აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ღამის გატარებას მთავრობის კანცელარიასთან გეგმავენ

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც მშობლები აცხადებენ, მთავრობის კანცელარიაში წერილი დილით შეიტანეს, თუმცა მათ არავინ გამოხმაურებია. მათი მოთხოვნაა ბავშვებისთვის წამლები მიაწოდონ. მშობლების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო უარს ამბობს მათი შვილებისთვის აღნიშნული მედიკამენტების შესაძენად დაფინანსების გამოსაყოფად. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ,მინისტრის თქმით, აღნიშნულ მედიკამენტს არც ერთი ქვეყანა აფინანსებს. მთლიანობაში, საუბარია 30 ბავშვზე, რომლებსაც აღნიშნული მედიკამენტები სჭირდებათ. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრეპარატებით უზრუნველყოფას ოპერატიურად ითხოვენ, რადგანაც, პრეპარატის მიღებას მხოლოდ და მხოლოდ მოზარდობის პერიოდში აქვს აზრი, შემდეგ კი ის არ მოქმედებს. ისინი მთელი ღამე კანცელარიასთან დარჩენას…

მეტი...

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული კლუბის შეხვედრაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე თვინინგის პროექტის მხარდაჭერით დაფუძნებულ ენერგეტიკული კლუბის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს. შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა და თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა. მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის, დონორი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები. „ცნობილია, რომ როგორც ევროკავშირში, ისე რეგიონში აქტიურად განიხილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს ერთიან ევროპულ ქსელთან დაკავშირების საკითხი. ევროკავშირი აღნიშნულს მიიჩნევს ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიცირებისა და…

მეტი...

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ერთი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ოქტომბერს, ქ. თელავში, ბრალდებულს ყოფილ მეუღლესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა,  რა დროსაც მან შურისძიების მოტივით, დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის სააბაზანო ოთახში, დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, 2022 წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ამ უკანასკნელს აეკრძალა ყოფილი მეუღლის სახლთან…

მეტი...

„სიფრთხილე გამოიჩინეთ, ხვალიდან მზის დაბნელება იწყება“ – ასტროლოგი

20 აპრილს მზის დაბნელების პერიოდი იწყება, რომელიც 2 კვირა გაგრძელდება. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ყველა ურჩევს, ამ პერიოდში მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს. „20 აპრილს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა ერთად, ხოლო 5 მაისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა. ამიტომ მეტი სიფრთხილითა და სიმშვიდით უნდა გავიაროთ ეს დაბნელების დერეფანი. ეს კარგი პერიოდია ადრე დაწყებული საქმის დასასრულებლად. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ხელშეკრულებების დადება. ეცადეთ, მშვიდად, პოზიტიურად, კეთილგანწყობით გადაატაროთ. გაერიდეთ აგრესიულ ადამიანებს, გაღიზიანებულ სიტუაციებს. საუკეთესოა ლოცვა, მედიტაცია. ყველას უსურვეთ ბედნიერება. 21 აპრილს დაიწყება მერკური რეტროგრადულობა (3 კვირა გაგრძელდება) ამიტომ გაჭირდება ადამიანებს შორის გაგება, ნუ შეიძენთ ტექნიკას,…

მეტი...

„ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი“ – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის –  ვერა იუროვას განცხადებით, რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი. როგორც იუროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე აღნიშნა, ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა, უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან იძულებით გაყვანაა. მისივე თქმით, ევროკავშირმა უკვე აღიარა ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერის მოქმედება და ის უნდა მოვიდეს სისრულეში.

მეტი...

„ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს“ – აშშ-ის ელჩი „ქოლ ცენტრების“ საქმეზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმესა და დავით კეზერაშვილის მიმართ არსებულ ბრალდებებზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს გამოძიება სჭირდება. როგორც კელი დეგნანი აცხადებს, მეტი ინფორმაციაა საჭირო, ვიდრე ბრალდებები დადასტურდება. „ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო. ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს. მეტი ინფორმაციაა საჭირო და იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება”,…

მეტი...

“ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში” – აშშ-ის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, სასამართლო სისტემაში კურუფციული ბრალდებების საქმე გამოიძიოს. როგორც ელჩი აცხადებს, აშშ-ის მხრიდან, როცა სანქციები დაუწესდა მოსამართლეებს, არავითარ შეცდომას არ ჰქონია ადგილი. „ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს ინსტიტუცია. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში. მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები –…

მეტი...

,,მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროკომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში” – დარჩიაშვილი გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა. „აღნიშნული დოკუმენტი იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე მექანიზმი, იმისთვის, რომ ოქტომბერში ევროკომისიამ მიიღოს შესაბამისი დასკვნა,ხოლო ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2022 წლის მაისიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებს ასახავს და რომელიც, ევროკომისიის ფარგლებში განხილვების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. „ევროკავშირის ელჩს პირადად გადავეცი აღნიშნული დოკუმენტი. ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯზე,…

მეტი...

,,არღვევენ კონსტიტუციას, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებულ კორუფციულ და კლანურ მმართველობას”- ლომჯარია უმრავლესობაზე

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნას ეხმაურება. მისი თქმით, უმრავლესობა მიუღებელი ხერხებით ცდილობს გამოიგონოს გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას, ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით. ,,საპარლამენტო ოპოზიციას არ სჭირდება უმრავლესობის თანხმობა იმისთვის, რომ შექმნას მათ საგამოძიებო კომისია, თუ აქვთ მათ საკმარისი ხმები. იმის გამო რომ ეს ხმები არსებობს და აღმოჩნდა პარლამენტში, უმრავლესობა ცდილობს მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ოპოზიციას ხელი ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით. სინამდვილეში ეს ყველაფერი ემსგავსება საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტს. ისინი არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო,…

მეტი...

,,ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს ჭრილობები მიაყენა”- პროკურატურამ  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ახმეტაში მეზობლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების  შუამდგომლობით, თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს,  ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში  ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დამნაშავე იმავე დღეს დააკავეს. ასევე,ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც…

მეტი...

,,გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ”- მედვედევი

,,გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ,”- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამზე წერს. მედვედევი ეხმიანება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის განცხადებას, რომლის თქმითაც, უკრაინის მოქალაქეებზე ფართომასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინისადმი მათი მხარდაჭერა ჰუმანიტარულ და ეკონომიკური დახმარებას გასცდეს. ,,გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა თქვა, რომ სახელმწიფო მზადაა, კიევი იარაღით მოამარაგოს. აქამდე სამხრეთ კორეა დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ლეტალური იარაღით უკრაინის მომარაგება გამორიცხული იყო. საინტერესოა, რას იტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებლები, როდესაც ნახავენ რუსული იარაღის უკანასკნელ მოდელებს თავის…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს, რითაც სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელებულ პოსტებს ეხმიანება. საუბარია პოსტებზე, რომლებიც საზოგადოებაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ უარყოფითი განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ეხება. ,,გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელებულ პოსტებს, რომლებიც ეხება საზოგადოებაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ უარყოფითი განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე არის სოციალური პრობლემა, რომლის გადაწყვეტაშიც როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეულ მოქალაქეს თავისი მნიშვნელოვანი როლი და პასუხიმგებლობა აქვს. ეს არის პრობლემა, რომელიც გამოვიწვიეთ ჩვენ, ადამიანებმა. მეპატრონეები, რომლებიც ცხოველების მოვლა-პატრონობაზე იღებენ პასუხისმგებლობას, არ ასრულებენ შესაბამის მოვალეობებს და მასობრივად ტოვებენ თავიანთ ცხოველებსა და მათ ლეკვებს/კნუტებს დედაქალაქის ქუჩებში. სახელმწიფოს დამოკიდებულება მიუსაფარი…

მეტი...

