ჩაქვში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე, მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები