ბახმუტში უკრაინელი ჟურნალისტი და სამხედრო დაიღუპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით ბახმუტში, უკრაინელი ჟურნალისტი და სამხედრო ვოლოდიმირ მუკანი ბახმუტში დაიღუპა. მედიის ცნობით, ვოლოდიმირ მუკანი ბახმუტში 29 აპრილს საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. ,,უკრაინის შეიარაღებული ძალების უმცროსი ლეიტენანტი, ვლადიმერ მუანი 29 აპრილს ბახმუტში დაიღუპა. ომამდე მუკანი მუშაობდა ჟურნალისტად Gazeta po-Ukrainian-ში, ჟურნალ Kraina-სა და Gazeta.ua-ში. რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო უკრაინის ყველაზე დიდი რეტრო ფესტივალის Old Car Land-ის თანაორგანიზატორი” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

რუს სამხედროებს სიმთვრალის გამო მიწისქვეშა საკნებში ათავსებენ – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო თვეებში რუსმა მეთაურებმა დისციპლინური დარღვევის გამო სამხედროების დასჯა და მათი ე.წ. ზიდანში მიწაში გათხრილ და იმპროვიზებულ საკნებში განთავსება დაიწყეს. გენერლები სამხედროებს საკნებში ძირითადად სიმთვრალისა და კონტრაქტის შეწყვეტის მცდელობის გამო ათავსებენ. დაზვერვის ცნობით, ომის პირველ თვეებში რუსმა მეთაურებმა შედარებით მსუბუქი ზომები მიიღეს და სახლში დაბრუნების მსურველებს ფრონტის დატოვების საშუალება მისცეს, თუმცა 2022 წლის შემოდგომის შემდგომ, რუსეთმა არაერთი “დრაკონული ინიციატივა” დაამტკიცა, რაც ბრძოლის ველზე დისციპლინის ამაღლების მოტივით დისციპლინური ნორმების გამკაცრებას გულისხმობდა.

მეტი...

,,უბრალოდ შეწყვიტეთ თავის მართლება და აგრესორის წახალისება”- პოდოლიაკი მერკელს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებას ეხმაურება. პოდოლიაკის  თქმით, ყოფილი კანცლერი თავს იმართლებს. ,,ყოფილმა კანცლერმა მერკელმა, რომელმაც მთელი ევროპა რუსეთის ენერგეტიკაზე ტოტალურ დამოკიდებულებაში ჩააყენა, თავს იმართლებს: “მე გავაკეთე ყველაფერი, რომ რუსეთს არ დაეწყო ომი, ამიტომ მივიღე…რუსული იაფი გაზი”. ფანტასტიკურია. ომი არ დაიწყო, ხომ? მერე მერკელი აგრძელებს: “უნდა ვიფიქროთ მოლაპარაკებებზე, ყველა მშვიდობისმყოფელი პუტინივით არ ფიქრობს”. ერთი კითხვა მაქვს: მოლაპარაკებები რაზე? ისევ იაფ გაზზე რუსეთიდან? ეს აუცილებლად უკრაინის განადგურებული ტერიტორიების და ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლის ფასად უნდა მოხდეს? და რაც მთავარია, მოლაპარაკებები ვისთან? – ოფიციალურად აღიარებული საერთაშორისო…

მეტი...

ზუგდიდში ქუჩაში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ზუგდიდში ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით ჩვილი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს. ცნობილია, რომ ბავშვი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს. დედის ვინაობა დადგენილია, თუმცა ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩვილი სავარაუდოდ, 2 დღისაა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

მეტი...

,,საზოგადოება ითხოვს მშვიდობას, არა ომს”- აქცია რესპუბლიკის მოედანზე

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით – „მოვდივარ!“ მიმდინარეობს. შეკრების მთავარი სლოგანი ასეთია – „არა ომს!“. ,,ჩვენი ხალხი, საზოგადოება ითხოვს მშვიდობას, არა ომს. მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ არა ყველანაირ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებს და გამოვლინებებს, ქვეყნის არევას, ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს, დამცირებას და შეურაცხყოფას, მუდმივ რყევას და დასამარებას. მოვდივართ იმიტომ, რომ შევიგრძნოთ ერთსულოვნების სურნელი და გავიხაროთ ერთმანეთთან შეხვედრით. ამიტომ ვამბობდით მოვდივართ და ამიტომაც მოვედით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა პაპუაშვილმა.  

მეტი...

,,წლიდან წლამდე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა კი მაინც ერთ ნიშნულზე გვაქვს”- ვაჟა იორდანიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

,,მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მაინც ერთ ნიშნულზე გვაქვს,”- ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ვაჟა იორდანიშვილმა  „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა, მძღოლები უფრო მობილიზებული არიან და ავტომობილები შედარებით მოწესრიგებულ მდგომარეობაში მიჰყავთ ტექინსპექტირების ცენტრში. „ყველაზე დიდი პრობლემა არის მიმართვიანობა. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მაინც ერთ ნიშნულზე გვაქვს. 2019 წელს 788 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა ტექინსპექტირება, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 785 ათასი იყო. გამოდის, რომ ავტომობილების რაოდენობის…

მეტი...

