კიევ-პეჩორის ტაძარში, 300 წლის მანძილზე, მსახურება უკრაინულ ენაზე პირველად ჩატარდა

უკრაინელმა მორწმუნეებმა კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე პირველად მოისმინეს. 300 წლის მანძილზე ტაძარში მსახურება უკრაინულად არ ჩატარებულა. ტაძრის შესასვლელთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო. ჩხრეკდნენ ყველა შემსვლელს.  ღვთისმსახურება ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა აღავლინა.  

მეტი...

პოლონეთი და უნგრეთი უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვების იმპორტს  კრძალავს

უკრაინიდან პოლონეთსა და უნგრეთში  მარცვლეულია  და სხვა  პროდუქტების იმპორტი არ განხორციელდება. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს პოლონეთში მარცვლეულის, ასევე სურსათის სხვა ათობით სახეობის იმპორტს“, – აღნიშნულია  პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის,  ლეხ კაჩინსკის განცხადებაში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლონეთი უკრაინის უცვლელ მეგობრად და მოკავშირედ რჩება. „ჩვენ მას მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინას, თუმცა, ყველა სახელმწიფოს, ყველა კარგი ხელისუფლების ვალდებულებაა, ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესი“, – განაცხადა კაჩინსკიმ. პოლონეთის აკრძალვას უნგრეთიც უერთდება.

მეტი...

„ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო“ – ზელენსკი აღდგომის დღესასწაულზე

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინას და უკრაინელებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და გამარჯვებას უსურვებს „ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ კი არ ველოდებით და ვითხოვთ, ვიმარჯვებთ და თავად ვქმნით ამ გამარჯვებას“ – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. მისივე თქმით, რთული მწვერვალები გასავლელია. „417 დღე. დიდი გზა გავიარეთ. ალბათ, ყველაზე რთული მწვერვალები წინ გველის. გადავლახავთ და ერთად შევხვდებით ჩვენს გარიჟრაჟს… ყველა, ვინც მოკლა, აწამა, გაძარცვა, პასუხს აგებს როგორც საერთაშორისო ტრიბუნალის, ასევე უფლის წინაშე“, – აცხადებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი.

მეტი...

აღდგომის ღამეს უკრაინა მასიურად დაიბომბა

უკრაინის ერთ-ერთი ოლქი – ზაპოროჟიე აღდგომის ღამეს დაბომბეს. რუსეთის მიერ განხორციელებულ შეტევაზე ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში საუბრობენ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, შენობებთან ერთად ტაძარიც დაზიანდა. „ოკუპანტებისთვის წმინდა არაფერი არსებობს. დაბომბვისას დაზიანდა  ადგილობრივი ეკლესია,  რომელშიც, საბედნიეროდ, წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა. განადგურდა მიმდებარე შენობები“ – აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მალაშკო.  

მეტი...

„იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას – მშვიდობა ვერ დაივანებს“ – პატრიარქი

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი“ – ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში. “ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ” –  გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს. მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას – მშვიდობა ვერ დაივანებს. ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა…

მეტი...

„შესაძლოა ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს“ – პატრიარქი

„ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი – თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში“ – ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში და რეალურ თავისუფლებაზე საუბრობს. „თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და…

მეტი...

„მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ“ – კათოლიკოს პატრიარქი

სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქი ურწმუნო ადამიანებზეც ამახვილებს ყურადებას და ბრძანებს, რომ მრავლად არიან ასეთი ადამიანები. „სამწუხაროდ, ადრეც და, მითუმეტეს, ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება. მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც“ – ბრძანებს პატრიარქი. სააღდგომო ეპისტოლეს მიხედვით, ატეისტი მეცნიერებიც არიან, რომლებიც შემოქმედის ნაკვალევს ბერ ამჩნევენ. „რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ათეისტი მეცნიერებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში შემოქმედის ნაკვალევს. ასეთ სულისკვეთებას…

მეტი...

„ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება“ – პატრარქის ეპისტოლე

„მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ“ – ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში. „ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, “რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა” (1კორ. 15:16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: “ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ” (ინ.14.23). ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება. მართალია, ახლობელთან…

მეტი...

„წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია“ – ილია მეორე

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის შებრძოლებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ბრძანებს, რომ, ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. „დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: “მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მომართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი” (ეს.41.13); გვახსოვდეს და გჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც “უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ”. უფალი ყველას სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით – მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ.…

მეტი...

„ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს“ – პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, “გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა” (წმ. იოანე ოქროპირი)“ – ბრძანებს პატრიარქი და ყველას ულოცავს აღდგომას. ქრისტე აღდგა! დგება ჟამი ახალი პასექისა! „დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ სასწაულით დასრულდა ამქვეყნად მაცხოვრის ღმერთკაცობრივი, გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლი, ჩვენი ხსნისათვის გაღებული. ამპარტავნების გამო აკრძალული ხისკენ ადამის გაწვდილი ხელის ნაცვლად, მწყემსი კეთილი საკუთარ ხელს იწვდის ჯვარზე…

მეტი...