საფრანგეთმა სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

სუდანში სამოქალაქო ომის ისევ გრძელდება. ომში მყოფი ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ვერ ხერხდება. საფრანგეთმა კი, ომის დაწყებიდან რადენიმე  დღის შემდეგ, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. საფრანგეთის  საგარეო უწყების ინფორმაციით,  სუდანის არმიამ და სწრაფი რეაგირების დაჯგუფებამ ფრანგულ მხარეს გარანტიები მისცა, რომ ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდება. ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც. საქართველოს მოქალაქეები კი ისევ საომარ ზონაში რჩებიან.  

მეტი...

გაგაჩერებენ და დაგაჯარიმებენ – 4 ქალაქში გზებზე ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ. პირველ ეტაპზე კანონი ამოქმედდება 4 უმსხვილეს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. კანონპროექტთან დაკავშირებოთ,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ტარიელ ირემაძე ხვალ, 24 აპრილს. 11:00 საათზე,  „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად მოწესრიგდება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გზებზე კონტროლი და დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხები. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა სამოქალაქო მოძრაობასთან ერთად, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია, რაც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება ახალი…

მეტი...

„ავტორიზაცია პრეპარატის აღიარებას არ ნიშნავს“ – მინისტრია მოადგილე აქონდროპლაზიის პრეპარატზე

„მეტი სამუშაო და მეტი დრო სჭირდება „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, ასევე მოლაპარაკებას მწარმოებელთან  და ჩვენ პარტნიორებთანაც, იმისთვის რომ ქვეყანაში პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით. თამარ გაბუნიას შეფასებით,  მედიკამენტმა დაადასტურა, რომ მას შეუძლია დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს ძვლის ზრდის ტემპზე და გარკვეული ზომიერი კლინიკური ეფექტი აქვს, რაც აღნიშნულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანმრთელობის ტექნოლოგიების შეფასების ანგარიშებში, თუმცა იქვე არის აღნიშნული, რომ გრძელვადიანი შედეგები არ არის დადგენილი, შესაბამისად ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება. „ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ხშირად მივმართავთ სხვადასხვა შემთხვევებში.…

მეტი...

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ვერ ხერხდება

სუდანში ვითარება უკიდურესად რთულია, რის გამო, საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ვერ ხერხდება, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დრო უცნობია, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა. “საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან”, – აღნიშნულია განცხადებაში. სუდანში სამოქალაქო ომი ამ დრომდე გრძელდება.  

მეტი...

„თმას რომ უშრობს ქალბატონებს რა ჰქვია?“ – დეპუტატი მანჯგალძე

ერთ-ერთ ეთერში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პაატა ნამჯგალაძე საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებაზე საუბრობდა. დეპუტატმა კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ „საქართველოდან რუსეთში ისიც გადის, ქალბატონებს თმას რომ უშრობს“. „რუსეთზე დამოკიდებულება ყოველ დღე იზრდება, მათ შორს, ეკონომიკური, სასურსათო. ასევე, გომჟღავნდა, რომ რუსეთში სომხეთიდან შედის მიკროჩიპები. საქართველოდან რუსეთში ასევე გადის თმას რომ უშრობს ქალბატონებს, რა ჰქვია?…. ფენი, ფენი, თმის ფენი“ –  აღნიშნა დეპუტატმა და იქვე შეახსენეს, რომ ფენი მარტო ქალბატონებს არ უშრობს თმას. მისი თქმით, თმის ფენიდან ამოღებულ მიკრო ჩიპებს უყენებენ რუსები რაკეტებს და ამას ესვრიან უკრაინელებს.

მეტი...

პროკურატურამ განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო მეორე ბრალდებულისათვის, რომელმაც მომხდარი დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები 23 აპრილს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე…

მეტი...

პროტესტის მეხუთე დღე – აქონდროპლაზიის დიაგნოზის ბავშვების მშობლები მარშისთვის ემზადებიან

დღეს, 18:00 საათზე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და მარშით დაიძრებიან. მშობელთა მოთხოვნა უცვლელია – სახელმწიფომ მათი შვილები უზრუნველყოს საჭირო პრეპარატებით. მშობელთა პროტესტს დიაბეტით დაავადებული ბავშვების ოჯახებიც შეუერთდებიან.  აქციის სლოგანია – ყველაფერი ბავშვების გადასარჩენად. „ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს“ – პროფესორი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე  

მეტი...

„ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს“ – პროფესორი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელთა პროტესტსა და მოთხოვნას  ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილიც ეხმიანება და აცხადება, რომ ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს. როგორც პროფესორი განმარტავს, “ვოსორიტიდი,” რომლის ქვეყანაში შემოტანასაც პროტესტის მონაწილე მშობლები ითხოვენ,  მხოლოდ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, თავად დაავადებას კი არ შველის. “ეს არის გენეტიკური დაავადებაა. მას ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, კიდურები არ იზრდება. მათ ინტელექტუალურად არანაირი ჩამორჩენა არ აქვთ, ფიზიკური მონაცემებითაც კი. ამ ყველაფრის მოვლას ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება და არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ ჩვენ სწრაფად, მით უმეტეს, ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს და ჩვენ ფორსირება იმისი, რომ მაინც და მაინც ხვალ დავიწყოთ,…

მეტი...

„მოგვეცით იარაღი“ – უკრაინა ისევ შეიარაღებას ითხოვს

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა მეგობარ ქვეყნებს ისევ იარაღის მიწოდებას სთხოვს. როგორც  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს,  „არ არის საჭირო მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრება, მოგვეცით საკმარისი იარაღი“. „როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელია და ეს არის უკრაინის განადგურება, მშვიდობიანი მოგვარების ბოლოდროინდელი ინიციატივები სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული სამშვიდობო ქმედებები. არ არის საჭირო ჩვენი მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრება, მოგვეცით საკმარისი იარაღი. იარაღი ყველაზე კარგი შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტია, რომელიც გასაგებია რუსეთის ფედერაციისთვის“, – აცხადებს  დანილოვი.  

მეტი...

„ძალიან სუსტად არის“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი კლინიკაში დედამ მოინახულა. როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველი დღეს მძიმეა მისი შვილისთვის და ყოველი დღე უარესობისკენ მიდის. „გუშინდელი შემთხვევის შემდეგ ძალიან სუსტად არის. სულ მეშინია, რომ არ წამოიწიოს და არ წაიქცეს. გარდა ამისა, სიტყვები ავიწყდება, მაგას კი არა მე მავიწყდება, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მოწმე გავხდი.  ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და ექთანიც იქ იყო, ყველანი ერთად ვიყავით. ამ ყველაფრის მოწმე ექთანი იყო, რომ ჩაიკეცა, გული წაუვიდა და შავი იყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.  

მეტი...

პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულმა თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით თანასოფლელს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, თელავის რაიონულ სასამართლოს უკვდ…

მეტი...

აქონდროპლაზიის დიაგნოზის ბავშვების მშობელთა პროტესტი გრძელდება

მშობლები, რომლებიც საკუთარი შვილების გადარჩენას და მათთვის ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ, უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ. როგორც მშობლები აცხადებენ, მათ წინააღმდეგ „შავ პიარს“ აგორებენ, თითქოს, ისინი საკუთარი შვილების წინააღმდეგ არიან და იმ პრეპარატს ითხოვენ, რაც ბავშვებს დააზიანებს. „ყველანაირი ბინძური მექანიზმი ჩართეს ჩვენს წინააღმდეგ. თითქოს ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას და ჩვენი შვილებისთვის ცუდი გვინდა, თითქოს ის პრეპარატი, რომლის დაფინანსებასაც ვითხოვთ, უკუშედეგებს იწვევს და ჩვენს შვილებს საკუთარი ხელით ვკლავთ. ეს არის სიბინძურე. ეს არის სახელმწიფოს სახე, რომელიც 20-მდე ბავშვს სასიკვდილოდ წირავს“ – აცხადებენ მშობლები, რომლებიც რამდენიმე დღეა, ქუჩაში აქციებს მართავენ. აქციას პოლიტიკური სუბიექტებიც უერთდებიან და…

მეტი...