ავიაცია საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას არ ადასტურებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიგეგმა. „საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა. რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.  

მეტი...

„დღეს ჩვენც მოვედით აქ, მაცხოვრის ჯვართან გოლგოთაზე და ვფიქრობთ იმაზე, სად გვეკუთვნის დგომა“ – მეუფე შიო

„თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა არის ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინება” – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს, წმინდა გარდამოხსნის გამოსვენებისას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა: „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ ვიხსენებთ მოვლენას, რომელიც გონებისთვის მიუწვდომელი და ენით გამოუთქმელია. თვით ძე ღმერთი მოვიდა დედამიწაზე ადამიანთან, რომელსაც ამზადებდა მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ შეხვედრისთვის, იმისთვის, რომ გამოეხსნა ცოდვისა და სიკვდილის წყვდიადისაგან და შეეყვანა ზეციური ცხოვრების ნათელში.…

მეტი...

ლავროვის განცხადებით, დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს

კრემლი დასავლეთს ისევ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს,  დასავლეთი აქტიურად ცდილობს საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტი” გახსნას. როგორც რუსი დიპლომატი განმარტავს, დასავლეთის აქტიური მცდელობა სახეზეა. „ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და ვამჩნევთ. შესაბამისად ვმოქმედებთ. არც ვისვენებთ და ყველაფერს ვითვალისწინებთ დაგეგმარებაში, სამხედრო მიმართულებით, პოლიტიკური მიმართულებით, დიპლომატიური მიმართუlებით და ყველა მხრივ“ – განმარტავს ლავროვი. რუსი დიპლომატი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს იწონებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს მიხვდა და „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობის მიმართულებით პასუხისმგებლიანად მოიქცა.

მეტი...

,,უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა, თუ მხარდაჭერაზე ვიტყვით უარს, ომი დასრულდება” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა  ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და პარტნიორების მხარდაჭერის შეჩერების შემთხვევაში ომი მაშინვე დასრულდება. ორბანის თქმით, ევროპა უზრუნველყოფს თანხებს უკრაინის პენსიებისთვის, ხელფასებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის საჭიროებებისთვის, ამიტომ, ”არ შეიძლება ეს გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით”. ,,უკრაინა ფინანსური გაგებით არარსებული ქვეყანაა და მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. საკითხავია ვუჭერთ თუ არა უკრაინას მხარს. როგორც კი ვიტყვით, რომ არა – ომი დასრულდება,”– განაცხადა ვიქტორ ორბანმა.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვაზე – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვაზე – გავრცელებული ინფორმაციით,  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წყარო: პრაიმტაიმი.

მეტი...

უკრაინამ 82 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით,  ქვეყანამ 82 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. მათივე ცნობით,  ცხედრების გადაცემა  ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად ხდება. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადაყვანა მოხდა რეინტეგრაციის სამინისტროსთან არსებული დაკარგული პირების კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით.  

მეტი...

,,საფრანგეთი მზად არის, უკრაინას ორი მილიარდი ევრო გამოუყოს”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, საფრანგეთი მზად არის უკრაინას ორი მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს. „საფრანგეთი მზად არის გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში, უკრაინას ორი მილიარდი ევრო გამოუყოს. თანხის ნაწილი რესტავრაციას მოხმარდება“, – წერს შმიგალი.  

მეტი...

,,ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, გასათავისუფლებლად გამოვიყენებთ ყველა იარაღს, რაც აკრძალული არ არის”- დანილოვი

,,ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და გასათავისუფლებლად გამოვიყენებთ ყველა იარაღის, რომელიც აკრძალული არ არის,”- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ოლექსი დანილოვი წერს. ,,ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ჩვენ გამოვცდით და გამოვიყენებთ იქ ყველანაირ იარაღს, რომელიც საერთაშორისო სამართლით არ არის აკრძალული და რომელიც დაგვეხმარება გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები,”- წერს დანილოვი.

მეტი...

„საჭირო თუ იქნება, გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი”- ბელარუსის თავდაცვის მინისტრი

ბელარუსის თავდაცვის მინისტრიდ, ვიქტორ ხრენინის განცხადებით,  ბელარუსში განლაგებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ რუსეთი შეძლებს. მისივე თქმით, ბელარუსი ამზადებს ადგილებს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსებისთვის „საჭირო თუ იქნება, ჩვენ გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ჩვენ უკვე ვამზადებთ ობიექტებს. მტრული რიტორიკა თუ გაგრძელდება, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ძალით ვუპასუხებთ ძალას, სხვაგვარი ქმედება დასავლეთს არ ესმის“, – განაცხადა ხრენინმა.