ავიაკომპანია Ryanair 220 რეისს აუქმებს – ფრენების გაუქმება დაახლოებით 40 ათას მგზავრს შეეხება

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საფრანგეთში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო მომავალი შაბათ-კვირისთვის დაგეგმილ 220 რეისს აუქმებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორის, მაიკლ ო’ლირის განცხადებით, Ryanair-მა  გაფიცვის შესახებ შესაბამისი შეტყობინება საფრანგეთის ხელისუფლებისგან მიიღო. მას ვითარება სრულიად მიუღებლად” მიიჩნია და ამბობს, რომ სატრანზიტო ფრენები გაფიცვის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს. ფრენების გაუქმება დაახლოებით 40 ათას მგზავრს შეეხება.  წყარო – brg.ge

მეტი...

,,დღეს ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულები, აღჭურვილები და ბრძოლისუნარიანები არიან”- შალვა პაპუაშვილი

„თავდაცვის ძალების დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი; ადამიანებისადმი, რომლებიც სიმამაცით და ღირსეულად დგანან ჩვენი სამშობლოს და ხალხის დაცვის სადარაჯოზე”,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველი სამხედროები იცავენ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფასს – დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას. „უკრაინაში რუსეთის აგრესიის, უკიდურესად რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას. დღევანდელ დღეს ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულები, აღჭურვილები და ბრძოლისუნარიანები არიან. წლების…

მეტი...

,,ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს, მთავარ გარანტს”- პრემიერი

,,ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზემო ღონისძიებაზე განაცხადა. პრემიერმა  სამხედროებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ყველას, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო სამხედროებს, რომელებიც ღირსეულად ემხსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ, თავდადებულ და გმირ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანთან ერთად მამაცურად იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ქართული…

მეტი...

ბავშვები წყალბურთს ტალახიან, დატბორილ გუბეში თამაშობენ

გორში, ბავშვები წყალბურთს ხიდის ქვეშ, ტალახიან, დატბორილ გუბეში თამაშობენ. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვების თამაშის პარალელურად, როგორ გადაადგილდებიან ავტომობილები დატბორილი ხიდის ქვეშ.

მეტი...

,,ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში მთავრობას განსაკუთრებული გონიერება მართებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

 ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს, ჩვენი ვალია მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზემო ღონისძიებაზე განაცხადა.  მისი თქმით, რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში მთავრობას,  ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს. „ჩვენი ვალია მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან რთული დროა მთელს მსოფლიოში, რუსეთის აგრესიაა უკრაინაში, ომი,…

მეტი...

,,რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ აგრესიული ქმედებები და მუქარის ტონი ჩვენს მუდმივ ორიენტაციაზე გავლენას არ ახდენს”- პრეზიდენტი

,,რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ აგრესიული ქმედებები და მუქარის ტონი ჩვენს მუდმივ ორიენტაციაზე გავლენას არ ახდენს”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი. ,,რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებასა და ორიენტაციაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილებების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

,,ვგულშემატკივრობთ უკრაინას, მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს”- სალომე ზურაბიშვილი

,,სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად ვხედავთ, რომ უცხო შემოჭრილი ძალა ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა და ძველ ფორმებთან ერთად გაჩნდა მთელი რიგი ახალი საფრთხეებისა. ,,დღესაც, 21-ე საუკუნეში, აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრონულად ჟღერდეს, ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რამეთუ აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი.…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 477 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის გენერალური პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 477 ბავშვი დაიღუპა. ,,2023 წლის 30 აპრილის დილის მონაცემებით, უკრაინაში 1 432-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა რუსეთის სრულმასშტაბური შეიარაღებული აგრესიის გამო. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 477 ბავშვი და დაშავდა 955-ზე მეტი”, – ნათქვამია ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს სამუშაოები საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით დატყვევებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა დონეცკის ოლქში – 452, ხარკოვის ოლქში – 275, კიევის ოლქში – 128, ხერსონის ოლქში – 94, ზაპორიჟჟის ოლქში – 89, მიკოლაევის ოლქში…

მეტი...

,,რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს”- სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. „30 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება…

მეტი...

,,ლაზარე მიზანმიმართულად ჰყავთ დაკავებული, კრემლს აბარებენ ანგარიშს, რომ ყველას, ვინც ანტირუსულ კამპანიაში ჩაერთვება, დასჯიან”- ლევან ხაბეიშვილი

,,რუსულმა ოცნებამ, რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა რეჟიმმა, რომელიც იმართება პირდაპირ კრემლიდან, საქართველოში დასჯადი გახადეს ევროპის მხარდაჭერა,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი მძევლად ჰყავთ აყვანილი და კრემლს აბარებენ ანგარიშს, რომ ყველას, ვინც ანტირუსულ კამპანიაში ჩაერთვება, დასჯიან. ,,ამასობაში, ვნახეთ, რომ მათ ფაქტობრივად მძევლად აიყვანეს 21 წლის ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისი. მინდა, მთელ საქართველოს, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა შემდეგი რამ: ჩემო მეგობრებო, ყველა, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, ევროკავშირში, თქვენ გემუქრებიან დაკავებით და ამის ნათელი დადასტურება და გამოხატულება არის ლაზარე. ლაზარეს დაკავების…

მეტი...

