებს ლევან იოსელიანი. შეგახსენებთ, რომ, მშობლებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ, სახალხო დამცველთან შეხვედრა მოითხოვეს.

მეტი...

“არ არის ცნობილი მისი ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე” – თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის მედიკამენტზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პრეპარატი, რომლის მიწოდებასაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, უსაფრთხო არ არის. „მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მედიკამენტს ახასიათებს სერიოზული გვერდითი მოვლენები. რაც გასათვალისწინებელია და რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა არის ის, რომ არ არის ცნობილი მისი ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას განმარტებით, მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც,…

მეტი...

„ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“ – პროკურატურა „ქოლ ცენტრების“ საქმეზე

საქართველოს პროკურატურა ე.წ. თაღლითური ქოლ–ცენტრების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.    „საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს პროკურატურა არაერთი წელია აქტიურად ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს  ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის, დანაშაულში მონაწილე ფიზიკური თუ იურიდიულ პირების იდენტიფიცირების და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით. საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ  სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან და ჩართულები არიან ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში ევროპის სხვა  ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ერთად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია…

მეტი...

“ეს არ არის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ინტელექტუალურ განვითარებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე“- ივანე ჩხაიძე

„ეს არ არის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ინტელექტუალურ განვითარებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე“,- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიზე. განცხადებას კი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჩხაიძის განცხადებით, პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. „არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდეს კონკრეტული პროტოკოლი ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, ან იყოს სახელმწიფო დაფინანსება სრულად დაფარული. რა შეიძლება შესთავაზოს სახელმწიფომ ამ ბავშვებს – რაზეც იყო საუბარი, თან არსებული პრობლემების, გართულებების თუ სხვადასხვა სერვისების უფასო შეთავაზება, ძალიან მნიშვნელოვანია. პროტოკოლზე მუშაობს მულტიდისციპლინური ჯგუფი და იმედი გვაქვს, რომ მოკლე ხანში ეს პროტოკოლიც მზად იქნება“,…

მეტი...

„ვოსორიტიდი, ამ დროისთვის არაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ესენციური მედიკამენტების სიაში“ – პასუხი მშობლებს

“ვოსორიტიდი, ამ დროისთვის არაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ესენციური მედიკამენტების სიაში. ის ასევე არ არის შეყვანილი, რომელიმე კლინიკურ გაიდლაინში” – ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ინფორმირებისთვის  სილვიუ დომენტეს განცხადებას ავრცელებს. „ვოსორიტიდი, ამ დროისთვის არაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ესენციური მედიკამენტების სიაში. ის ასევე არ არის შეყვანილი, რომელიმე კლინიკურ გაიდლაინში.  ამ ეტაპზე, „ჯანმო“-ს არ აქვს შემუშავებული რეკომენდაციები, აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, რათა წევრმა ქვეყნებმა, ჩართონ ეს წამალი დაფინანსების სქემებში“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განაცხადა. სილვიუ დომენტემ, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებასთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნებში…

მეტი...

,,ვიცით უახლოეს მომავალში მტრის ყველა გეგმის შესახებ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,შტაბმა გააანალიზა ფრონტის ყველა სფეროში არსებული მდგომარეობა. ვიცით უახლოეს მომავალში მტრის ყველა გეგმის შესახებ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. მისი თქმით, უკრაინა დღითიდღე ძლიერდება. ,,შტაბმა გააანალიზა ფრონტის ყველა სფეროში არსებული მდგომარეობა. ჩვენ მოვუსმინეთ ბუდანოვს – ჩვენ ვიცით უახლოეს მომავალში მტრის ყველა გეგმის შესახებ. ჩვენ ვამუშავებთ კიდევ უფრო უკეთეს სქემას დანაყოფების მიხედვით იარაღისა და საბრძოლო მასალის განაწილებისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ახლადშექმნილ ჯგუფებზე. მათ ასევე განიხილეს შიდა საწარმოების მიერ რაკეტებისა და საბრძოლო მასალის წარმოების შექმნის საკითხი. დღითიდღე ვძლიერდებით,”- წერს ზელენსკი.

