„ატრიუმში“ სამართალდამცველები შევიდნენ

ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები არიან შესულები. აღნიშნულ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი  ლაშა ფარულავა ავრცელებს. საქმე ე.წ. ქოლცენტრებს უკავშირდება. როგორც ფარულავა განმარტავს,  მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბიზნესცენტრში ე.წ. ქოლცენტრები იყო განთავსებული, თუმცა ადმინისტრაციისგან ვერანაირი ინფორმაცია მიიღო. აღნიშნულის შემდეგ კი მან სამართალდამცველებს გადასცა ინფორმაცია. „გვქონდა ინფორმაცია, რომ ბიზნეს ცენტრ “ატრიუმში” იყო, სავარაუდოდ, განთავსებული ე.წ. ქოლცენტრები. მთელი ღამის განმავლობაში აქ იყო მოძრაობები და ადგილობრივი მოქალაქეები გვეუბნებოდნენ, რომ დავინტერესებულიყავით. მოვედით და ადმინისტრაციასთან გვქონდა კომუნიკაცია ძალიან ცივილური, რომ მოეცათ ინფორმაცია, რა ტიპის კომპანიები ოპერირებენ ადგილზე. ცხადია, მათ არ მოგვაწოდეს და ჩვენ პოლიციას ჩვენი ვარაუდი გავუზიარეთ. შემდეგ…

მეტი...

„მესამე დღეა, „რუსული ოცნება“ აგრძელებს საპარლამენტო ცხოვრების პარალიზებას“ – კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი  მმართველი გუნდის მხრიდან საგამოძიებო კომისიის საკითხის ჩაგდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მესამე დღეა, „რუსული ოცნება“ აგრძელებს საპარლამენტო ცხოვრების პარალიზებას, ერთადერთი მოტივით, რომ მხარში ამოუდგეს კორუმპირებულ მოსამართლეებს. ამ ამბავში ერთი რამ არის კარგი: ხდება სრული ლუსტრაცია, რომ ქვეყანაში გამეფებულია არა უბრალო, არამედ სისტემური კორუფცია, რომელშიც ჩართულია სასამართლო, მთელი მართლმსაჯულების სისტემა, პარლამენტი და ყველა დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურა. ყველანი კი ექვემდებარებიან ბატონ ივანიშვილს – დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დასრულებული დაბალი რანგის საჯარო მოხელეებით. მათ აერთიანებთ ერთი რამ, შეინარჩუნონ ძალაუფლება და განაგრძონ ჩვენი ქვეყნის ძარცვა! ამიტომაც არ უნდათ…

მეტი...

ნაგვის ბუნკერში მოპოვებული საკვები – დღის ფოტო

თბილისი, ქალაქის ცენტრი, თავხელიძის ქუჩა, მოდულის შენობის გვერდით, აღნიშნულმა მამაკაცმა ყველა ნაგვის ურნა კარგად დაათვალიერა და ნახევარ საათში 3 „პარკი“ გაავსო. საგულდაგულოდ იყო მომზადებული, სპეციალური მეტალის ჯოხი ეკავა, რითაც ნაგვის ურნებში საკვებს ეძებდა.

მეტი...

„ესაა არა მხოლოდ პარლამენტის საბოტაჟი, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟი“ – თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის, რასაც მმართველი გუნდი აკეთებს სამი დღის განმავლობაში, ეს არის არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟი. შეშინებულმა უმრავლესობამ ინსტიტუციური ფუნქციური მნიშვნელობა ამ პარლამენტს წაართვა – „პარლამენტი მესამე დღეა პარალიზებულია, არამცთუ კომისიის საკითხი, არამედ ყველა სხვა კანონის კენჭისყრაც ვერ ტარდება, რადგან შეშინებული უმრავლესობა უნდა გადაეფაროს სასამართლო „კლანს“, რომლის სანქცირება მოხდა აშშ-ის მიერ. ის, რომ ხელისუფლება კოორდინირებულია მოსამართლეებზე ხელის დაფარებით, ეს არის არა მხოლოდ პარლამენტის საბოტაჟი, მისი უფუნქციოდ დატოვება, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟი, რადგან ინსტიტუციური ფუნქციური მნიშვნელობა ამ პარლამენტს შეშინებულმა უმრავლესობამ…

მეტი...

„თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ“ – უმრავლესობა ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობას ისევ მავნებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დავაlებებს, რომელიც აქვთ მიღებული, არავინ გაატანინებს. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება, რომელიც უმრავლესობამ საგამოძიებო საკითხის კენჭისყრასთან დაკავშირებით მიიღო, არის ქართული სასამართლოს სოლიდარობა. „საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებშიც კი უამრავი ბერკეტია, რომ თქვენი მავნებლობა ვერ ჩაიდინოთ, ეს თქვენ იცით. ამიტომ არის ასეთი პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით. ამას ვერ ხვდებით. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს, თქვენგან განსხვავებით. თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ“- განაცხადა მდინარაძემ. მისი შეფასებით, ოპოზიციამ პირველ რიგში ის უნდა…

მეტი...

„პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე“ – ირაკლი კობახიძე

მმართველმა გუნდმა პარლამენტში რეგისტრაციაზე ისევ უარი თქვა. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრამდე  მესამედ ვერ მივიდა, რადგანაც, ქვორუმი არ შედგა. მმართველმა გუნდმა კი საკუთარი გადაწვეტილება წინა ორის მსგავსად ახსნა. „ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს სახელმწიფო სუვერენიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ჩვენ ვმოქმედებთ სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში, ამ პრინციპების დასაცავად გვიწევს მოქმედება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ეწოდებათ ოპოზიცია. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება. შესაბამისად, დღესაც ბუნებრივია, რეგისტრაციას არ…

მეტი...

“დღესაც ბუნებრივია, არ გავივლით რეგისტრაციას” – საკითხი ისევ ჩავარდა

საპარამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, პარლამენტში რეგისტრაციის გავლაზე ისევ უარი განაცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამედ ჩავარდა ოპოზიციის ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ოპოზიცია ამჯერადაც სრული შემადგენლობით იყო სასამართლო დარბაზში მობილიზებული, თუმცა, უმრავლესობამ, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში იყო, რეგისტრცია არ გაიარა. “დღესაც, ბუნებრივია, არ გავივლით რეგისტრაციას” – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

იენს სტოლტენბერგი ბუჩაში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში კიევის რეგიონში ბუჩას ეწვია. ამის შესახებ ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა განაცხადა. „ქალაქში ჩადენილი ნგრევისა და დანაშაულის დანახულმა შედეგებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გენერალურ მდივანზე. მან დაარწმუნა, რომ ნატო გააგრძელებს უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის არმიისა და ხალხისთვის. მჯერა, რომ ასეთი მონდომება ურყევი იქნება და ჩვენს გამარჯვებას დააჩქარებს“, – წერს ფედუროკი.

მეტი...

,,1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ”- თამარ ბარკალაია

1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას კი, დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა. „2022 წელს, 50 ლარით გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას კი, დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი…

მეტი...

24 წლის ახალგაზრდა მდინარის პირას გარდაცვლილი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 24 წლის ბიჭი მდინარის პირას ხევში გარდაცვლილი იპოვეს. 24 წლის ლევან დოლენჯაშვილს 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,უკრაინის ნატოში გაწევრიანების პრევენცია რჩება ”სპეცოპერაციის” მიზნად”- დიმიტრი პესკოვი

უკრაინის ნატოში გაწევრიანების პრევენცია კვლავ სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის  პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „უდავოდ. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პესკოვმა. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის კიევში ვიზიტის კომენტირებისას პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი ამ ფონზე არ აფასებს უკრაინის ნატოში შესვლის პერსპექტივებს. ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში დღეს ჩავიდა.

მეტი...

