„4 კორუმპირებული მოსამართლე“ – ამერიკის ელჩი დასანქცირებულ უვადო მოსამართლეებზე

უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი განცხადებას ავრცელებს. როგორც ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, ისინი კორუმპირებული მოსამართლეები არიან, რომლებსაც შტატებში შესვლა ეკრძალებათ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის დასანქცირების შესახებ მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის გამო შემდეგია: „მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული კორუფიციული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს…

მეტი...

დასანქცირებული ქართველი მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები აშშ-ის ტერიტორიაზე ვერ შევლენ

მოსამართლეები, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვერ შევლენ. მათ გაუუქმდებათ მოქმედი ვიზები და სანქციები მათი ოჯახის წევრ4ებსაც შეეხებათ. როგორც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შტატები ყოველთვის დგას ძლიერი და სამართლიანი მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის გვერდით. „ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328 (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ…

მეტი...

აშშ-მა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხდა, სანქცირებულ მოსამართლეთა ჩამონათვალში მოხვდნენ ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. მათი დასანქცირების მიზეზი გახდა ის, რომ მათ ბოროტად გამოიყენეს თანამდებობრივი უფლებამოსილება როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობას. „დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს…

მეტი...

„აშშ აზიაშიც ურევს სიტუაციას, წითელი ხაზების გადაკვეთა კატეგორიულად მიუღებელია“ – ჩინეთის ელჩი

„თაივანის საკითხი არის ჩინეთის ცენტრალური ინტერესების ცენტრი, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური ფუნდამენტის ფუნდამენტი და პირველი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყოვლად დაუშვებელია“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და ამერიკის შეერთებულ შტატებს წითელი ხაზების გადაკვეთაში ამხელს. როგორც ელჩი აცხადებს, აშშ აზიაშიც ურევს სიტუაციას და ჩინეთი მტკიცედ დაიცავს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ზოგიერთი ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით, ცეცხლზე ნავთს ასხამს, რადგან სამხედრო დახმარებით, ცალმხრივი სანქციებით და სხვა საშუალებებით მუდმივად ხელს უწყობს კრიზისის ესკალაციას. ამას თან ერთვის ცივი ომის დროინდელი, ჰეგემონური ქმედებები, როგორიცაა ერთმანეთთან პირის შეკვრა, ზეწოლა, პროვოკაციები, კონფრონტაციისკენ წაქეზება, კარჩაკეტილობა, კავშირების გაწყვეტა…

მეტი...

ეროვნული ბანკის ვაკანტურ პოზიციაზე პრეზიდენტთან 19 განაცხადი შევიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განაცხადების განხილვა დაწყებულია. უნდა შეირჩეს 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. შემდეგ კი პრეზიდენტი, შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი პარლამენტში წარადგენს.  

მეტი...

ზურაბ ჟვანიას მოედანზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 6 აპრილის 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე იმოქმედებს. კერძოდ, 6-7 აპრილს მოძრაობა 00:00-დან 06:00 საათამდე აიკრძალება, ხოლო 8 აპრილს ტრანსპორტის გადაადგილება  00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე  შეიზღუდება. აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები ვეფხი და მოყმის ძეგლიდან იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით ვეღარ იმოძრავებენ; მარშალ გელოვანის გამზირისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან მძღოლები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაადგილდებიან, ხოლო ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობას ლევან გოთუასა და ჟიული შარტავას ქუჩების გავლით შეძლებენ. რაც შეეხება პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალ ტრანსპორტს, მოძრობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ,…

მეტი...