მეტი...

,,დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება რუსეთის მარადიული მტერი”- დიმიტრი მედვედევი

,,დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება რუსეთის მარადიული მტერი,” – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ბრიტანეთის მიერ, ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებული პირებისადმი დაწესებულ სანქციებს. ბრიტანეთის გადაწყვეტილება არ აინტერესებთ. ,,ბრიტანეთი იყო, არის და იქნება ჩვენი მარადიული მტერი. ყოველ შემთხვევაში, სანამ მათი თავხედი და ამაზრზენად ნესტიანი კუნძული არ გადავა ზღვის უფსკრულში უახლესი რუსული იარაღის სისტემის მიერ შექმნილი ტალღიდან,”- წერს მედვედევი. დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ 5 პირს სანქციები დაუწესა

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

მეტი...

,,დადიან კარდაკარ და აკაკუნებენ, ფრთხილად იყავით და კარები არავის გაუღოთ”- გაფრთხილება მოსახლეობას

ფეისბუქ ჯგუფში –  „ქალაქის პრობლემები“ მოქალაქე საცხოვრელებელ კორპუსში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ უცნობ ადამიანებს კარები არ გაუღონ. „მოგესალმებით. ვდებ 2 ვიდეოს, ერთი გუშინდელია, მეორე დღევანდელი.. გახშირდა ფაქტები, როცა დადიან კარდაკარ და აკაკუნებენ, კითხულობენ ვინმე “კაწიას” ან “ტატუიშნიკ გიორგის” პირველ ვიდეოში საღამოს 21:12 საათზე, გოგომ დააკაკუნა და დედაჩემმა ინსტინქტურად გაუღო კარები, რომელიც ტატუიშნიკ გიორგის ეძებდა. რომ უთხრა სხვაგან მოხვდითო, ტელეფონი თხოვა, რომ დავრეკოვო, რაზეც უარი მიიღო. მეორე ვიდეოში დილის 11:43 საათზე, ვიღაც ახალგაზრდა, რომელიც ჩანს, რომ აშკარად არ არის ფხიზელი, აკაკუნებს 3-ვე კარზე, ამ შემთხვევაში დედაჩემს კარები არ…

მეტი...

„ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება”-ირაკლი კობახიძე

,,განვაგრძნობთ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში მოქმედებას და უზრუნველვყოფთ იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლოზე კომისიას ვერ შექმნის, ასევე უზრუნველვყოფთ პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას. ამის პირობას ვდებთ საზოგადოების წინაშე“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, მათთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. „ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, მათთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ჩვენ გვჭირდება ამ თემასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ ვიყენებთ შესაბამის პროცედურულ მექანიზმებს, რა თქმა უნდა, არსებული კონსტიტუციისა…

მეტი...

413 დაღუპული და 3 551 დაშავებული – შეტაკებები სუდანში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში შეტაკებების დაწყების შემდეგ  413 ადამიანი დაიღუპა, 3 551 კი დაშავდა. UNICEF-ის სპიკერის ჯეიმს ელდერის განცხადებით, სულ მცირე 9 ბავშვი დაიღუპა ბრძოლებში და 50-ზე მეტი დაშავდა. ჯანმოს ცნობით, ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებზე 11 თავდასხმა განხორციელდა. შეგახსენებთ, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები გასულ შაბათს დაიწყო.

მეტი...

,,რა?!”- ორბანი იენს სტოლტენბერგის განცხადებას აფასებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმიანება. ორბანმა „პოლიტიკოს“ სტატია გააზიარა, სადაც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია. ,,რა?! ”– დაწერა ვიქტორ ორბანმა „ტვიტერში“. ,,უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია”- იენს სტოლტენბერგი

მეტი...

ავტობანზე ავტომობილი დაიწვა

ავტობანზე ავტომობილი დაიწვა. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია არიან თუ არა დაშავებულები შემთხვევის შედეგად.

მეტი...

,,ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, წარმოადგინოს მტკიცებულები, რომელიც დაკავშირებულია 4 მოსამართლის დასანქცირებასთან”- კობახიძე

„ვხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, რომ წარმოადგინოს მტკიცებულები, რომელიც დაკავშირებულია ოთხი მოსამართლის დასანქცირებასთან,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. „ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ვხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, რომ წარმოადგინოს მტკიცებულები, რომელიც დაკავშირებულია ოთხი მოსამართლის დასანქცირებასთან, რაც ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის არასწორი დამოკიდებულება ქართველი საზოგადოების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. აქედან გამომდინარე, კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს მისი მხრიდან, თუმცა…

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ 5 პირს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ 5 პირს. სანქცირებულთა შორის არიან მოსამართლე, ორი გამომძიებელი და უსაფრთხოების სამსახურის ორ აგენტი უსაფრთხოების სამსახურის ორი აგენტი, რომლებსაც კავშირი აქვთ 2015 და 2017 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლასთან. დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ ყარა-მურზას დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 17 აპრილს რუს ოპოზიციონერ აქტივისტ ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკას უკავშირდება.

მეტი...

კასპში შვილმა 80 წლის დედას სცემა

კასპის მუნიციპალიტეტში შვილმა 80 წლის დედას სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ტვ მონიტორინგი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ძალადობაში არაერთხელ იყო მხილებული და დედის ცემის გამო  სასჯელს ადრეც იხდიდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.

მეტი...

,,საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია”- ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციაზე

,,საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია,” – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის. „მე ძალიან მახარებს, რომ 2023 წლის აპრილში, 2 წელიწადნახევრის შემდეგ, რაც ეს პარლამენტი შეიკრიბა ჩვენ ვხედავთ სავსე დარბაზს. ძალიან მიხარია, რომ გუშინ „მინისტრის საათზე“ ოპოზიცია მობილიზებული იყო, თავიდან ბოლომდე მოუსმინეს და კითხვებიც კი დაუსვეს მინისტრს, შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის. საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს,…

მეტი...

,,არ ემეტებათ ფული, ძვირი ღირს”- აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლებმა ადმინისტრაციის შენობასთან მეორედ გაათენეს ღამე. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე თვეა მედიკამენტი ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. ,,არ ემეტებათ ფული, ძვირი ღირს. დამერწმუნეთ ეს რომ ღირდეს 100 000 ძალიან მალე შემოიტანდნენ. ეშინიათ, რომ სხვებიც გამოჩნდებიან. ფინანსებია პრობლემა. ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ჩემთვის მილიარდი ღირს. ჩემი შვილისთვის მინდა წამალი. წამალს ვითხოვთ. ვიხოცებით, ქუჩაში რატომ უნდა მეძინოს სამი შვილის დედას?”- განუცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ”მთავარ არხს”.

მეტი...

სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 8 მცირე გაზგამანაწილებელი კომპანია, რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. 75 000 ლარით დაჯარიმდა შპს „მამედი“ – კომპანია მარნეულის რაიონის მომხმარებელს ბუნებრივ გაზს აწვდიდა თვითნებურად დადგენილი ტარიფით, რაც აღემატებოდა სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ზღვრულ ტარიფს. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მამედის“ ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმე შესასწავლად გადაეგზავნა სამართალდამცავ უწყებებს. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „აკრიანი 2006“, შპს „დიდი დიღომი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს…

მეტი...

სუდანში, სავარაუდოდ, ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაიწვა

სუდანის აეროპორტში სავარაუდოდ, ქართული ავიაკომპანიის Myway Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737-800 დაიწვა. თვითმფრინავი ავიაკომპანია Badr Airlines-ის ლიზინგის წესით ჰქონდა აღებული. ავიაკომპანია Myways Airlines-ის დირექტორი, რატი ბაკურაძე ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს, ნამდვილად დაიწვა თუ არა მათი თვითმფრინავი. ,,ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. ჩვენი პარტნიორებისგან ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. კადრები ჩვენც ვნახეთ და გარკვეული ვარაუდიც არსებობს, მაგრამ სანამ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვექნება, ვერაფერს გეტყვით”,–  განუცხადა ბაკურაძემ BM.GE– ს.  

მეტი...

