,,მოუსმინეთ უკრაინას და მიიღეთ გადამწყვეტი ზომები” – კულება

,,მოუსმინეთ უკრაინას და მიიღეთ გადამწყვეტი ზომები”. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ფრანგ კოლეგასთან, სტეფან სეჟორნესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ საკითხში ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს საფრანგეთთან, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო შვიდეულის ჯგუფის ყველა ქვეყანას და ევროკავშირს, მოუსმინონ უკრაინას და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა შეაჩერონ ამ კომპონენტების მიწოდება რუსეთისთვის“, – აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია სარეცხი მანქანების, მიკროტალღური ღუმელებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაწილებს იყენებს რაკეტებისთვის, რათა შემდეგ მოკლას უკრაინელები.

,,ჩვენ რეგულარულად ვაწვდით ჩვენს პარტნიორებს იმ კომპონენტების სიებს, რომლებსაც ვპოულობთ ჩამოგდებულ რუსულ რაკეტებში. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მათ მიიღონ ზომები მიწოდების დაბლოკვის მიზნით”, – განაცხადა კულებამ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი თავის პირველი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. კულებას შემდეგ, ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მსგავსი თემები