რუსეთში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – რუსი გუბერნატორი უკრაინას ადანაშაულებს

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ სოფელ სუზემკაში საცხოვრებელი კორპუსის ხანძარი და ნაწილობრივი განადგურება, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად იყო გამოწვეული. ,,უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს სოფელი სუზემკა, არის ერთი მსხვერპლი. ჭურვის სროლის შედეგად გაჩნდა ხანძარი და ერთი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ დაზიანდა. ადგილზე ყველა სერვისი მუშაობს“,- დაწერა ბოგომაზიმ ტელეგრმზე. 26-27 აპრილის ღამეს რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ კლიმოვოში ელექტროენერგია გაითიშა, ადგილობრივი ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ეს უკრაინული ჯარების მხრიდან შეტევა იყო.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 33 წლის კაცის ცხედარი ტყეში მოკლული იპოვეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 2 დღის წინ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ჯეირან მარღანია მოკლული იპოვეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით,  ცხედარი გაგრის გზაზე, ცენტრალური გზიდან 50 მეტრში ტყეში, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის კაცი 2 დღის წინ, სავარაუდოდ, “აფხაზურმა დაჯგუფებამ” გაიტაცა. გატაცების დროს კი მას თან ჰქონდა დიდი რაოდენობით თანხა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა.

მეტი...

,,დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში არეულობაა”- უკრაინის გენშტაბი

,,დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში არეულობაა,”- ასე ეხმაურება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის ნავთობის საცავში გუშინ მომხდარ მასშტაბურ აფეთქებასა და ხანძარს. მათივე ცნობით, მასშტაბური ხანძრის შედეგად, განადგურდა 10 ნავთობის ავზი, რომელთა საერთო ტევადობა დაახლოებით 40 000 ტონას შეადგენს. ,,კოზაჩას ყურის მახლობლად მდებარე ნავთობის საცავში გაჩენილი გუშინდელი მასშტაბური ხანძრის შედეგად, განადგურდა 10 ნავთობის ავზი, რომელთა საერთო ტევადობა დაახლოებით 40 000 ტონას შეადგენს. ამასთან დაკავშირებით, ქალაქში გავრცელდა პანიკური ჭორები რუსეთის საჰაერო თავდაცვის უუნარობის შესახებ, უზრუნველყოს საკუთარი სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება. თავის მხრივ, დროებით ოკუპირებულ ყირიმში ეგრეთ წოდებული “ცხელი სადღესასწაულო სეზონის” დაწყების შეგრძნებით,…

მეტი...

,,ბოლომდე ვიცავთ ნებისმიერი ჯგუფის ინტერესს, მაგრამ ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ”- მამუკა მდინარაძე

,,ბოლომდე ვიცავთ ნებისმიერი ჯგუფის ინტერესს მაღალი სტანდარტით, მაგრამ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ, ამისთვის არავინ არ უნდა იფიქროს, საიდანღაც გარიცხვაზე და სხვა სახის მუქარებზე,”-  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის პოლიტიკურო ოჯახიდან შესაძლო გარიცხვის თაობაზე დასმული კითხვას უპასუხა. „ხაზგასმით ვამბობ, თუ ვიღაცისთვის მიუღებელია, „ქართული ოცნება“ იღებდეს მონაწილეობას კონფერენციაში, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, წარსულის პატივისცემაზე, განვითარებაზე, მომავალზე, რწმენაზე და მის თავისუფლებაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზეა საუბარი და  ამ საკითხებზე ლაპარაკისთვის, ვიღაცამ საიდანღაც უნდა გაგვრიცხოს, შეიძლება, ჩვენ ნებისმიერთან ვილაპარაკოთ ურთიერთობების გადახედვაზე. საქართველოში უნდა გვქონდეს იმის…

მეტი...

ვაზისუბანში მანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა 3 ადამიანი

ვაზისუბანში მანქანა ხევში გადავარდა – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა.  2 ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული.

მეტი...

,,სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის იმ საწინააღმდეგო კამპანიაში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია წარმართავს. ,,სამწუხარო ის არის, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში, რომელსაც წარმართავს რადიკალური ოპოზიცია. თქვენ გახსოვთ იგივე პარლამენტის კედლებში მის მიერ გაკეთებული განცხადებები. ეს ძალიან სამწუხაროა. იმედი დავიტოვოთ, რომ მომდევნო შემთხვევაში ის სხვანაირ განცხადებების გააკეთებს. თუმცა არ ვიცი, რამდენად შეიძლება გვქონდეს ამ კუთხით ოპტიმიზმის საფუძველი. დაველოდოთ, ვნახოთ როგორი იქნება მისი პოზიცია. იმედია ის არ გააგრძელებს იმ ხაზს, რომელიც ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის იმ ხაზს, რომელიც ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...