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები კვლავ მთავრობის კანცელარიასთან არიან შეკრებილნი

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები კვალავ მთავრობის კანცელარიასთან არიან შეკრებილნი. ისინი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლებმა ადმინისტრაციის შენობასთან მეორედ გაათენეს ღამე. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე თვეა მედიკამენტი ვოზორიტიდს ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. გუშინ მშობლებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა და მათი მისცა გარანტია, რომ თუ სექტემბრის მონაცემებით, რამდენიმე, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო  ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს.

მეტი...

,,ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი”- იენს სტოლტენბერგი

,,ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი”,–  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში რამშტაინის ფორმატის შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას ომის დასრულების შემდეგ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა,  თავიდან აიცილოს ახალი თავდასხმა. „გუშინ კიევში განვაცხადე, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია და ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ახლა მთავარი ფოკუსია, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

,,2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა”- ”ქართული ოცნება”

,,2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. ,,2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. პირველი, ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, ხოლო მეორე – კოვიდიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისი 2020 წელს. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია”- ”ქართული ოცნება”

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა რეგიონში არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის უშუალო საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი წნეხის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება;…

მეტი...

,,ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული”- ”ქართული ოცნება”

,,ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ,,ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს; მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ღირებულებების და მის მიერ დამკვიდრებული და გუნდისთვის…

მეტი...

,,ქართული ოცნების პრინციპები უცვლელია – ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა, მშვიდობა, განვითარება”- კახა კალაძე

2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,11 წლის წინ, როდესაც ქართული ოცნება დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება. დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი…

მეტი...

,,111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა და დიდი ტრაგედია იყო, 11 წლის წინ “ქართული ოცნება“ შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო” – ვაშაძე

,,111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა და დიდი ტრაგედია იყო და 11 წლის წინ „ქართული ოცნება“ შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განცხადა. გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლის შესრულებას გამოეხმაურა. ,,სხვათა შორის, 111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა და დიდი ტრაგედია იყო და 11 წლის წინ „ქართული ოცნება“ შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში. რას ჰპირდებოდა ხალხს „ქართული ოცნება“? – სამართლიანობის აღდგენას, „კლანის“ დასრულებას, ეკონომიკურ აღმავლობას, სოფლის განვითარებას… უამრავი დაპირება ჰქონდა. არც ერთი დაპირება…

მეტი...

ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ ორი ოფისი დალუქეს

ბიზნესცენტრ “ატრიუმში”, სადაც გუშინ სამართალდამცველები შევიდნენ, ორი ოფისია დალუქული. საგამოძიებო უწყებებს “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრებმა შენობაში შესაძლო ქოლ-ცენტრების მუშაობაზე, ინფორმაცია გუშინ მიაწოდეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რას საქმიანობას ეწეოდნენ დალუქულ ოფისებში არსებული კომპანიები. „ატრიუმში“ სამართალდამცველები შევიდნენ

მეტი...

,,რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო დაგვიფასებს ქართველი ხალხი”- იაგო ხვიჩია

,,ხელისუფლების შტოთა კავშირი დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან, მგონი, კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია,”- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, საქმე იმაზე უკეთესად წავიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. „საქმე იმაზე უკეთესადაც წავიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. აქამდე ვიბრძოდით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ დავუბლოკეთ კანონის მიღების საშუალება. ქართველ ხალხს ოპოზიცია 50 კაცით ვერაფერს გაუკეთებს იმაზე უკეთესს, ვიდრე პარლამენტის მუშაობის პარალიზებაა, რომ ხელისუფლება ვერ იღებდეს კანონებს ათასგვარ მავნებლობებს, რომლებიც ახლა პარლამენტში იხილება. ეს არის ფასდაუდებელი საქმე ქართველი ხალხის წინაშე. მოვუწოდებ ოპოზიციას, ეს არ შეწყვიტოს, ვიაროთ და…

მეტი...