,,რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა თუ არა საბოტაჟს”- მამუკა მდინარაძე

,,სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა თუ არა საბოტაჟს,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ნაც.მოძრაობას და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენია, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველომ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად.” ,,ბუნებრივია, გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს. თქვენ იცით, რომ წლის ბოლოს, ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს მისცემს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ერთხელ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვეცა და უსამართლოდ – ეს თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა და სხვას რას…

მეტი...

წალენჯიხაში, ხვიჩა კვარაცხელიას სოფელში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ  ნაკიფუში ხანძარია. ხვიჩა კვარაცხელიას უბანში ხეებს ცეცხლი უკიდია. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სანაძრო სამსახურები, ისინი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

მეტი...

,,რუსული ოცნება “გაუქმებულია-გაუქმებულია”- ლევან ხაბეიშვილი

,,თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა სასამართლო კლანის რეალური მმართველები და ბოსები ვინ არიან – დასანქცირებული მოსამართლეების შემდეგ, იქნებიან პროკურორებიც და საბოლოოდ ირაკლი კობახიძეს არ აცდება,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილი  სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნას გამოეხმაურა. ,,რუსული ოცნება “გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია, რომ არ შეიქმნას, “გარბიან” სხდომათა დარბაზიდან. ოპოზიცია აგროვებს 50 ხმას და “ოცნება” ქვორუმს აგდებს – სხდომას შლის. ოპოზიციის “ბოიკოტი” გასაგები და კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება საბოტაჟი.  საკუთარ თავს უცხადებენ “ბოიკოტს” , აპროტესტებენ…

მეტი...

რუსთაველის გამზირის ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე საათით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირის ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე საათით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, 20 აპრილის 03:00-დან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მძღოლები ლესია უკრაინკას, ტარას შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და 9 აპრილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან შოთა რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ ავტომობილებს, გადაადგილებას შეძლებენ ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,სამწუხაროა, რომ გირგვლიანის მოსამართლის გავლენების შესწავლას ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა”- ხატია დეკანოიძე

,,პარტია „ქართული ოცნება“ კლანს გადაება,”– ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ გირგვლიანის მოსამართლის გავლენების შესწავლას ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა. „პარტია „ქართული ოცნება“ კლანს გადაება. სამწუხაროა, რომ გირგვლიანის მოსამართლის გავლენების შესწავლას ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა, არადა ხელისუფლებაში სწორედ ამ დაპირებით მოვიდა. ოპოზიციის მობილიზაციამ იმუშავა. კარგია, მათ გამოაჩინეს, რომ არც კლანის შესწავლა აინტერესებთ და მხოლოდ მათ იცავენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღესაც ჩავარდა

მეტი...

სასტიკი მკვლელობა თერჯოლაში – შვილი მოკლული მამის ცხედარს რამდენიმე დღე მალავდა

სასტიკი მკვლელობა თერჯოლაში – ახალგაზრდა კაცმა საკუთარი მამა მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამის მკვლელობაში ბრალდებულს, 22 წლის ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. მოკლულის ადგილსამყოფელით დაინტერესებულ მეზობელს შვილმა განუცხადა, რომ  მამამისი სახლიდან გავიდა და რამდენიმე დღე არ ჰყავდა ნანახი. აღნიშნულის შემდეგ, მეზობლები სახლში შევიდნენ და კაცი საკუთარ საწოლში, მოკლული იპოვეს. თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა წყარო: პრაიმ ტაიმი.

მეტი...

