„კარგია, რომ „ქართულ ოცნებას“ 19% აქვს და დანარჩენი ოპოზიციისაა“ – იაგო ხვიჩია

პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „გირჩს“ ებრძვიან, რადგანაც მათი არც ერთი წევრი შეუყვანიათ კვლევებში. როგორც ხვიჩია აცხადებს უნდა, რომ ამ კვლევებს ენდობოდეს, თუმცა, ვერ ენდობა.

„როცა ვხედავ, რომ პოლიტიკოსების გამოკითხვებში არც ერთი ადამიანი არ არის შეტანილი ჩვენი პარტიიდან, ვგრძნობ, რომ გვებრძვიან.  ბრძოლის ფარგლებშია ეს გაკეთებული. მიჭირს დავიჯერო დანარჩენი მონაცემების უტყუარობა. თუ ეს ყველაფერი მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგია უნდა შეცვალოს. ფიზიკურად გამორიცხულია ამ მიმართულებით გაგრძელება და წარმატების მიღწევა. კარგია ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 19% აქვს და დანარჩენი ხმები ოპოზიციისაა.  ბოლომდე ამ კვლევის სანდოობაში დარწმუნებული ვერ ვიქნები იმიტომ, რომ არ მაქვს პასუხი კითხვაზე, ჩვენ რას გვერჩიან. რატომ არ ვართ ამ კვლევაში“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

მსგავსი თემები