,,გაუგებარია ოპოზიციის სიჯიუტე”- მიხეილ სარჯველაძე

უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ოპოზიციის სიჯიუტე გაუგებარია. მისი თქმით, გაუმართლებელია ვინმესთვის პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად, საგამოძიებო კომისიის შექმნა. ,,გაუგებარია ოპოზიციის სიჯიუტე ამ საკითხთან დაკავშირებით, გაუგებარია იმიტომ რომ მე მგონი ნახეს ის პრინციპული პოზიცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას და ეს პრინციპული პოზიცია მთლიანად ეყრდნობა კონსტიტუციის პათოსს, იმ თვალსაზრისით, რომ რა თქმა უნდა გაუმართლებელია ვინმესთვის პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც რეალურად ძირს გამოუთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის განხორციელებისთვის”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ცნობისთვის, პარლამენტში…

მეტი...

,,მოდით, გავშალოთ ფრონტი, ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, დავდგეთ ყველა ერთად”- გიორგი ვაშაძე

,,მოდით, გავშალოთ ფრონტი, ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, დავდგეთ ყველა ერთად, რათა უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საჭირო აქციები, რადგან ოპოზიციის ერთიანობამ გააშიშვლა „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ გაშიშვლებულია. აღიარებითი ჩვენება სამგზის მისცეს, რომ ისინი არიან კლანი, მათი დავალებით მოქმედებდნენ სასამართლო სისტემაში, რომ სწორედ ისინი სჩადიან დანაშაულს და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოსამართლეებს გადაწყვეტილებებს აღებინებენ. მეორე, მთავარი პრობლემა, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, გვაქვს დრო და მოდით, გავშალოთ ფრონტი. ვისაუბროთ ღიად ამ…

მეტი...

25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ბრიუსელში შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში შეხვდება. ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სტოლტენბერგი პრემიერს ნატო-ს სათავო ოფისში მიიღებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია.

მეტი...

,,ძაღლმა საკუთარ კუდს უკბინა, უკრაინის განადგურების ძებნაში, რუსეთმა შესაძლოა საკუთარი თავი გაინადგუროს”- პოდოლიაკი

,,ამ ღამით ბელგოროდში ძაღლმა საკუთარ კუდს უკბინა”- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბელგოროდში მომხდარ აფეთქებას. ,,ამ ღამით ბელგოროდში ძაღლმა საკუთარ კუდს უკბინა: უკრაინის განადგურების ძებნაში, რუსეთმა შესაძლოა საკუთარი თავი გაინადგუროს. “სილა და ტაში“. დაუშვებელია, რომ უკრაინის გაერთიანებული ძალები და განვითარებული ტექნოლოგიებისა და ნატოს სტანდარტების მქონე მოკავშირეები უსარგებლო, კორუმპირებულ საბჭოთა არმიასთან დამარცხდნენ,”- წერს პოდოლიაკი. ძლიერი აფეთქება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში

მეტი...

,,ვერავინ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატო-ში პოლიტიკური მოწვევა არ გაჟღერდება”- ზელენსკი

,,ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი ნატოს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ  ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატოში დამსახურებული პოლიტიკური მოწვევა არ გაჟღერდა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ  განაცხადი დაკმაყოფილებულიყო. ,,კიევში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებები უკრაინის დაცვას მიეძღვნა. ჩვენ ვემზადებით რამშტეინის შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია მნიშვნელოვანია. ასევე ვემზადებით ვილნიუსში ნატოს სამიტისთვის, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი, მაგრამ მისი შინაარსი უკვე მუშავდება. ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი ნატოს სივრცის…

მეტი...

,,გვარამიას შეწყალებაზე მოთხოვნის არ გათვალისწინება იქნება დიდი დარტყმა ევროპული მომავლისთვის”- ხოშტარია

,,დღეს პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი დილემა – ისევ წავიდეს ოცნების მიმართულებით და დაუპირისპირდეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას თუ მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია,”- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარია  ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილს ეხმაურება, რომლითაც  პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ,,ეს ხდება შუალედური შეფასების წინ, რომელიც იქნება მაისში, რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს ახლა, ერთი წლის თავზე, ჩვენ ევროპულ პერსპექტივაზე. ევროპულ პერსპექტივასთან კავშირი წერია ამ წერილშიც და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ…

მეტი...