მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა – დანიას ახალი მეფე ჰყავს

დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა. დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა.

მარგრეტე II-მ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა და გვირგვინი შვილს გადასცა. მას მეფედ კრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან გამოაცხადებენ.

დანიას მხოლოდ ახალი მეფე არ ეყოლება, მისი ცოლი, პრინცესა მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდება.

მსგავსი თემები