მეტი...

აფრიკის ორ ქვეყანაში მარბურგის ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა

აფრიკის ორ ქვეყანაში, ტანზანიასა და ეკვატორულ გვინეაში მარბურგის ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვირუსი ისეთივე სასიკვდილოა, როგორც ებოლას ციებ-ცხელება. 6 აპრილის მდგომარეობით, რვა დადასტურებული შემთხვევიდან ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, იტყობინება აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. პირველი შემთხვევების გამოჩენის შემდეგ, ეკვატორულ გვინეაში მარბურგის 15 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ამ პაციენტებიდან თერთმეტი გარდაიცვალა დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში.

მეტი...

,,პრეზიდენტმა მოიტყუა”- რატი იონათამიშვილი

,,პრეზიდენტმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ მას სტრასბურგში გამგზავრების უფლება დროზე არ მისცეს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს მთავრობის მხრიდან არანაირი ხელშეშლა არ ჰქონია. „პრეზიდენტს ან მის ადმინისტრაციას მსგავსი განცხადების გაკეთება რატომ დასჭირდა, ამაზე ვერ ვუპასუხებ. მიზანშეწონილი არ არის, მის მიზნებსა და ამოცანებზე ვისაუბრო. ფაქტები უტყუარია, დანარჩენს საზოგადოება შეაფასებს. პრეზიდენტს მთავრობის მხრიდან არანაირი ხელშეშლა არ ჰქონია. სხვა მხრივ, რატომ ვერ გაემგზავრა, ეს ჩემი საქმე არ არის. ხელოვნური გაჭიანურება არ მომხდარა, რადგან მთავრობას ერთი დღეც არ დასჭირდა პასუხისთვის. პრეზიდენტი რა დელეგაციით და რა მიზნებით მიდიოდა,…

მეტი...

,,რუსეთი ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს გახსნას „მეორე ფრონტი“ საქართველოში, მოლდოვაში”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს, ”მეორე ფრონტის” გახსნის შესახებ, საქართველოსა და მოლდოვაში. ,,ამ ფაქტორების ერთობლიობა არავის აძლევს მოდუნების საშუალებას, ჩვენ არ ვისვენებთ, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და ყველაფერს ვითვალისწინებთ ჩვენს დაგეგმვაში – როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური და სხვა კუთხით”, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ დაინახა საქართველოს ხელმძღვანელობის ჩართვის მცდელობები „მეორე ფრონტის“ შექმნაში, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და უარი თქვა მსგავს ქმედებებზე. „როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელმძღვანელობას, ნათლად გამოიკვეთა, როდესაც მოლდოვაში იყო პროდასავლურ ხაზთან…

მეტი...

,,მჯერა იმ შედეგების, რომლებიც მივიღეთ პირველად გერმანიიდან, შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან”- გიული ალასანია

,,მჯერა იმ შედეგების, რომელიც ჩვენ პირველად გერმანიიდან მივიღეთ და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან, ის შედეგები ჩემთვის უფრო დამაჯერებელია“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, არ იცის ზუსტად, გაიგზავნა თუ არა მიხეილ სააკაშვილის  ანალიზები „ლიმბახის“ ლაბორატორიაში. ,,ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (დამხვდა), მითხრა რომ გუშინ 37.5 ჰქონდა დღეს, მაგრამ შემდეგ 38-ზე ავიდა სიცხე. მე მჯერა იმ შედეგების, რომლებიც ჩვენ მივიღეთ პირველად გერმანიიდან, და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან. ის ჩემთვის უფრო დამაჯერებელია. ჯერ ერთი ისიც არ ვიცი ზუსტად გააგზავნეს თუ არა, იმდენად არ მაქვს ნდობა უკვე არავის, მართალი გითხრათ, ვერაფერ ვერ გეტყვით”,…

მეტი...

თბილისში ძალიან კარგი ჰაერია

თბილისში ძალიან კარგი ჰაერია. ამის შესახებ ინფორმაციას „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კარგი ჰაერი შემდეგ ლოკაციებზე ფიქსირდება: დიდუბე, დიდი დიღომი, ისანი, საბურთალო (ნუცუბიძის პლატო), გლდანი, (ჩვენი აპარატები) და აღმაშენებლის გამზირი , ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი, წერეთლის გამზირი (მთავრობის აპარატები).