კრემლს “სამხედრო ძალის” პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის ეშინია – CNN

”სიენენის” ინფორმაციით, კრემლს პრობლემები აქვს „მომზადებული სამხედრო ძალის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეშინია რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების. ,,(რუსეთმა) აღიარა, რომ მას სჭირდება კიდევ 400 000 ჯარისკაცი და ეს ეხება არა მხოლოდ კონფლიქტს (უკრაინაში), არამედ ახალ ფორმირებებს, რომლებიც განლაგდებიან NATO-სა და ფინეთის ახალ საზღვარზე”, – განუცხადა ”სიენენს” წყარომ. როგორც მედიას წყარომ განუცხადა,  რუსეთს პრობლემები აქვს „მომზადებული სამხედრო ძალის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ,,გაუძლებს თუ არა მოსახლეობა მობილიზაციის მორიგ რაუნდს და ნამდვილად სურს თუ არა კრემლს, შეამოწმოს მოსახლეობის გამძლეობა ამის მიმართ, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა, ის ფაქტი, რომ მათ ეს არ გააკეთეს, მიუთითებს იმაზე, რომ…

მეტი...

,,მომავალში ჩვენს ხალხებს შორის არ იქნება საზღვრები”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა. ზელენსკი პოლონეთში ვიზიტის შესახებ საკუთარ “ტელეგრამის” არხში განცხადებას ავრცელებს. ,,მომავალში ჩვენს ხალხებს შორის არ იქნება საზღვრები: პოლიტიკური, ეკონომიკური და – რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ისტორიული. მაგრამ ამისთვის ჯერ კიდევ გვჭირდება გამარჯვება. ამისთვის ცოტა მეტი გვერდიგვერდ უნდა ვიაროთ”,- ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

მეტი...

გორში სკვერიდან საქანელები მოიპარეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში უცნობმა პირებმა სკამები დააზიანეს. მათივე ცნობით, ჭალის დასახლებაში არსებულ სკვერში საქანელები ჩამოხსნეს. ,,ბარნოვის ქუჩაზე, მტკვრის სანაპიროზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში უცნობმა პირებმა სკამები დააზიანეს. ჩამოხსნილია საქანელები ჭალის დასახლებაში არსებულ სკვერშიც. გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ გარემოს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ქალაქის მასშტაბით არაერთხელ დაფიქსირდა ატრაქციონების, მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტი,”- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მეტი...

„ქართველებს მართლა შეგვიძლია, ჩვენი ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით ვზარდოთ, ოღონდ არა ერთჯერადად და არა გამოქცეული რუსების ხარჯზე“- კახაბერ ოქრიაშვილის პრესსამსახური

„ქართველებს მართლა შეგვიძლია, ჩვენი ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით ვზარდოთ, ოღონდ არა ერთჯერადად და არა გამოქცეული რუსების ხარჯზე“,- ასე პასუხობს კახაბერ ოქრიაშვილის პრესსამსახური ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2022 წელს საქართველოს მართლაც ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ერთჯერადი ეფექტი იყო, რომელიც გამოქცეული რუსების მიერ ფულის შემოტანამ მოიტანა. ,,ვეხმაურებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ვახტანგ ცინცაძეს, რომელმაც ჩვენს გუშინდელ კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მსოფლიოში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და რომ ყველაზე კარგად ხალხი საქართველოში ცხოვრობს, ესტონეთსა და პოლონეთში კი მძიმე მდგომარეობაში არიან. მისივე თქმით, 2022 წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა.…

მეტი...

,,დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ”- ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“

,,დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ,”- ამის შესახებ ინფორმაციას  არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოსთვის” ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ანაშაულის ადგილზე მისულ დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ. ,,დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლებმა „უფლებები საქართველოს“ საქმეში ჩართვის თხოვნით 2023 წლის 04 აპრილს მომართეს. მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში). მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა. კერძოდ, გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია…

მეტი...

„ზოგიერთი ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით, ცეცხლზე ნავთს ასხამს“ – ჩინეთის ელჩი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე

„ჩინეთი ამ კრიზისის არც წამომწყებია და არც მასში მონაწილე მხარე, პირიქით, იგი კრიზისის პოლიტიკურად გადაწყვეტის ინიციატორი და სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდამჭერია“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს. კერძოდ, როგორც დიპლომატი განმარტავს, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას ესკალაციისკენ უბიძგებს. „ზოგიერთი ქვეყანა გეოპოლიტიკური და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ესკალაციისკენ უბიძგებს და განგებ  ხელს უშლის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. ადამიანებს სამართლიანობის გრძნობა  ბუნებრივად აქვთ, ამიტომ, ყველასთვის აშკარაა, ვინ ასხამს ცეცხლზე ნავთს და ვინ ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელის შეწყობას“ – აცხადებს ელჩი. მისივე შეფასებით,  ჩინეთს გამოკვეთილი და თანმიმდევრული პოზიცია აქვს,  აშშ-ს კი სხვა…

მეტი...

