პრეზიდენტმა მშობლებს უთხრა, რომ პრეპარატი, რომელსაც ისინი ითხოვენ, უსაფრთხოა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა. როგოც შეხვედრიდან გამოსული მშობლები აცხადებენ,სალომე ზურაბიშვილისგან მათ მიიღეს ინფორმაციას, რომ პრეპარატი რომლის შემოტანასაც მშობლები ითხოვენ, აბსოლუტურად უსაფრთხოა.

„პრეზიდენტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მან გადაამოწმა პრეპარატთან დაკავშირებით ინფორმაცია და დადასტურდა რომ ეს პრეპარატ ჩვენი შვილებისთვის არის აბსოლუტურად უსაფრთხო“ – აცხადებენ მშობლები.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები, მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა-მარშისთვის ემზადებიან, მათი მოთხოვნაა „წამალი ბავშვებს.

მსგავსი თემები