გორში ძაღლი იარაღით მოკლეს – მიმდინარეობს გამოძიება

გორში ძაღლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. როგორც ცხოველის პატრონი ამბობს, ძაღლს ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მსგავსი თემები