,,უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია”- იენს სტოლტენბერგი

,,ნატო დგას თქვენთან ერთად დღეს, ხვალ და იდგება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, – ამის შესახებ “ნატოს” გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. „ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ჩვენ ვდგავართ თქვენთან გმირულ ბრძოლაში რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ და თქვენი ქვეყნის დაცვაში. და ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ხვალ, როდესაც თქვენ აღადგენთ ქვეყანას და იმუშავებთ უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა გამოხატა მხარდაჭერა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული მშვიდობის ფორმულისთვის და დაარწმუნა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის არმიის გაძლიერებას. „ჩვენ…

მეტი...

,,როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე”- ოთარ შამუგია

,,როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის,” –  ამის შესახებ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებლებს ძალიან დიდი მოსავალი ჰქონდათ და ხორბლის ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ,,იმ ფერმერებს, ვისაც გარკვეული რაოდენობის პროდუქცია აქვს და ჩაბარება უწევს, ვერ დავეთანხმები, რომ ისინი ვერ აბარებენ ამ პროდუქტს.ეს ასე არ არის და ვერ იქნება. როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის. ამ ადამიანებთან მუდმივი…

მეტი...

,,მესამე დღეა, ქუდზე კაცი ვართ პარლამენტში მოსული და 50 გარანტირებული ხმა გვაქვს”- გიორგი ვაშაძე

,,ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობამ ბოლომდე გააშიშვლა „ქართული ოცნება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია არის უპრეცედენტოდ ერთიანი და  მესამე დღეა, ქუდზე კაცია გამოსული. „ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობამ ბოლომდე გააშიშვლა „ქართული ოცნება“. ისინი არიან „კლანის“ ავტორები და ბოლომდე იცავენ „კლანის“ ყველა წევრ მოსამართლეს. ისინი არიან დანაშაულებრივი სისტემის თანამონაწილეები და შემქმნელები, რომლებიც საქართველოს აშორებენ ევროინტეგრაციის გზას. ოპოზიცია არის უპრეცედენტოდ ერთიანი, მესამე დღეა, ქუდზე კაცი ვართ მოსული და 50 გარანტირებული ხმა გვაქვს. სამარცხვინოდ ზის „ქართული ოცნება“ დარბაზში, თავმჯდომარეები, მოადგილეები, მომსახურე პერსონალი, მაგრამ არ გადიან რეგისტრაციას. დღეს რაიმე განსხვავებულს არ ველოდები,…

მეტი...

,,ფრთხილად იყავით, გვჭირდებით”- ზელენსკი სტოლტენბერგს

ფრთხილად იყავით, გვჭირდებით, – ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს მიმართა. კონფერენციის დაწყებამდე, სტოლტენბერგმა სადენებს ფეხი წამოჰკრა და წაბორძიკდა. ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში დღეს, მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.  

მეტი...

,,სტოლტენბერგის ვიზიტს აღვიქვამთ როგორც ნიშანს, რომ ნატო მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში”- ზელენსკი

,,იენს სტოლტენბერგის ამ ვიზიტს განვიხილავთ იმის ნიშნად, რომ ალიანსი მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობებში,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რომელიც უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა. შეხვედრაზე მხარეებმა ოთხი ძირითადი საკითხი განიხილეს – უკრაინის თავდაცვის ჯგუფის შეხვედრა რამშტეინის ფორმატში 21 აპრილს; პარტნიორების წახალისება გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდებისთვის; ნატოს ვილნიუსის სამიტის მომზადება, რომელზეც უკრაინაა მიწვეული, ასევე უსაფრთხოების გარანტიები უკრაინის ალიანსისკენ მიმავალ გზაზე. „პირველი არის რამშტეინი, შეხვედრა, რომელიც ხვალ გაიმართება და გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებისგან ველით. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი აქტიური მოქმედებების…

მეტი...

