თოვის გამო, მუნიციპალიტეტებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

კახეთში ძლიერი თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, მუნიციპალიტეტებს შორის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

თელავი-ვაზიანი-გომბორის მიმართულებით მოძრაობა არ შეწყვეტილა, თუმცა ნაწილობრივი შეზღუდვებია დაწესებული. პერიმეტრის დასაწყისში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც გადაადგილებას უზრუნველყოფს.

,,ნალექი, თოვლის სახით, მნიშვნელოვანი რაოდენობით კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან მოვიდა, ძირითადად, თელავის მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება სამუშაოებს, მუნიციპალიტეტი აწარმოებს ინტენსიურ რეჟიმში. ხდება ცენტრალური გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. უსაფრთხოების მიზნითვე, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე,” – განაცხადა კახეთის გუბერნატორის მოადგილემ.

მსგავსი თემები