მეტი...

რიკოთზე გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე ამჟამად მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან. მათივე ცნობით, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით: მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა…

მეტი...

პატრუშევი და გერასიმოვი საბოტაჟს გეგმავდნენ, პუტინს კიბო აქვს – გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროდან გაჟონილი საიდუმლო ფაილებიდან ერთ-ერთ დოკუმენტში საუბარია რუსეთის ელიტაში განხეთქილებაზე. დოკუმენტის თანახმად ვლადიმერ პუტინს კიბო აქვს. DW-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს საბოტაჟი სურდათ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ომი. გერასიმოვი და პატრუშევი გეგმავდნენ დივერსიას და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას. მედიის ცნობით, ამისათვის ისინი აპირებდნენ ჯარების სამხრეთში გადაყვანას. „X“-ის დღედ დანიშნეს 5 მარტი, როდესაც ვლადიმერ პუტინს ქიმიოთერაპიის კურსი უნდა დაეწყო და ის ვეღარ მოახდენდა გავლენას იმაზე, რაც ხდებოდა. ამგვარად, წყაროს ცნობით, პუტინი სიმსივნით არის დაავადებული. შემდგომში გერასიმოვმა მიატოვა თავისი გეგმები.…

მეტი...

,,პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ?”- ბექა ოდიშარია

,,პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? აბა, მოიკითხეთ, დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ოდიშარიამ უპასუხა კითხვას, ხომ არ აქვს ინფორმაცია სტრასბურგში, პრეზიდენტთან ერთად სხვადასხვა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების გამგზავრებასთან დაკავშირებით. ,,ვერ ვხდები, პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების წასვლა რას ნიშნავს? კაცი რომ ყოფილიყო? წავიდნენ, 17 აპრილს არ არის გამოსვლა? წაბრძანდნენ. პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა, ამაზე წუხან? აბა, მოიკითხეთ. დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ. აგერ, ვიქენდებზე დადიან და რიგგარეშე სხდომის საკითხი ჩაშალეს. როცა უნდათ და სადაც…

მეტი...

დღეს წითელი პარასკევია

დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე, წითელი პარასკევია. ამ დღეს  მართლმადიდებელი სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდება. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.  

მეტი...

,,ჩინეთი არ მიაწვდის იარაღს უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს” – საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩინ განგის განცხადებით, ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში მონაწილე არცერთ მხარეს არ მიაწვდის იარაღს. მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან ანნალენა ბერბოკთან პრესკონფერენციაზე საუბრისას გაიმეორა ჩინეთის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. მისი თქმით, ყველა მხარე უნდა დარჩეს „ობიექტური და მშვიდი“. „სამხედრო ნივთების ექსპორტთან დაკავშირებით ჩინეთი ფრთხილ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას იჩენს. ჩინეთი არ მიაწვდის იარაღს კონფლიქტის შესაბამის მხარეებს და მართავს და აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად“,- განაცხადა ჩინ განგიმ.

მეტი...

,,როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი  უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმაურება. დიმიტრი მედვედევის თქმით, ორბანის განცხადება პატივისცემას იმსახურებს და დასძენს, რომ დასავლური დაფინანსება როგორც კი დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება. „ეს განცხადება პატივისცემას იმსახურებს. თამამი და სწორი პოზიციაა ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ ის შეიძლება დავამატო, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება“, – განაცხადა მედვედევმა. ცნობისთვის, ორბანმა განაცხადა: ,,უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება”.

მეტი...

,,ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადად იმყოფება სიმპტომურ მკურნალობაზე”- ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ამ კუთხით განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ ყოფილა. ,,ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე, ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა, თუნდაც ცილოვანი დანამატები და ა.შ. ნაკლებად სრულდება,”- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. ,,მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

მეტი...

,,მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით ,ბოლო პერიოდში ამ კუთხით განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ ყოფილა. ,,ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე, ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა, თუნდაც ცილოვანი დანამატები და ა.შ. ნაკლებად სრულდება,”- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. მისივე თქმით, სააკაშვილს განმეორებით ჩაუტარეს კვლევა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რომელიც გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში. კვლევის თანხმად, მეტალების შემცველობა სისხლში  ნორმის ქვემოთ არის. ,,ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს პაციენტის დაავადების მიმდინარეობის დროს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ყოველთვის ხდებოდა…

მეტი...