,,სააკაშვილს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით ყოფილ პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. „ორი დღის წინ ვნახე და სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ჩემი კონტრაქტორი მხარე არის  მიხეილ სააკაშვილი. ამასთან დაკავშირებით მას ჩემთვის ჯერ რაიმე დავალება არ მოუცია. ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი როცა გახდება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ. საქმე დამთავრდა საქართველოში, ყველა ასე აცხადებს –  იგზავნება სტრასბურგის სასამართლოში. უამრავი მასალა არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააკაშვილი. ჯერ მას გადაწყვეტილება არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ უცნობებია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთაში

ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთაში -სავარაუდოდ, ერთმანეთს სატვირთოები და მიკროავტობუსი შეეჯახა. როგორც, შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, დამტვრეულია რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება. ამ ეტაპზე უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე შემთხვევის შედეგად.

მეტი...

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. კირილენკოს თქმით, ქალაქი დაახლოებით 11 საათზე დაიბომბა და რუსული ძალები საცხოვრებელ სექტორში შევიდნენ. 4 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსული ჯარების მხრიდან დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ 1450 ადამიანი დაიღუპა, 3339 კი დაშავდა.  

მეტი...

ცხოველთა ბრძოლების გამართვა აკრძალულია! – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, ცხოველთა ბრძოლების გამართვა აკრძალულია. მათივე ცნობით, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, სისხლის სამართლის დანაშაულია. ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 240 საათამდე; შინაპატიმრობით, ვადით 6 თვიდან 1 წლამდე; ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 200-დან 400 საათამდე; შინაპატიმრობით, ვადით 1-დან 2 წლამდე; ჯარიმით ან…

მეტი...

„პუტინმა დაადასტურა მზაობა, რუსეთი მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი“ – ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ელჩის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინასთან არსებული კონფლიქტი პოლიტიკური დიალოგის გზით გადაწყდეს. როგორც ჭოუ ციენმა „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნული მზაობა დაადასტურა. „ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტი სი ძინფინგი რუსული მხარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია. სი ძინფინგსა და პუტინს შორის უკრაინის კრიზისის შესახებ გულწრფელი და ყოვლისმომცველი დიალოგი გაიმართა. პრეზიდენტმა სიმ აღნიშნა, რომ ისტორიულად კონფლიქტები ყოველთვის დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით წყდებოდა. რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით მეტი სივრცე უნდა დარჩეს მშვიდობისთვის, რაც უფრო მწვავეა დაპირისპირება, მით მეტი ძალისხმევა უნდა დაეთმოს დიალოგს. თუ ყველა მხარე…

მეტი...

,,თუ ვინმემ სააკაშვილის ხმები გამოიყენა, ეს ნიკანორ მელია იყო” – თაკო ჩარკვიანი

,,თუ ვინმემ გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის ხმები და ყველაფერი ფინანსებიდან დაწყებული, სწორედ ყოფილი თავმჯდომარე იყო,”-  ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმემ გამოიყენა მიხეილ სააკაშვილი ხმები ნიკანორ მელია იყო. ,,მე მომხრე ვარ ყოველთვის დიდი პროტესტის. რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ეს გეგმები არ იცვლება. მე ასე ვხედავ ამ პროცესს. სოციალურ ქსელში იმიტომ არ გხვდებათ, რომ იმ პროცენტმა ვინც ხმა მისცა ლევან ხაბეიშვილს, თავად არიან ჩართული და კარგად იციან, რომ მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ კუთხით. თუ ვინმემ გამოიყენა მართლაც ეს მდგომარეობა, ეს გახლდათ ნიკანორ მელია. თუ ვინმემ…

მეტი...

ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე,  ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, ბადრი ესებუას აღნიშნული ბრალდება პროკურატურამ დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს წარუდგინა.  

მეტი...

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და ისაუბრა როგორც განხორციელებულ, ასევე მიმდინარე პროექტებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრები. ღონისძიება გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის ნუგზარ ბერიძის თქმით, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. „ცენტრის დაარსებიდან დღემდე ხორციელდება როგორც საგანმანათლებლო, ასევე კვლევით პროექტები, რაც დადებით შედეგს იძლევა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ცნობიერების ამაღლებაში. დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ის გამოწვევები,…

მეტი...

,,დამიბარეს სასამართლოში”- ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელ, ”ფეისბუქში” წერს. ,,დღეს უნდა ყოფილიყო ჩემი და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო, ჩვენს მიერ სპეცრაზმის დარბევის საქმეზე, მაგრამ გადაიდო მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სამაგიეროდ ხვალ დამიბარეს სასამართლოში, აუდიტის სამსახური გვიჩივის, რაზე არ ვიცით, დანართში ნახეთო და დანართი არ არის, არ ჩამოიტანეს”,- წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მეტი...

,,ჩვენ არავის ვეჯიბრებით და არავისთან დატოლებას არ ვაპირებთ“- ლევან ხაბეიშვილი

,,ჩვენ არავის ვეჯიბრებით და არავისთან დატოლებას არ ვაპირებთ“- ასე პასუხობს ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კითხვას, რას აკეთებს მიხელ სააკაშვილის გასათავისუფლებად, ნიკა მელიაზე მეტს ? მისი თქმით, ”„ნაციონალური მოძრაობა“ უკანასკნელი თვეების განმავლობაში არის ზეაქტიური”. ,,კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე მე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. საზოგადოებაა მსაჯული და ისინი თავად შეაფასებენ. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვმუშაობთ ძალიან ბევრს. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ჩვენ არავის ვეჯიბრებით და არავისთან დატოლებას არ ვაპირებთ, მითუმეტეს, სიმაღლეში. „ნაციონალური…

მეტი...

„ბირთვული შანტაჟი და ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან”

„დაუშვებელია ბირთვული ომის  წარმოება და ბირთვული იარაღით მუქარა. ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მხარეს დგას“ – ეს განცხადება საქართველოში ჩინეთის ელჩს – ჭოუ ციენს ეკუთვნის. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, არსებობს თუ არა რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, ელჩმა ასე გვიპასუხა: „ჩინეთის პრეზიდენტსაც აღნიშნა, რომ ორი რამ, რაც არ უნდა მოხდეს, ეს არის ის, რომ არ უნდა მოხდეს  ბირთვული ომი, რადგან ბირთვულ ომს გამარჯვებული არ ჰყავს და არ უნდა დავუშვათ ბირთვული იარაღის გამოყენება. ჩინეთის პოზიცია ბირთვულ იარაღზე ეხება ყველა ქვეყანას და მათ შორის რუსეთს. ყველაზე დიდი რაოდენობით ბირთვული იარაღი ვისაც აქვს განთავსებული სხვა…

მეტი...

,,თუ სააკაშვილის კუჭზე გადის ევროინტეგრაცია, ამ მოცემულობაში ქართული საზოგადოება ვერ შემოგყვებათ”- მამუკა მდინარაძე

,,თუ სააკაშვილის კუჭზე გადის ევროინტეგრაცია, მაშინ ამ მოცემულობაში თქვენ ქართული საზოგადოება ვერ შემოგყვებათ”,-  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ,,სააკაშვილს შეუძლია ჭამოს მეტი, რომელიც შეუძლია, ან თუ არ შეუძლია ერთი წამით რომ მივყვე მაგ თქვენ ნარატივს, შეუძლია მიიღოს სამედიცინო მომსახურება, მათ შორის გადასხმა და ამით ამოიწურება პრობლემა, აი ეს თუ არის ჩვენი დღის წესრიგი, მე ერთხელ ვთქვი და თუ სააკაშვილის კუჭზე გადის ევროინტეგრაცია, მაშინ ამ მოცემულობაში თქვენ ქართული საზოგადოება ვერ შემოგყვებათ,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

„არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობიან განვითარებას, ომს, ქაოსსა და ეკონომიკურ კრიზისს შორის“ – ჩინეთის ელჩი

„დღეს მსოფლიოში არამდგრადი სიტუაციაა. უკრაინაში კრიზისის დაწყებიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა. ინფლაცია, ფასების ზრდა და პროტექციონიზმი სერიოზულ დარტყმას აყენებს წარმოებისა და მიწოდების გლობალურ ჯაჭვებს“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქარველოში ჭოუ ციენი და დასძენს, რომ ჩინეთი იყო, არის და იქნება სამშვიდობო პოლიტიკის მომხრე. როგორც ელჩმა აღნიშნა,  ჰეგემონიზმი და ცივი ომის მენტალიტეტი გავლენას ახდენს საერთაშორისო წესრიგზე. „მშვიდობის, განვითარების, უსაფრთხოების და მმართველობის დეფიციტი კაცობრიობისთვის უდიდეს გამოწვევად იქცა. დღეს მსოფლიო გზაჯვარედინზე დგას; არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობიან განვითარებას, ომს, ქაოსსა და ეკონომიკურ კრიზისს შორის. თუ რა გზას უნდა დაადგეს კაცობრიობა, ამ საკითხზე ყველა ქვეყანა…

მეტი...

,,არავის თავში არ მოსვლია მითითება, რომ რუსულ მანქანაზე ჯარიმა არ გამოწეროს, ეს არის ტყუილი”- თბილისის ვიცე-მერი

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მედიასთან საუბრისას სრული სიცრუე უწოდა გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი რუსულნომრიან ავტომანქანებს არ აჯარიმებს. ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის საათობრივი პარკირების სისტემას არა აქვს წვდომა უცხოურ პერსონალურ მონაცემებთან, განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მისივე თქმით, მძღოლის დაჯარიმების შესაძლებლობა პარკირების ოპერატორ კომპანიას მხოლოდ მძღოლის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში გააჩნია. „არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მითითება აქვთ თანამშრომლებს, რომ უცხოური და განსაკუთრებით, რუსულნომრიანი მანქანები არ დააჯარიმონ. ეს არის სრული ტყუილი. საათობრივი პარკირების სისტემა ახალი აწყობილია და პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსულ მანქანებზე, არა მხოლოდ რუსეთიდან, ნებისმიერი სხვა…

მეტი...

,,ჩვენი ოპონენტები თუ უარს იტყვიან რუსული გეგმის შესრულებაზე, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით,  თუ ოპოზიცია რუსულ გეგმაზე უარს იტყვის, საქართველო უპირობოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ,,თუ ჩვენი ოპონენტების და ზოგადად გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს მივყვებით, მაშინ რუსული კანონი კი არ იყო, რეალურად გეგმაა რუსული, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში ამ გეგმას რომ მიჰყვეს ქვეყანა, რასაც ჩვენი ოპონენტები ახმოვანებენ, სინამდვილეში ეს არის კანდიდატის სტატუსის ვერ და არ მიღება, ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი საქართველოში, რაც აუცილებლად რუსული შედეგით დასრულდება, ჩვენი გეგმა არის სხვა. მე შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ამ გეგმაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველო უპირობოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. თუკი…

მეტი...

მანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში იმყოფებიან. ევროპელი ლიდერები სამდღიან ვიზიტს იწყებენ, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სავაჭრო მოლაპარაკებები და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხები იქნება. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი პეკინთან, როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენაა.

მეტი...

ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  ამის შესაებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ,,სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 24 ივლისს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებულმა ვალის გადახდასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ჭრილობები მიაყენა მამა-შვილს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ორივე დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, 2019 წლის 24 ივლისს მოქმედი რედაქცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- ნათქვამია პროკურატირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

ქართველი ჟურნალისტი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი ჯამ­ლეტ ხუ­ხაშ­ვი­ლი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები ავრცელებენ. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად, საუკეთესო სპორტულ კომენტატორად.

მეტი...

