,,ზურგზე დაეცა თავით, აბსოლუტურად შავი ფერის იყო ადამიანი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტს შაბათს გონების დაკარგვის ორი ეპიზოდი ჰქონდა. მისი თქმით, როდესაც სააკაშვილმა მეორედ დაკარგა გონება, იმ დროს პალატაში ექთანი და საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

,,პირველ შემთხვევაში მე და ჩემი შვილი ვიყავით. ზურგზე დაეცა თავით, მთლიანად სიგრძეზე, იყო აბსოლუტურად შავი ფერის ადამიანი, მაშინვე შემოვიდნენ ბადრაგები და ექთანი, აიყვანეს ამ ბიჭებმა და დააწვინეს გასაშლელ სავარძელზე, რომელზეც იჯდა მანამდე. დრო დაგვჭირდა, რომ მოგვესულიერებინა. რომ მოვიდა გონზე, მე მიყურებდა და მკითხა რა დამემართაო. ჩხაიძე იქ არ დასწრებია ამას ყველაფერს და არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიწოდებული, მე ვარ ცოცხალი მოწმე ამის”, – განუცხადა გიული ალასანიამ ”მთავარ არხს”.

მსგავსი თემები