ტეხასში, რიო გრანდეს გადაკვეთისას, ქალი და 2 ბავშვი დაიღუპა

ტეხასში, რიო გრანდეს გადაკვეთისას, ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა. ისინი აშშ-ში შესვლას სამხრეთ საზღვრის იმ მონაკვეთიდან ცდილობდნენ, სადაც ტეხასის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა ფედერალურ სასაზღვრო პატრულს მიგრანტების შემოწმებასა და გადარჩენაში ხელი შეუშალეს.

შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის, გრეგ ებოტის ბრძანებით, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა სასაზღვრო პატრულს მიგრანტების გადარჩენის მცდელობის უფლება არ მისცეს.

,,ქალი და ორი ბავშვი ტრაგიკულად დაღუპა Shelby-ის პარკთან, რომელსაც მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ტეხასის შტატი აკონტროლებს“, – განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა.

მსგავსი თემები