,,მხოლოდ უკრაინის გამარჯვება გადაარჩენს სხვა სახელმწიფოებს, ისეთი საშინელი ნგრევისგან, რომელიც რუსეთმა მოიტანა ჩვენს მიწაზე“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რომელიც უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა. „ჩვენ მივესალმებით ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს კიევში, უკრაინაში, რომელიც დგას მტკიცედ, თავისუფლად და ხედავს ჩვენი მიწის სრული განთავისუფლების პერსპექტივას რუსი ოკუპანტისაგან. ჩვენ განვიხილავთ ბატონი გენერალური მდივნის ამ ვიზიტს – პირველი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ – იმის ნიშნად, რომ ალიანსი მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობებში – ამბიციური გადაწყვეტილებების თავი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს, რომ უკრაინაში ვიზიტი დეოკუპირებული ქალაქებისა და თემების მონახულებით დაიწყო. „მთელ ევროპასა და…

მეტი...

,,ევროპის უმეტეს ქვეყნებში, სახალხო დამცველები არიან ყოფილი პოლიტიკოსები”- ლევან იოსელიანი

,,სახალხო დამცველის არჩევა ეს არის შესრულებული რეკომენდაცია”,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევანი ოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპის უმეტეს ქვეყანაში სახალხო დამცველი ყოფილი პოლიტიკოსები ხდებიან, რადგან ომბუდსმენის არჩევის პროცესი დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პროცესია. ,,მე არ ვიცი ეს ვისი მოსაზრებაა კონკრეტულად, მაგრამ სახალხო დამცველის არჩევა ეს არის შესრულებული რეკომენდაცია და ამას ადასტურებენ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როდესაც მე ვხვდები მათ და როდესაც მილოცავენ თანამდებობაზე არჩევას. სახალხო დამცველი ევროპის უმეტეს ქვეყანაში, 37 ქვეყანა შეიძლება დასახელდეს, სადაც სახალხო დამცველები არიან ყოფილი პოლიტიკოსები, ძირითადად, პოლიტიკოსები ხდებიან სახალხო დამცველები, რადგან სახალხო დამცველის არჩევის პროცესიც დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური…

მეტი...

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები კვლავ მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან. მათ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, მათ ვადა პრემიერს სამ საათამდე მისცეს. როგორც მშობლები აცხადებენ, მათ მთავრობის კანცელარიიდან არავინ გამოეხმაურა. მშობლები  5 საათზე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრეპარატებით უზრუნველყოფას ოპერატიურად ითხოვენ, რადგანაც, პრეპარატის მიღებას მხოლოდ და მხოლოდ მოზარდობის პერიოდში აქვს აზრი, შემდეგ კი ის არ მოქმედებს. მთლიანობაში, საუბარია 30 ბავშვზე, რომლებსაც აღნიშნული მედიკამენტები სჭირდებათ.

მეტი...

,,სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი”- ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კელი დეგნანის განცხადებამ ხალხს დაანახა, მოსამართლეების დასანქცირების ინიციატორი თავად ელჩი ყოფილა. მისი თქმით,  ელჩის ინიციატივა სინამდვილეში, მოემსახურა არა სასამართლო სისტემის მდგრადობისა და შემდგომი განვითარების რეფორმირების საკითხს, არამედ სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას. „ამ განცხადებამ დაგვანახა, რომ სავიზო შეზღუდვის სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი. მან ეს პირადად განაცხადა. ასევე განაცხადა, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ  საჯარო წყაროებით იხელმძღვანელა, ანუ მედიაში გამოქვეყნებული გარკვეული ინფორმაციით, რომელთა უკან არაფერი იყო ნათქვამი, რამდენად არის სანდოობა, რამდენად არის ფაქტებით გამყარებული ან რამდენად შეესაბამება რეალობას, როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებაზე.…

მეტი...

მკვლელობა თუშეთში – თანასოფლელმა მამაკაცი მოკლა

მკვლელობა  თუშეთში – არსებული ინფორმაციით, თანასოფლელმა მამაკაცი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, გუშინ მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ტვინინგის პროექტი – „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დასრულდა. ღონისძიება გახსნეს სემეკის წევრმა, პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, გიორგი ფანგანმა და პროექტის ლიდერმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან, დიტმარ პრეინსტორფერმა. მათ ხაზი გაუსვეს პროექტის მიღწევებსა და ეფექტიან შედეგებს. ღონისძიებაზე ძირითადი მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. „ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროკავშირის დაფინანსებით…

მეტი...