,,შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს და არავითარი ექიმი საჭირო არ იქნება”- ირაკლი კობახიძე

,,შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს და არავითარი ექიმი საჭირო არ იქნება,”-  ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, გაუგონარ ქმედებებში არის თავად მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ჩართული. ,,სათანადო კალორაჟის საკვები არის ერთადერთი, რაც არის საჭირო. აქედან გამომდინარე, თვითონვე არიან არათანმიმდევრულები საკუთარ განცხადებებში. შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს და არავითარი ექიმი საჭირო არ იქნება. თუმცა, გაუგონარ ქმედებებში არის თავად ოჯახი ჩართული. მათ არ შეაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

,,სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში”- არჩილ თალაკვაძე

,,სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ როგორც იქნა დაიწყო პარლამენტში სიარული და სხდომებზე დასწრება. ,,სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში – ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო, სხდომებზე არ დადიოდა, 8 თვე ბოიკოტში იყო, შემდეგ აცდენდა ყველა სხდომას, დებატებშიც არ მონაწილეობდა და „მინისტრის საათებსაც“ არ ესწრებოდა, როგორც იქნა დაიწყო პარლამენტში სიარული და სხდომებზე დასწრება. იმედია, 2024 წლის შემოდგომის ჩათვლით, ეს ოპოზიცია ასე ივლის სხდომებზე,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს , რა ინტერესები აქვს…

მეტი...

,,ხვიჩა კვარაცხელია თავისი არსით ჩემპიონია, რაც შეეხება ე.წ ლიბერალებს, ისინი არიან ქაჯები” – ირაკლი კობახიძე

,,ხვიჩა კვარაცხელია თავისი არსით არის ჩემპიონი. რაც შეეხება ე.წ ლიბერალებს, ფსევდო ლიბერალებს, ისინი არიან უბრალოდ ქაჯები,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ეროვნული ნაკრებისა და კლუბ “ნაპოლის” ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრისას განაცხადა. ,,ხვიჩა კვარაცხელია თავისი არსით არის ჩემპიონი მოწოდებულია ამისთვის. რაც შეეხება ე.წ ლიბერალებს, ფსევდო ლიბერალებს, ისინი არიან უბრალოდ ქაჯები, ეს შემიძლია გითხრათ ერთადერთი იმ კომენტარებთან დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ მათი კომენტარები ეხებოდა უწმინდესს და უნეტარეს, რა თქმა უნდა, მათი ასეთი კომენტარები არის უბრალოდ ქაჯობა, მეტი კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია.…

მეტი...

,,პარლამენტი აღარ აპირებს თავისი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებას? დაიშალეთ მაშინ”- თამარ ჩუგოშვილი

,,კონსტიტუცია აძლევს უფლებას 50 დეპუტატს შექმნას საგამოძიებო კომისია და ამ უფლების რეალიზაციისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია,”- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარის ყოფილი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, წარმოუდგენელია ის, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება. ,,წარმოუდგენელია ის, რაც პარლამენტში ხდება. კონსტიტუცია აძლევს უფლებას 50 დეპუტატს შექმნას საგამოძიებო კომისია და ამ უფლების რეალიზაციისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია! სამართლებრივ სახელმწიფოში კონსტიტუცია უნდა სრულდებოდეს. პარლამენტი აღარ აპირებს თავისი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებას? დაიშალეთ მაშინ. რამდენ ხანს არ შეიკრიბებით? ან შემდეგზე შუქი ჩააქრეთ, სახანძრო განგაში ჩართეთ, რა ვიცი, მილიონი რამის მოფიქრება შეიძლება. თვითონ უნდა ქმნიდეთ ამ კომისიას…

მეტი...

,,წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა რუსეთის მხრიდან მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიც იყო 2008 წელს” – სტოლტენბერგი

,,წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით,”– ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ უკრაინაში ომი გასულ წელს არ დაწყებულა, არამედ 2014 წლიდან მიმდინარეობს. ,,ჩვენ მზად ვართ და წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა, არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებითაც, როგორიც იყო საქართველოში 2008 წელს. და ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში არ დაწყებულა გასულ წელს, ის დაიწყო 2014 წელს – ასე რომ, განსაკუთრებით 2014 წლიდან, ნატომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე…

მეტი...

,,ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით”- კობახიძე

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა დღესაც ვერ შედგა. ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ,,ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ. ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი და რა თქმა უნდა, კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნაცმოძრაობამ არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე, ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის. ეს არის ჩვენთვის პრინციპის საკითხი, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას…

მეტი...