,,ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება”- კახა კალაძე

,,გვწამს და გვჯერა, რომ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. გილოცავთ დედაენის დღეს“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე  „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. კახა კალაძე საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს. „ქართული ენა – ენა, რომელიც გამოიხატავს ჩვენს თვითმყოფადობას, ეროვნულ თვითშეგნებას, უძველეს ისტორიას, უნიკალურ კულტურას. ქართული ენა – ჩვენი აწმყოსა და მომავლის განმსაზღვრელი მძლავრი ფუნდამენტი; ენა, რომლითაც ქართველი ერი ამაყად ამბობს საკუთარ სათქმელს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ გამორჩეულად დედაენის დღეს. დღესაც, ისევე, როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა გომთან – დაშვდა 6 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში –  სოფელ გომთან  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.

მეტი...

,,უკრაინაში ომი შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს”- მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინაში ომი შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ამის შესახებ მორავიეცკიმ  „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვერ ვივარაუდებთ ზუსტ თარიღს, როდის დასრულდება ომი. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას ფრონტის ხაზზე და ამის შესაბამისად ვმუშაობთ უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა მორავიეცკიმ.  

მეტი...

,,ვინ ვარ იცი შენ?”- სუპერმარკეტში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გინება, ყვირილი, ხმაური –  თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხმარებელი შევარდა და კონსულტანტს თავს დაესხა. მამაკაცი სამართალდაცველებმა უკვე დააკავეს. ახალგაზრდა კაცმა კონსულტანტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრები შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,ვინ ვარ იცი შენ?… წადი გაიარე…სუს-ში მყავს მთელი ოჯახი, შე უზრდელო გოგო… წადი გაიარე… შენ, პოლიციაში რეკავ შენ? უთხარი, ის ბიჭიაო, შვიდჯერ, რომ არის ნასამართლევი…” – ამბობს თავმსხმელი. გავრცელებული ინფორმაციით,  ახალგაზრდა თავდამსხმელმა ალკოჰოლის მოპარვა სცადა. სუპერმარკეტში შეჭრილმა პირმა მინის ბოთლებით მაღაზიის მინაც ჩაამსხვრია.

მეტი...

დადგა რუსეთის დაშლის მომენტი – კირილ ბუდანოვი

რუსეთი “სეისმური ცვლილებების” ზღვარზეა, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას, არამედ თავად რუსეთის ფედერაციის დაშლას – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით,  რუსეთის ძალებმა ზამთრის შეტევის დროს წარმატებას ვერ მიაღწიეს, რამაც მათ რიგებში უზარმაზარი დანაკარგები გამოიწვია. ,,საზღვრები შეიძლება შეიცვალოს. ეს ხელოვნურად შექმნილი შეცდომაა და ახლა დადგა ამ ქვეყნის დაშლის მომენტი”, – განაცხადა ბუდანოვმა.    

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს სთხოვს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილით მიმართავს. პაპუაშვილის ვენეციის კომისიის პრეზიდენტს სთხოვს, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადოს. ,,გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა.  ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს. მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება,…

მეტი...

აშშ-ს სურს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენოს

აშშ განიხილავს შესაძლებლობას გამოიყენოს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. აშშ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობას. “სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმის საფასური, რაც გაანადგურა”, – აღნიშნა ნულანდმა. ნულანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს კონგრესის მხარდაჭერით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს აქვს ახალი უფლებამოსილება გამოიყენოს რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით. “თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი ტრანში 5,4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ამ უფლებამოსილების ფარგლებში და მოგვიანებით უფრო…

მეტი...

,,პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა კითხვის ნიშნები”- ლაშა ხუციშვილი

,,ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა კითხვის ნიშნები”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  ღონისძიებები, რომელიც საქართველომ გაატარა, არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს ყველა შეხვედრაზე. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ტრადიციულად ძალიან დატვირთულია. ამ დროს იმართება შეხვედრები ჩვენს ყველა პარტნიორთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. განვიხილავთ მიმდინარე პროექტებს და ხდება შეჯერება სამომავლო გეგმებზე. არცერთი შეხვედრა დახურული არ არის, ყველა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იდება ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. ბუნებრივია, გამონაკლისი არც მიმდინარე წელია. საქართველოს…

მეტი...

საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია 20 აპრილს აქციას გამართავს

საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია აქციას აანონსებს. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქცია 20 აპრილს გაიმართება. ,,ხუთშთაბათს, 20 აპრილს მარცვლეულის გაყიდვის პრობლემებთან დაკავშირებით ვიკრიბებით ჩალაუბანზე. მსურველების შემოგვიერთდით,’’- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, წისქვილკომბინატების გაჩერების გამო, ადგილობრივი ფერმერები ხორბლის მოსავალს ვერ ყიდიან. დაახლოებით 40-50 000 ტონა ხორბალი დასაწყობებულია და ფუჭდება. აღნიშნულ პრობლემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ “საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, დასაწყობებულ ხორბალს ტილი უჩნდება. როგორც ნიკოლოზ ბეიაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა,  ფერმერების ძირითადი მოთხოვნაა დარეგულირდეს ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარება. ფერმერებს ხორბალი უფუჭდებათ, რას ითხოვენ მთავრობისგან – ნიკოლოზ ბენიაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ „თუ არ გვიშველით რამეს, მოსავალი გადასაყრელი გახდება“ – ფერმერების…

მეტი...

,,45 წლის წინ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ” – აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველ მოსახლეობას დედაენის დღეს ულოცავს. საელჩო გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა ტომას-გრინფილდის ვეფხისტყაოსნის ხელნაწერთან გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს. „გაერო-ში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა“. 45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ. გილოცავთ დედაენის დღეს!“, – ნათქვამია  აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

,,უკრაინის რუსეთთან დამარცხება შესაძლოა, დასავლეთის „ოქროს ხანის“ დასასრულის დასაწყისი გახდეს”- მორავეცკი

რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დამარცხების შემთხვევაში დასავლეთისთვის შესაძლოა „ოქროს ხანის“ დასასრული დაიწყოს – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება გარანტი იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური სიძლიერის აღდგენის, არამედ გაძლიერების. „ჩვენ უკრაინას თუ დავკარგავთ, მაშინ ათწლეულების განმავლობაში დავკარგავთ მშვიდობას. უკრაინის დამარცხება შეიძლება, გახდეს დასავლეთის „ოქროს ხანის“ დასასრულის დასაწყისი“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.

მეტი...

,,14 აპრილი ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ, მათ მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,14 აპრილი ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ, მათ მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს, ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც  სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია,”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ,,წელს 45 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი მანიფესტაციიდან, როცა ქართველი ერი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობას, ახალი კონსტიტუციით გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ქართველებმა მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა…

მეტი...

ესპანეთში, კოკაინის წარმოების ევროპის უდიდესი ლაბორატორია აღმოაჩინეს

ესპანელმა სამართალდამცავებმა, პორტუგალიასა და კოლუმბიასთან ევროპის უდიდესი მიწისქვეშა კოკაინის ლაბორატორია აღმოაჩინეს. დაკავებულია 40 ადამიანი და ამოღებულია 1 300 კილოგრამი კოკაინის ბაზა. „კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც ლიკვიდირებული იყო, გამოირჩეოდა მაღალი დონის ორგანიზაციით და მისი წევრები იყენებდნენ უსაფრთხოების მკაცრ ზომებს, როგორიცაა მეტსახელების და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, შენიღბული გადამყვანები და მათი კომუნიკაციის მკაცრი პროტოკოლის დაქვემდებარება“, – ნათქვამია განცხადებაში. სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ამოიღეს 151 კილოგრამი კოკაინის ჰიდროქლორიდი და 23000 ლიტრზე მეტი პრეკურსორები და სხვა ქიმიკატები. ასევე, გაიყინა 17 უძრავი ქონება დაახლოებით 1,7 მილიონი ევროს ღირებულებისა და 37 ფინანსური ანგარიში.

მეტი...

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე 21 წლის ეროვნული გვარდიის წევრი დააკავეს

პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრი დააკავა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა. გარლანდის თქმით, ტეიშერი მასაჩუსეტში ინციდენტის გარეშე დააკავეს და ის ფედერალურ სასამართლოში წარსდგება. ,,ეს გამოძიება გრძელდება. დამატებით ინფორმაციას შესაბამის დროს გავაზიარებთ”, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. აშშ-ის პროკურატურის ცნობით, ტეშეირა პირველად სასამართლოში პარასკევს, ბოსტონში გამოცხადდება. ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გაჟონა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებმა, რომლებიც მოიცავს დეტალურ სადაზვერვო შეფასებებს მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების შესახებ, მათ შორის უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და კიევისა და მოსკოვის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.

მეტი...