,,რაღაც შოუს ელემენტებს ვხედავ საზოგადოების დასანახად, რაღაც მასკარადის მოწყობას”- გვრიტიშვილი საგამოძიებო კომისიაზე

,,როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა ასეთი საგამოძიებო კომისია?”-  ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას. „სამართლებრივ პრობლემასაც ვხედავ. საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. აქ რეალიზებულია სახელმწიფოს დანაწილების პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი სახელისუფლებო შტო არ არის უფლებამოსილი გააკონტროლოს მეორე სახელისუფლებო შტო. ანუ, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია პოლიტიკოსების მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რაღაც შოუს ელემენტებს ვხედავ საზოგადოების…

მეტი...

მოსწავლეების 35% არასდროს იკვებება სკოლაში – კვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. კვლევამ დაადგინა, რომ 2021-2022 სასწავლო წელს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98 პროცენტი ესწრებოდა სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას, ხოლო ბავშვების 2 პროცენტამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი. ,,სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 პროცენტი), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს…

მეტი...

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში 129 %-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების 26 %-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების 103 %-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 4.7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. საქართველოდან ხორციელდება ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს მიანიჭა ისეთი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე გატანის უფლება, როგორებიცაა თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ცხოველთა საკვები და სხვა.

მეტი...

მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვნია მოსამართლეების საკითხის პარლამენტში გარკვევა – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საზოგადოება იმსახურებს, რომ ის კითხვები, რომელიც სასამართლოსთა დაკავშირებით არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას. მისი თქმით, გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება. ,,თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რაც ამდენ ხანია დაგროვილი, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ…

მეტი...

,,სტატუსზე უარის შემდეგ აქციების მოთხოვნები ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო”- თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემდეგ გამართული აქციების მოთხოვნები ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო. როგორც ჟურნალისტის წერს, მას საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან. „გახსოვთ, კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა? მაგ აქციების მოთხოვნები და მოლოდინებიც ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო. არაფერი საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან. ყველა მონაწილე ჩრდილიდან შედგენილი დღის წესრიგით მოქმედებდა – ვიღაც ნებით, ვიღაც ჩათრევით. სცენაზეც ის ხალხი იდგა, ვინც ჩრდილოვანი მმართველისთვის მისაღები იყო. ამიტომ დასრულდა კრახით. ჩემთვის დისკრედიტირებულია ყველა, ვინც მაგ პროცესში აქტიურად ჩართული იყო. „ტექნიკური მთავრობა“ my ass! პ.ს. ვინც ჩრდილოვანი მართვა ამხილა,…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში, დაზიანებულ ხეს წვეთოვანით კურნავენ

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში 150-წლოვან ცაცხვს ჩინეთიდან ჩამოტანილი პრეპარატით კურნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სოფელ ლიხნის ისტორიულ გაწმენდაზე საუკუნენახევარი კავკასიური ცაცხვის გადასარჩენად პირველი 30 საწვეთური მიაწოდეს. მანამდე ცაცხვი ვანდალებმა დააზიანა. ამის შესახებ TASS-ს აფხაზეთის ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ განუცხადა. „პეკინიდან მოსკოვში სპეციალური წამალი ჩაიტანეს ოთხშაბათს, იქიდან აფხაზეთში კავკასიური ცაცხვის აღდგენისთვის. დღეს ჩვენ, აფხაზმა გარემოსდამცველებმა, აფხაზეთში მომუშავე ჩინელებთან ერთად, რომლებმაც დახმარება შესთავაზეს, ჩავაბარეთ ამ წამლის პირველი 30 საწვეთური. ერთი კვირის შემდეგ კიდევ 30 წვეთს ჩავსვამთ და გამოჯანმრთელების კურსს დავასრულებთ“, – განაცხადა ჩითანავამ. გამოცემის…

მეტი...