,,ისტორიულ უბანში მდებარე სახლის რეაბილიტაციის დროს შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება”- კახა კალაძე

თბილისის ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, ამოქმედდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროცესში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა რეაბილიტაციის დროს შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება. „აღნიშნული პროგრამა უკვე ფუნქციონირებს. ამ გადაწყვეტილებამ ყველა შესაბამისი უწყება გაიარა, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა და უკვე შეგვიძლია, ახალი პროგრამის საშუალებით, ძველი თბილისის შენობა-ნაგებობები მოვაწესრიგოთ. ერთადერთი რესურსი, რაც გვქონდა, იყო „თბილისის განვითარების ფონდი“, რომელიც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ბევრი კარგი სამუშაო ჩატარდა, თუმცა ეს საკმარისი არაა. ჩვენ…

მეტი...

,,პუტინი მოწყვეტილია სამყაროს, მობილურს არ იყენებს, არც ინტერნეტს”- გლებ კარაკულოვი

,,ჩვენი პრეზიდენტი მოწყვეტილია სამყაროს. ის ბოლო რამდენიმე წელია საინფორმაციო ვაკუუმში ცხოვრობს და დროის უმეტეს ნაწილს თავის რეზიდენციებში ატარებს. მობილურს არ იყენებს, არც ინტერნეტს,”- ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კაპიტანი გლებ კარაკულოვი აცხადებს. კარაკულოვი რუსეთიდან გაიქცა და ამბობს, რომ პუტინს პათოლოგიურად ეშინია სიკვდილის. ,,მე ამ ადამიანს ომის დამნაშავედ ვთვლი. მინდა მივმართო რუს ოფიცრებს, კოლეგებს -თქვენ არ უნდა შეასრულოთ კრიმინალური ბრძანებები.  ის რაც ახლა ხდება უკრაინაში, სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენი პრეზიდენტი გახდა ომის დამნაშავე. ჩვენი პრეზიდენტი მოწყვეტილია სამყაროს. ის ბოლო რამდენიმე წელია საინფორმაციო ვაკუუმში ცხოვრობს და დროის უმეტეს ნაწილს თავის…

მეტი...

იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ თვეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის სწორად მიმდინარეობის მაჩვენებელია. „აღნიშნული მონაცემები მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის მიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებში გამოიცადა, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, დაგეგმილი ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის თვალსაზრისით, ასევე, განცალკევებული საავტობუსო ზოლების დასამატებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, 28 მარტს დაფიქსირდა საზოგადოებრივი…

მეტი...

,,ჩვენი ინფორმაციით, რიკოთზე არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“- ლევან ხაბეიშვილი

,,ჩვენი ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“,-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილზე  ე.წ. ტრაილერები გადაადგილდებიან. „9 აპრილთან დაკავშირებით დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ აქტიურად ვხვდებოდით მოსახლეობას. ისიც ნახეთ, რომ რიკოთის უღელტეხილი დაკეტა „რუსულმა ოცნებამ“.  მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ იქ ე.წ. ტრაილერები გადაადგილდებიან და სახიფათო თუ არის გადაადგილება, არავინ იცის, ტრაილერებს რატომ ატარებენ. ამ დროისთვის იქ გზაც გაწმენდილია. ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან,…

მეტი...

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეკორდული რაოდენობის აბიტურიენტი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა; სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული,”- ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მეტი...

,,ბევრი საუბრობს საცობებზე – თბილისი რაცაა, ვიცით ყველამ, ამ ქალაქს ვერ გაბერავ”- კახა კალაძე

,,თბილისი რაც არის ვიცით ყველამ, თავისი ქუჩებით, თავისი უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა. მერის თქმით, საცობების პრობლემა  წლიდან წლამდე  კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო პრობლემური ხდება კერძო ავტომობილით გადაადგილება დედაქალაქში. ,,ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არის საცობები და წლიდან წლამდე ეს პრობლემა კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო პრობლემური ხდება კერძო ავტომობილებით გადაადგილება. ნუ, თბილისი რაც არის, ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით და უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია.…

მეტი...