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღესაც ჩავარდა

პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს  დღესაც ვერ უყარეს კენჭი. კენჭისყრა კვორუმის არარსებობის ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ  რეგისტრაცია არ გაიარა.  რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 52-მა წევრმა, კვორუმისთვის კი პარლამენტის 76 წევრის დასწრება იყო საჭირო. კენჭისყრის დაწყებამდე ”ქართული ოცნების” თამვჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს, ამიტომ დღესაც არ გაივლიდა საპარლამენტო უმრავლესობა რეგისტრაციას. ცნობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში ჩავარდა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა გუშინ ვერ შედგა.

მეტი...

,,ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ინიციატივა არ განხორციელდეს”- მიხეილ სარჯველაძე საგამოძიებო კომისიაზე

,,ძალიან სახიფათო ინიციატივაა. მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ინიციატივა არ განხორციელდეს, რადგან მანკიერების მეტი შეუძლებელია ამ ინიციატივამ მოიტანოს,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა მავნებლურია. ,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ შედგეს, რადგან ძალიან მავნებლური ინიციატივაა. ძალიან სახიფათო პრეცედენტი შეიძლება გააჩინოს, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ავკარგიანობის შესახებ ცალკეული მოსამართლეების ანგარიშვალდებულება გავაჩინოთ პარლამენტში, პოლიტიკური ხელისუფლების წინაშე მაშინ, როცა ისინი მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. სწორედ ამ მოტივებიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო ინიციატივაა. მე ყველა…

მეტი...

2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლისთვის წინასწარი დასტურის მიღება იქნება საჭირო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება. ,„ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად. გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში. უფრთხილდით თაღლითებს! ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: www.europa.eu/etias. ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე. დეტალური…

მეტი...

წალენჯიხაში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგა – დაშავდა 50  წლამდე ქალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ ქალაქ ჯვარში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგა. ნგრევის დროს 50  წლამდე ქალი აივანზე იმყოფებოდა, რომელიც ქვედა სართულის აივანზე დაეცა. მძიმე მოტეხილობებით ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.     წყარო: პრაიმტაიმი

მეტი...

,,კიდევ რამდენი ბუჩა უნდა განადგურდეს, რომ საერთაშორისო კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტონ?”- პოდოლიაკი

,,კიდევ რამდენი ბუჩა უნდა განადგურდეს, რომ საერთაშორისო კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტონ?” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ”ტვიტერზე” წერს. ,,ნუთუ სრულმასშტაბიანი ომი არ არის საკმარისად სისხლიანი, რომ მსოფლიო ლიდერებმა სწრაფად მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები? კიდევ რამდენი მარიუპოლი უნდა დაიმარხოს ნანგრევების ქვეშ, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თვითმფრინავები მიიღოს? კიდევ რამდენი ბუჩა უნდა განადგურდეს, რომ საერთაშორისო კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტონ?,”- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

მოსკოვში 70 წლის პენსიონერი, რომელმაც ზელენსკის “სიმპათიური ახალგაზრდა” უწოდა დააჯარიმეს

რუსეთში, 70 წლის პენსიონერი ოლგა სლეგინა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ნათქვამი კომპლიმენტისთვის “ჯარის დისკრედიტაციის” მუხლით გაასამართლეს. პენსიონერი 40 000 რუბლით დააჯარიმეს. 2022 წლის დეკემბერში სლეგინა ნალჩიკის სახელობის სანატორიუმში ისვენებდა, რა დროსაც სასადილო ოთახში ოდესელ ქალთან ერთად სადილობდა. პენსიონერმა სანატორიუმის სასადილო ოთახში სხვა დამსვენებლებთან საუბრის დროს თქვა, რომ “ზელენსკი სიმპათიური ახალგაზრდაა, კარგი იუმორის გრძნობით, მის ხუმრობებზე ყველა იცინის”. 27 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, სლეგინას ოთახში სამოქალაქო ტანსაცმლით გამოწყობილი მამაკაცი მივიდა. მან აჩვენა „რაღაც დოკუმენტი“ და თქვა, რომ პოლიციას ჩვენებით სამმა პირმა მიმართა. ისინი მიუთითებენ, რომ ოლგამ “შეაქო ზელენსკი”. ქალმა უპასუხა, რომ…

მეტი...