,,კელი დეგნანი ცდილობს, კონტროლი დაამყაროს მართლმსაჯულებაზე”- გურამ მაჭარაშვილი

,,აშშ-ის ელჩი პირდაპირ ცდილობს, კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ეს არის ვასალური დამოკიდებულება და პირდაპირი გალაშქრება სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. „ელჩი პირდაპირ ცდილობს, კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე, ეს არის არა მხოლოდ არაპარტნიორული ნაბიჯი, არამედ ვასალური დამოკიდებულება და პირდაპირი გალაშქრება სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა დავიცვათ. ჩვენ გვინდა პარტნიორული და არა ბატონყმური ურთიერთობა, რასაც სამწუხაროდ, ქალბატონი ელჩი ამ ბოლო დროს მიმართავს ხოლმე. ამიტომ იმედი გვაქვს, მომავალი ელჩი ამ შეცდომებს აღარ დაუშვებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მეტი...

2022 წელს, მევენახეებმა შემოსავლის სახით 270 მილიონამდე ლარი მიიღეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, გადამუშავდა 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი, მევენახეებმა შემოსავლის სახით 270 მილიონამდე ლარი მიიღეს. „შესრულდა სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. 2022 წელს რთველში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

მეტი...

2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია

„სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147 %-იანი ზრდა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34 %-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ხოლო 10.5 %-ით 2021 წლის მაჩვენებელს. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია ფიქსირდება 2023 წელს. პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29 %-იანი ზრდაა,…

მეტი...

71 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 18 წლის ბიჭი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

კახეთში, 71 წლის მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ 18 წლის კაცს,  აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, თელავის რაიონულმა სასამართლომ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ახმეტაში, 18 წლის ბიჭმა 71 წლის მეზობელი მოკლა

მეტი...

,,უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა”- ხატია დეკანოიძე

„დისკუსია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებული, პრაქტიკულად აღარ არსებობს”,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა. „გუშინწინ და გუშინ ჩვენი მობილიზაციის შედეგად მათ ჰქონდათ შიში და გაიქცნენ ორჯერ დარბაზიდან. ანუ უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა. ძალიან სამწუხაროა, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლეს მურუსიძეს და კლანს გადაეფარა. დისკუსია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებულები, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ეს არის უკვე ის მოცემულობა, რომელიც არის ძალიან აქტიურად განხილვადი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ახლა დგება უკვე მეორე ეტაპი. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაშიც…

მეტი...

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს ასიგნებები 150 %-ით გაიზარდა“- ოთარ შამუგია

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 150 %-ით, რამაც ახალი ინიციატივების განხორციელების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები მოგვცა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას. „ეკონომიკური განვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ორი წელზე მეტია ვინარჩუნებთ, გვაძლევს საშუალებას, წლიდან წლამდე გავზარდოთ დაფინანსება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით.ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 150 %-ით, რამაც ახალი ინიციატივების განხორციელების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები მოგვცა“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მთელი რიგი…

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებს წარადგენს. ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება, რთული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. „თითოეული ჩვენგანი იზიარებს მდგომარეობის სიმძიმეს, რაც გამოწვეულია რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრით. ამ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული, შევინარჩუნოთ მშვიდობა, არ შეგვექმნას რთული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შევძლოთ წინსვლა, მათ შორის, მთავარი მიზნისკენ, ევროინტეგრაციისკენ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მეტი...

2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით 18-მა დეპუტატმა არ ისარგებლა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა. დეპუტატები, რომლებსაც სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია 10 უმრავლესობის წევრია, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია: ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა); ისკო დასენი (უმრავლესობა); გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი); აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია); მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია); სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა); ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა); სამველ მანუკიანი (უმრავლესობა); გოგი მეშველიანი (უმრავლესობა); კობა ნაყოფია (ოპოზიცია); რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია); დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა); ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია); გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა); ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა); ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია); დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი); ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).

მეტი...