,,კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს”- ხაბეიშვილი კითხვაზე, აპირებს თუ არა ნიკა მელიასთან დაზავებას

,,ბიძინა ივანიშვილის ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ”- ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ნიკა მელიასთან დაზავებას. მისი თქმით, კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს. „კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს, ვნახოთ. ბიძინა ივანიშვილის ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ, არ არის აუცილებელი პირადად ნაციონალური მოძრაობის წევრი იყოს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც ვთანამშრომლობთ, სხვადასხვა აპოლიტიკურ ლიდერებთანაც, სხვადასხვა სამოქალაქო ადამიანებთანაც. ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ვინმესთან თანამშრომლობით თუ მიმართულია მთელი ენერგია ბიძინა ივანიშვილის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მეტი...

რუსეთი დასავლური იარაღის ტექნოლოგიების იმპორტს სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, რუსეთი დასავლური იარაღის ტექნოლოგიების იმპორტს სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს, მათ შორის სომხეთიდან და ყაზახეთიდან. მედიის ცნობთ, 2022 წელს სომხეთმა 515 პროცენტით მეტი ჩიპი და პროცესორი შემოიტანა შეერთებული შტატებიდან და 212 პროცენტით მეტი ევროკავშირიდან, ვიდრე 2021 წელს. „აშშ-ის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს ბეჭდით მონიშნულ ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წელს სომხეთმა 515 პროცენტით მეტი ჩიპი და პროცესორი შემოიტანა შეერთებული შტატებიდან და 212 პროცენტით მეტი ევროკავშირიდან, ვიდრე 2021 წელს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შემდეგ სომხეთმა იმავე პროდუქციის 97 პროცენტი რუსეთში გაატარა. სხვა დოკუმენტში მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ გამოავლინა ჩიპებისა…

მეტი...

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა.  არსებული ინფორმაციით, მძინარე კაცს შვილმა ნაჯახი ჩაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას მამა-შვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის გამოკვლევის ჩატარებისთვის 10-15 დღე არის საჭირო. ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი უნდა გამართულიყო, რომელიც ექსპერტიზის გამო გადაიდო.       წყარო: ტვ პირველი.

მეტი...

,,უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი”- მინისტრი სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად პოლონელი ექიმებისთვის ნებართვის გაცემაზე

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად პოლონელი ექიმებისთვის ნებართვის გაცემას შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სჭირდება. მისი თქმით,  სამინისტროში შეტანილია განაცხადი პოლონელი ექიმებისთვის მუშაობის უფლების მიცემის შესახებ, თუმცა  მას თან არ ახლავს დოკუმენტაცია. ,,არის მხოლოდ განაცხადი შემოტანილი, სადაც ითხოვენ ქვეყანაში ექიმების გრძელვადიანად მუშაობის უფლების გაცემას. შესაბამისი უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც არცთუ ისე რთულია მოსაძიებლად. სამწუხაროდ, დოკუმენტაცია არ ახლდა განაცხადს თან”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მეტი...

,,გადაადგილება ძალიან უჭირს, თმები აღარ აქვს ადამიანს, დასცვივდა”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ”ვივამედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სიცხე და მაღალი წნევა ისევ აქვს. ,,სიცხე ისევ არის, წნევა მაღალი არის, გადაადგილება ძალიან უჭირს იმიტომ, რომ კუნთის ნასახი არ აქვს. თმები აღარ აქვს ადამიანს, დასცვივდა,”- განაცხადა გიული ალასანიამ.  

მეტი...